Tag Archives: ჰობსი

პეტრე კროპოტკინი – ურთიერთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი

kropotkin1[1]

თავი 3
ურთიერთადხმარება ველურებს შორის

ადვილი დასანახია თუ რაოდენ მცირე სახეობა ცხოველებისა ცხოვრობს იზოლირებულად სხვებისგან და რამხელაა იმ სახეობათა რიცხვი, რომლებიც ჯგუფებად არსებობენ, საერთო თავდაცვისთვის, ნადირობისთვის, პირმშოების აღსაზრდელად ან თუნდაც უბრალოდ თანაზიარი ცხოვრებით სიამოვნების მისაღებად. ასევე ვხედავთ, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ცხოველების სხვადასხვა კლასებს, სახეობებს ან ტომებს შორის ამ სახეობებში. მშვიდობა და ურთიერთდახმარება ამ ტომების ან სახეობების ყველაზე მნიშვნელოვანი წესებია. და იმ ჯგუფებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, როგორ შეჯგუფდნენ და თავი აარიდონ სხვებთან შეჯიბრს, საუკეთესო შანსები აქვთ გადარჩენისთვის და შემდგომი განვითარებისთვის.

უაზროც იქნებოდა, რომ ადამიანი ამ ზოგადი წესის გამონაკლისი იყოს: თუ არსებას, ისეთ დაუცველს, როგორიც ადამიანი იყო თავიდან,  უნდა ეპოვა თავდაცვის და პროგრესის გზა არა ურთიერთ დახმარებით, როგორც ამას ცხოველები აკეთებენ, არამედ უგუნური პაექრობით პირადი სარგებლისთვის, სხვა სახეობათა ინტერესების იგნორირებით. გონებისთვის, რომელიც შეჩვეულია ერთობის იდეას ბუნებაში, ასეთი მტკიცებულება უკიდურესად უსუსური ჩანს. და მაინც, მიუხედავად ამ იდეის შეუსაბამობის და არაფილოსოფიურობისა, მას მხარდამჭერები არ მოჰკლებია. ყოველთვის არსებობდნენ მწერლები, რომლებიც კაცობრიობას პესიმისტურად უყურებდნენ. მათ ეს „იცოდნენ“, მეტნაკლებად ზედაპირულად, თავიანთი მცირე გამოცდილებიდან; მათ იცოდნენ ისტორია ისე, როგორც ამას ომზე, ბოროტებაზე, ჩაგვრაზე დაკვირვებული მემატიანენი ყვებოდნენ; და ასკვნიდნენ, რომ კაცობრიობა არაფერია, თუ არა თავაშვებულ არსებათა გროვა, ყოველთვის მზად ერთმანეთის გასანადგურებლად და ამაში მხოლოდ რომელიღაც ავტორიტეტების ჩარევა უშლიდათ ხელს. Continue reading პეტრე კროპოტკინი – ურთიერთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი