Tag Archives: 1 მაისი

ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

სოციალისტურ სამყაროში პირველ მაისს მშრომელთა დღესასწაულად მიიჩნევენ. ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ ეს მცდარი წარმოდგენა არაერთი ქვეყნის მშრომელებს აქვთ და სწორედ ამიტომ ზეიმობენ პირველ მაისს. სინამდვილეში, პირველი მაისი სულაც არაა დღესასწაული. ამ დღეს მუშები არ უნდა დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, პირიქით, ისინი უნდა შეიკრიბონ ყოველ სოფელსა თუ ქალაქში და უნდა მოაწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები! პირველი მაისს არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, როგორიც აქვს სოციალისტურ სახელმწიფოებში (განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში). ამ დღეს პროლეტარიატმა უნდა აჩვენოს მთელი თავისი ძალა, რაც გამოიხატება მოძალადე, მონათმფლობელური, მატყუარა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ისტორიულ დღეს მშრომელთა კლასი ერთად უნდა დადგეს და გამოხატოს თავისი ნება და პოზიცია აწმყოსა და მომავაალთან დაკავშირებით. Continue reading ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ

Emma_Goldman_2იმ ღამით არ დამეძინა. მე კვლავ განვიცდიდი 1887 წლის მოვლენებს. იმ შავი პარასკევიდან, როდესაც ჩიკაგოელები შეეგებნენ თავიანთ მოწამეობრივ სიკვდილს, გავიდა ოცდაერთი თვე, მაგრამ ყოველი დეტალი კვლავ ნათლად მესახებოდა და მაღელვებდა ისე, თითქოს ეს ყველაფერი  გუშინ მოხდა. მე და ჩემი და, ამ ადამიანთა ბედით დავინტერესთით, როდესაც მათი სასამართლო მიმდინარეობდა. როჩესტერის გაზეთების ანგარიშები გვაღიზიანებდნენ, გვაცბუნებდნენ და გვაღელვებდნენ თავიანთი აშკარა, წინასწარ შექმნილი აზრებითა და შეხედულებებით. პრესის ულმობელობამ, მძაფრმა მუქარებმა ბრალდებულთა მისამართით, გვიბიძგა ჩვენ გავმსჭვალულიყავით თანაგრძნობით ჰაიმარკეტის მსხვერპლთა მიმართ. ჩვენ შევიტყვეთ როჩესტერში გერმანული სოციალისტური ჯგუფის არსებობის შესახებ, რომელთა სხდომის ადგილი კვირაობით იყო Germania Hall–ში. დავიწყეთ შეხვედრებზე დასწრება, ჩემი უფროსი და სულ რამოდენიმეჯერ დაესწრო, მე კი რეგულარულად ვესწრებოდი. შეკრებები არც ისე საინტერესო იყო , თუმცა ისინი მე საშუალებას მაძლევდნენ გავქცეოდი ჩემს რუხ როჩესტერულ არსებობას. ყოველი შემთხვევისთვის იქ შესაძლებელი იყო მოგესმინა რამე ბევრად საინტერესო, ვიდრე საუბრები ფულზე, რაღაც საქმეებზე, და შეხვედროდი იდეების მქონე ადამიანებს. Continue reading ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ

1 მაისის ისტორია

HACAT_V46

დღეს  ძალიან  ცოტა ადამიანმა  იცის,  თუ რატომ აღნიშნავენ ანარქისტები 1 მაისს. ისტორიული ექსკურსი საინტერესო იქნება,  არა  მარტო  როგორც მონაყოლი, არამედ  როგორც გაკვეთილიც, რომელსაც აუცილებლად გაიაზრებენ თავისუფლებისა და ღირსების მოყვარე ადამიანები.

სულ რაღაც 100 წლის წინ ამერიკა  სულაც არ წარმოადგენდა ე.წ. „ამერიკული ოცნების“ ქვეყანას.    1880  წელს საყოფაცხოვრებო  მინიმუმი შეადგენდა  დაახლოებით 750 დოლარს წელიწადში,  ინდუსტრიაში მომუშავე  ადამიანის წლიური ხელფასი კი 300 დოლარს.  ამასთან ერთად სამუშაო დღე გრძელდებოდა 11-12 საათს, ხშირ შემთხვევაში 15-საც კი. ყოველი მეექვსე  ბავშვი მუშაობდა ინდუსტრიაში  და  იღებდა უფროსის  ხელფასის ნახევარს იმავე საქმის გაკეთებითვის. მშრომელთა უფლებების დაცვაზე არავინ ფიქრობდა. ეს მონაცემები ამოღებულია აშშ-ს  კონგრესისთვის შრომის  სტატისტიკის ბიუროს მოხსენებიდან.  მოხსენების ბოლოს ნათქვამია: „ადამიანები უნდა კვდებოდნენ იმისთვის, რომ ყვაოდეს ინდუსტრია“ Continue reading 1 მაისის ისტორია