ხშირად დასმული კითხვები An Anarchist F.A.Q.

411wzbwKn4L__SS500_

2012 წლის მაისში ანარქისტული ბიბლიოთეკამ  დაიწყო პროექტი  “Anarchist F.A.Q ქართულად”. Anarchist FAQ არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული, რომელშიც ახსნილია ანარქიზმის ყველა ძირითადი პრინციპი და განხილულია როგორც დღევანდელი სისტემის ნაკლოვანი მხარეები, ასევე ანარქიული საზოგადოების მოდელი, გარდა ამისა, Anarchist FAQ გვთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ანარქიასთან დაკავშირებით.

ბიბლიოთეკის მკითხველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ პროექტში და დაგვეხმარონ Anarchist F.A.Q.-ის თარგმნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

სექცია A. რა არის ანარქია?

A.1. რა არის ანარქიზმი?

ანარქიზმი არის თეორია, რომლის მიზანიც არის ანარქიული საზოგადოების შექმნა,რომელშიც არ არსებობენ მმართველები და მფლობელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმის მიზანია შექმნას ისეთი საზოგადოება,რომელშიც ყოველი ინდივიდი თანასწორია და თანაცხოვრებას აქვს კოოპერაციის და არა – მართვის ფორმა. შესაბამისად, ანარქიზმი უპირისპირდება ყოველგვარ იერარქიული კონტროლის მექანიზმს – პირველ რიგში კი სახელმწიფოსა და კაპიტალიზმს – რამდენადაც, მიაჩნია, რომ იერარქიები საზიანო და უსარგებლოა ადამიანებისთვის.

ანარქისტ სუზან ბრაუნის თქმით:

„დღეს ანარქიზმი მხოლოდ ძალადობრივ, ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოსთან დაპირისპირება. ანარქისტები უპირისპირდებიან ზოგადად ძალაუფლებას და დომინაციას, ამ ორი უსარგებლო წარმონაქმნის ჩანაცვლება კი სურთ კოოპერაციული სისტემით, საზოგადოებისა და ეკონომიკის არაიერარქიული მოწყობით“.

ფაქტია, რომ „ანარქიზმი“ და „ანარქია“ პოლიტიკურ თეორიებში ყველაზე ცუდად ინტერპრეტირებული წარმომადგენელია. როგორც წესი, სიტყვა „ანარქიას“ იყენებენ ქაოსის, უწესრიგობის აღწერის დროს, რის გამოც ანარქისტებს მიეწერებათ ის, რომ უნდათ საზოგადოების ქაოსის მორევში ჩაძირვა და ჯუნგლების კანონით ცხოვრება.

ასეთ ინტერპრეტაციებს აქვს ისტორიული პარალელები – ასე, მაგალითად, მონარქიულ ქვეყნებში თავის დროზე „რესპუბლიკა“ და „დემოკრატია“ იმავე ასოციაციებს იწვევდა ფართო მასებში, როგორსაც დღეს „ანარქია“ იწვევს. ისინი, ვის ინტერესებშიც არ შედის ალტერნატიული სისტემის შექმნა, ყველანაირად ეცდება ალტერნატივის დისკრედიტაციას და იმის მტკიცებას, რომ ახალი საზოგადოების ფორმირება მხოლოდ და მხოლოდ ქაოსს მოიტანს. ერიკო მალატესტას სიტყვებით: „სანამ მთავრობა ასოცირდება წესრიგთან, მანამდე იარსებებს აზრი, რომ მთავრობის არარსებობა – ანარქია – ქაოსამდე და უწესრიგობამდე მიგვიყვანს“.  ანარქისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი დღესდღეობით ანარქიის რეალური არსის ხალხამდე მიტანა და იმის ახსნა , რომ მმართველობის არარსებობა არ მოიტანს უწესრიგობას და ქაოსს, ხოლო იერარქიული სოციალური ურთიერთობები მავნებელი და არასასარგებლოა.

„შევცვალოთ აზრი, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ მთავრობა არა მხოლოდ უსარგებლოა, არამედ მავნებელიცაა, ხოლო რაც შეეხება სიტყვა „ანარქიას“,ყველამ აუცილებლად უნდა გაიგოს ის, რომ ანარქია არის არა უწესრიგობა, არამედ ბუნებრივი წესრიგი, ადამიანთა თავისუფალი გაერთიანება – მოთხოვნილებების და ინტერესების მიხედვით, სრული თავისუფლება და სრული სოლიდარობა. (ldib. გვ.12-13)“.

ეს კრებული,რომელსაც კითხულობთ, სწორედ ანარქიის – რეალური ანარქიის იდეების ახსნაა.

A.1.1. რას ნიშნავს ანარქია?

სიტყვა „ანარქია“ს ბერძნული წარმოშობა აქვს – პრეფიქსი „ა“ , რაც ნიშნავს „არას“, „უარყოფას“ და „არქოს“ – რაც ნიშნავს „მმართველს“, „უფროსს“. შესაბამისად, „ანარქია“ ნიშნავს მმართველების არარსებობას.

ხშირად ანარქია ესმით როგორც სახელმწიფოს , ან მთავრობის არარსებობა, მაგრამ ეს ხშირად არასწორი გაგებაა, რადგან ანარქია არა მარტო მთავრობას ან სახელმწიფოს, არამედ ზოგადად ძალაუფლებას, ნებისმიერი ტიპის მმართველობას უარყოფს. მაგალითად, კროპოტკინი წერდა, რომ ანარქიზმი უპირისპირდება არა მხოლოდ კაპიტალს, არამედ კაპიტალიზმის ძალაუფლების მთავარ წყაროს – სახელმწიფოს, კანონებს, ავტორიტეტებს და ძალაუფლების სხვა გამოვლინებებს“. ანარქისტებისთვის ანარქია ნიშნავს არა – წესრიგის (როგორც ეს ბევრს ჰგონია), არამედ მმართველობის არარსებობას. დევიდ უეიკის შესანიშნავი განმარტების მიხედვით, „ანარქიზმი შეიძლება გავიგოთ, როგორც იდეა, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ძალაუფლებას, დომინაციას და იერარქიულ სისტემას.. ანარქიზმი ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგია უფროა, ვიდრე – ანტისამთავრობო, მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტების კრიტიკა ხშირად შეიძლება კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ იყოს მიმართული“.

ანარქიზმის წმინდა ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიად შერაცხვა შეცდომა იქნებოდა. უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ანარქიზმი უპირისპირდება იერარქიულ სისტემას. რატომ? იმიტომ, რომ იერარქიული სისტემა – განხორციელებული ავტორიტარიზმის იდეაა. რამდენადაც სახელმწიფო – იერარქიული სისტემის ყველაზე დიდი მაგალითია, ანარქისტები, შესაბამისად ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიას ატარებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ ანარქია მხოლოდ სახელმწიფოს უპირისპირდება. ბრაიან მორისს თუ მოვიშველიებთ: „ანარქია ნიშნავს „მმართველობის არარსებობას“, შესაბამისად ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ მთავრობას, იერარქიას და დომინაციას. ანარქიზმის მთავარი სამიზნე არის ის, რასაც მექსიკელი ანარქისტი, ფლორეს მაგონი „ბნელ სამებას“ უწოდებდა – სახელმწიფოს, კაპიტალიზმს და ეკლესიას.  ანუ, ანარქისტები უპირისპირდებიან როგორც კაპიტალიზმს და სახელმწიფოს, ასევე ყველანაირ ორგანიზებულ ავტორიტარულ რელიგიას. ანარქისტების მიზანია სხვადასხვა გზების გამოყენებით შექმნან ანარქია – დეცენტრალიზებული საზოგადოება მმართველი აპარატის გარეშე, რომელიც მყარად იდგება ფედერატიულ პრინციპებზე“ .

ტერმინ „იერარქიის“ გამოყენება ამ კონტექსტში არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო – „კლასიკოსი“ ანარქისტები, როგორებიც იყვნენ პრუდონი, ბაკუნინი და კროპოტკინი – ძირითადად ავტორიტარიზმს ახსენებდნენ, თუმცა, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მათი ტექსტები – იერარქიის წინააღმდეგ მიმართული ფილოსოფია იყო , რომელიც უპირისპირდებოდა ძალაუფლების არსებობას. ბაკუნინმა ეს იდეა მოკლედ და კონკრეტულად ჩამოაყალიბა, როდესაც გააკრიტიკა „ოფიციალური“ ავტორიტეტები და ამავდროულად იცავდა ბუნებრივ ზეგავლენას:

„გინდათ, რომ არავინ დაჩაგროს სხვები? მაშინ გავაკეთოთ ისე, რომ არავის ჰქონდეს ძალაუფლება“.
როგორც ჯეფ დრაფნი აღნიშნავს, „მიუხედავად იმისა,რომ გარკვეული დროის განმავლობაში ეს „რევოლუციური პროექტის“ ლატენტური ნაწილი იყო ,ბოლო დროს იერარქიებთან დაპირისპირების იდეამ უფრო ხმამაღლა გაიჟღერა. უდავოა,რომ ანტიიერარქიულობა პირდაპირ ჩანს თვითონ სიტყვა „ანარქიის“ ეტიმოლოგიაში“.
კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ იერარქიასთან დაპირისპირება არ შემოიფარგლება მთავრობით ან სახელმწიფოთი. ის მოიცავს ყველა ავტორიტარულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი კაპიტალიზმსა და დაქირავებულ შრომას. ეს ნათლად ჩანს პრუდონის სიტყვებში: „კაპიტალიზმი ისეთივე წარმონაქმნია, როგორიც სახელმწიფო. კაპიტალიზმის ეკონომიკური იდეა ისეთივე ავტორიტარულია, როგორიც სახელმწიფოს ფორმა, და ეს ორი რამ საკმაოდ მჭირდოდ უკავშირდება ერთმანეთს.. სახელმწიფო ისევე ექცევა თავისუფლებას, როგორც კაპიტალიზმი – შრომას“. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვნახოთ ემა გოლდმანის შეფასება,რომლის მიხედვითაც „კაპიტალიზმი აიძულებს ადამიანს, გაყიდოს თავისი შრომა, და შესაბამისად, მშრომელი ექვემდებარება უფროსს.“ გოლდმანამდე 40 წლით ადრე იგივე შინაარსის დასკვნა გააკეთა ბაკუნინმა : „კაპიტალიზმის პირობებში მშრომელი ყიდის საკუთარ თავს და თავისუფლებას გარკვეული დროით“.

ასე რომ, ანარქია არ ნიშნავს უბრალოდ „მთავრობი არარსებობას“, ის ნიშნავს ავტორიტარული ორგანიზაციის და იერარქიის ყველა ფორმის უარყოფას. კროპოტკინის თქმით, „ანარქისტული იდეების ფუნდამენტია იერარქიული ორგანიზების და საზოგადოებაში არსებული ავტორიტარული კონცეფციების უარყოფა“. შესაბამისად, ანარქიისთვის მხოლოდ ანტისახელმწიფოებრიობის მიწერა – შეცდომაა. როგორც ბრაიან მორისი ამბობს, „თუ გადავხედავთ კლასიკოსი ანარქისტების იდეებს, ასევე, ანარქისტული მოძრაობების ხასიათს, ნათელი გახდება, რომ ანარქიას არასდროს ჰქონია ისეთი შეზღუდული არეალი, როგორიც ბევრს ჰგონია [არასდროს ყოფილა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი], პირიქით, ის ებრძოდა ყველანაირ ავტორიტარიზმს, ექსპლუატაციას  და ისეთივე კრიტიკული იყო კაპიტალიზმისა და ეკლესიის მიმართ, როგორი სიმძაფრითაც უპირისპირდებოდა სახელმწიფოს“.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანარქია არ ნიშნავს ქაოსს და ანარქისტები არ იბრძვიან ქაოსის და უწესრიგობის შესაქმნელად, და არც მხოლოდ სახელმწიფოსთან ჭიდილით არიან გართულნი. პირიქით, ანარქისტებს გვსურს შევქმნათ საზოგადოება, რომლის ქვაკუთხედიც იქნება ინდივიდუალური თავისუფლება და კოოპერაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ზემოდან“ გამოწვეული უსამართლობისა და უწესრიგობის ნაცვლად გვინდა მთელმა საზოგადოებამ ერთად შექმნას წესრიგი.
A.1.2. რას ნიშნავს ანარქიზმი?

კროპოტკინის ციტატას თუ მოვიყვანთ, „ანარქიზმი არის სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ექსპლუატაციის და ჩაგვრის განადგურება, რაც ნიშნავს კაპიტალიზმის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს მოსპობას“ (ერიკო მალატესტა, „ანარქიზმისკენ“).
ანარქიზმი არის თეორია, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას საზოგადოება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური იერარქიების გარეშე. ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ანარქია -მმართველობის არარსებობა, არის სოციალური სისტემა,რომელიც  ინდივიდუალური თავისუფლების და სოციალური თანასწორობის მაქსიმალიზაციის საშუალებას გვაძლევს. ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ თავისუფლება და თანასწორობა ერთმანეთის შემავსებელი აუცილებელი კომპონენტებია. გავიხსენოთ ბაკუნინის ცნობილი თეზისი: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე პრივილეგირებულთა ბატონობა და უსამართლობაა, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე კი მონობა და სისასტიკე“.
კაცობრიობის ისტორია ადასტურებს ბაკუნინის მოსაზრებას : თავისუფლება თანასწორობის გარეშე ნიშნავს იმას,რომ თავისუფლება ექნებათ მხოლოდ პრივილეგირებულებს, ხოლო რაც შეეხება თანასწორობას თავისუფლების გარეშე – ამის განხორციელებას მართლაც მონობამდე მივყავართ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ანარქიზმის არაერთი მიმართულება (ინდივიდუალისტურით დაწყებული, ანარქო-კომუნიზმით დამთავრებული), მათ უმეტესობას ყოველთვის აერთიანებს ორი რამ – პოლიტიკურ და ეკონომიკურ იერარქიებთან დაპირისპირება. ინდივიდუალისტი ანარქისტის, ბენჟამენ ტუკერის სიტყვებით, „ანარქიზმის მიზანია ჩაგვრის განადგურება – არავინ უნდა მართოს სხვა და არავინ უნდა შეძლოს სხვისი ექსპლუატაცია“. უფრო ფართო განმარტებას გვთავაზობს სუზან ბრაუნი –  „ანარქიზმი არის უნივერსალური იარაღი იერარქიის და დომინაციის წინააღმდეგ, ასევე, საუკეთესო საშუალება ადამიანის თავისუფლებისთვის საბრძოლველად“.

ასე რომ, ანარქიზმი არის თეორია, რომელიც მიზნად ისახავს ანარქიის შექმნას, ანუ ისეთი საზოგადოების ფორმირებას,რომელშიც არ იარსებებენ მმართველები. „ისევე როგორც დანარჩენ სოციალისტებს, ანარქისტებსაც მიაჩნიათ, რომ მიწის და საწარმოო საშუალებების კერძო საკუთრებაში ქონა წარსულს უნდა ჩაბარდეს. მის ნაცვლად კი უნდა შეიქმნას სისტემა ,რომელიც აიგება საერთო საკუთრების პრინციპებზე. გარდა ამისა, საზოგადოებამ  თავად უნდა მართოს საკუთარი ცხოვრება და მთავრობის ფუნქციები მინიმუმამდე, ანუ ნულამდე უნდა შეამციროს, ანუ შექმნას ისეთი გარემო, სადაც არ იარსებებენ მმართველები. სწორედ ესაა ანარქია“.
ანარქიზმი აერთიანებს არსებული სისტემის კრიტიკას და ამავდროულად გვთავაზობს ალტერნატიულ მოდელს, რომელშიც, დღევანდელისგან განსხვავებით, მაქსიმალური ყურადღება ექცევა ადამიანის თავისუფლებას, სოციალურ თანასწორობას და სოლიდარობას. ჩვენ, ანარქისტებს, მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია ავაშენოთ უკეთესი საზოგადოება, თუ არ გვეცოდინება არსებულის ნაკლოვანი მხარეები.

A.1.3. რატომ უწოდებენ ანარქიზმს ლიბერტარიანულ სოციალიზმს?

ბევრი ანარქისტი, რომლებმაც დაინახეს, რომ სიტყვა „ანარქისზმის“ გამოყენება არცთუ კარგ ასოციაციებს და შედეგებს იწვევდა, იყენებს სხვა ტერმინებს, რათა უფრო პოზიტიური ელფერი შესძინონ იდეოლოგიას. ყველაზე გავრცელებული ალტერნატიული ტერმინებია „თავისუფალი სოციალიზმი“, „თავისუფალი კომუნიზმი“, „ლიბერტარიანული სოციალიზმი“ და „ლიბერტარიანული კომუნიზმი“. ეს ცნებები ერთ იდეაზე მიუთითებენ, რაშიც თავადაც მარტივად დარწმუნდებით, თუ გადახედავთ განმარტებით ლექსიკონს, რომელშიც ვნახულობთ შემდეგ დეფინიციებს:

ლიბერტარიანელი – ის, ვინც აღიარებს მოქმედების და გამოხატვის თავისუფლებას. ის ვინც აღიარებს თავისუფალ ნებას.

სოციალიზმი – სოციალური სისტემა, რომელშიც საწარმოო საშუალებები მწარმოებელთა ხელშია.

უბრალოდ ავიღოთ მოცემული განმარტებები და გავაერთიანოთ. მივიღებთ:

ლიბერტარიანული სოციალიზმი – სოციალური სისტემა,რომელშიც აღიარებულია ნების თავისუფლება და ამავდროულად, საწარმოო საშუალებებს ფლობენ მწარმოებლები.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერტარიანული სოციალიზმის იდეა ძნელად გასაგები არ უნდა იყოს, აშშ-ს „ლიბერტარიანელთა პარტიის“ შექმნის შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ ლიბერტარიანიზმი და სოციალიზმი ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ბევრი იმასაც ფიქრობს,რომ ანარქისტები უბრალოდ ცდილობენ სოციალიზმის ლიბერტარიანიზმთან ასოცირებას, რათა თავიანთი იდეები უფრო მიმზიდველი გახადონ – უხეშად რომ ვთქვათ, ანარქისტები ტერმინ „ლიბერტარიანელს“ ართმევენ მის ნამდვილ მფლობელებს.

ეს მორიგი უცოდინრობის თუ მისინტერპრეტაციის შედეგია. ანარქისტები ტერმინ „ლიბერტარიანულს“ იყენებენ 1850იანი წლებიდან, როდესაც საფრანგეთში გამოვიდა ჟურნალი „Le Libertaire“. ანარქიზმის ისტორიკოსის, მაქს ნეტლაუს მიხედვით, „ლიბერტარიანული კომუნიზმი“ გამოიყენება 1880 წლიდან, როდესაც პირველად გაიჟღერა ფრანგ ანარქისტთა კონგრესზე. ტერმინი „ლიბერტარიანული“ უფრო პოპულარული გახდა მე19 საუკუნის 90იანი წლებიდან, როდესაც ფრანგმა ანარქისტებმა, სიტყვა „ანარქიით“ გამოწვეული უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან არიდება სცადეს (მაგალითად, სებასტიენ ფურე და ლუიზ მიშელი 1895 წელს გამოსცემდნენ გაზეთ „ლიბერტარიანელს“).მას შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ტერმინი „ ლიბერტარიანელი“ გამოიყენებოდა ანარქისტული იდეების აღსანიშნავად. უფრო ახლო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, 1954 წელს, აშშ-ში ანარქისტებმა ჩამოაყალიბეს ანარქო-სინდიკალისტურ პრინციპებზე დამყარებული „ლიბერტარიანული ლიგა“, რომელიც 1965 წლამდე არსებობდა. რაც შეეხება ლიბერტარიანიზმის დღეს გავრცელებულ გაგებას – „ლიბერტარიანული პარტია“ აშშ-ში 1970 წელს შეიქმნა, ანუ მაშინ,როდესაც 100წელზე მეტი იყო გასული მას მერე, რაც ეს ტერმინი ანარქისტებმა გამოიყენეს, ასე რომ, „ლიბერტარიანელების“ მხრიდან ტერმინების მოპარვაზე ლაპარაკი სასაცილოა, რადგან საქმე საქმეზე თუ მიდგა, სწორედ მათ მოიპარეს ტერმინი და არა – ანარქისტებმა. შემდეგ თავებში განვიხილავთ იმასაც, თუ რატომაა ლიბერტარიანიზმი და  კაპიტალიზმი ურთიერთგამომრიცხავი ცნებები და შესაბამისად, თუ რატომაა ლიბერტარიანული კაპიტალიზმი, რბილად რომ ვთქვათ, სიტყვების უაზრო რახარუხი. გარდა ამისა, განვიხილავთ იმასაც, თუ რატომაა ანარქიზმი – ანუ ლიბერტარიანული სოციალიზმი – ერთადერთი გზა ინდივიდუალური თავისუფლების მაქსიმალიზაციისთვის და რატომაა სოციალისტური სახელმწიფო – პრაქტიკულად კაპიტალისტური, ყველანაირი სოციალისტური ღირებულებებისგან დაცლილი.

A.1.4 . არიან ანარქისტები სოციალისტები?

დიახ, ვართ. ანარქიზმის ყოველი მიმართულება უპირისპირდება კაპიტალიზმს, რადგან ეს უკანასკნელი ემყარება ჩაგვრას და ექსპლუატაციას. ანარქისტები უარყოფენ იმ აზრს, რომ „ადამიანებს არ შეუძლიათ საქმის კეთება ხელმძღვანელის და მარეგულირებლის გარეშე“, ანუ, ჩვენ, ანარქისტებს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას თუ ჯგუფს შეუძლია თავად შექმნას საკუთარი შიდა წესები და თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ და რა უნდა გააკეთონ. „შედეგად, მივიღებთ იმას, რომ ადამიანები განთავისუფლდებიან კაპიტალიზმის საშინელი ჯაჭვებისგან“ (ვოლტარინ დე კლერი, „ანარქიზმი“).

(აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ანარქისტები ვუპირისპირდებით ყველა ეკონომიკურ სისტემას,რომელიც ემყარება დომინაციას და ექსპლუატაციას, ასეთ ეკონომიკურ სისტემებში კი შედის ფეოდალიზმი, საბჭოთა სტილის „სოციალიზმი“ და ა.შ. ჩვენ ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ კაპიტალიზმზე, რომ დღესდღეობით ეს უკანასკნელი ბატონობს დედამიწაზე)

ისევე როგორც სოციალისტი, ასევე ინდივიდუალისტი ანარქისტებიც თამამად უწოდებდნენ თავს სოციალისტებს.  კროპოტკინმა თავის კლასიკურ ესეში – „მეცნიერება და ანარქიაში“ – კარგად ჩამოაყალიბა თავისი სათქმელი: „სანამ სოციალიზმი ასოცირდება იმასთან, რასაც ნამდვილად ჰქვია სოციალიზმი – ანუ, კაპიტალიზმის , როგორც ექსპლუატაციის მიზეზის განადგურებასთან, მანამდე ჩვენ – ანარქისტები – სოციალისტები ვიქნებით“. ბენჟამენტ ტუკერის თქმით „ორივე სოციალისტური სკოლის – სახელმწიფო სოციალიზმის და ანარქიზმის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ კაპიტალიზმი ექსპლუატაციური ხასიათისაა“. სოციალისტი, ზოგადად, განიმარტება შემდეგნაირად – „ის , ვინც თვლის, რომ ადამიანს აქვს უფლება, შეუზღუდავად გამოიყენოს ის, რაც თვითონ შექმნა“. რამდენადაც ყველა ნამდვილი ანარქისტი იზიარებს ამ შეხედულებას, ე.ი. ანარქისტები სოციალისტები ვართ.

სოციალისტების უმრავლესობისთვის, „იმის უმთავრესი გარანტი, რომ ადამიანს არავინ წაართვას თავისივე შექმნილი პროდუქტი – საწარმოო საშუალებების ფლობაა“ (პ.კროპოტკინი, „ბრძოლა პურისთვის“). აქედან გამომდინარე, მაგალითად , პრუდონი, მხარს უჭერდა მუშათა კოოპერატივების შექმნის იდეას, რომლებშიც „ყოველ წევრს ექნებოდა წილი გაერთიანების საკუთრებაში და ამავდროულად, კოლექტივი შეწყვეტდა მცირერიცხოვანი მენეჯერების გამდიდრებას“. ასე რომ, ექსპლუატაციის განადგურების გარდა, ნამდვილი სოციალისტები საჭიროდ მიიჩნევენ იმასაც,რომ საწარმოო საშუალებებს ფლობდნენ პროდუქტის შემქმნელები. ის, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას – მთავარი განმასხვავებელია ანარქისტებსა და სხვა სოციალისტებს შორის, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ მიზანი ერთი და იგივეა.

ანარქისტები კაპიტალიზმს უარყოფენ არა მარტო ავტორიტარულობის, არამედ ექსპლუატაციური ხასიათის გამოც. კაპიტალიზმის პირობებში პროდუქტის შემქნელები არ იღებენ მონაწილეობას წარმოების პროცესის დაგეგმვაში და არ იღებენ იმას, რასაც ქმნიან. ასეთ სიტუაციაში თანასწორობა და არაექსპლუატაციურობა წარმოუდგენელია. პრუდონისეული გააზრება (რომელმაც ბაკუნინსა და ტუკერზე დიდი გავლენა იქონია) კარგად გამოხატავს ანარქისტულ პოზიციას კაპიტალიზმთან მიმართებით: „კაპიტალისტური ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს და დაქირავებული შრომა – მოისპოს“, ხოლო „მუშები უნდა იყვნენ ან მხოლოდ დაქირავებულები, ან – სრული მონაწილეობა მიიღონ საქმიანობის წარმართვაში. პირველ შემთხვევაში ხდება მუშის დაქვემდებარება, ექსპლუატაცია; მეორე შემთხვევაში კი პროდუქტის შემქმნელი არის სრულფასოვანი წამმართველი პროცესებისა, და არა მხოლოდ მონა… ამაზე ფიქრს ბევრი დრო არ სჭირდება – უნდა შეიქმნას მუშათა ასოციაციები, რადგან მათ გარეშე მშრომელთა კლასი დარჩება  ექსპლუატატორების ხელში, ხოლო ორგანიზებული ბრძოლის შემთხვევაში გაქრება მონათმფლობელური დამოკიდებულება და ფორმირდება თავისუფალი საზოგადოება“.

ასე რომ, ყველა ანარქისტი – ანტიკაპიტალისტია („თუკი პროდუქცია უშუალოდ მწარმოებლების ხელში იქნება, კაპიტალიზმი აღარ იარსებებს”, ა. ბერკმანი –  „რა არის ანარქო-კომუნიზმი?“). ბენჟამენ ტუკერი – ანარქისტი, რომელზეც უდიდესი გავლენა იქონია ლიბერალიზმმა, თავის იდეებს “ანარქო-სოციალისტურს“ უწოდებდა და კაპიტალიზმს უპირისპირდებოდა, როგორც „ექსპლუატაციურ, მოგებაზე ორიენტირებულ სისტემას“. ტუკერი თვლიდა, რომ ანარქისტულ, არაკაპიტალისტურ და თავისუფალ საზოგაოებაში აღარ იარსებებდა ექსპლუატაცია, რადგან მთელი ეკონომიკური სისტემა დამყარებული იქნებოდა კოოპერატივებს, ასოციაციებსა თუ ინდივიდებს შორის თავისუფალ გაცვლაზე. ტუკერისთვის და სხვა ინდივიდუალისტი ანარქისტებისთვის, კაპიტალიზმი არაა ნამდვილი თავისუფალი ბაზარი, რადგან მასში გვხვდებიან მონოპოლისტები, ექსპლუატატორები , რომლებიც სარგებელს ნახულობენ იერარქიულად დაბლა მდგომი ადამიანების ხარჯზე, რაც უზრუნველყოფს ექსპლუატაციის პროცესის გაგრძელებას. მაქს შტირნერიც კი – „უდიდესი ეგოისტი“ – მიიჩნევდა, რომ კაპიტალისტური სამყარო ერთგვარი რელიგიური სისტემაა, თავისი „სიწმინდეებით“ – კერძო საკუთრებით, კონკურენციით და ა.შ.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ანარქისტების მიზანი – სოციალიზმია, მაგრამ სპეციფიკური სოციალიზმი – ლიბერტარიანული. ანარქო-ინდივიდუალისტ ჟოზეფ ლებედის სიტყვები ეხმიანება ტუკერის და ბაკუნინის იდეებს:

„ბევრი ფიქრობს, რომ ანარქიზმი  – არაა სოციალიზმი, რაც დიდი შეცდომაა. ანარქიზმი – თავისუფალი სოციალიზმია. სოციალიზმი შეიძლება იყოს ორგვარი – ზემოდან მართული და უიერარქიო, ავტორიტარული და ლიბერტარიანული, სახელმწიფო და თავისუფალი. საზოგადოების სტრუქტურის ყოველ ცვლილებას ახასიათებს ცალკეულ ინდივიდზე გარე ფაქტორების მხრიდან არსებული წნეხის შემცირება ან გაზრდა. ამ წნეხის გაზრდას ავტორიტარულობისკენ მიჰყავს საზოგადოება, შემცირებას კი – ანარქიისკენ“.

იმავე ჟოზეფ ლებედს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ „ყველა ანარქისტი – სოციალისტია, თუმცა, ყველა სოციალისტი არაა ანარქისტი“. ასევე, დენიელ გერინის სიტყვები, „ანარქიზმი რეალური სოციალიზმის სინონიმია, რადგან ანარქიზმი მაქსიმალურად უპირისპირდება ერთი ადამიანის მიერ მეორეს ექსპლუატაციას“, ანარქისტული მოძრაობების – სოციალური თუ ინდივიდუალური ფრთის – ერთგვარ ლაითმოტივად იქცა.

ასე და ამგვარად, სხვადასხვა მიმართულების ანარქისტები თანხმდებიან საკმაოდ ბევრ საკითხზე: არაკაპიტალისტური თავისუფალი ბაზარი თავისუფლების მაქსიმალიზაციის საშუალებას იძლევა; კაპიტალიზმი არის ექსპლუატაციური სისტემა, და ანარქისტული საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალ გაერთიანებებზე დამყარებული, მასში არ უნდა არსებობდეს დაქირავებული შრომა. მხოლოდ თავისუფალი შრომა გააქრობს ცალკეულ ინდივიდზე სხვების მხრიდან ზეწოლას; სოციალიზმის მთავარი ღირსება – შრომის თვითორგანიზებაა და ა.შ.

სამწუხაროდ, სიტყვებს ხშირად უმახინჯდებათ მნიშვნელობები. დღესდღეობით „სოციალიზმს“ ყველა სახელმწიფო სოციალიზმთან აკავშირებს, სისტემასთან ,რომელსაც ყველა ანარქისტი უპირისპირდება, რადგან მასში ვხვდებით თავისუფლების და  ნამდვილი სოციალიზმის იდეების უარყოფას. ალბათ ყველა ანარქისტი დაეთანხმება ნოამ ჩომსკის ამ ციტატას:

„თუკი მემარცხენე ფლანგი ასოცირდება ბოლშევიზმთან, მაშინ პირველი მე ვიქნები, რომელიც უარს ამბობს ასეთ მემარცხენეობაზე. ლენინი სოციალისტური იდეების პირველი მტერი იყო“.

 

ანარქიზმი იქცა მარქსიზმის, სოციალ-დემოკრატიის და ლენინიზმის მუდმივ სოციალისტურ ოპოზიციად. ლენინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ბაკუნინი მარქსს მიუთითებდა, რომ მისი მოდელის პრაქტიკაში განხორციელება გამოიწვევდა წითელი ბიუროკრატიის აღზევებას, რომელიც ყველა დესპოტურ მთავრობაზე უარესი იქნებოდა. ბაკუნინის გარდა, პრუდონის და შტირნერის შრომებიც დიდი სიზუსტით აღწერენ სოციალისტური სახელმწიფოების საფრთხეებს.

მიუხედავად განსხვავებებისა, ანარქისტები იზიარებენ მარქსისტების ზოგიერთ იდეას (თუმცა არაფერი აქვთ საერთო ლენინისტებთან). ბაკუნინიც და ტუკერიც ეთანხმებოდნენ მარქსისეულ კაპიტალიზმის ანალიზსა და კრიტიკას. მარქსზე, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია მაქს შტირნერის შრომებმა, რომელშიც, სხვათაშორის, ვხვდებით როგორც „ვულგარული“ კომუნიზმის, ასევე სახელმწიფო სოციალიზმის სისტემას. არაერთ მარქსისტულ და ანარქისტულ მოძრაობას ჰქონია თითქმის ერთნაირი იდეები (მარქსისტებს განსაკუთრებით ბევრი საერთო ანარქო-სინდიკალისტებთან აქვთ), არაერთი მარქსისტი (მაგალითად, კარლ კორში) სიმპათიით იყო განწყობილი ესპანური ანარქისტული რევოლუციის მიმართ.

ასე რომ, ანარქიზმი უპირობოდ სოციალიზმია, სოციალიზმი, რომელიც მუდმივად უპირისპირდება სოციალიზმის იმ გაგებას, რომელიც დღესაა გავრცელებული (სახელმწიფო კონტროლი და მფლობელობა). ცენტრალური დაგეგმვის ნაცვლად, რომელიც სოციალიზმის ერთ-ერთი მახასიათებლად მიაჩნიათ, ანარქისტები იბრძვიან თავისუფალი შრომის და გაერთიანებებისთვის და უპირისპირდებიან სახელმწიფო სოციალიზმს – კაპიტალისტური სახელმწიფოს სახეცვლილებას, რომელშიც „ყველა ადამიანი მიიღებს ხელფასს“. ანარქისტები უპირისპირდებიან მარქსიზმსაც (რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირდება სოციალიზმთან), რის არგუმენტებსაც მოგვიანებით განვიხილავთ.

სახელმწიფო სოციალიზმის მომხრეებთან არსებული განსხვავებების გამო, ანარქისტები უბრალოდ „ანარქისტებს“ უწოდებენ  თავს და არა  – სოციალისტებს, რადგან ამ უკანასკნელთან სწორედ სახელმწიფო სოციალიზმის მომხრეები ასოცირდებიან. ამ ბოლო დროს აშშ-ში გამოჩნდნენ ახალი „ანარქისტები“,

რომლებიც კაპიტალიზმის სახელმწიფოს გარეშე არსებობისთვის „იბრძვიან“, და თავს „ანარქო-კაპიტალისტებს“ უწოდებენ. ისტორიულადაც და ლოგიკურადაც ანარქიზმი იყო და არის ანტიკაპიტალისტური, და თავის ბუნებით სოციალისტური იდეოლოგია, რაც შეეხება „ანარქო“-კაპიტალიზმს – ის საერთოდ არ წარმოადგენს ანარქიის ფორმას, რასაც ასევე მოგვიანებით განვიხილავთ.

A.1.5. საიდან მოდის ანარქიზმი?

საიდან წარმოიშვა ანარქიზმი? „ლიბერტარიანელი კომუნისტების ორგანიზაციული პლატფორმის“ მიხედვით, რომელიც მახნოვისტთა მოძრაობამ რუსეთის რევოლუციის დროს შეიმუშავა, „კლასობრივმა ომმა, რომელიც მშრომელთა დამონების ხანგრძლივი პროცესის შედეგად დაიწყო, დაბადა ანარქია – იდეა, რომელიც უარყოფს, ისეთ სოციალურ სისტემას, სადაც ვხვდებით კლასობრივ დაყოფას და სახელმწიფოს. ანარქიზმი არ შექმნილა ინტელექტუალთა და ფილოსოფოსთა აბსტრაქტულ სამყაროში, პირიქით, ის დაიბადა კაპიტალიზმის წინააღმდეგ გაერთიანებულ მშრომელთა გულებში, რომლებიც თავისუფლებისკენ და თანასწორობისკენ მიისწრაფოდნენ“. „ცალკეულ ანარქისტებს – ბაკუნინს, კროპოტკინს და სხვებს, არ გამოუგონიათ ანარქიზმი. მათ მისი იდეები იპოვეს ხალხში და ერთ მთლიან ორგანიზმად აქციეს“.

როგორც ყველა ანარქისტული მოძრაობა, მახნოვისტებიც მუშათა კლასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ავტორიტარულ ძალებს – „წითლებს“ (საბჭოთა არმიას) და „თეთრებს“ (მეფის მომხრეებს). როგორც პიტერ მარშალი აღნიშნავს, „ანარქიზმის მომხრეები ძირითადად მშრომელებში და გლეხებში გვხვდებიან“.

ანარქიზმი ჩამოყალიბდა კლასობრივი დაპირისპირების პროცესში, რომლის დროსაც ჩაგრულნი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მაგალითად, კროპოტკინის სიტყვებით „ანარქიზმი შექმნა ყოველდღიურმა ბრძოლამ“ და „ანარქისტული მოძრაობები ყალიბდება მაშინ, როდესაც ხალხი აცნობიერებს გარშემო არსებული უსამართლობის მიზეზებს“. პრუდონისთვის თავისი მუტუალისტური იდეების სისწორე დასტურდებოდა „რეალობაში მიმდინარე რევოლუციით, რომელსაც ახდენდნენ ის შრომითი ასოციაციები, რომლებიც სპონტანურად შეიქმნა პარიზსა და ლიონში“. ისტორიკოს სტივენ ვინსენტის მიხედვით, „პრუდონის იდეალსა და ლიონელი მუტუალისტების პროგრამას შორის მჭიდრო იდეური კავშირი არსებობდა, შეიძლება ითქვას, რომ პრუდონის სოციალისტურ თეორიას სწორედ ლიონელი მუშები ასხამდნენ ხორცს“.

ანარქიზმი შეიქმნა ხალხში, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და არა – ამქვეყნიურ რეალობას მოწყვეტილ კოშკებში, რომლებშიც რამდენიმე თვითგამოცხადებული მესია წყვეტს თუ რა არის საზოგადოებისთვის კარგი და ცუდი. ანარქიზმი გაჩნდა ჩაგვრის, ექსპლუატაციის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ალბერტ მელცერი ამბობს, „ანარქიზმის თეორეტიკოსები ახალს არაფერს იგონებდნენ, ისინი უბრალოდ თავს უყრიდნენ იმ იდეებს, რომლებიც მუშებს და გლეხებს უკვე განხორციელებული ჰქონდათ. ის, რომ თეორეტიკოსები იყვნენ ლიდერები, ბურჟუა ისტორიკოსების შექმნილი მითია, რომელიც ან განგებ შეთითხნეს, ან , უარეს შემთხვევაში, მართლა სწამდათ, რომ ანარქისტულ მოძრაობებს მეთაურები სჭირდებოდათ“. კროპოტკინი თვლიდა, რომ ,  ის, რასაც ანარქისტი თეორეტიკოსები აკეთებდნენ, იყო „ანარქიზმის ძირითადი პრინციპების თავმოყრა და მეცნიერული და თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება“, ეს ყველაფერი კი საზრდოობდა მუშათა კლასის ბრძოლით და ამავდროულად, საზოგადოების ევოლუციური ტენდენციების ანალიზით.

ანარქისტული იდეები და გაერთიანებები არსებობდა მანამდე, სანამ 1840 წელს პრუდონი კალამს აიღებდა და თავს „ანარქისტს“ უწოდებად. რაც შეეხება ანარქიზმს, როგორც სრულყოფილ თეორიას – ის ჩამოყალიბდა კაპიტალიზმის აღზევებასთან ერთად („ანარქიზმი განვითარდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც  ერთდროულად დაუპირისპირდა ორ ძალას – კაპიტალიზმს და სახელმწიფოს“, პიტერ მარშალი). კროპოტკინი მიიჩნევდა, რომ „ისტორიის ყოველ ეტაპზე არსებობდნენ ანარქისტები და სახელმწიფოს მომხრეები“, მაგალითად კი მოყავდა არაერთი საზოგადოება, რომლებიც პრაქტიკაში იყენებდნენ ანარქისტულ მოდელებს, განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა ამერიკელი აბორიგენების ნაწილს, რომლებიც, პრაქტიკულად, ანარქისტული პრინციპებით ცხოვრობდნენ.

კროპოტკინი აცნობიერებდა, რომ წარსულში არსებული ანარქიის მაგალითები ერთგვარი საფუძველი იყო „ოფიციალური“ ანარქიზმისა და ამბობდა, რომ „ქვის ხანიდან მოყოლებული, ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ავტორიტარიზმის გაჩენას შედეგად დიდი ბოროტება მოჰქონდა. ისინი ქმნიდნენ პრიმიტიულ არაიერარქიულ საზოგადოებებს, შემდეგ – გილდიებს,რაც საშუალებას აძლევდა ხალხს, გამკლავებოდნენ მათ, ვინც ცდილობდა ძალაუფლება ჩაეგდო ხელში“. იგი პარალელს ავლებდა თავის თანამედროვე და დიდი ხნის წინ არსებულ გაერთიანებებს შორის და მიაჩნდა, რომ ისინი იყვნენ „ერთი და იგივე შინაარსის ბრძოლის შედეგად შექმნილნი, და რა როლსაც თავის დროზე  ასრულებდნენ სოფლის თავისუფალი გაერთიანებები, იმავე როლს ასრულებდნენ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში შექმნილი სექციები და პატარა კომუნები“.

ასე რომ, სანამ ანარქიზმი ჩამოყალიბდებოდა ერთ მთლიან თეორიად,რომელიც დაუპირისპირდა კაპიტალიზმს და სახელმწიფოს, მისი ძირითადი იდეები მანამდე იყო განხორციელებული – არა ერთხელ და არა ერთგან. ანარქისტულ იდეებს ვხვდებით თითქმის ყველა დიდ რევოლუციაში, მაგალითად, გავიხსენოთ ამერიკის რევოლუციისდროინდელი „ნიუ-ინგლენდის ქალაქის შეხვედრები“, საფრანგეთის რევოლუციისას შექმნილი სექციები, მშრომელთა საბჭოები და ქარხნების კომიტეტები – რუსეთის რევოლუციის დროს და ა.შ. სწორედ ამ მაგალითებიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ანარქიზმი არის ავტორიტარიზმთან ბრძოლის პროცესში შექმნილი და არა – წინასწარ გამზადებული თეორია, რომლის საფუძველზეც იწყებოდა რევოლუციები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმი – ექსპლუატაციასთან, ჩაგვრასთან ბრძოლის პროდუქტია, ასევე, არსებული სისტემის ნაკლოვანი მხარეების ანალიზის და უკეთესის შექმნის სურვილის შედეგი. კლასობრივი ომი არსებობდა მანამდე, სანამ ანარქიზმი ჩამოყალიბდებოდა, და სწორედ ამ ომმა გამოაწრთო ანარქიზმი – იდეოლოგია, რომელიც უპირისპირდება კაპიტალიზმს და სახელმწიფოს ,ჩაგვრას და ექსპლუატაციას და მიზნად ისახავს თავისუფალი და უიერარქიო საზოგადოების შექმნას.


A.2.1. ანარქიზმის ფუნდამენტური ღირებულებები

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ანარქია ნიშნავს „მმართველობის არარსებობას“, „იერარქიული ავტორიტეტის არარსებობას“. ანარქისტები არ არიან ისეთი ავტორიტეტების წინააღმდეგნი, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინდივიდუალური ღირსებები,რომლის გამოც ხალხი მათ უსმენს, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს ავტორიტეტები არ უნდა ფლობდნენ ძალაუფლებას და არავის არ უნდა აიძულონ თავიანთ აზრის გათვალისწინება. ასეთი ავტორიტეტები ავტორიტარულ სოციალურ ურთიერთობებს არ აყალიბებენ, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქიზმი – ანტი-ავტორიტარიზმია. ანარქისტები არიან ანტი-ავტორიტარულები, რადგან მიაჩნიათ,რომ არავინ არავიზე არ უნდა დომინირებდეს. დომინაცია დამანგრეველია ინდივიდისთვის, რადგან დომინირებული იძულებულია დაემორჩილოს დომინანტის სურვილებს, რაც ანადგურებს მის თვითშეფასებას და ღირსებას. ეს კი აისახება სოციალურ ურთიერთობებზე და შედეგად ვიღებთ არაჯანსაღ საზოგადოებას. ანარქიზმის ფუნდამენტური პრინციპი შეგვიძლია პოზიტიურადაც გამოვხატოთ – ანარქიზმი არის თავისუფალი კოოპერაცია, რაც მაქსიმალური განვითარების საშუალებას აძლევს ინდივიდს. კოოპერაცია თანასწორ ინდივიდებს შორის ანტი-ავტორიტარულობის გასაღებია. კოოპერაციის ხარჯზე ჩვენ საშუალება გვეძლევა დავიცვათ საკუთარი ღირებულებები, რასაც ვერ მოვახერხებთ ავტორიტარულ საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტორიტარული სოციალური ურთიერთობები არ უნდა ავურიოთ ბუნებრივ გავლენაში. ბაკუნინის სიტყვებით: „ბუნებრივი გავლენის უარყოფა საზოგადოებას დაღუპავს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, ვითვალისწინებთ იმას, რომ უფრო გამოცდილ და ჭკვიან ადამიანებს რაღაც გავლენა ექნებათ დანარჩენებზე, მაგრამ ეს გავლენა არ უნდა იქცეს სხვების მართვის წინაპირობად“.


A.2.2  თავისუფლება  

ანარქისტი, ბაკუნინის თქმით, „თავისუფლებაზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანია, რომელსაც მიაჩნია, რომ ბედნიერება, მაქსიმალური განვითარება და ჰარმონიული თანაცხოვრება მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი“. ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა ნიშნავს მისთვის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალების, ფიქრის აკრძალვას და რამდენადაც ადამიანი – მოაზროვნე არსებაა, მისთვის თავისუფლების წართმევა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანობის წართმევის ტოლფასია. ემა გოლდმანის თქმით, „ადამიანის ჩამოყალიბების და განვითარების ინდიკატორი – თავისუფლების წყურვილია“.

ანარქისტები თავისუფლებად მიიჩნევნენ ადამიანის ისეთ მდგომარეობას, როდესაც ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და არაა იძულებული, გაითვალისწინოს ავტორიტეტების აზრი.ასევე, ანარქისტები თვლიან, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია მაქსიმალურად გამოავლინოს თავის შესაძლებლობები და მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ, შექმნან ძლიერი საზოგადოება. ანარქისტებისთვის თავისუფლებაა, შენით გადაწყვიტო, რა იქნება შენთვისვე უკეთესი, რაც ხდება ინდივიდუალური განვითარების წინაპირობა, რადგან როდესაც ადამიანი თვითონ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას ეხება, მისი მორალური და გონებრივი განვითარება გარდაუვალია.

ასე რომ , ანარქისტებისთვის თავისუფლება ადამიანის პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებაა, რაც, არა მარტო ცალკეული ინდივიდების , არამედ სოციალური გარემოს შედეგიცაა. ჯანსაღი, თავისუფალი საზოგადოება ბადებს თავისუფალ ადამიანებს, რომლებსაც, თავის მხრივ, წვლილი შეაქვთ ამ საზოგადოების განვითარებაში. თავისუფლება კი, რუდოლფ როკერის თქმით, „შეუძლებელია  გაჩნდეს ვიღაცის მიერ ვიღაცისთვის თავისუფლების სიგელის გადაცემით, თავისუფლება უნდა იყოს ადამიანებისთვის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო თუ ვინმე შეეცდება ამ თავისუფლების შელახვას, პასუხად უნდა მიიღოს უალტერნატივო წინააღმდეგობა. ადამიანი მხოლოდ მაშინ იმსახურებს პატივისცემას, როდესაც იცის როგორ დაიცვას თავისი ადამიანობა. ეს პრინციპი ეხება არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებას“.  მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლება ვითარდება არა – საზოგადოებისგან დამოუკიდებლად, არამედ – მასში, მასთან ერთად.

მურე ბუკჩინი წერდა, რომ „თავისუფლება, რომელიც ადამიანების რაღაც ნაწილმა მოიპოვა, არის ხანგრძლივი ბრძოლის და კოლექტიური განვითარების შედეგი, რაც შეეხება ინდივიდების როლს თავისუფლების მოპოვებაში – შეიძლება ითქვას, რომ თუ ადამიანს სურს თავისუფლება, მაშინ უპირობოდ უნდა შეიტანოს თავის წვლილი კოლექტიურ ბრძოლაში“.

თავისუფლების მიღწევა შეუძლებელია ყველანაირ სოციალურ გარემოში. ის საჭიროებს დეცენტრალიზებულ, რეალურ თვითმმართველობაზე დამყარებულ საზოგადოებას, რამდენადაც ცენტრალიზაცია გულისხმობს იერარქიას – თავისუფლების არარსებობას, მაშინ როდესაც თავისუფლებისთვის საჭიროა, ყველა ადამიანს ჰქონდეს იმ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომელიც უშუალოდ მის ცხოვრებას ეხება. თვითმმართველობა გულისხმობს, რომ ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ვითარდებიან როგორც ინტელექტუალურად, ასევე მორალურად. იერარქიულ სისტემაში კი ვხვდებით ასეთ სურათს: მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს რამდენიმე ადამიანი, დანარჩენები კი უბრალო შემსრულებლებად რჩებიან, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, „ტვინი გაანძრიონ“. ასე რომ, სრული განვითარების ნაცვლად, იერარქიულ სისტემაში ინდივიდები ერთ ადგილზე იყინებიან და წინ ვეღარ მიდიან.

ანარქისტების აზრით, თავისუფლებას ძირითადად ზღუდავს ორი დიდი წარმონაქმნი – სახელმწიფო და კაპიტალიზმი. ფრანგი ანარქისტის, სებასტიან ფუღეს სიტყვებით, „ავტორიტარიზმს უმთავრესად ვხვდებით ორ სფეროში: პოლიტიკურში – სახელმწიფოს, ხოლო ეკონომიკურში – კერძო საკუთრების და კაპიტალიზმის სახით“. კაპიტალიზმს, ისევე როგორც სახელმწიფოს, ახასიათებს ცენტრალიზებული მმართვის სისტემა, რაც თავისთავად გულისხმობს ავტორიტარულობას. აქედან გამომდინარე კი მიხეილ ბაკუნინი ასკვნის, რომ „ხალხის სრული თავისუფლების უპირობო წინაპირობაა ის, რომ საწარმოო საშუალებები და ზოგადად ყველაფერი, რაც საზოგადოებას სჭირდება, იყოს თვითონ ამ საზოგადოების წევრების და არა – კაპიტალისტების ხელში“. ნოამ ჩომსკის სიტყვებით კი „ანარქისტი აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს კერძო საკუთრებასაც, რადგან ეს უკანასკნელი არსებული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველია, და ამავდროულად, უპირისპირდება იმ პრინციპს, რომ შრომა უნდა იყოს თავისუფალი და კონკრეტულად იმ ადამიანებზე დამოკიდებული, რომლებიც პროდუქტს ქმნიან.“

 

ასე რომ, თავისუფალი საზოგადოება ანარქისტებისთვის ანტიავტორიტარული საზოგადოებაა, რომელშიც ვხვდებით სრულ თვითმმართველობას, ანუ ადამიანები უშუალოდ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჯერესერთი, ასეთი საზოგადოება არ იქნება ძალადობრივი – ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ არცერთი ადამიანი არაფერს არ აიძულებს მეორეს. გარდა ამისა, რამდენადაც ანარქისტები უპირისპირდებიან ძალაუფლებას – ანუ, იერარქიულ სისტემას, მათი მიზანი – ანარქისტული საზოგადოება – შეუძებელია იყოს ავტორიტარულ პრინციპებზე დამყარებული, ხოლო ანტიავტორიტარული საზოგადოება კი მხოლოდ უიერარქიო, სრულ თვითმმართველობაზე დაფუძნებული შეიძლება იყოს. აუცილებელია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ანარქიზმი ემხრობა სრულ თვითმმართველობას და არა – ქაოსს, რასაც ხშირად მიაწერენ გაუთვითცნობიერებელი ან ანარქიზმის დისკრედიტაციის მოსურნენი. ანარქიზმი უპირისპირდება ცენტრალიზებულ,ბიუროკრატიულ სისტემებს და არა – ნებაყოფლობით გაერთიანებებს, რომლებიც სრულიად ავტონომიურნი არიან. ასევე, ანარქისტები უპირისპირდებიან ძალაუფლების დელეგირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც სრულიად ავტონომიურ ჯგუფში ძალაუფლების გადაცემა არ უნდა ხდებოდეს ერთი წევრისთვის, რადგან ეს თვითმმართველობის პრინციპის დარღვევაა ,რასაც, როგორც გამოცდილება და დღეს არსებული რეალობა გვიჩვენებს, ცუდი შედეგები მოყვება.

ანარქისტები თავისუფლებას შესაძლებლად მიიჩნევენ მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც თავისუფალი ადამიანები გვხვდებიან და არა – სხვადასხვა კლასებად დაყოფილნი და იერარქიულ კიბეებზე გადანაწილებულნი. შესაბამისად, ანარქისტებისთვის მიუღებელია სახელმწიფო და კაპიტალიზმი, რადგან მათი არსებობა ჩანასახშივე კლავს თავისუფლების იდეას.

A.2.3. ეთანხმებიან ანარქისტები ორგანიზების აუცილებლობას? 

დიახ. გაერთიანების გარეშე ადამიანების თანაცხოვრება წარმოუდგენელია. თავისუფლება ვერ იარსებებს საზოგადოების და ორგანიზების გარეშე. ჯორჯ ბარეტის თქმით, „იმისთვის, რომ ცხოვრება და განვითარება შევძლოთ, გვჭირდება კოოპერაცია, ხოლო კოოპერაციისთვის საჭიროა ჩვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა. ის, რომ ასეთი შეთანხმებები ინდივიდუალურ თავისუფლებას ხელყოფს, სრული აბსურდია, პირიქით – კოოპერაცია თავისუფლების პრაქტიკული გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია.“

„თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ შეთანხმებების მიღწევა – თავისუფლების შეზღუდვაა,მაშინ თავისუფლება იმწამსვე ტირანიად იქცევა, რადგან ადამიანებს თვითონვე შეუზღუდავს ელემენტარულ თავისუფლებასაც კი. თუკი შეთანხმება – თავისუფლებას ზღუდავს, მაშინ გამოდის, რომ მეგობართან შეხვედრაზე შეთანხმებაც კი თავისუფლების შეზღუდვა ყოფილა, რაც, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სრული აბსურდია. თავისუფლებას ზღუდავს ბრძანებები, რაც შეეხება შეთანხმებებს – ის თავისუფლების ერთ-ერთი პროდუქტია“.

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია „უნდა იყოს არაავტორიტარული, რადგან მხოლოდ არაავტორიტარულ ჯგუფში მიიღებს ყოველი წევრი სრულყოფილად მონაწილეობას მთლიანი კოლექტივის მუშაობაში,  წინააღმდეგ შემთხვევაში წევრები უბრალო იარაღებად იქცევიან ლიდერების ხელში“.[ერიკო მალატესტა]

ზოგადად, ის ფაქტი, რომ ანარქისტები ორგანიზებას არ აკრიტიკებენ, ბევრს უცნაურად ეჩვენება, რასაც აქვს მარტივი მიზეზი – დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში,რომელშიც, პრაქტიკულად ყველგან, გვხვდება ავტორიტარული ორგანიზაციები, მათი სიმრავლე კი განაპირობებს იმას, რომ ადამიანებს ასეთი ტიპის ჯგუფები უალტერნატივოდ მიაჩნიათ. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციების არსებობა ახასიათებს ისეთ საზოგადოებას , რომელშიც ვხვდებით დომინაციას და ექსპლუატაციას, ხოლო ანთროპოლოგებს თუ დავუჯერებთ, იერარქიები რამდენიმე ათასწლეულის წინ გაჩნდა, დაპყრობითი ომების და ადამიანებთა დამონების შედეგად. მანამდე, როგორც მურეი ბუკჩინი აღნიშნავს, „სოციალური ურთიერთობის ფორმად მიღებული იყო კოოპერაცია, განვითარებული იყო ურთიერთდახმარების ინსტიტუტი და არ არსებობდა კერძო საკუთრება. მართალია, ასეთ საზოგადოებებში ვხვდებოდით ასაკობრივ სტატუსებს, მაგრამ ინსტიტუციონალიზებული დომინაცია-სუბორდინაცია, კლასობრივი დაპირისპირება და ეკონომიკური ექსპლუატაცია არ არსებობდა“. ამ არგუმენტის მოყვანა არ ნიშნავს იმას, რომ ანარქისტებს ადამიანების ქვის ხანაში დაბრუნება გვსურს, უბრალოდ, ეს არის ისტორიული ფაქტი,რომელიც გვიდასტურებს, რომ ადამიანებს არ აქვთ ბუნებრივი მიდრეკილება ავტორიტარული, კონკურენციული და აგრესიული ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნისადმი, შესაბამისად, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ავტორიტარული სოციალური ურთიერთობები კანონზომიერად და ბუნებრივად მივიჩნიოთ. პირიქით, ასეთი სოციალური ურთიერთობების დამყარება ადამიანებს არსებულმა სოციალურმა გარემომ ასწავლა, შესაბამისად, შესაძლებელია მათი თავიდან მოცილებაც.

ეჭვგარეშეა, რომ დღეს არსებული ორგანიზების სისტემა შესაცვლელია, რადგან სხვა თუ არაფერი, ის დოვლათი, რომელსაც უმრავლესობა ქმნის, უმეტესწილად ელიტარული უმცირესობის საკუთრება ხდება, ანუ, არსებობს სოციალური პირამიდა, რომლის ზედა საფეხურებზე მდგომი ადამიანები სარგებლობას ნახულობენ ქვემოთ მდგომთა ხარჯზე, ამ დროს კი ეს უკანასკნელნი შეიძლება შიმშილითაც იხოცებოდნენ, მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი ხელით ქმნიან პროდუქტს. იერარქიული კიბის ქვედა საფეხურებზე მყოფთა ჩაგვრა ახასიათებს ყოველ იერარქიულ სისტემას, და ზოგიერთს კიდევ უჩნდება კითხვა, თუ რატომ ვერ იტანენ ადამიანები იმ ავტორიტარულ, ცენტრალიზებულ სტრუქტურებს, რომლებშიც ცხოვრობენ და რომლებიც მათ თავისუფლებას ხელყოფენ. როგორ ალექსანდრ ბერკმანი ამბობს, „კაპიტალიზმი ორგანიზების ცუდი ფორმაა, რადგან კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანების დიდი ნაწილი იტანჯება. კაპიტალისტური საზოგადოება ავადმყოფი საზოგადოებაა. ჯანსაღ სოციუმში არ უნდა არსებობდეს ადამიანების ჩაგვრა, დისკრიმინაცია და უგულებელყოფა“.

აცნობიერებენ რა ავტორიტარული საზოგადოების „ავადმყოფობას“, ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ჯანსაღი გარემოს შექმნა შესაძლებელია მხოლოდ თანასწორ, თავისუფალ შეთანხმებებზე დამყარებულ ასოციაციებში. თავისუფალი შეთანხმებების არსებობა აუცილებელია, რადგან „საზოგადოება მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც მისი ყველა წევრი იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი ინდივიდი და თავის სურვილისამებრ დაამყარებს ურთიერთობებს სხვებთან“. „პოლიტიკურ” სფეროში თავისუფალი გაერთიანებები გულისხმობს პირდაპირ დემოკრატიას, კონფედერაციულ სისტემას, რომლებიც თავისუფლების გარანტებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ (და არა წარმომადგენლობით! ) დემოკრატიაზე, რაც გულისხმობს ყველა საკითხის საერთო ფორუმზე განხილვას, რომელშიც ჯგუფის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას და შესაბამისად , გადაწყვეტილებაც აზრების შეჯერების შედეგად მიიღება. ლიბერტარიანული ორგანიზების სისტემებსა და კონფედერაციულ მოდელზე კი უფრო ვრცლად შემდეგ თავებში ვისაუბრებთ.

A.2.4. ემხრობიან ანარქისტები „აბსოლუტურ“ თავისუფლებას? 

არა. ანარქისტები არ თვლიან, რომ ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც მოუნდება, რადგან ზოგიერთი ქმედება ცალსახად არღვევს სხვების თავისუფლებას. მაგალითად, ანარქისტები დაუშვებლად თვლიან სხვების ჩაგვრის, გაუპატიურების თუ ექსპლუატაციის თავისუფლებას. ასევე, რაც მთავარია,  ვიღაცის ავტორიტარულ რეჟიმს, რადგან ავტორიტარიზმი, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, თავისუფლების და თანასწორობის პირველი მტერია.

ავტორიტარიზმის გამოვლინება თავისუფლებასთან არანაირ კავშირში არაა. არავის აქვს უფლება, მართოს სხვები. როგორც მალატესტა ამბობს, ანარქისტები ემხრობიან „თავისუფლებას ყველასთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა თანაბრად თავისუფალი უნდა იყოს და არა – ნაწილი იყოს თავისუფალი და შელახოს დანარჩენების თავისუფლება. შესაბამისად, სხვების ჩაგვრა, ბრძანებების გაცემა და ექსპლუატაცია, ანარქისტებისთვის თავისუფლებასთან არ ასოცირდება.“

კაპიტალისტურ საზოგადოებაში, ანუ, დღეს არსებულ სისტემაში, თავისუფლების უმაღლესი გამოვლინება ავტორიტარიზმის, იერარქიის წინააღმდეგ ბრძოლაა, არ აქვს მნიშვნელობა, კერძო იერარქიაა ეს (კაპიტალიზმი) თუ საჯარო (სახელმწიფო). როგორც ჰენრი დევიდ თორო თავის ესეში – „სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში“ – აღნიშნავს: „დღეს დაუმორჩილებლობა თავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია, მორჩილება კი მონობის ნიშანი“.

A.2.5. რატომ ემხრობიან ანარქისტები თანასწორობას?  

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ანარქისტები მიისწრაფიან სოციალური თანასწორობისკენ, რადგან მის გარეშე შეუძლებელია თავისუფლების არსებობა. ზოგადად, „თანასწორობის“ შესახებ არაერთი სისულელე და ტყუილია ნათქვამი, რის გამოც ბევრს თანასწორობა ჰგონია საკმაოდ უცნაური რამ. ასე რომ, სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა არის თანასწორობა, ჯერ იმას ვიტყვით, თუ რას არ ვგულისხმობთ ამ ცნების მიღმა.

ანარქისტები არ თვლიან, რომ ყველა ადამიანს თანასწორი შესაძლებლობები აქვს, პირიქით, ყოველი ინდივიდი – უნიკალურია. ყველა რომ ერთნაირი იყოს, ამას მოყვებოდა ყველაზე ცუდი შედეგი, რადგან ფაქტობრივად, კლონებს შორის მოგვიწევდა ცხოვრება. ის, რომ ზოგიერთებს მართლა სჯერათ, რომ თანასწორ საზოგადოებაში იდენტურ ადამიანებს მოვიაზრებთ, ტერმინის არასწორად აღქმის შედეგია, ან უარესი – მიზანმიმართული შეტევა თანასწორობის იდეაზე, რომელიც მიზნად ისახავს მის გადატანას სოციალური სფეროდან – ბიოლოგიურში.

ანარქისტები არ ემხრობიან არც ისეთ თანასწორობას, როდესაც ყველა ადამიანი მოიხმარს ერთნაირ პროდუქტს ,  აცვიათ ერთნაირი ტანსაცმელი, ცხოვრობენ ერთნაირ სახლებში. პირიქით, ანარქისტები დღევანდელ სისტემას იმაშიც ადანაშაულებენ,რომ კაპიტალიზმი და სახელმწიფო ცხოვრების სტანდარტიზაციას ახდენს (მაგალითად, იხილეთ ჯორჯ რიცერის „საზოგადოების მაკდონალდიზაცია“). ალექსანდრ ბერკმანის სიტყვებით კი „ავტორიტარიზმი, დაწერილი თუ დაუწერელი კანონები და  ტრადიციები გვაქცევს ინდივიდუალურობას, დამოუკიდებლობას მოკლებულ მანქანებად. დღეს ყველა ადამიანი არსებული სისტემის მსხვერპლია და საბედნიეროდ, მათი გარკვეული ნაწილი მაინც ახერხებს სისტემის ბორკილების ნაწილობრივ დამსხვრევას“. ასე რომ, ანარქისტებს სულაც არ სურთ, სტანდარტიზაციის პროცესი უფრო გააძლიერონ, პირიქით, ჩვენ გვსურს მისი და მისი გამომწვევი მიზეზების განადგურება.

სტანდარტიზაციის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოყენებით, სხვანაირად შეუძლებელია ადამიანებს ვაიძულოთ, იცხოვრონ ერთმანეთის კლონებივით, ხოლო ძალის არსებობის აუცილებლობა ნიშნავს იმას, რომ თანასწორობა ვეღარ იარსებებს, რადგან ზოგიერთს უფრო მეტი ძალაუფლება ექნება ხელში, ვიდრე სხვებს. ანარქისტები ამ „კლონირებას“ ეწინააღმდეგებიან, რადგან ის არღვევს ადამიანის თავისუფლებას, ზღუდავს მის მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებს და ინტერესებს. თუკი ყველას ვაიძულებთ, იცხოვრონ ერთნაირად, მივიღებთ ტირანიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი ერთ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება და მეორეს – არა, მათ არ უნდა მიიღონ ეს დახმარება თანაბარი დოზით. იგივე პრინციპი ვრცელდება სხვა მოთხოვნილებებზეც. როგორც ალექსანდრ ბერკმანი ამბობს, „თანასწორობა გულისხმობს არა თანაბარ რაოდენობას, არამედ ადამიანების თანაბარ შესაძლებლობას, მიიღონ ის, რაც სჭირდებათ. დაუშვებელია, ანარქისტული თანასწორობა ავურიოთ ისეთ თანასწორობაში, რომელშიც ადამიანებს აიძულებენ, იყვნენ ერთნაირები. ნამდვილი თანასწორობა გულისხმობს თავისუფლებას და არა –  ერთნაირი რაოდენობით მიღებულ პროდუქტს. ჩვენ თანასწორობაში არ ვგულისხმობთ, რომ ყველამ უნდა ჭამოს და სვას ერთი და იგივე საკვები თუ სასმელი, ან ყველამ იცხოვროს ერთნაირად. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანის მოთხოვნილებები და გემოვნება განსხვავებულია, და ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ის, რაც პირადად მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. სწორედ ესაა ნამდვილი თანასწორობა“. რაც შეეხება „თანასწორობის“ კიდევ ერთ ინტერპრეტაციას, რომელსაც ხშირად ვაწყდებით კაპიტალისტურ საზოგადოებაში -ესაა „ერთნაირი შანსის“ ცნება, რაშიც გულისხმობენ იმას, რომ ყველა ადამიანს აქვს „ერთნაირი“ შანსი განვითარდეს და რაღაც მიზანს მიაღწიოს. კაპიტალიზმის პირობებში მომავალი თაობის შანსი დამოკიდებულია იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც წინა თაობამ დატოვა. სასაცილოა იმაზე საუბარი ,რომ მილიონერის და ღარიბი გლეხის შვილებს ერთნაირი წარმატების შანსი აქვთ. ის, ვინც საუბრობს „თანაბარ შანსზე“, ვერ ითვალისწინებს ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს – იერარქიულ საზოგადოებაში თვითრეალიზაციისთვის აუცილებელია არა მარტო „ნიჭისთვის ფართო გზის გახსნა“, არამედ სასტარტო პირობებიც. ბუნებრივია, რომ მილიონრების შვილებს უკეთესი სასტარტო პირობები აქვთ, ვიდრე ღატაკ ოჯახში დაბადებულებს, რომლებსაც ლუკმა-პურისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა, შესაბამისად, კაპიტალისტთა „რკინის არგუმენტი“ საფუძველშივე თანასწორობის არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება.

