Tag Archives: ჰერბერტ მარკუზე

ნაწყვეტი ჰერბერტ მარკუზეს ნაშრომიდან “ერთგანზომილებიანი კაცი”

 

Herbert_Marcuse_in_Newton,_Massachusetts_1955

               (თავი პირველი: “კონტროლის ახალი ფორმები”)
ტექნიკური პროგრესის სიმბოლო, – კომფორტული, მშვიდი, გონივრული დემოკრატიული განძარცვა თავისუფლებისაგან – გაბატონდა მთელს განვითარებულ ინდუსტრიულ ცივილიზაციაში. მართლაც, რა იქნებოდა იმაზე უფრო რაციონალური, ვიდრე ინდივიდუალობის ჩახშობა მექანიზაციის საზოგადოებრივად მტკივნეულ, მაგრამ აუცილებელ პროცესში: ინდივიდუალური ინიციატივების გაცილებით ეფექტურ, გაცილებით პროდუქტიულ კორპორაციებში კონცენტრირება; თავისუფალი კონკურენციის რეგულირება თანაბრად ღარიბ ეკონომიკურ სუბიექტებს შორის; პრეროგატივების შეკვეცა და ნაციონალური სუვერენიტეტი, რომელიც  აფერხებს რესურსების ინტერნაციონალური ტიპის ორგანიზებას. ის, რომ ეს ტექნოლოგიური წესრიგი აგრეთვე წარმოშობს პოლიტიკურ და ინტელექტუალურ კოორდინაციას, შეიძლება სავალალო, ან პირიქით – იმედის მომცემი განვითარების წინაპირობა იყოს.

უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც ინდუსტრიული საზოგადოების განვითარების საწყისი ეტაპისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებდნენ, დღეს, განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე, ნელ-ნელა უჩინარდება: ისინი კარგავენ ტრადიციულ რაციონალეს, შინაარსს. აზრის, სიტყვისა და სინდისის თავისუფლებები წარმოადგენდნენ – ისევე, როგორც თავისუფალი ინიციატივები, რომლებსაც ისინი მხარს უჭერდნენ და იცავდნენ – არსებითად კრიტიკულ იდეებს, განკუთვნილს იმისათვის, რომ ჩაენაცვლებინათ მოძველებული მატერიალური და ინტელექტუალური კულტურა უფრო მეტად პროდუქტიულითა და რაციონალურით. ინსტიტუციონალიზებისთანავე, ამ უფლებებმა და თავისუფლებებმა გაიზიარეს იმავე საზოგადოების ბედი, რომლის შინაგან ნაწილადაც იქცნენ. როგორც ჩანს, მიღწევა აუქმებს წინაპირობებს.

მაშინ, როცა ნების თავისუფლება – ყველა სხვა თავისუფლების სუბსტანცია – ხდება რეალური შესაძლებლობა, უფლებები, რომლებიც ეკუთვნის ნაკლებად პროდუქტიულ სახელმწიფოს, კარგავს ძველ მნიშვნელობას. აზროვნების დამოუკიდებლობა, ავტონომია, პოლიტიკური წინააღმდეგობის უფლება, გამოფიტულია საზოგადოებრივი ფუნქციისაგან, რომელიც, მათგან განსხვავებით, აკმაყოფილებს ინდივიდის საჭიროებებს (იმ მეთოდებით, რომლითაც თავადაა ორგანიზებული).

Continue reading ნაწყვეტი ჰერბერტ მარკუზეს ნაშრომიდან “ერთგანზომილებიანი კაცი”