Tag Archives: სტანისლავ მარკელოვი

სტანისლავ მარკელოვი – დიაგნოზი: პატრიოტიზმი

l_0f3ee80e

ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი, „კოლექტიური მოქმედების” აქტივისტი, ანტიფაშისტი, რადიკალი მემარცხენე… სტანისლავ მარკელოვზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. იყო პირდაპირი და ემოციური, და რაც მთავარია, ბოლომდე დარწმუნებული თავის სიმართლეში. თავის საქმიანობით ძალიან ახლოს იდგა ანარქიზმთან –  პირველ  ადგილას ანტიფაშიზმს და ზოგადად, მემარცხენე რევოლუციურ თემატიკას აყენებდა. დაინტერესებული იყო ჩეჩნური თემით და ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის მედალიც აქვს მიღებული. სტანისლავის რადიკალიზმის შეჩერება მხოლოდ თავში ნასროლმა ტყვიამ შეძლო – 2009 წლის 19 იანვარს, მოსკოვის ცენტრში ის და მასთან ერთად მყოფი ეკო-ანარქისტი ჟურნალისტი, ანასტასია ბაბუროვა „გააჩუმეს”. ეს არ იყო უბრალოდ დანაშაული, ეს იყო სუფთა იდეოლოგიური მკვლელობა – სხვას ვერაფერს დავარქმევთ შუა მოსკოვში რადიკალი აქტივისტისთვის შუბლში დახლილ ტყვიას.

„დიაგნოზი: პატრიოტიზმი” სტანისლავ მარკელოვის ერთ-ერთი საუკეთესო ესეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ესეში რუსულ პატრიოტიზმზეა საუბარი, თავისუფლად შეგვიძლია დღევანდელ ქართულ რეალობასაც მოვარგოთ – უბრალოდ შეცვალეთ „რუსეთი” „საქართველოთი” და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

დიაგნოზი: პატრიოტიზმი

მთელი ქვეყანა ისეა „შემჯდარი“ პატრიოტიზმზე, როგორც  ნარკომანი – წამალზე. ყველა პოლიტიკოსი, ტყუილის თქმის წინ იფიცებს, რომ პატრიოტია. ყველა ნაძირალა, სანამ ფულს წაგლეჯს ხალხს, სახელმწიფოს სიყვარულს უხსნის. ყველა ქურდი გვიმხელს, როგორ უყვარს სამშობლო და კიდევ რამდენს მოიპარავს ამ სიყვარულის გამო.

დღეს რუსეთში შეუძლებელია სერიოზული თანამდებობის დაკავება, თუ არ გადმოაფრქვევ შენს პატრიოტულ გრძნობებს. შეუძლებელია გახდე პოლიტიკოსი – არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში იქნები თუ ოპოზიციაში, თუ არ დაიფიცებ დიადი იმპერიის სიმბოლიკაზე.

პატრიოტიზმი სახელმწიფოსთვის მოქალაქეების შეფასების კრიტერიუმად იქცა. თუ შენ არ ხარ პატრიოტი, ე.ი. მოღალატე ხარ და ხელისუფლების მახრჩობელა ხელები მალევე გაგგუდავენ. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ  პირადი გრძნობების საჯაროდ გამოტანა და მთელი ერისთვის სიყვარულის ახსნა არაა ლამაზი. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ

პატრიოტიზმი  – სისულელეა! Continue reading სტანისლავ მარკელოვი – დიაგნოზი: პატრიოტიზმი