დავუბრუნდეთ თანასწორობის ანარქისტულ ხედვას. ბევრს მიაჩნია,რომ თანასწორობა გამოიწვევს ინდივიდუალიზმის დათრგუნვას, რაც არასწორი შეფასებაა. ბაკუნინი წერდა:

„გამოიწვევს თუ არა თანასწორობის დამყარება ინდივიდებს შორის განსხვავებების გაქრობას? ბუნებრივია, ბევრი განსხვავება გაქრება, მაგრამ ცხადია, რომ გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები მაინც იარსებებს. ორ ზუსტად იდენტურ ფოთოლს ხეზეც კი ვერ იპოვით, არათუ ორ ერთნაირ ადამიანს – საზოგადოებაში, მითუმეტეს,რომ ადამიანი ფოთოლზე გაცილებით კომპლექსური აგებულებისაა. განსხვავებები იარსებებს, მაგრამ არ იარსებებს პრივილეგიები ამ განსხვავებების გამო. საერთოდ, ადამიანის უნიკალურობა კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა. სწორედ განმასხვავებელი ნიშნების გამო ავსებენ ადამიანები ერთმანეთს, რაც განაპირობებს ურთიერთდახმარების საჭიროებას“.

ანარქისტებისთვის თანასწორობაში იგულისხმება სოციალური თანასწორობა, მურეი ბუკჩინის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, „უნიკალურთა თანასწორობა“ (ამავე აზრის გამოსახატად მალატესტა ტერმინ „პირობების თანასწორობას“ იყენებდა). ეს ნიშნავს, რომ ანარქისტული საზოგადოება აცნობიერებს ცალკეულ ინდივიდთა შესაძლებლობებს, რომლებიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ არ დაუშვებს იმას, რომ ეს განსხვავება ძალაუფლების წყაროდ გადაიქცეს. ამას უზრუნველყოფს დღევანდელი იერარქიული სისტემის ჩანაცვლება კოოპერაციული , უიერარქიო სისტემით, რომელშიც ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები ექნება. მარტივად რომ ვთქვათ, „ერთი ადამიანი – ერთი ხმის“ პრინციპი უიერარქიო სისტემაში მოგვცემს იმის გარანტიას ,რომ ინდივიდებს შორის არსებული ბუნებრივი განსხვავებები არ გადაიქცევა ვიღაცების ხელში ჩავარდნილ ძალაუფლებად. ასე, მაგალითად, თუ არ იარსებებს კერძო საკუთრება, მაშინ უმცირესობა – დღევანდელ კაპიტალისტები – ვერ შეძლებენ სიცოცხლისთვის აუცილებელი საშუალებების (მიწის, საწარმოო დანადგარების) მონოპოლიზაციას და სხვების ხარჯზე გამდიდრებას. თუკი მშრომელები თვითონ წარმართავენ თავიანთ საქმეს, აღარ იარსებებს იერარქია და შესაბამისად , ვეღარ იარსებებენ პრივილეგირებულნი. როგორც პრუდონი აღნიშნავს, უთანასწორობის გამომწვევი მიზეზი საზოგადოებაში იმ აზრის არსებობაა,რომ კაპიტალი, შრომა და ნიჭი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნებებია. „ საზოგადოების დაყოფა კაპიტალისტებად, ნიჭიერებად და მშრომელებად, განაპირობებს უმცირესობის მიერ უმრავლესობის ექსპლუატაციას.. სოციალიზმი ამ კაპიტალისტ-მშრომელ-ნიჭიერად დაყოფას შლის სოციალური ურთიერთობებიდან და შემოაქვს უფრო მარტივი და სამართლიანი ცნება – მშრომელი, რაც გულისხმობს იმას ,რომ ადამიანი, როგორი გამორჩეული თვისებაც არ უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში მშრომელად უნდა ჩავთვალოთ, და მხოლოდ ამის შემდეგ ვთქვათ, რომ ის არის რაიმე საქმის ექსპერტი ან კარგი ხელოვანი.“

ანარქისტები თავისუფლების და თანასწორობის საფუძვლად  ფუნქციების გაერთიანებასა და სრულ თვითმმართველობას მიჩნევენ. სრული თვითმმართველობა სოციალური თანასწორობის უალტერნატივო პირობაა. თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს ერთნაირი „წონის“ ხმა აქვს ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. ანარქისტებს მტკიცედ სწამთ, რომ „ის, რაც ეხება ყველას, უნდა გადაწყვიტოს ყველამ ერთად!“.  ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას,რომ საქმის ცოდნა უგულებელყოფილი იქნება და ყველა ყველაფერს გადაწყვეტს. ფაქტია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ინტერესის სფეროები, განსხვავებული შესაძლებლობები და ბუნებრივია, რომ მათ გაუჩნდებათ სურვილი, ისწავლონ და აკეთონ სხვადასხვაგვარი საქმე. როდესაც ჩვენ ავად ვხდებით, მივდივართ ექიმთან, რომელმაც იცის თავის საქმე და საერთოდ არ ეკითხება კომიტეტს, როგორ გააკეთოს ოპერაცია ან როგორ გვიმკურნალოს. სამწუხაროა, რომ როდესაც თვითორგანიზებაზე ვსაუბრობთ, ოპონენტებს არც ისე ჭკვიანური იდეები მოსდით თავში და ჰგონიათ, რომ საავადმყოფოს მართვაში სამკერვალოს თანამშრომლები იქნებიან ჩართულები და ისინი უკარნახებენ ექიმს, რა და როგორ გააკეთოს.

სოციალური თანასწორობა და ინდივიდუალური თავისუფლება განუყრელი ცნებებია. კოლექტიური თვითორგანიზების გარეშე , სადაც ყველა იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რაც კოლექტივის თითოეულ წევრს ეხება, და ასევე, ინდივიდუალური თავისუფლების გარეშე, რომლის ფარგლებშიც ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რაც პირადად მას ეხება, თავისუფალი საზოგადოების არსებობა სრულიად წარმოუდგენელია. ამ ორი კომპონენტის ერთდროულად არსებობის გარეშე ყოველთვის იარსებებს იერარქია, ანუ ჩაგვრა და ექსპლუატაცია არ შეწყდება.

სოციალური თანასწორობა აუცილებელია ინდივიდებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ცხოვრების მართვა და თვითრეალიზაცია. უიერარქიო თვითორგანიზება კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობენ, არიან თანასწორნი და შესაბამისად, ყოველ მათგანს აქვს საშუალება, გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ბოლომდე შეძლოს თვითრეალიზება და ამავდროულად, სრულუფლებიანი თანამონაწილე იყოს იმ საქმისა, რასაც კოლექტივის სასარგებლოდ აკეთებს. თანასწორობის თემას უფრო ვრცლად მოგვიანებით განვიხილავთ.

A.2.6. რატომ არის ანარქისტებისთვის სოლიდარობა მნიშვნელოვანი? 

სოლიდარობა და ურთიერთდახმარება ანარქიზმი ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რადგან წარმოადგენს საზოგადოებისა და ინდივიდის ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ეძლევათ საშუალება, ერთად, თანასწორობის და თავისუფლების პრინციპების დაურღვევლად იმუშაონ  საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. ანარქისტები თვლიან, რომ ურთიერთდახმარება ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მას სრულყოფილად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

ერიკ ფრომი, ფსიქოლოგი და სოციალისტი ჰუმანისტი, აღნიშნავს, რომ „ადამიანს აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება, ითანამშრომლოს სხვებთან და ეს მოთხოვნილება წარმოადგენს ერთ-ერთ უძლიერეს მოტივატორს“.

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანებებისკენ მიდრეკილება ადამიანების ბუნებრივი თვისებაა. იმისთვის, რომ გაერთიანებამ დააკმაყოფილოს ყველა წევრის მოთხოვნილება, მისი მთავარი პრინციპები უნდა იყოს თავისუფლება და თანასწორობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაერთიანება ორგანიზებული უნდა იყოს ანარქისტული პრინციპების მიხედვით – უნდა ემყარებოდეს ნებაყოფლობით გაერთიანებას, იყოს დეცენტრალიზებული და არაიერარქიული.

სოლიდარობა – კოოპერაცია ინდივიდებს შორის – სასიცოცხლოდ აუცილებელია და არავითარი კავშირი არ აქვს თავისუფლების შეზღუდვასთან. ემა გოლდმანი წერდა: „ადამიანის ინდივიდუალიზმი გასაოცარ მწვერვალებს აღწევს კოოპერაციის პირობებში.. კოოპერაცია უპირისპირდება ერთი ინდივიდის მიერ მეორეს ჩაგვრას.. მხოლოდ ურთიერთდახმარებამ და ნებაყოფლობითმა გაერთიანებამ შეიძლება შექმნას თავისუფალი საზოგადოების საძირკველი“

სოლიდარობა ნიშნავს საერთო მიზნებისთვის გაერთიანებას და თანასწორუფლებიან ბრძოლას. არასოლიდარული, არათანასწორი გაერთიანება ანადგურებს ინდივიდუალიზმს. რეტ მარუტი ამბობდა, რომ თავისუფლებისთვის აუცილებელია სოლიდარობა, საერთო ინტერესების გაცნობიერება:

„კაცობრიობის ყველაზე კეთილშობილი, ნამდვილი სიყვარული – ცალკეული ინდივიდის სიყვარულია. მე მსურს ვიყო თავისუფალი და ბედნიერი! მე მსურს დავტკბე სამყაროს სილამაზით, მაგრამ ჩემი თავისუფლება და ბედნიერება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ჩემ გარშემო ყველა თავისუფალი და ბედნიერი იქნება. მე მხოლოდ მაშინ შემიძლია სამყაროსგან სიამოვნების მიღება, როცა ჩემ გარშემო არავის უჭირს. მხოლოდ მაშინ შემიძლია გემრიელად ვჭამო, როდესაც ვიცი, რომ გვერდით სახლში ვიღაცას არ შია. მე მსურს ვიყო ბედნიერი და სწორედ ამიტომ ვებრძვი ყველაფერს, რაც ხელს მიშლის ბედნიერების მიღწევაში. “  სოლიდარობის არსს კარგად გამოხატავს IWW-ს სლოგანი : „ზიანი ერთისთვის იგივეა, რაც ზიანი ყველასთვის“.

ალფი კონი წერდა, რომ „კოოპერაცია და ალტრუიზმი ხშირად ერევათ და სოლიდარობას უაზრო სიკეთეს მიაწერენ. სტრუქტურული კოოპერაცია გულისხმობს იმას,რომ მე თუ ვინმეს ვეხმარები, ამავდროულად ვეხმარები საკუთარ თავსაც. არ აქვს მნიშვნელობა, ეგოიზმი მამოძრავებს თუ ალტრუიზმი – როდესაც ერთად მივცურავთ, ან ჩავიძირებით, ან გადავრჩებით და ბუნებრივია, ამ დროს ურთიერთდახმარების გამომწვევ მიზეზზე ლაპარაკი უადგილოა… თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კოოპერაცია კონკურენციაზე ეფექტურია“

იერარქიულ საზოგადოებაში სოლიდარობის არსებობა აუცილებელია არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნილება დავიკმაყოფილოთ, არამედ იმისთვისაც, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ძალადობრივ რეჟიმს. ერთად ბრძოლა გვაძლიერებს და გვაახლოებს საბოლოო მიზანთან. ურთიერთდახმარების ინსტიტუტის განვითარება საშუალებას გვაძლევს, შევძლოთ არაიერარქიული ორგანიზება და ერთხელ და ბოსები ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოთ თავიდან. სოლიდარული ქმედებები საშუალებას მოგვცემს, დღევანდელი სისტემა შევცვალოთ და ჩავანაცვლოთ ჩვენთვის სასურველი ალტერნატივით.

სოლიდარობა არის ერთ-ერთი იარაღი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მოვიპოვოთ და დავიცვათ თავისუფლება. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ვიმუშავებთ ერთად, მაშინ აღარ მოგვიწევს ვიმუშაოთ ერთეულებისთვის. თუ ჩვენ შევთანხმდებით ურთიერთდახმარებაზე, მაშინ ჩვენი შესაძლებლობები გაიზრდება და იმაზე გაცილებით მეტი გვექნება, ვიდრე დღეს ვიღებთ. ურთიერთდახმარება თითოეული ადამიანის ინტერესში შედის  – როდესაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ თანასწორები ვიქნებით და ერთად ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად, გვაქვს გარანტია, რომ არ დავკარგავთ თავისუფლებას, ხოლო როდესაც ურთიერთდახმარების ნაცვლად დომინაციურ, იერარქიულ სისტემას ვირჩევთ, დიდი შანსია, რომ ერთ დღესაც თავად აღმოვჩნდებით დაჩაგრულები,რაც არავის უნდა.

როგორც მაქს შტირნერი ამბობდა, სოლიდარობა საშუალებას გვაძლევს თავი დავიცვათ ძალადობისგან და ჩაგვრისგან: „თუკი ჩვენ დავიცავთ თავს მჩაგვრელებისგან და ჩვენ გვერდით იდგება მილიონობით ადამიანი, მაშინ გამარჯვება ძალიან მარტივი იქნება“.

ანარქისტები სოლიდარობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმიტომ, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია თავისუფლების მოპოვება და თავის დაცვა ძალაუფლებისგან. სოლიდარობა ჩვენი – ადამიანების ბუნების ერთ-ერთი მახასიათებელია. ამავდროულად, სოლიდარობა არ გულისხმობს „ცხვრობას“, ვიღაც ლიდერის ბრმად გაყოლას. სოლიდარობა უნდა გაჩნდეს თავისუფალ, თანასწორ და არა – დამახინჯებულ, იერარქიულ საზოგადოებაში.


A.2.7. რატომ მიიჩნევენ ანარქისტები თვითგათავისუფლებას მნიშვნელოვან ფაქტორად? 

თავისუფლებას ვერავინ გვაჩუქებს, თავისუფლება ჩვენით უნდა მოვიპოვოთ. შეუძლებელია ადამიანი სხვამ გაათავისუფლოს, ყველა ინდივიდმა თვითონ უნდა დაამსხვრიოს ის ბორკილები, რომლებიც მას ზღუდავენ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება წმინდა ინდივიდუალური ქმედება და კოლექტიურ ხასიათს მიიღებს, მაგრამ საჭიროა ყველა ინდივიდის ჩართულობა გათავისუფლების პროცესში. როგორც ემა გოლდმანი აღნიშნავს, „ისტორია გვიჩვენებს,რომ ყველა ჩაგრული კლასი,ჯგუფი თუ ინდივიდი თავს ითავისუფლებდა თავისი ძალებით“.

ანარქისტები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ადამიანებმა თავისუფლება შეიძლება მოიპოვონ მხოლოდ თავიანთი ქმედებების შედეგად. ამ ქმედებებს უფრო კონკრეტულად  სექცია J-ში განვიხილავთ, თუმცა, აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ანარქისტული თვითგათავისუფლების მეთოდები საშუალებას აძლევს ადამიანებს, მოახერხონ არაიერარქიული ორგანიზება და ბოსების თავიდან მოცილება. ანარქიზმი ემყარება ხალხს, რომელიც მოქმედებს საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის. ეს არის პირდაპირი მოქმედება.

პირდაპირი მოქმედება აძლიერებს და თავისუფლებას აძლევს ჯგუფის ყველა წევრს. თავისუფალი ქმედების საშუალება გულისხმობს იმას, რომ ადამიანი გამოიჩენს ინიციატივას და  იქნება მეტად კრეატიული. პირდაპირი მოქმედება არის საშუალება საზოგადოების შესაცვლელად. როგორც ერიკო მალატესტა აღნიშნავდა, „ინდივიდსა და საზოგადოებას შორის არსებობს მიმღეობითი კავშირი, რაც იმას ნიშნავს,რომ ადამიანი ცდილობს შეცვალოს საზოგადოება თავისი სურვილის შესაბამისად, საზოგადოება კი ცდილობს ჩამოაყალიბოს თავისნაირი ადამიანი. ეს ერთგვარი ციკლია, რომელიც უსასრულოდ გრძელდება. საბედნიეროდ, დღევანდელი საზოგადოება არ შექმნილა დომინანტი კლასის ინტერესების გათვალისწინებით, პირიქით, ის შეიქმნა უამრავი ბრძოლის გადატანის შედეგად.“

 

საზოგადოება აყალიბებს თითოეულ ინდივიდს, ამავდროულად კი თვითონ მათ მიერ იქმნება – მათი ქმედებების, აზრების, იდეალების გათვალისწინებით. ავტორიტარული ინსტიტუციებიც კი, რომლებიც ზღუდავენ ინდივიდუალურ თავისუფლებას, გარკვეულწილად აძლევს ადამიანებს გათავისუფლების შანსს, რადგან აჩენს ეჭვს ავტორიტარიზმის ლეგიტიმურობის შესახებ. როგორც ემა გოლდმანი აღნიშნავდა, „ნამდვილი ემანსიპაცია იწყება ქალის სულში“. თამამად შეგვიძლია იგივე ვთქვათ კაცებზეც. საკუთარი თავი ის ადგილია, სადაც უნდა მოხდეს  პირველი რევოლუცია, დაიწყოს ჩვენი შინაგანი რეგენერაცია, გავთავისუფლდეთ ავტორიტეტებისგან და უსარგებლო გავლენებისგან. ეს პროცესი ყოველ ინდივიდში თავისით უნდა მიმდინარეობდეს, რადგან როგორც მაქს შტირნერი აღნიშნავს, „სხვის მიერ გათავისუფლებული ადამიანი იმ ძაღლს ჰგავს, რომელსაც პირში თავის ყელზე შემოხვეული ჯაჭვის ბოლო უჭირავს“.

ესპანეთის რევოლუციის დროს ესპანელმა ანარქისტმა დურუთიმ თქვა: „ჩვენ გულით ვატარებთ ახალ სამყაროს“. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მოქმედებითაა შესაძლებელი, შევქმნათ ეს ახალი სამყარო და განვახორციელოთ იგი რეალობაში.

ანარქისტები არ თვლიან, რომ თავისუფლება პოსტრევოლუციური მონაპოვარი უნდა იყოს. ჩვენი დღევანდელი ქმედება განსაზღვრავს იმას, თუ რა იქნება მომავალში. ასე რომ, პრე-ანარქისტულ საზოგადოებაში ანარქისტები ცდილობენ შექმნან თავისუფლების საფუძველი, როგორც ბაკუნინი ამბობდა „არა მხოლოდ მომავლის იდეები, არამედ ფაქტები“. ამის გაკეთება შესაძლებელია ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნით,  არათავისუფალ საზოგადოებაში თავისუფლებისთვის ხორცშეხმით. თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა უნდა დაიწყოს ახლა და აქ, და არა რევოლუციის შემდეგ.
ანარქისტები ცდილობენ ხელი შეუწყონ თავისუფლებისთვის ყოველდღიურ ბრძოლას, რომელიც ავტორიტარიზმის წინააღმდეგაა მიმართული და ერთი მიზანი აქვს – თავისუფალი ინდივიდებისგან შემდგარი უიერარქიო საზოგადოების შემქნა. ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე შეუძლებელია თავისუფლების მიღწევა. ანარქისტებისთვის ანარქია ჩაგრულთა ბრძოლაა, რომლის მიზანიც იერარქიული საზოგადოების გარდაქმნაა, რის შედეგადაც მივაღწევთ თანასწორობას. ამ ყოველდღიურ ბრძოლას ხშირად კლასობრივ ომს , ან სოციალურ ომს უწოდებენ და მის გარეშე ანარქისტული რევოლუცია წარმოუდგენელია.

რევოლუცია არის პროცესი და არა რაიმე ღონისძიება. ყოველი სპონტანური რევოლუციური მოქმედების უკან დგას ორგანიზების და განათლების მრავალი წელი, რასაც შეგვიძლია „ახალი სამყაროს შექმნა ძველის საზღვრებში“ ვუწოდოთ. რევოლუცია შეუძლებელია ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების და ურთიერთობების შექმნის გარეშე.

როგორც მალატესტამ თქვა, „ხალხის თვითორგანიზება ჩვენი ფუნდამენტური იდეების ლოგიკური გამოხატულებაა და შესაბამისად, ჩვენი სამოქმედო გეგმის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს.. ანარქისტებს არ სურთ ხალხის გათავისუფლება, ჩვენ გვსურს ხალხმა თვითონ გაითავისუფლოს თავი.. “

თვითგათავისუფლების გარეშე თავისუფალი საზოგადოება წარმოუდგენელია. მხოლოდ თვითგათავისუფლების შედეგად, რაც გამოიხატება მატერიალურ (სახელმწიფოს და კაპიტალიზმის განადგურება) და ინტელექტუალურ (ავტორიტეტების მორჩილების უარყოფა) თავისუფლებაში, არის შესაძლებელი შევქმნათ ახალი ტიპის საზოგადოება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს დომინაციის ფუნდამენტი ის იდეებია, რომელსაც კრიტიკული განსჯის გარეშე იღებს ხალხი და არ ცდილობს შეეწინააღმდეგოს მმართველი კლასის მიერ თავსმოხვეულ იდეოლოგიას. სანამ ეს არ შეიცვლება, ჩაგვრა და ექსპლუატაცია ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი იქნება. გონება, რომელიც ბატონების დოქტრინებს ეთანხმება, ვერასდროს იფიქრებს თავისუფლებაზე, აჯანყებასა და ბრძოლაზე. ასე რომ, აუცილებელია, ჩაგრულმა კლასმა გადალახოს ის დაბრკოლება, რომელსაც მორალური დომინაცია ჰქვია და ამის შემდეგ შეუდგეს არსებული სისტემის ფიზიკურ განადგურებას. კაპიტალიზმი და სახელმწიფო ჯერ მორალურად, თეორიულად უნდა დამარცხდეს, როგორც არაერთი ანარქისტი ამბობს, აუცილებელია ამაღლდეს კლასობრივი შეგნება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი მატერიალური მოსპობა. როგორც ვხედავთ ამ ბრძოლისთვის აუცილებელია თვითგათავისუფლება მორალური დოგმებისგან. ამიტომ, თუ კროპოტკინის ტერმინს გამოვიყენებთ, ანარქისტები ხელს უწყობენ „მეამბოხე სულის“ განვითარებას.

თვითგათავისუფლება ბრძოლის, თვითორგანიზების, სოლიდარობის და პირდაპირი მოქმედების თანამდევი პროცესია. პირდაპირი მოქმედება თავისუფალი ადამიანების, ანარქისტების ჩამოყალიბების საშუალებაა. ამიტომ, ანარქისტები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ იმ ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც იბრძვიან კაპიტალიზმის და მისი მფარველის – სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთი ბრძოლა არის მშრომელთათვის უკეთესი პირობების შექმნის წინაპირობა, გარდა ამისა, ბრძოლის პროცესში ყველასთვის აშკარა ხდება კაპიტალიზმის და სახელმწიფოს ექსპლუატაციური ბუნება და ადამიანები იწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება იცხოვრონ მათ გარეშე, ანუ როგორ შექმნან თავისუფალი, ანარქიული საზოგადოება. კროპოტკინი, როგორც ბევრი სხვა ანარქიტი, აღნიშნავდა რომ სინდიკალისტური მოძრაობები საუკეთესო საშუალება იყო იერარქიულ საზოგადოებაში ლიბერტარიანული იდეების დანერგვის და განვითარებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც მშროემლებს საშუალებას აძლევს იყვნენ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და გარე ჩარევის გარეშე შექმნან საკუთარი აწმყო და მომავალი, უარყონ დომინაცია და იერარქიული ურთიერთობები,  ფუნდამენტს ამზადებს ანარქო-კომუნიზმისთვის.

ანარქისტებისთვის, რობერტ ლინის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ , „კაცობრიობის პროგრესის ისტორია  – მუდმივი აჯანყების, დაუმორჩილებლობის ისტორიაა, რომლის განმავლობაშიც ადამიანები ეჭვქვეშ აყენებდნენ სხვადასხვა ტიპის ავტორიტარიზმს და ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი ღირსება და მოეპოვებინათ თავისუფლება ბრძოლის შედეგად“. სწორედ ამიტომ ემხრობიან ანარქისტები თვითგათავისუფლებას, თვითორგანიზებას და პირდაპირ მოქმედებას. ბაკუნინი ამბოხებას ინდივიდების და კოლექტივების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელ ფაქტორად მიიიჩნევდა. პიროვნებები და ჯგუფები შეუძლებელია სხვამ გაათავისუფლოს – ამას თავისუფლება არ ერქმევა. აუცილებელია თვითგათავისუფლება, ბრძოლა თავისუფლებისთვის. მხოლოდ ამის შედეგად შეგვეძლება არსებულ საზოგადოებაში თავისუფლების ელემენტების შემოტანა და ანარქისტული საზოგადოებისთვის ფუნდამენტის შექმნა.

A.2.8.  შესაძლებელია ანარქისტი არ ეწინააღმდეგებოდეს იერარქიას?

არა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ავტორიტარიზმს. და თუ ვეწინააღმდეგებით ავტორიტარიზმს, ეს ნიშნავს, რომ ვეწინააღმდეგებით ყველანაირ იერარქიულ სტრუქტურას, რადგან ეს უკანასკნელნი ავტორიტარიზმის განხორციელებული მოდელები არიან.

იერარქია პირამიდის მსგავსი სტრუქტურის მქონე ორგანიზების მოდელია, რომელშიც ვხვდები სხვადასხვა „საფეხურებს“ – რაც მაღლა ავდივართ, უფრო იზრდება ძალაუფლების კონცენტრაცია. მკვლევარები, რომლებიც სწავლობენ ამ საკითხს, გამოყოფენ ორ ძირითად პრინციპს, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ იერარქიულ სტრუქტურას – დომინაციას და ექსპლუატაციას. მაგალითად, თავის სტატიაში „რას აკეთებენ ბოსები“ თანამედროვე საწარმოს ანალიზის შედეგად სტივენ მარგლინი ამტკიცებს, რომ კორპორაციული იერარქიის მთავარი ფუნქცია არა წარმოების ეფექტურობის გაზრდა (როგორც ამას კაპიტალიზმის მომხრეები ამტკიცებენ) , არამედ მშრომელებზე გაძლიერებული კონტროლია.
კონტროლი იერარქიულ სისტემაში, როგორც წესი, მიიღწევა სასჯელის გამოყენებით. სასჯელი შეიძლება იყოს ფიზიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ა.შ. ასეთი კონროლი, რომელიც ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი დაუმორჩილებლობის მყისიერ აღკვეთას, საჭიროებს ცენტრალიზებულ სტრუქტურას, რაც გულისხმობს ძალაუფლების კონცენტრაციას იერარქიული კიბის ზედა საფეხურებზე მდგომი ადამიანების ხელში. იერარქიული კიბის შუა საფეხურებზე მდგომთ გაცილებით ნაკლები კონტროლის მექანიზმები და ძალაუფლება აქვთ, ქვედა საფეხურებზე კი – პრაქტიკულად არანაირი.

რამდენადაც დომინაცია, ჩაგვრა და ცენტრალიზაცია ავტორიტარიზმის დამახასიათებელი მოვლენებია, და ამავდროულად ეს ყველაფერი ვლინდება იერარქიულ სტრუქტურებში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ნებისმიერი იერარქიული სტრუქტურა ავტორიტარულია. ანარქისტებისთვის ნებისმიერი იერარქიული სტრუქტურა, ასე ვთქვათ, „სთეითისტურია“, ანუ სახელმწიფოს მსგავსია. ანარქისტების მიზნებზე როდესაც ვსაუბრობდით, აღვნიშნეთ, რომ მიზანი – სახელმწიფოს და სხვა ავტორიტარული ინსტიტუტების განადგურებაა, ასე რომ, ვინც არ იბრძვის იერარქიული სტრუქტურების წინააღმდეგ, ვერ იქნება ანარქისტი.
იერარქიული სტრუქტურები ახასიათებს კაპიტალისტურ ფირმებს. როგორც ნოამ ჩომსკი აღნიშნავს, კაპიტალისტური ფირმა უკიდურესად იერარქიული, ფაქტობრივად, ფაშისტური წარმონაქმნია:

„ფაშისტური სისტემა აბსოლუტურ ძალაუფლებას ემყარება – ძალაუფლება მოდის ზემოდან ქვემოთ.. შევხედოთ კორპორაციებს.. აშკარაა, რომ ამ სისტემებში ძალაუფლება ასევე მკაცრად ზემოდან ქვემოთ მოდის – დირექტორთა საბჭოდან – მენეჯერებამდე, მენეჯერებიდან – უმცროს მენეჯერებამდე და ბოლოს იმ ადამიანებამდე, რომლებიც საქმეს აკეთებენ. კორპორაციებში ვერსად ვხვდებით ქვემოდან წამოსულ ინიციატივებს.. ადამიანებს შეუძლიათ რჩევის მიცემა ზემოთ მდგომებისთვის, მაგრამ ეს მონათმფლობელურ საზოგადოებებშიც ასე იყო“ [ნოამ ჩომსკი, Keeping the Rabble in Line]

დევიდ დელეიონი აღნიშნავს, რომ კომპანიები და სახელმწიფო ძალიან გვანან ერთმანეთს. მისი თქმით:

„ბევრი ქარხანა ძალიან ჰგავს სამხედრო დიქტატურას. ყველაზე დაბლა მდგომნი დაქირავებულებს ჰგვანან, ზედამხედველები – ოფიცრებს და ა.შ. ორგანიზაციები გვკარნახობენ ყველაფერს -რა ჩავიცვათ, როგორი ვარცხნილობით ვიაროთ,  რამდენი საათი უნდა დავუთმოთ ამა თუ იმ საქმიანობას და რამდენი – პირად ცხოვრებას. ხანდახან იმასაც კი მოითხოვენ, რომ თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვექნება, კომპანიის ექიმს მივაკითხოთ. ისინი კონტროლისთვის იყენებენ ყველა შესაძლო ხერხს- ID ბარათებით დაწყებული,  დაქირავებული პოლიციით დამთავრებული“. მათ შეუძლიათ გვაიძულონ ამა თუ იმ საქმის გაკეთება, სამსახურიდან დათხოვნის მუქარით. ჩვენ კი იძულებულნი ვართ, დავემორჩილოთ მაგ მოთხოვნებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მილიონობით უმუშევარს შევუერთდებით. თითქმის  ყველგან მხოლოდ ერთი უფლება გვაქვს – დავტოვოთ სამსახური. გადაწყვეტილებებს იღებენ „ზევით“, ჩვენგან კი მხოლოდ მორჩილებას და ბრძანებების შესრულებას ითხოვენ.

ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ყველანაირ იერარქიას , კაპიტალისტურის ჩათვლით. იერარქიის მხარდაჭერა მმართველობის მხარდაჭერას ნიშნავს, რაც ანარქიზმის ძირითადი პრინციპის უარყოფაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქისტებისთვის „მორჩილების მოთხოვნა, დაქირავებული შრომა, დაქვემდებარებულის სტატუსის ქონა – არალეგიტიმურია, რადგან ეს ყველაფერი ზღუდავს ინდივიდუალურ თავისუფლებას“ [რობერტ გრაჰამი, „The Anarchist Contract, Reinventing Anarchy, Again“]
ბევრი თვლის, რომ თუკი გაერთიანება თავისუფალია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, იერარქიულია ის თუ არა. ანარქისტები ამას არ ვეთანხმებით ორი მიზეზის გამო. პირველი – კაპიტალიზმის პირობებში მშრომელები იძულებულნი არიან მიჰყიდონ საკუთარი შრომა და თავისუფლება დამქირავებლებს იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე მათი შექმნილი პროდუქტი ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ერთადერთი რამ ელოდებათ – შიმშილი. დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობას თუ განვიხილავთ თავისუფალ და თანასწორ შეთანხმებად, სერიოზულ შეცდომას დავუშვებთ, რადგან გამოვა რომ უარვყოფთ ექსპლუატაციას და დაქვემდებარებას, რომელიც ყოველთვის არსებობს მათ შორის. კაპიტალიზმის პირობებში თანასწორობასა და თავისუფლებაზე საუბარი მშრომელთა დაცინვა და სოციალური სამართლიანობისთვის ხაზის გადასმაა.
მეორე – თუკი მივიჩნევთ, რომ საკმარისია მხოლოდ ნებაყოფლებითი გაერთიანება და მნიშვნელობა არ აქვს მის სტრუქტურას, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო წყობა და კაპიტალიზმი – ანარქიულია – არავინ გვაძალებს, ვიცხოვროთ ამა თუ იმ ქვეყანაში – თუ არ მოგვწონს, შეგვიძლია სხვაგან წავიდეთ. თუკი სტრუქტურას უგულებელვყოფთ, მაშინ გამოდის, რომ შესაძლოა მხარი დავუჭიროთ თავისუფლების შემზღუდავ ორგანიზაციულ ფორმებსაც (კაპიტალისტურ კომპანიებს, შეიარაღებულ ძალებს, სახელმწიფოებს), რადგან ისინი ნებაყოფლობით გაერთიანებებს წარმოადგენენ.  როგორც ბობ ბლექი აღნიშნავს „თუკი უგულებელვყოფთ უამრავ კორპორაციას, რომელშიც დიდი დოზით ვხვდებით ავტორიტარიზმს, და ამავე დროს ვეწევით სახელმწიფო ავტორიტარიზმის დემონიზაციას,  ამას  ფეტიშიზმი შეიძლება ეწოდოს“. ანარქია იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ბატონის არჩევის თავისუფლება.

ასე რომ, ნებისმიერ იერარქიულ წარმონაქმნთან ბრძოლა ანარქისტების ერთ-ერთი ფუნდამენტური პოზიციაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი „ნებაყოფლობის მომხრე არქისტი“ ხდება, რასაც ანარქიასთან საერთო არაფერი აქვს. ამ თემაზე უფრო ვრცლად A.2.14 სექციაში ვისაუბრებთ.

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია არ უნდა იყოს იერარქიული და ის იმუშავებს ჰორიზონტალური პრინციპით გაერთიანების შემთხვევაშიც, რაც გულისხმობს კოოპერაციაზე დამყარებულ ურთიერთობას, სადაც ყველა თავად წყვეტს იმას, რაც პირადად მას ეხება. მხოლოდ სრულ თვითმმართველობაზე დამყარებულ ორგანიზაციაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქისტულია.

სამწუხაროა, რომ  გვიწევს ამის შენიშნვაც, მაგრამ არაერთმა კაპიტალიზმის მომხრე აპოლოგისტმა, ჩათვალა რომ კაპიტალიზმს და ანარქიას, კაპიტალიზმს და თავისუფლებას შეუძლია თანაარსებობა (საუბარია ე.წ. „ანარქო“-კაპიტალისტებზე). რამდენადაც კაპიტალიზმი იერარქიულ ფორმებს ეფუძნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ანარქო“-კაპიტალიზმი ურთიერთგამომრიცხავი ცნებების შემცველი ტერმინია. ამაზე უფრო ვრცლად F სექციაში ვისაუბრებთ.
A.3.4. ანარქო პაციფიზმი?

პაციფისტური მიმართულება თავიდანვე არსებობდა ანარქიზმში, მისი ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო ლევ ტოლსტოი. ამ მიმართულებას ძირითადად ეძახიან „ანარქო-პაციფიზმს“ (ასევე ხანდახან იყენებენ ტერმინს „არაძალადობრივი ანარქიზმი“, თუმცა ეს შეუსაბამოა რადგანაც ეს გულისხმობს თითქოს დანარჩენი მოძრაობა ძალადობრივია, რაც არასწორია! ). ანარქიზმის და პაციფიზმის გაერთიანება ეფუძნება ანარქიზმის ფუნდამენტური იდეებს და შეხედულებებს. ძალადობა და ჩაგვრა მთავარი საშუალებაა რითაც ინდივიდუალური თავისფულება ნადგურდება, როგორც პიტერ მარშალი აღნიშნავს: „ანარქისტები პატივს სცემენ ინდივიდუალის სუვერენიტეტს, რაც იმის საფუძველია რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ძალადობა, და არ იქნას შელახული ანარქიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება – თავისფულება “ ერიკო მალატესტა უფრო მკაფიოდ და ხაზგასმით აღწერს: „ანარქიზმის მთავარი მიზანია ძალადობის მოსპობა ადამიანური ურთიერთობებიდან“ და შესაბამისად ანარქისტები „ეწინააღმდეგებიან ძალადობას“. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ანარქისტი უარყოფს ძალადობას და თავს აცხადებს პაციფისტად, ანარქისტული მოძრაობა არ არის არსებითად პაციფისტური(იმ გაგებით რომ ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ ფორმას ნებისმიერ დროს). უფრო მეტიც, ის არის ანტიმილიტარისტული, ანარქიზმი ორგანიზებული ძალადობის წინააღმდეგია მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს განსხვავებებს მჩაგვრელის ძალადობასა და ჩაგრულის თავდაცვით ძალადობას შორის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ როცა აგრესორი თავს ესხმის მსხვერპლს და მასზე ძალადობს ეს ძალადობაა, მსხვერპლი თავის დაცვის დროს თუ მას თავს დაესხა ესეც ძალადობაა მაგრამ არსებითად განსხვავდება ძალადობის ეს ორი ტიპი, თავდაცვითი ძალადობა ემსახურება მხოლოდ თავდამსხმელის მოგერიებას და საკუთარი თავის დაცვას, მსხვერპლი არ არის ძალადობის ინიციატორი, ის ამ თავდაცვის ფორმას მიმართავს მხოლოდ იმიტომ რომ მოიგერიოს და თავიდან აიცილოს ძალადობა და ამ გზით გაანეიტრალოს აგრესორი. ამით გასაგები ხდება თუ რატომ სჭირდება ანარქისტულ მოძრაობას ყოველთვის დიდი დრო და ენერგია რომ შეეწინააღმდეგოს მილიტარისტულ, ძალადობრივ სისტემას და კაპიტალიზმის მანქანას, როცა ამავე დროს მხარ უჭერს ორგანიზებას და უკომპრომისო ბრძოლას მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ(ამის მაგალითია თუ როგორ აღუდგა წინ ნესტორ მახნოს არმია რუსული რევოლუციის დროს ორივეს, წითელ და თეთრ არმიების და მათ შეიარაღებულ ფორმირებებს, ასევე ანარქისტები რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ფაშისტებს ესპანეთის რევოლუციის დროს). არაძალადობრივი მოძრაობა იყოფა ინდივიდუალურ და სოციალურ მიმართულებებად . უმეტესობა ინდივიდუალისტი ანარქისტებისა მხარს უჭერს სოციალური ცვლილებების წმინდა არაძალადობრივ ტაქტიკას, თუმცა, ინდივიდუალური ანარქიზმი არ არის მთლად პაციფისტური, ანუ ბევრი უჭერს მხარს ძალადობის, როგორც თავდაცვის იარაღის გამოყენების იდეას აგრესორის წინააღმდეგ. უმეტესობა სოციალ-ანარქისტებისა მეორეს მხრივ მხარ უჭერენ რევოლუციური ძალადობის გამოყენებას, ანუ თვლიან რომ ფიზიკური ძალის გარეშე შეუძლებელი იქნება რომ ჩამოიშალოს და დაემხოს კაპიტალისტური და სახელმწიფო აგრესია. როგორც ერიკო მალატესტა ამბობდა: „ძალადობა, თვით ბოროტებაა და ის გამართლებულია მხოლოდ მაშინ როცა საჭიროა დაიცვა საკუთარი თავი და სხვები ძალადობისგან. ისევე როგორც მონის მხრიდან ყოველთვის სამართლიანია თავდაცვა ასევე ძალადობა მჩაგვრელის, მოძალადის, უფროსის მიმართ მორალურად ყოველთვის გამართლებულია, როცა იბრძვი საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის“. ბაკუნინის სიტყვები რომ გამოვიყენოთ „როცა ადგილი აქვს სოციალურ ჩაგვრას დამნაშავეები უფრო მეტად ორგანიზაციები და სოციალური პოზიციებია ვიდრე ინდივიდები, ანარქისტების მიზანია გაანადგურონ იერარქია და კაპიტალისტური სისტემა რომელიც აწყობილია ძალადობაზე და ჩაგვრაზე“. ანარქიზმის მიზანია წერტილი დაუსვას პრივილეგირებულ კლასებს და კლასობრივ ჩაგვრას, „მოსპოს არა ინდივიდები, არამდედ კლასობრივი დაყოფა“ რაც სოციალური უთანასწორობის საფუძველია. ძალადობის საკითხი შედარებით ნაკლებ განხილვას იწვევს ანარქისტებს შორის, იმის გამო რომ მათ გაცნობიერებული აქვთ და მიაჩნიათ რომ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნებისმიერი სოციალური ბრძოლის ან რევოლუციის შემთხვევაში. ყველა ანარქისტი ეთანხმება ჰოლანდიელ ანარქო-პაციფისტს და ანტიმილიტარისტს ბარტ დე ლითს როცა ის ამბობს რომ: „ძალადობა და ომი მთავარი მახასიათებელია კაპიტალისტური სამყაროსი რომელიც ინდივიდის თავისუფლებამდე კი არ მიდის არამედ ემსახურება პრივილეგირებული კლასების გაძლიერებას და კლასობრივ ჩაგვრას, რომელიც თავის მხრივ მთავარი დასაყრდენია ამ ძალადობრივი კაპიტალისტური სისტემისთვის, ექსპლუატირებული კლასების ისტორიული მისია იყო თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლა, რომელსაც მუდმივად უშლიდნენ ხელს პრივილეგირებული მჩაგვრელი კლასები, რომელთა მიზანი იყო და არის და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ამას აღწევენ ძალადობის გზით რაშიც ხელს უწყობს სახელმწიფო, რომელიც თავის მხრივ სარგებლობს ამით, იმიტომ რომ სახელმწიფო და კაპიტალიზმი განუყოფელია, და ყველაფერი ემსახურება იმას რომ უფრო მეტად შეუზღუდონ თავისუფლება ექსპლუატირებულ კლასებს, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ კეთილდღობას, სიმდიდრის და ძალაუფლების ზრდას“. ბარტ დე ლითმა თავის ერთ ერთ წიგნში აღწერა „ბურჟუაზიული პაციფიზმის აბსურდულობა“. ბარტ დე ლითს (და საერთოდ ყველა ანარქისტს) მიაჩნია რომ, ძალადობა არის კაპიტალისტური სისტემის თანმდევი და დამახასიათებელი, ნებისმიერ მცდელობა რომ გავხადოთ კაპიტალიზმი პაციფისტური არის მარცხისთვის განწირული. ეს ასეა იმიტომ რომ, ერთის მხრივ ომი ხშირად არის ეკონომიკური შეჯიბრება რომელიც იმართება განსხვავებულ შეხედულებს შორის, ერები ხშირად მიდიან ომებამდე როცა ისინი ეჯახებიან ეკონომიკურ კრიზისებს, რასაც ისინი ვერ იღებენ ეკონომიკური ბრძოლიდან, ცდილობენ მიიღონ კონფლიქტიდან. მეორეს მხრივ, „ძალადობა შეუცვლელია თანამედროვე საზოგადოებისთვის იმიტომ რომ მმართველი კლასისთვის ჩაგვრის და ძალადობის გარეშე სრულიად შეუძლებელი იქნება შეინარჩუნოს თავისი პრივილეგირებული პოზიცია, რომელიც დაკავშირებულია მასების ექსპლუატაციასთან ყველა ქვეყანაში. ჯარი და პოლიცია არის მოწინავე საშუალება მასების დასამორჩილებლად და დასაშინებლად, ამ გზით ისინი მაქსიმალურად ზღუდავენ მშრომელთა უფლებებს, არმიის და პოლიციის დანიშნულებაა ჩაახშონ ხალხის აქტივობები, გათიშონ ერთმანეთისგან, გამორიცხონ მათი სოლიდარობა და თანადგომა საერთო უფლებებისთვის ბრძოლაში, ცალ-ცალკე კი ადვილია მათი მართვა და დამონება“. ანარქო-პაციფისტები თვლიან რომ სანამ სახელმწიფო და კაპიტალიზმი არსებობს, ძალადობა გარდაუვალია, ამიტომ თანმიმდევრული პაციფისტი უნდა იყოს ანარქისტი ისევე როგორც თანმიმდევრული ანარქისტი უნდა იყოს პაციფისტი. იმ ანარქისტებისთვის ნაკლებად არიან პაციფისტები, ძალადობა ჩაგვრის და ექსპლუატაციის გარდაუვალი და სამწუხარო შედეგია, ასევე ძალადობა არის ერთადერთი საშუალება რომელიც უარს ათქმევინებს პრივილეგირებული კლასებს ძალაუფლებაზე და სიმდიდრეზე. მმართველი კლასები საკუთარი ნებით არ დათმობენ ძალაუფლებას ამიტომ უნდა აიძულო. აქედან გამომდინარე საჭიროა ასე ვთქვათ „გარდამავალი“ ძალადობის გამოყენება „რომელიც სამუდამოდ ბოლოს მოუღებს უფრო დიდ და მუდმივ ძალადობას, რომელიც იმორჩილებს კაცობრიობის უმრავლესობას. კონცენტრირება ძალადობრივი მიდგომის დაპირისპირებაზე არაძალადობრივ მიდგომასთან ყურადღების მიღმა ტოვებს ბევრად მნიშვნელოვან საკითხს, მაგალითად – როგორ შევცვალოთ საზოგადოება და სოციალური სისტემა უკეთესობისაკენ. ანარქო-პაციფისტებს აფიქრებთ ისეთი საკითხები რომლებიც ეხება საზოგადოების და სოციალური სისტემის უკეთესობისკენ შეცვლას. როგორც ალექსანდერ ბერკმენი აღნიშნავს: „იმის მიჩნევა რომ ყვირილი – ვიმუშავოთ ვიმუშავოთ და მუშაობა ერთი და იგივეა, სისულელეა“ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: „ბრძოლა როგორც რევოლუციის ნაწილი მხოლოდ ყვირილი გამოდის – ვიმუშავოთ ვიმუშავოთ, და უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ყურადღების მიღმა რჩება(მაგალითად ეკონომიკა ანარქისტულ საზოგადოებაში, სოციალური სისტემა და ა.შ.)“. და მართლაც, სოციალური ბრძოლების და რევოლუციების უმეტესობა იწყებოდა შედარებით მშვიდობიანად (გაფიცვებით, საპროტესტო აქციებით და ა.შ.) და მხოლოდ მხოლოდ იმის შემდეგ გადაიზრდებოდა ძალადობაში როცა ძალაუფლების მქონე მმართველი კლასები ცდილობდნენ საკუთარი პოზიციის შეენარჩუნებას(ამის კლასიკური მაგალითია იტალია 20_იან წლებში, როცა მუშებმა ხელში აიღეს ქარხნების მართვა და თვითონ მართავდნენ, ფაშისტური მთავრობა სასტიკად გაუსწორდა მათ). როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველა ანარქისტი არის ანტი-მილიტარისტი და წინააღმდეგია როგორც მილიტარისტულ მანქანის(სახელმწიფო და კაპიტალიზმი), ასევე სახელმწიფო/კაპიტალისტური ომების (თუმცა ზოგიერთი ანარქისტი, მაგალითად რუდოლფ როკერი და სემ დოლგოფი, მხარს უჭერდნენ ანტი-ფაშისტურ, კაპიტალისტურ ქვეყნებს მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც ნაკლებ ბოროტებას). ანარქისტების და ანარქო-სინდიკალისტების ომის საწინააღმდეგო მესიჯი გავრცელდა მანამდე, სანამ დაიწყებოდა პირველი მსოფლიო ომი, სინდიკალისტები და ანარქისტები ბრიტანეთში და ჩრდილო ამერიკაში ბეჭდავდნენ ფრანგულ მშრომელთა კონფედერაციის ბროშურებს, რომელშიც მოუწოდებდნენ ჯარისკაცებს არ დამორჩილებოდნენ ბრძანებებს და არ ჩაეხშოთ მათი გაფიცული თანამემამულე მუშების საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. 1917 წელს ემა გოლდმენი და ალექსანდერ ბერკმენი დააპატიმრეს და გააძევეს ამერიკიდან, მათ ბრალად დასდეს „არასამხედრო ლიგის“ ორგანიზება, ასევე ევროპაში ბევრი ანარქისტი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, იმის გამო რომ მათ უარი თქვეს შეერთებოდნენ შეირაღებულ ძალებს პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს. პირველი მსოფლიო ომის დროს მთავრობები ევროპაში იწყებდნენ შეუბრალებელ, ულმობელ რეპრესიების ანარქო-სინდიკალისტების მიმართ, იმის გამო რომ ისინი ორგანიზებას უკეთებდნენ ომის საწინააღმდეგო კამპანიას და ებრძოდნენ ძალაულფების მქონე, პრივილეგირებულ, ელიტარულ ფენებს, რომლებიც სარგებელს იღებდნენ ომის შედეგად. უფრო მოგვიანებით ანარქისტები(მათ შორის ნოამ ჩომსკი და პოლ გუდმენი) აქტიურად მონაწილეობდნენ მშვიდობის მოძრაობაში, ასევე საკუთრი წვლილი შეჰქონდათ სამხედრო სამსახურში გაწვების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა. ანარქისტები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო კამპანიაში, აპროტესტებდნენ ბრიტანეთის და არგენტინის ომს, ასევე სპარსეთის ყურის ომებს(იტალიაში და ესპანეთში მათი ორგანიზებით იმართებოდა საპროტესტო აქციები და გაფიცვები ამის საწინააღმდეგოდ). 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს როცა ძალიან ბევრი ანარქისტი გამოვიდა სლოგანით “No war but the class war” , ამან ნათლად გარმოაჩინა რომ ანარქისტები ომების წინააღმდეგი იყვნენ – კერძოდ კი ომის, როგორც ნებისმიერი კლასობრივი სისტემის ბოროტების შედეგის, რომელიც ჩაგრავს კლასებს ან სხვადასხვა ქვეყნები უპირისპირდებიან ერთმანეთს ძალაუფლების მოსაპოვებლად და საკუთარი მმართველებისათვის მოგების და სარგებლისთვის მოტანის მიზნით, რაც თავის მხრივ უფრო აძლიერებს მმართველ კლასებს, იმის ნაცვლად რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ორგანიზებულ სასაკლაოში, ანარქისტები მოუწოდებენ მშრომელ ხალხს რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და ინტერესებისთვის და არა თავისი უფროსებისთვის: „ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ კომპრომისი, უფსკრულის გააღრმავება კაპიტალიზმსა და „ხელფასიან მონებს“ შორის, მმართველსა და მართულს შორის, უნდა მოვახდინოთ კერძო საკუთრების ექსპოპრიაცია და სახელმწიფო მმართველობის განადგურება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება უზრუნველყოფილი თანასწორობა, სამართლიანობა და თავისუფლება ხალხთა შორის, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამისათვის“ – ერიკო მალატესტა საჭიროა ავღნიშნოთ რომ ერიკო მალატესტას სიტყვა დაწერილი იყო პეტრე კროპოტკინის საპასუხოდ, კროპოტკინმა უარყო ყველაფერი რასაც ამტკიცებდა ათწლეულების განმავლობაში და მხარს უჭერდა ალიანსს პირველი მსოფლიო ომის დროს როგორც ნაკლებ ბოროტებას, გერმანიის ავტორიტარიზმის და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ერიკო მალატესტამ როგორც აღნიშნა „ყველა მთავრობა და ყველა კაპიტალისტური კლასი დამნაშავეა საკუთარი მშრომელი და თანამემამულეების წინააღმდეგ და განსაკუთრებით სასტიკად უსწორდება მათ, ვინც გაბედავს და წინ აღუდგება მათ გაბატონებულ მდგომარეობას“. მალატესტამ ბერკმენმა , გოლდმენმა,ბევრ სხვა ანარქისტთან ერთად, დააფიქსირეს საკუთარი სახელები საერთაშორისო ანარქისტულ მანიფესტში პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ. ეს მანიფესტი გამოხატავდა მათი ანარქისტული მოძრაობის ძირითად შეხედულებებს ომზე და იმაზე თუ როგორ უნდა შეეჩერებინათ იგი. „ომების წარმოების და ქვეყნების ომში ჩამბმის რეალური მიზეზი არის მხოლოდ სახელმწიფოს არსებობა, შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ამის გამო ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც სინამდვილეში არის პრივილეგირებული კლასების მმართველობის ფორმა. როგორი ფორმითაც არ უნდა არსებობდეს ის, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ რომ, სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა ორგანიზებული ჩაგვრა პრივილეგირებული უმცირესობის სასარგებლოდ. ხალხის უბედურება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან. იმ მიზნით რომ აიცილონ ომი, ისინი უცხადებენ საკუთარ ნდობას სახელმწიფოს, ენდობიან და სჯერათ მათი დემოკრატიის და პოლიტიკური პარტიების, ამ ნდობას შეგნებულად უღალატა სახელმწიფომ, და კვლავ გამოდის ისე რომ მთავრობა პრესის და მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანის წყალობით ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები თითქოს ეს ომი თავისუფლების გამოა და ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველა ომის ადამიანებს შორის , იმიტომ რომ ხალხი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, არის და იქნება ომისა, ისინი არ იწყებენ ომებს, ომებს იწყებენ სახელმწიფოები რომლებსაც მართავენ პრივილეგირებული კლასები, იყენებენ ყველა პროპაგანდისტულ საშუალებას და როგროც უნდათ ისე აფიქრებინებენ ადამიანებს, მათზე მანიპულირებენ სხვადასხვა გზებით და სასურველ შედეგს აღწევენ, ომის დროს და მის შემდეგ სარგებელს ნახულობენ პრივილეგირებული კლასები, ერთეულები და ეს ყველაფერი უმრავლესობის(ჩაგრული ფენის) სისხლის ფასად ხდება. ანარქისტების როლი მდგომარეობს იმაში რომ გააგრძელონ ინფორმაციის გავრცელება და გააგებინონ ყველას რომ მხოლოდ ერთადერთი ომია თავისუფლებისთვის ომი და ეს ომი მიმდინარეობს ყველა ქვეყანაში მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის, ექსპლოტატორსა და ექსპლუატირებულს შორის, ჩვენი პარტია მოუწოდებს მონებს რომ აჯანყდნენ ბატონის წინააღმდეგ. ანარქისტული ქმედება და პროპაგანდა ბეჯითად და დაჟინებულად ისახავს მიზნად დაასუსტოს და გაანადგუროს ნებისმიერი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა, გამოაღვიძოს აჯანყების სული და გამოაღვიძოს უკმაყოფილება ხალხში და არმიაში. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა ყველა რევოლუციურ მოძრაობაზე, ყველა უკმაყოფილებაზე იმ მიზნით რომ გამოვიყენოთ ამბოხებისთვის, და ორგანიზება გავუკეთოთ რევოლუციას რომელიც ბოლოს მოუღებს ყველანაირ სოციალურ უთანასწორობას, ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სოციალურ სამართლიანობას რომელიც იქნება რეალიზებული თავისუფალი მწარმოებლების ორგანიზებით, ომი და მილიტარიზმი სამუდამოდ უნდა იქნას უარყოფილი და მიღწეული უნდა იქნას სრული თავისუფლება სახელმწიფოს გაუქმების და მისი ორგანოების განადგურების საფუძველზე.“ – ანარქისტების საერთაშორისო მანიფესტის ტექსტი პირველი მსოფლიო ომის დროს ამდენად, ანარქისტების მისწრაფება პაციფიზმისკენ ნათელია. ძალადობა არის ავტორიტარული და იძულებითი, მისი გამოყენება არ ეწინააღმდეგება ანარქიზმის პრინციპებს, სწორედ ამიტომ ანარქისტები მაინც ეთანხმებიან მალატესტას როცა ის ამტკიცებს რომ: „ჩვენ ვართ პრინციპულად წინააღმდეგი ძალადობის და ამ მიზნით გვსურს რომ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა იყოს მშვიდობიანი და ჰუმანური რამდენადაც ეს შესაძლებელია “. ანარქისტები მაინც თანხმდებიან რომ ძალადობა ხშირად არის კონტპროდუქტიული, იწვევს გაუცხოებას ხალხში და აძლევს სახელმწიფოს საბაბს ჩაახშოს როგორც ანარქისტული, ისე სხვა პოპულარული მოძრაობები რომლებიც იბრძვიან სოციალური ცვლილებებისთვის. ყველა ანარქისტი მხარ უჭერს არაძალადობრივ ქმედებას და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რომელიც ხშირად უფრო ეფექტურია რადიკალური ცვლილებებისთვის. ასე რომ, ანარქისტები რომლებიც არიან წმინდად პაციფისტები საკმაოდ ცოტა არიან. უმეტესობა დასაშვებად მიიჩნევს ძალადობას როგორც გარდაუვალ ქმედებას და ემხრობა მის მინიმალურ გამოყენებას. ყველა ეთანხმება იმას რომ რევოლუცია, რომელიც ეყრდნობა და ეფუძნება ძალადობას, ის უბრალოდ შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ახალ ფორმას და არ იქნება არსებითი განსხვავება მათს შორის. მათ დასაშვებად მიაჩნიათ ძალადობის გამოყენება რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მოძალადეს, თუმცა ანარქო-პაციფისტებს მიაჩნიათ რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ თავდაცვის მიზნით და არ მიაჩნიათ გამართლებულად ძალადობა რომელიც ემსახურება დასჯას და შურისძიებას. უმეტესობა ანარქისტებისა არ არის პაციფისტი, მაგრამ თითქმის ყველა უარყოფს ძალადობის ნებისმიერ ფორმას ნებისმიერ დროს გარდა თავდაცვისა და მაშინაც ცდილობს რომ შეამციროს ის მინიმუმამდე.

