Tag Archives: ფრედი პერლმანი

ფრედი პერლმანი – ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქცია.

perlman01

ტომის წევრთა ყოველდღიური საქმიანობა საკუთრივ ტომის კვლავწარმოებასა და შენარჩუნებას ახდენს. კვლავწარმოებაში მოიაზრება, არამხოლოდ ფიზიკური რეპროდუქცია, არამედ -სოციალური კვლავწარმოებაც. ტომის წევრები ”სოციალური ფაქტების”[1] კვლავწარმოებას ახდენენ, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა ეს ჯგუფი სპეციფიკურ მოქმედებებს ასრულებს. ტომის წევრების სპეციფიკური ”სოციალური მოქმედებები”[2] არ არის ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელი, იმ სახით, რა სახითაც ვთქვათ, თაფლის წარმოება არის ფუტკრისთვის ბუნებრივი მახასიათებელი. ტომის წევრების მიერ ყოველდღიური ცხოვრების ფორმის შენარჩუნება, კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებზე სოციალური პასუხია. მონების ყოველდღიური მოქმედება მონობის კვლავწარმოებას ახდენს. ამით მონები არამხოლოდ ფიზიკურად კვლავაწარმოებენ საკუთარ თავსა და მათ ბატონებს, არამედ- იმ ინსტრუმენტებსაც, რომელთა მეშვეობითაც ბატონები მათ რეპრესიას ახდენენ და – საკუთარ ჩვევას, რომ დაემორჩილონ ბატონის ავტორიტეტს. ადამიანისათვის, რომელიც მონების საზოგადოებაში ცხოვრობს, ბატონი-მონის დამოკიდებულება ბუნებრივ და მუდმივ ურთიერთობად აღქიმება. თუმცა, ადამიანები არ იბადებიან ბატონებად და მონებად. მონობა არის სპეციფიკური სოციალური ფორმა, და ადამიანები მას მხოლოდ კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებში ემორჩილებიან. სახელფასო ანაზღაურების მქონეთა ყოველდღიური აქტივობა სახელფასო შრომისა და კაპიტალის კვლავწარმოებას ახდენს. ყოველდღიური სოციალური მოქმედებების მეშვეობით, „მოდერნული“ ადამიანები კვლავაწარმოებენ ყოველდღიური ცხოვრების სოციალურ ფორმებს, ისევე როგორც ტომის წევრები და მონები ახდენენ მათი საზოგადოების წევრების, სოციალური ურთიერთობებისა და ღირებულებების კვლავწარმოებას. სოციალური აქტივობის ადრეული ფორმებისგან განსხვავებით, ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სისტემატურად ახდენს იმ მატერიალური პირობების ტრანსფორმირებას, რომელსაც კაპიტალიზმი შეესაბამება. ადამიანური აქტივობის ზოგიერთი შეზღუდვა თანდათანობით ექცევა ადამიანის კონტროლის ქვეშ. ინდუსტრიალიზაციის მაღალ დონეზე, პრაქტიკული ქმედება ქმნის საკუთარ მატერიალურ პირობებს, ასევე იძენს საკუთარ სოციალურ ფორმებს. ამიტომაც ანალიზის სუბიექტი არ არის მხოლოდ ის, თუ როგორ კვალვაწარმოებენ კაპიტალისტურ საზოგადოებას პრაქტიკული ქმედებები, – არამედ ისიც, რომ ეს ქმედებები/აქტივობები აქრობენ მატერიალურ პირობებს , რომლებსაც კაპიტალიზმი შეესაბამება.

ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში Continue reading ფრედი პერლმანი – ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქცია.