Tag Archives: ქართველი ანარქისტები

შალვა გოგელია – ჩვენი მტრები და მეგობრები

originalტექსტი წარმოადგენს 1906 წელს საქართველოში გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

ვინ არის ჩვენი მტერი?

ადამიანი არის მსოფლიოს კონსპექტი.
ანარხია არის კაცისაგან შეგნებული ისტორიული, ევოლიუციონური პროცესსი მსოფლიოსი.
ამიტომ ანარქია შეეფერება კაცის ბუნებას და მის მუდმივ ძიებას ნების და ბედნიერების.
ანარხია არის ბუნება კაცური თავისუფლების – არხია კი ხვედრი ბუნებაა ყველა მხეცების და სოციალური უზურპატორების.
ანარხია მუდმივი სიყვარულია, მუდმივი მრავალფეროვნება, მუდმივი მოძრაობა (მსოფლიოს კინეტიკა), ბრძოლა და თავისუფლება.
ანარხია – თავისუფლება – არის გადაწყვეტა ყველა სოციალური კითხვებისა და დასმა სიციალიზმის კითხვებისა.

ვინ არის ჩვენი მტერი?
ყველა ის, ვინც თავისუფლების მტერია.
ვინ არის თავისუფლების მტერი?
რა მოგახსენოთ, ერთად ვერ ვიტყვით.
სად არის ის?
ყველგან.
რა სახისაა?
რა მოგახსენოთ, გვიჭირს თქმა იმიტომ, რომ დღეს ყველაფერს მისი ან მას ყველაფრის სახე აქვს.
მაინც ვინ არის ჩვენი მტერი?
– ჩვენი მეტრი ის ჭირვეული ცის ბატონი, რომელიც ვითომ ჰქმნის…. მაგრამ მასხარად იგდებს ადამიანს….. – ჯერ ჰქმნის და შემდეგ სცდის ადამიანს!
ის, ვისიც ჭირვეულობა, მადლი, ჩვენთვის სამართლად გამხდარა.
ის, ვისიც კულტი, თაყვანისცემა ყველა სიქველისა და სათნოების სინონიმია,
ის, ვისიც სიკეთე კაცს აძლევს სიბოროტის თავისუფლებას.
ის, ვისი შურის ძიება დაატყდება კაცს, რომელსაც უარს უყოფს მადლში.
ის ვინც უკვდავია, მაგრამ მოკვდა-კი.
ის, ვინც მომაკვდავ კაცად იქცა და იმავე დრო ზეციურ მამასთან ერთად მუდმივად თანაარსებდა.
ის, ვინც, შეერთებულია თავის შვილთან სული წმიდის საშვალებით, იმ სული წმიდით, რომელიც მამაა ზეციურ მამის შვილის.
ის ქიმერიული სამება ერთ_არსება. Continue reading შალვა გოგელია – ჩვენი მტრები და მეგობრები

თამარ ბუაძე – გიორგი (კომანდო) გოგელია

5314_462582520481712_1471699777_n

ნაშრომი შესრულებულია ისტორიის  ბაკალავრის  აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი. 

ნაშრომის ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე

თბილისი, 2015

 

      ანოტაცია

  საბაკალავრო ნაშრომი  ეძღვნება,  ქართველი  ფართო საზოგადოებისთვის   ნაკლებად   ცნობილი  ანარქისტის,  გიორგი  გოგელიას  ცხოვრებასა და მოღვაწეობას,  როგორც  საქართველოში  ისე  მის   ფარგლებს   გარეთ.  ბიოგრაფიულ  ცნობებთან და  უცხოელი   ანარქისტების  მოსაზრებებთან  ერთად  ნაშრომში  საუბარია  გ. გოგელიას  იდეოლოგიურ  ბრძოლაზე მარქსიზმის, პროლეტარიატის დიქტატურის, სოციალ-დემოკრატიის, სახელმწიფოსა და ძალადობის ყოველგვარი გამოხატულების წინააღმდეგ.  ასევე,  წარმოჩენილია  ქართველი რევოლუციონერის დამსახურება მუშათა მოაძრაობის ისტორიაში, მისი  ბრძოლა  ანარქო-კომუნიზმის   ფილოსოფიური ,,გონების“  გამომხატველი  მუშა და გლეხის ინტეგრალური თავისუფლებისთვის. ნაშრომი, ამავდროულად,  გამყარებულია  ისტორიული  ფაქტებით,  რომელშიც                     გ. გოგელიას   როლი  უმნიშვნელოვანესია,   კერძოდ,  ,,ხლებ ი ვოლას“  გამოცემა, ,,ქართველ  რევოლუციონერთა  I  კონფერენცია’’(1904),   ,,რუსეთის  პირველი  სახალხო     რევოლუცია (1905-1907წ.წ.)“,   ქართველი   ხალხის   განმანთავისუფლებელი  მოძრაობა, ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ანარქო-სინდიკალიზმის   იდეოლოგიის   განვითარება   რუსეთსა   და საქართველოში. ნაშრომის  დასასრულს გავეცნობით  გ.  გოგელიას   ცხოვრების   უკანასკნელ   წლებს. Continue reading თამარ ბუაძე – გიორგი (კომანდო) გოგელია

კავკასიის ანარქისტული მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში

რა არის ანარქია ?

ანარქია არის საზოგადოება სადაც ბუნებრივი რესურსები, შენობები, ტრანსპორტი, წარმოების საშუალებები, მეცნიერების მიღწევები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. ეკუთვნის ყველას. ანარქია არის საზოგადოება სადაც ყველა მუშაობს ყველასათვის შეძლებისდაგვარად და ყველა იღებს მოთხოვნილებისდაგვარად.
რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი რასაც თქვენს გარშემო ხედავთ ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. ანუ ადამიანის განვითარება მოხდა დაგროვებული ცოდნის გადაცემის შედეგად, ერთი ისწავლიდა რაღაცას, ასწავლიდა სხვას და ა.შ. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია სრულიად მარტომ, ყოველგვარი ცოდნის გარეშე გააკეთოს რაღაც. ასე მოქცევა შეუძლია მაგალითად ძაღლს, სხვისი დახმარების გარეშე გათხაროს სორო, ისე რომ ამას არავინ ასწავლის. ადამიანი კი მუშაობს შრომის იარაღებით რომლებიც ვიღაცამ შექმნა, და ის შრომის იარაღებიც კიდევ ვიღაცის შექმნილია სხვა შრომის იარაღებით, და ა.შ. შესაბამისად ყველა, ვინც ამ იარაღებს აკეთებდა პირდაპირ კავშირშია იმ საქმესთან, რომელსაც ადამიანი ვითომდა მარტო აკეთებს. იმისთვის რომ რამე გააკეთოს ადამიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ეს ვიღაცისგან, მისმა მასწავლებელმა კიდევ სხვისგან უნდა ისწავლოს და ა.შ. სხვა ადამიანების დახმარების გარეშე ადამიანი ლაპარაკსაც კი ვერ ისწავლიდა. შესაბამისად ყველაფერი რასაც ყველა ერთად აკეთებს უნდა ეკუთვნოდეს ყველას.

რატომ მუშაობს ყოველი ადამიანი შეძლებისდაგვარად ? იმიტომ რომ ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ადამიანი მუშაობს ისე როგორც შეუძლია, უკეთ ვერ იმუშავებს, უარესად კი არ იმუშავებს იმიტომ რომ ეს უკვე ტყუილი იქნება.
რატომ იღებს ყველა მოთხოვნილებისდაგვარად? რატომ არა შრომის მიხედვით ? იმიტომ რომ შეუძლებელია შევაფასოთ ცალკეული ადამიანის დამსახურება საერთო საქმეში. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: თუ ორ ადამიანს მიაქვს ფიცარი, ამ დროს ერთს სქელი ბოლო უჭირავს , მეორეს კი თხელი,იმაზე ფიქრს აზრი არა აქვს რომლის დამსახურება იქნება უფრო დიდი, იმიტომ რომ ვერც ერთი მათგანი ფიცარს მარტო ვერ წაიღებს. შესაბამისად ისინი ერთნაირად სჭირდებიან ერთმანეთს.

მაშინ რატომ არ მივცეთ ყველას თანაბრად? იმიტომ რომ ყველას სხვადასხვა სჭირდება. არ შეიძლება ახალშობილს ძეხვს აჭმევდე, ზრდასრულს კი დედის რძე მიართვა. იმიტომ რომ სათვალე მხოლოდ იმას სჭირდება ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. იმიტომ რომ თბილი სახლი სჭირდება იმას ვინც ცივ ადგილას ცხოვრობს და ა.შ. და ა.შ. ამ ადამიანების შემთხვევაში თანაბარი მხოლოდ მათი უფლებაა დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები. Continue reading კავკასიის ანარქისტული მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში

მიხაკო წერეთელი – კანონი

mikhakotsereteli1

 

I

მას შემდეგ, რაც მონობა ადამიანს მძიმე შავ ლოდად დააწვა გულზედ, ბევრი სისაძაგლე და სიბინძურე ჩაუნერგა გულში, ტალახით აუვსო ტვინი და იმ ცნებათათვის აცემინა თაყვანი, რომელთა ერთი უბრალო გათვალისწინებაც კი ზიზღსა ჰგვრის და ბოღმით გულს უსივებს ცრუმორწმუნეობათაგან განთავისუფლებულ ადამიანს.

ღმერთი და ეშმაკი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, საკუთრება, მთავრობა, „წესიერება’’, სახელმწიფო და კანონი, – და მრავალი სხვა ამგვარი ცნებანი, ურომლისოდაც საზოგადოება დაიღუპებოდა და „ანარქიის’’  ჯოჯოხეთში ჩაესვენებოდა საუკუნოდ, – აი რითი აქვთ შერყვნილი გონება და დაჩლუნგებული გული არა თუ მათ, ვინც ამ ცნებათ განახორციელებენ, განამტკიცებენ,  წარმოადგენენ და გამოხატავენ კაცთა შორის, არა თუ ადამიანთა იმ ძლიერ საინტერესო სერიას, რომელიც იწყება განსწავლულ იურისტებითა და მთავრდება თვეში თუმნად მოსამსახურე ჯაშუშებით, –  არამედ ბევრ, მრავლის უმრავლეს უბრალო ადამიანთაც, რომელნიც გონებრივ მონობაში აღიზარდნენ, გონებრივი მონობის წრეში ავარჯიშებდნენ თავიანთ ტვინს, და სამარადისოდ იკურთხეს იგი ამ ცნებათაგან დამდგარი წუმპის სქელი წყლით. Continue reading მიხაკო წერეთელი – კანონი

მიხაკო წერეთელი – პასუხი პროტესტანტებს

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

პასუხი სოციალ-დემოკრატებს

I

mikhakotsereteli1როგორც მოსალოდნელი იყო, ბ.ბ. სოციალ-დემოკრატები ძლიერ გაამწარა ანარქისტების მოვლინებამ, განსაკუთრებით ჩვენში. საკვირველიც არ არის, – ყოველი უაზრო და დოგმით ტვინ-გალაყებული ადამიანი ჭკუაზედ იშლება, როცა სხვას, მოწინააღმდეგე აზრის ადამიანს საზოგადო ასპარეზზედ გამოსულს და თავის აზრთა გამავრცელებელს ადამიანთა შორის ხედავს.

დიდი ხანი არ არის, რაც ანარქისტებმა ჩვენი აზრების გავრცელება დავიწყეთ. სოც-დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს თავიანთ გაზეთში, და სდუმდნენ, – არც ერთ პრინციპიალურ კითხვაში არ გამოგვეკამათნენ, მხოლოდ უკანასკნელად დაიწყო ბ-ნმა ლეომ პლეხანოვის კაი ხნის ნაცოხნის ცოხნა. მისთვის პასუხის მიცემა-პლეხანოვის წინააღმდეგ გათავბული პოლემიკის დაწყება იქნება, მაგრამ, რა გაეწყობა, – უნდა დავცალოთ ფიალა ტანჯვის, და უნდა გადავღეჭოთ თავის დროზედ ბ. ლეოს ათასჯერ გადაღეჭილი ერთი და იგივე ელემენტარული ცნებანი, თუ მისმა რკინის შუბლმა ისევ არ გამოსტყორცნა ცერცვივით, რასაც ზედ შეაყრიან. Continue reading მიხაკო წერეთელი – პასუხი პროტესტანტებს

ნაწყვეტები გიორგი (კომანდო) გოგელიას ტექსტიდან – სოციალ დემოკრატიის კრიტიკა

5314_462582520481712_1471699777_nარსებობა კლასიური ელემენტებისა კიდევ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოებაში მართლა ხდება კლასობრივი ბრძოლა. როგორც სრულის მეცნიერულის უფლებით შენიშნა ბენედეტტო კროჩემ, კლასიური ბრძოლა არსებობს მაშინ, როცა არსებობს ა) კლასსი ბ) როცა არსებობს წინააღმდეგობა კლასსების ინტერესებს შორის. გ) როცა წინააღმდეგობა ინტერესებისა შეგნებულია თვით არსებული კლასების მიერ. მეორე მოტივი სრულიად მეტია და მისი აღნიშვნა შეცდომაც არის, რადგან თუ კი არსებობს კლასი, არსებობს წინააღმდეგობა “ინტერესთა, უმისოდაც ყოვლად შეუძლებელია წარმოდგენა კლასის აღმოცენებისა. თუ წინააღმდეგობა ინტერესთა არ არსებობს, არც კლასია, თუ კი კლასი არსებობს, ეს იმავე დროს იმასაც ამტკიცებს რომ ინტერესთა წინააღმდეგობაც არსებობს. მაგრამ შეიძლება საზოგადოებაში კლასი არსებობდეს, მაშასადამე ინტერესთა წინააღმდეგობაც, ხოლო ამისთანა საზოგადოებაში ნამდვილი კლასიური ბრძოლა არ არსებობდეს. ეს ხდება მაშინ, როცა მეორე (კროჩეს სიაში ამ მეორეს მესამე ადილი უჭირავს ჩვენ კი მეორეს არ ვსთვლით) დამახასიათებელი ფაქტორი კლასიური ბრძოლისა – შეგნება კლასიურ ინტერესთა ანტაგონიზმისა არ არსებობს. ინტერესთა ნიადაგზე მომხდარ ყოველ შეტაკებას არ შეგვიძლია კლასთა ბრძოლის სახელი მივათვისოთ. არ შეიძლება  აგრეთვე ერთმანეთში ავურიოთ , როგორც შირად სოციალ-დემოკრატები იქცევიან, კლასთა ბრძოლა და სხვა და სხვა წოდებათა ბრძოლა მეტოქეობასა და უპირატესობისთვის. ყოველ აჯანყებაში, რომელშიც ხალხი იღებდა მონაწილეობას, ან რომელიც ხალხის გაჭირვების შედეგი იყო, შეგვიძლია აშკარა ვყოთ კლასსიურ ელემენტების მონაწილეობა, მაგრამ ვნახავთ თუარა ყოველ აჯანყებაში , მოძრაობაში გარკვეულ კლასსიურ ბრძოლას ეს დიდი საკითხია, მისი საერთოდ გადაწყვეტა შეუძლებელია . კლასსიურ ბრძოლას თავისი სუბიექტური ხასიათი აქვს და ნამდვილ კლასიური ბრძოლის დასახასიათებლად, იმის სუბიექტური სახის ნათლად ყოფა ისე საჭიროა , როგორც გამოაშკარავება ობიექტურ მიზეზთა, რომელნის იწვევენ ამ კლასიურ ბრძოლას, ხოლო სუბიექტივიზმი, რომელზედაც აქ გვაქვს ლაპარაკი , რუსეთის “დაუსრულებელი, ნახევრად ინდივიდუალისტური სუბიქტივიზმი” კი არ არის, იგი კლასსიური სუბიექტივიზმია, თუ მას შეიძლება ინდივიდუალიზმი ვუწუდოთ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეში გვექნება არა  ინდივიდთა ინდივიდუალიზმი , არამედ ინდივიდუალიზმი კლასსისა.”