Tag Archives: ფემინიზმი

პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან

large_bashback
თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს. ეს გაკვეთილები კარგადაც ავითვისე; ჩემი “განათლების” თანმხლები მიკერძოებებისა თუ სიმრუდის ამოსაცნობად წლები დამჭირდა. (თეთრკანიანი) კაცობრიობის ისტორია [
“his-story”] სწორედ ამას ნიშნავდა – როგორც ქალს მეორეხარისხოვნად არსებობის ნება მებოძა; როგორც ანარქისტი, საერთოდ არ ვარსებობდი. წარსულის დიდი ნაწილი (და შესაბამისად, სამომავლო შესაძლებლობებიც) ჩემთვის დაფარული და წართმეული იყო. მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემს შეუკავშირებელ პოლიტიკურ მისწრაფებებსა და იმპულსებს საერთო ჩარჩო გააჩნდა – ეს ჩარჩო ანარქისტული ანუ ლიბერტარიანული სააზროვნო ტრადიციაა. ჩემთვის ეს მრავალწლიანი სინაცრისფრის შემდეგ უეცარი განათების ტოლფასი იყო.

ანარქიზმის განსაზღვრება თავდაპირველად ემა გოლდმანთან აღმოვაჩინე:

“ანარქიზმი ემხრობა ადამიანის გონების გათავისუფლებას რელიგიის ბატონობისგან; ადამიანის სხეულის გათავისუფლებას საკუთრების ბატონობისგან; გათავისუფლებას სამთავრობო შეზღუდვებისა და ბორკილებისგან. ანარქიზმი ემხრობა სოციალურ წესრიგს, რომელიც ეფუძნება ინდივიდების თავისუფალ გაერთიანებას ნამდვილი სოციალური სიმდიდრის საწარმოებლად, რაც თავის მხრივ გარანტიაა იმისა, რომ ყოველ ადამიანს ექნება წვდომა რესურსებზე და შეძლებს, სრულად დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული საჭიროებები ინდივიდუალური სურვილების, გემოვნებისა და მისწრაფებების შესაბამისად.” Continue reading პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან

კავშირი თავისუფალ სიყვარულსა და ანარქიზმს შორის

“აუცილებელია სრულად გავიგოთ რომ რევოლუცია რომელიც მოწამლულია ლამაზი სიტყვებით თავისუფლება, თანასწორობა სოლიდარობა, ვერ შეასრულებს თავის როლს თუ მან შეინარჩუნა მონობა სახლში. ოჯახში დამონებული ნახევარი კაცობრიობა ისევ უნდა აუჯანყდეს მეორე ნახევარს.”

–პეტრე კროპოტკინი, 1892

 

Anarchy & Polyamory. Pamphlet collection of essays around polyamorous relationships - both for and against, current and historic, theoretical and personal. (Manufacturer: Dysophia)
Anarchy & Polyamory. Pamphlet collection of essays around polyamorous relationships – both for and against, current and historic, theoretical and personal. (Manufacturer: Dysophia)

ანარქიზმი შესაძლებელია განვსაზღვროთ როგორც ფილოსოფია, რომელიც ნებისმიერ ძალაუფლებას რომელიც ვრცელდება სხვებზე განიხილავს ბოროტებად. თავისუფალი სიყვარული, პოლიამორია, არის ცხოვრების სტილი სადაც პიროვნება არ იზღუდავს თავს მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორით. ანარქიზმი პოლიტიკურ-ეკონომიკური იდეალია, პოლიამორია კი ცხოვრების სტილი. შესაძლებელია უცებ არ ჩანს, მაგრამ ორივე მოტივირებულია ერთი და იგივე პრინციპით: თითოეულმა პიროვნებამ მხოლოდ თვითონ იცის რა უნდა მას და მხოლოდ თავისუფლებით მოიპოვებს ჭეშმარიტ ბედნიერებას. Continue reading კავშირი თავისუფალ სიყვარულსა და ანარქიზმს შორის

ემა გოლდმანი – ანარქია და გენდერული საკითხი

Emma_Goldman_2

მუშა, რომლის კუნთებით და ძალით აღფრთოვანებულნი არიან მდიდრები,  და რომელსაც თავისი შრომით ძლივს გააქვს თავი, ქორწინდება იმიტომ, რომ ჰყავდეს ცოლი და დიასახლისი, რომელიც მიხედავს სახლს და დაარეგულირებს შემოსავლებს. ქალი ნელ-ნელა ვეღარ უძლებს მონურ შრომას და ისედაც მცირე შემოსავლის ორ ადამიანზე განაწილებას, ამ დროს კი კაცი ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი გეგმები იშლება და იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ქორწინება ჩავარდა.

უღელი მძიმდება.

ხარჯები შემცირების ნაცვლად იზრდება, ქალს კი, რომელმაც ის მცირეოდენი ძალაც კი დაკარგა, რაც ქორწინებამდე ჰქონდა,  ნელ-ნელა უცრუვდება იმედები. მუდმივი გაჭირვება და შიმშილი კლავს მის სილამაზეს. ის თანდათან ტყდება, აღარ აინტერესებს ოჯახის საქმეები, მას და მის ქმარს შორის კი სიყვარულის ძაფიც კი აღარაა, რომელიც მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან დაპირისპირების ძალას მისცემდა ორივეს. ნაცვლად იმისა, რომ ისინი მხარში ედგნენ ერთმანეთს, ნელ-ნელა უცხოვდებიან, უფრო და უფრო კრიტიკულად უყურებენ ერთმანეთს. Continue reading ემა გოლდმანი – ანარქია და გენდერული საკითხი

ემა გოლდმანი – ქორწინება და სიყვარული

Emma_Goldman_2

გავრცელებული წარმოდგენების თანახმად ქორწინება და სიყვარული სინონიმებად გვევლინებიან,  ერთი წყაროდან გამომდინარეობენ და ერთი და იგივე ადამიანურ მოთხოვნილებებს პასუხობენ. მაგრამ, როგორც  უმეტესობა  წარმოდგენებისა, ქორწინება არა რეალურ ფაქტებს, არამედ ცრუ შეხედულებებს ეფუძნება.

ქორწინებასა და სიყვარულს შორის არაფერია საერთო, ისინი პოლუსებივით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და სინამდვილეში ანტაგონისტურად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი. ეჭვს გარეშეა, რომ ზოგიერთი ქორწინება სიყვარულისაგან არის წარმოშობილი.  მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ სიყვარულს შეუძლია  მხოლოდ ქორწინებით განმტკიცდეს.  პირიქით, ეს უფრო იმით იხსნება, რომ მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილმა შეძლო გასცდენოდა წესჩვეულებების საზღვრებს.  დღეისათვის უამრავი ქალი და მამაკაცი თვლის, რომ ქორწინება არის ფარსი,  თუმცა ისინი  ამ დადგენილებას მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო ემორჩილებიან. Continue reading ემა გოლდმანი – ქორწინება და სიყვარული

ანარქია და დანაშაული

13096_10151432846644644_780418266_n

რუსი ანარქისტი, კროპოტკინი გამოყოფს სამი სახის დანაშაულს : კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული, სახელმწიფო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული და კრიმინალი ინდივიდებს შორის. დადგინდა, რომ, მაგალითად ბრიტანეთში დანაშაულის 94% საკუთრებასთან დაკავშირებულ კრიმინალზე მოდის (რა თქმა უნდა, მის მნიშვნელოვან ნაწილს კერძო საკუთრება შეადგენს). ხოლო ის, რაც არ აღრიცხულა, წარმოადგენენ დანაშაულს საკუთრებისთვის.

ეს არაა მხოლოდ სიტყვების თამაში. ჩვენ კაპიტალისტურ სისტემაში ვცხოვრობთ. მაგრამ საიდან გადმოინაცვლა კაპიტალმა პირველ ადგილზე? მივყვეთ ისტორიას: 18-19 საუკუნის კაპიტალიზმი დაშენდა 16-17 საუკუნისთვის დამახასიათებელ მეკობრეობასა და მონობაზე. “ახალი მსოფლიოს” ძარცვით მოპოვებული მილიონობით გირვანქა ოქრო, ვერცხლი და სანალებლები აფინანსებდა საბანკო და სავაჭრო სისტემას. ერთ-ერთი სავაჭრო საქონელი კი ადამიანი გახლდათ. ასე რომ, კაპიტალიზმის საწყის ეტაპზე მონობა სავსებით ჩვეულებრივი რამ იყო. უამრავმა ევროპულმა ოჯახმა ჰერცოგისა და რაინდის ტიტულები სწორედ ამ სახის სავაჭრო საქმიანობით მოიპოვა.
Continue reading ანარქია და დანაშაული

ანარქო-ფემინიზმი

645px-Anfem2.svg
ანარქა-ფემინიზმი (იგივე ანარქისტული ფემინიზმი, ანარქო-ფემინიზმი) აერთიანებს ანარქისტულ და ფემინისტურ იდეებს და პატრიარქატს იერარქიის ერთ-ერთ გამოვლინებად აღიქვამს. ანარქიზმის ეს მიმდინარეობა გაჩნდა ე.წ. „ფემინიზმის მეორე ტალღის“ დროს. ანარქა-ფემინიზმის მიხედვით, პატრიარქატი კაცობრიობის ისტორიაში იერარქიის ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა, ჩაგვრის პირველი ფორმა – მამაკაცთა მიერ ქალების ჩაგვრა იყო. ანარქო-ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ პატრიარქატთან ბრძოლა კლასობრივი და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის არსებითი ნაწილია. ბევრი ფემინისტი იზიარებდა ანარქისტულ იდეებს, რამდენადაც ანარქია უარყოფს ძალაუფლების ყოველგვარ გამოვლინებას და ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორეს ჩაგვრას. ანარქო-ფემინისტთა აზრით, თუ დღევანდელი ცივილიზაციის მახასიათებლებს – აგრესიას, ექსპლუატაციას, იერარქიას და ა.შ. მამაკაცურ საწყისებს მივაწერთ, ხოლო ურთიერთდახმარებას, კოოპერაციას და თანასწორობას – ქალურს, გამოვა, რომ ანარქია გარკვეულწილად ფემინისტური ფილოსოფიაც არის. Continue reading ანარქო-ფემინიზმი