Tag Archives: ძალადობა

პიტერ გელდერლოოსი – როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს

წინამდებარე თარგმანი წარმოადგენს ორ ქვეთავს პიტერ გელდერლოოსის წიგნიდან “როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს”.

piter-gelderloosi-aradzaladoba (PDF, 51 გვერდი)

არაძალადობრივი მეთოდები ტაქტიკურად და სტრატეგიულად სუსტია

არაძალადობრივი აქტივისტები თავიანთ მცდელობებში, გამოჩდნენ უფრო სტრატეგიულები, ხანდახან სრულად უგულვებელყოფენ რეალური სტრატეგიების დასახვას და გამბედავი სიმარტივით ასკვნიან, რომ ‘ძალადობა სახელმწიფოს ძლიერ მხარეს წარმოდგენს. ჩვენ გვჭირდება მივყვეთ ნაკლები წინააღმდეგობის გზას და დავარტყათ მათ იქ, სადაც სუსტები არიან’. უკვე მოვიდა დრო მოვახდინოთ განსხვავება სტრატეგიზირებასა და სლოგანიზირებას შორის და ცოტა უფრო დახვეწილი მეთოდები წამოვწიოთ წინ.

უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ გარკვეული განმარტებების გაკეთებით. (თითოეული ტერმინის გამოყენება, რასაც აქ წარმოვადგენ, არ არის უნივერსალური, მაგრამ, რამდენადაც მათ ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ვიყენებთ, ეს განმარტებები ჩენი მიზნებისათვის საკმაოდ ადეკვატური იქნება). სტრატეგია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, არც სლოგანს ან აქტივობას. ძალადობა არ არის სტრატეგია და შესაბამისად არ არის არაძალადობა.

ეს ორი ტერმინი (ძალადობა და არაძალადობა) თვალნათლად არის ის საზღვრები, რაც განთავსებულია გარკვეული ტაქტიკების გარშემო. ტაქტიკების ლიმიტირებული რაოდენობა რასაკვირველია ზღუდავს შესაძლებელი სტრატეგიების რაოდენობას, თუმცა ტაქტიკები ყოველთვის უნდა გამომდინარეობდნენ სტრატეგიებისაგან, ხოლო სტრატეგიები ჩვენი საბოლოო მიზნებისაგან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია, ადამიანები ამის საპირისპიროდ მოქმედებენ. ისინი ახდენენ უკვე ჩვევაში გამჯდარი ტაქტიკების განხორციელებას ან ახდენენ ტაქტიკების ქცევას სტრატეგიად, საბოლოო მიზნების მხოლოდ ბუნდოვანი შეფასების შედეგად. Continue reading პიტერ გელდერლოოსი – როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს

ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ინტერვიუ ბობ ბლექთან

1.    რა არის ანარქიზმი? რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი – ეს არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გამოდის იდეით, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არ არის საჭირო. საზოგადოებას შეუძლია საკუთარი თავის მართვა თვითორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით. თვითმმართველობა ყველგან!

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი!

შეიძლება მოგეჩველოთ, რომ ანარქიზმი მხოლოდ ნეგატიური იდეოლოგიაა, გამუდმებით ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული. სინამდვილეში, ანარქისტებს აქვთ ბევრი პოზიტიური იდეა უხელისუფლებო საზოგადოებასთან მიმართებაში. თუმცა ჩვენ თავს არ ვახვევთ რაღაც ერთ კონკრეტულ გეგმას, რადგან ზოგადად ადამიანის ბუნება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ერთ გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია, ხოლო მცდელობა – დამღუპველი.

ლიბერალიზმი, მარქსიზმი, ფაშიზმი, კონსერვატიზმი, წარმომადგენლობითი დემოკრატია, და ყველა „სახელმწიფოებრივი“ და ავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგიისგან განსხვავებით, ანარქიზმი არის ერთადერთი პოლიტიკური  იდეა, რომელიც არ იღწვის პიროვნებაზე ძალმომრეობითი კონტროლისთვის.  

2.    გასაგებია, მაგრამ ანარქისტები ყოველთვის ასოცირდებიან ძალადობასთან, მასობრივ არეულობასთან, მოლოტოვის კოქტეილთან და ბომბებთან. არ არის ასე? Continue reading ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის