Tag Archives: ფრანკფურტის სკოლა

ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

Erich_Fromm

(წინასიტყვაობა)

მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის იდეებმა პროგრესულ მოაზროვნეთა შრომებში თითქმის საყოველთაო კონსენსუსის სახე მიიღო. 1900-იანი წლების პირველ ნახევარში კი განათლების სისტემის სივრცე მოიცვა. ამ თვითგამორკვევის ზოგადი პრინციპი გამოიხატებოდა ავტორიტარული ძალაუფლების, “უფროსობის” უარყოფით, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს ძალდატანების გარეშე,მისი ცნობისმოყვარეობისა და სპონტანური საჭიროებების კარნახით.ეს შეხედულება საყოველთაო გახდა პროგრესული განათლების (progressive education) მომხრეთა შორის და რასაკვირველია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც შეიძინა.

მაგრამ ამ მეთოდის შედეგები ხშირად იმედგაცრუებას იწვევდა რამაც, გასულ წლებში მზარდი უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. დღეს უკვე მიიჩნევენ,რომ ეს თეორია ძირშივე მცდარია და საგანმანათლებლო პრაქტიკიდან მისი სრული მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. სკოლებში გახშირდა დისციპლინის გამკაცრების, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

ასეთი უკურეაქციის მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელი ფაქტორი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის პრაქტიკაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. იქ ძველებური, ავტორიტარული მეთოდები მთელი სიმძაფრით მოქმედებს და შედეგად, როცა ცოდნა კონცენტრირებულია, ერთი შეხედვით ჩანს,რომ დისციპლინითა და სასჯელის შიშის დანერგვით მოსწავლეებში უნდა ჩავანაცვლოთ პროგრესული განათლების იდეები – დავივიწყოთ ბავშვის თავისუფალი ნების შესახებ. Continue reading ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