Tag Archives: ფაშიზმი

GOOD NIGHT WHITE PRIDE – ისტორია

ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პოპულარული ლოგო – “GOOD NIGHT WHITE PRIDE” რომელიც შემდგომ ნაცისტებმა / ფაშისტებმა მოიპარეს და გადათარგმნეს სათავისოდ, ლოგო დატოვეს და ტექსტი შეუცვალეს – good night left side, რეალური ისტორია ამ ფოტოსი კი ასეთი იყო. “GOOD NIGHT WHITE PRIDE” ფოტოს ისტორია 9 მაისს 1998 წელს, kkk (რასიტული ორგანიზაცია კუ-კლუქს-კლანი) მართავდა აქციას მიჩიგანში (Ann Arbor) ქალაქის მმართველობის ნებართვით. ორგანიზაციებმა – ანტი-რასისტული მოქმედება, მუშების რევოლუციური ლიგა და ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის კომიტეტმა მობილიზაცია მოახდინეს რომ შეწინააღმდეგებოდნენ “კკკ“-ს კლოუნებს. მოხდა შეტაკებები, ჯამში 5 ადამიანი დაშავდა და აქცია ჩაიშალა. ფოტოზე აღბეჭდილია ერთ ერთი ასეთი შეტაკების დროს როგორ ურტყამს ფეხს სახეში რასისტ აქტივისტს ანტიფაშისტების წარმომადგენელი, მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციამ დააკავა 39 ანტი-ფაშისტი, 20 მათგანი გაასამართლეს და ზოგიერთ მათგანი ცნეს დამნაშავედ. თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომშიც მრავალჯერ განმეორდა იგივე, როცა ადამიანები გაერთიანდნენ რასისტების  წინააღმდეგ, იმ პირობებში როცა ქალაქის მმართველობა ხელს უწყობდა რასისტულ ორგანიზაციებს და პოლიციის საშუალებით კი მკაცრად სჯიდნენ ანტი-რასისტებს.

თბილისის ქუჩებში და მეტროშიც გამოჩნდა ნეო-ნაცისტური (სინონიმებია: ფაშიზმი, ულტრა მემარჯვენეები ე.წ. Правый сектор და ა.შ.) სტიკერები, მათ შორის ერთ-ერთს აწერია „ღამე მშვიდობისა მემარცხენეებო”.

სტანისლავ მარკელოვი – დიაგნოზი: პატრიოტიზმი


ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი, „კოლექტიური მოქმედების” აქტივისტი, ანტიფაშისტი, რადიკალი მემარცხენე… სტანისლავ მარკელოვზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. იყო პირდაპირი და ემოციური, და რაც მთავარია, ბოლომდე დარწმუნებული თავის სიმართლეში. თავის საქმიანობით ძალიან ახლოს იდგა ანარქიზმთან –  პირველ  ადგილას ანტიფაშიზმს და ზოგადად, მემარცხენე რევოლუციურ თემატიკას აყენებდა. დაინტერესებული იყო ჩეჩნური თემით და ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის მედალიც აქვს მიღებული. სტანისლავის რადიკალიზმის შეჩერება მხოლოდ თავში ნასროლმა ტყვიამ შეძლო – 2009 წლის 19 იანვარს, მოსკოვის ცენტრში ის და მასთან ერთად მყოფი ეკო-ანარქისტი ჟურნალისტი, ანასტასია ბაბუროვა „გააჩუმეს”. ეს არ იყო უბრალოდ დანაშაული, ეს იყო სუფთა იდეოლოგიური მკვლელობა – სხვას ვერაფერს დავარქმევთ შუა მოსკოვში რადიკალი აქტივისტისთვის შუბლში დახლილ ტყვიას.

„დიაგნოზი: პატრიოტიზმი” სტანისლავ მარკელოვის ერთ-ერთი საუკეთესო ესეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ესეში რუსულ პატრიოტიზმზეა საუბარი, თავისუფლად შეგვიძლია დღევანდელ ქართულ რეალობასაც მოვარგოთ – უბრალოდ შეცვალეთ „რუსეთი” „საქართველოთი” და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

დიაგნოზი: პატრიოტიზმი

მთელი ქვეყანა ისეა „შემჯდარი“ პატრიოტიზმზე, როგორც  ნარკომანი – წამალზე. ყველა პოლიტიკოსი, ტყუილის თქმის წინ იფიცებს, რომ პატრიოტია. ყველა ნაძირალა, სანამ ფულს წაგლეჯს ხალხს, სახელმწიფოს სიყვარულს უხსნის. ყველა ქურდი გვიმხელს, როგორ უყვარს სამშობლო და კიდევ რამდენს მოიპარავს ამ სიყვარულის გამო.

დღეს რუსეთში შეუძლებელია სერიოზული თანამდებობის დაკავება, თუ არ გადმოაფრქვევ შენს პატრიოტულ გრძნობებს. შეუძლებელია გახდე პოლიტიკოსი – არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში იქნები თუ ოპოზიციაში, თუ არ დაიფიცებ დიადი იმპერიის სიმბოლიკაზე.

პატრიოტიზმი სახელმწიფოსთვის მოქალაქეების შეფასების კრიტერიუმად იქცა. თუ შენ არ ხარ პატრიოტი, ე.ი. მოღალატე ხარ და ხელისუფლების მახრჩობელა ხელები მალევე გაგგუდავენ. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ  პირადი გრძნობების საჯაროდ გამოტანა და მთელი ერისთვის სიყვარულის ახსნა არაა ლამაზი. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ

პატრიოტიზმი  – სისულელეა! Continue reading სტანისლავ მარკელოვი – დიაგნოზი: პატრიოტიზმი

თორნიკე ჩივაძე – ნეო-ფაშიზმი

ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride (იხ. ისტორია ქართულად)

30 იანვარს (2012 წელი) თბილისში მოეწყო  ნეო-ნაცისტების მცირე აქცია. აქციას მსვლელობის სახე ჰქონდა , ისინი ქალაქის ცენტრში თავხედურად აფრიალებდნენ ნაცისტური სიმბოლიკის მქონე დროშებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი ზრდასრული პიროვნებები იყვნენ და არა პატარა ცხვირმოუხოცავი ბავშვები! მოხდა საკმაოდ დაძაბული შელაპარაკება ბონჰედებსა (არ აგვერიოს ანარქო-პანკ სკინჰედებში) და ერთ-ერთ სტუდენტ გოგონას შორის, რომელმაც რეპლიკა ესროლა “მედროშეებს”. სამწუხაროდ ჩემთვის მეტი არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული აქციის შესახებ. ახლა კი ორიოდე სიტყვა ნეო-ფაშიზმზე.

პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ ფაშიზმი (გავაერთიანოთ ნაციზმთან) არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულ სწავლებად , ფაშიზმის ყველა ძირითადი იდეა რომლებიცაა, ანტი-იმიგრაცია, რასობრივი სიწმინდე, ნაციონალური პოლიტიკური უფლებები და შესაძლებლობები და სოციალური დარვინიზმი, რეალობასაა მოწყვეტილი და არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია (ამ თემის გაშლას აქ საჭიროდ არ მივიჩნევ, კითხვების შემთხვევაში ვეცდები დავამტკიცო ჩემი მოსაზრებები ცალ-ცალკე.) და მთლიანად ირაციონალურ რომანტიზმს ეფუძვნება. ფაშიზმი არის სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის შედეგი,რომელიც წარმოიშობა უთანასწორობის დროს საზოგადოების სხვადასხვა კლასებში. ფაშიზმი აჯანყების ინსტიქტის „სუბლიმაციაა“ ნაციონაიზმის ნიადაგზე. იყო ფაშისტი ნიშნავს ურტყა მეზობელს,როცა შენი ოჯახის წევრი გქურდავს. ფაშიზმი, პირველ რიგში, საზრდოობს პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის იდეალებით, ინტერნაციონალიზმის და კლასობრივი სოლიდარობის საპირისპიროდ. ფაშიზმის მიერ ნაციის განდიდება, იერარქიების თაყვანისცემაა, რომელიც „არსებობს“ ნაციებს შორის…
Continue reading თორნიკე ჩივაძე – ნეო-ფაშიზმი