სექცია B

რატომ ეწინააღმდეგებიან ანარქისტები არსებულ სისტემას?

ანარქიზმი იდეურად არის ანტი-კაპიტალისტური. პოლიტიკურ თეორიად ის ჩამოყალიბდა იმავე პერიოდში, რომელშიც კაპიტალიზმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, ის ზრდიდა თავის ძალებსა და გავლენის სფეროს, მაშინ როდესაც კაპიტალიზმი იმორჩილებდა საზოგადოებას. ანარქიზმი არამხოლოდ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება (როგორც ამას ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ექსპერტი აცხადებს), არამედ ის ყოველთვის გამოდიოდა ნებისმიერი სახის ძალაუფლებისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კაპიტალიზმისა და მისი ისეთი ფორმის, როგორიცაა კერძო საკუთრება. შემთხვევითი არაა ის, რომ პრუდონმა, რომელმაც პირველმა უწოდა თავს ანარქისტი, ამის შესახებ საუბარი დაიწყო წიგნში “რა არის საკუთრება?” (და გასცა პასუხი: ”ეს ძარცვაა!”). აქედან გამომდინარე, ანარქიზმი ყოველთვის გამოდიოდა, როგორც სახელმწიფოს, ისე კაპიტალიზმის წინააღმდეგ. პრუდონის შემდეგ ანარქისტული კრიტიკა გავრცელდა არა მარტო ამ ორ სოციალურ ბოროტებაზე, ანარქისტები ასევე უარყოფენ ისეთი სახის სოციალურ იერარქიებს, როგორებიცაა სექსიზმი, ჰომოფობია და რასიზმი, იმდენად, რამდენადაც ეს ხელს უშლის თავისუფლებასა და თანასწორობას. ყველაფერი ეს, არ ნიშნავს იმას, რომ ანარქისტული იდეები არ არსებობდა კაპიტალიზმამდე. მოაზროვნეები, რომელთა იდეებსაც შეიძლება ეწოდოთ ანარქისტული, ცხოვრობდნენ ათასობით წლის წინათ, და ისინი იყვნენ სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლები. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით რომ ანარქიზმი დაიბადა იმ მომენტში, როდესაც გაჩნდა სახელმწიფო და კერძო საკუთრება. როგორც კროპოტკინი შენიშნავდა, ყოველთვის იყვნენ ანარქისტები და სახელმწიფოს მომხრეები. ჩვენს დროში კი ანარქიზმი წარმოქმნა იმავე კრიტიკულმა და რევოლუციურმა მოძრაობამ, რომელმაც საერთოდ სოციალიზმი, მაგრამ სხვა სოციალისტებისაგან განსხვავებით, ანარქისტები არ დაჯერდნენ მხოლოდ “კაპიტალიზმისა და კაპიტალისტურ შრომაზე დამყარებული საზოგადოების კრიტიკას”, ისინი წავიდნენ უფრო შორს: “გამოაცხადეს თავი იმის მოწინააღმდეგეებად, რაც წარმოადგენს კაპიტალიზმის ნამდვილ ძალას. ესენია: სახელმწიფო და მისი ფუნდამენტური პრინციპები, ცენტრალიზებული ძალაუფლება და კანონები, რომლებიც ემსახურებიან მხოლოდ ერთ მიზანს – დაიცვას ძალაუფლება და კაპიტალიზმი.” აქედან გამომდინარე, ანარქიზმი გამოდის როგორც კაპიტალიზმის, ისე მისი ბურჯების: კანონების, ძალაუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმი, საზოგადოებრივი მოძრაობა, ხანგრძლივი ბრძოლის ისტორიით, როგორც პოლიტიკური თეორია და იდეების კომპლექსი, არის პროდუქტი იმ საზოგადოებრივი ტრანსფორმირებისა, რომელიც წინ უძღოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას. არსებითად, ამ თავში წარმოდგენილი ანალიზი და კრიტიკა შეეხება თანამედროვე კაპიტალისტურ საზოგადოებას.

ანარქისტებს ესმით, რომ მთავრობისა და სხვა ფორმის იერარქიების ძალა დამოკიდებულია მართულთა თანხმობაზე. მაგრამ, საქმე მხოლოდ შიშში არ არის… “ვინაიდან მათ აქვთ იგივე ფასეულობები, რაც მათ ხელმძღვანელებს. ძალაუფლების მქონესაც და მას დაქვემდებარებულსაც, სჯერათ კანონისა და იერარქიის ყოვლისშემძლეობის” (კოლინ ვარდი “ანარქია და მოქმედებები”). ამის გათვალისწინებით, ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენს არგუმენტებს, ამ “კონსენსუსის” საწინააღმდეგოდ, რათა დავასაბუთოთ რატომ ვართ ანარქისტები და რატომ არ გვაინტერესებს სოციალური ურთიერთობანი, რომელიც დამყარებულია ძალაუფლებაზე. რა თქმა უნდა, ეს მიზანი მარტივად არ მიიღწევა. არც ერთ მმართველ კლასს არ შეუძლია გადარჩენა, თუ მათი მომხრეები არ იღებენ დიდ მხარდაჭერას დაქვემდებარებულთაგან. ეს კი მიიღწევა სხვადასხვა ხერხებით – პროპაგანდით, ე.წ. განათლების სისტემით, ტრადიციებით, მედია საშუალებებით, ფართოდ გავრცელებული აზრებით. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში დომინირებადი იდეები, არის ისეთი როგორიც ელიტას სურს, ან ისეთი, როგორიც ელიტაშია დომინირებადი. ეს ნიშნავს, რომ ყველა საზოგადოებრივი მოძრაობა ვალდებულია ებრძოლოს ამ იდეებს.

 

“ხშირად ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რომ ჩაგვრისა და ბატონობის სისტემა არსებობს. მათ უწევთ თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლა იმ სისტემაში რომელშიც ცხოვრობენ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ გააცნობიერებენ რომ რაღაც სახის ზეწოლა რეალურად არსებობს. მოდით გავიხსენოთ ქალთა ბრძოლის ისტორია. თავდაპირველად, ისინი ცდილობდნენ ფართო მასებისთვის ეთქვათ, რომ ქალის დამცირებული, დეპრესიული ყოფა, არ არის ნორმალური და ბუნებრივი მდგომარეობა. ჩემი ბებია, მაგალითად, არ შეუერთდებოდა ქალთა უფლებებისათვის მებრძოლ მოძრაობას, რადგან ის ვერ გრძნობდა თავს დაჩაგრულად. მისი აზრით, ასეთი იყო ცხოვრება, და ეს ისეთივე ნორმალურად ეჩვენებოდა, როგორც დილით მზის ამოსვლა. შეუძლებელია რაიმეს გაკეთება, სანამ ხალხი არ გააცნობიერებს, რომ ჩაგვრა და ზეწოლა  არ არის მზის ამოსვლის მსგავსი, რომ მისგან შეიძლება გათავისუფლება, რომ არ არის აუცილებელი დავემორჩილოთ ბრძანებებს და მოვითმინოთ ძალადობა. შეუძლებელია რაიმეს გაკეთება მანამ, სანამ ადამიანები არ მიხვდებიან, რომ ამ ყველაფერში რაღაც არასწორია. ერთი გზა მიზნის მისაღწევად არის – მცდელობა რეფორმების განხორციელებისა თავად სისტემის შიგნით. შემდეგ კი, ადრე თუ გვიან, მისვლა იმ დასკვნამდე რომ თავად სისტემის შეცვლაა საჭირო.” (ნოამ ჩომსკი, ინტერვიუ ანარქიზმზე). როგორც მალატესტა ამბობდა, “პირველ რიგში ანარქისტებმა უნდა შეძლონ ხალხის დარწმუნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვაცნობოთ ხალხს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ ტანჯავს და შეიძლება კიდეც ანადგურებს.  მათ ვისაც სცივათ და შიათ, ჩვენ უნდა ავუხსნათ და ვაჩვენოთ თუ რა მარტივი იქნება მათი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მათ ვისაც ამცირებენ და მათ ვინც სძულთ, უნდა ვაჩვენოთ როგორ შეიძლება ბედნიერად ცხოვრება თავისუფალ და თანასწორ ხალხთა სამყაროში. და მაშინ, როდესაც გავაღვიძებთ მათში აჯანყების სურვილს, საზოგადოების მტანჯველი უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგ, დავეხმარებით მათ იმაშიც, რომ გაიგონ როგორ შეიძლება გათავისუფლდნენ მისგან.     ქვემოთ თქმულიდან გასაგები გახდება, თუ რატომ არ აკმაყოფილებთ ანარქისტებს ძლიერ შეზღუდული “თავისუფლება” თანამედროვე საზოგადოებაში და რატომ სურთ მათ ნამდვილად თავისუფალი საზოგადოების შექმნა. ნოამ ჩომსკის აზრით ანარქისტული კრიტიკა თანამედროვე საზოგადოებრივი მოწყობისა ნიშნავს: საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში (პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ქალებისა და კაცების, მშობლებისა და შვილების ურთიერთობანი და სხვა) უსამართლობის გამოვლენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. (მარქსიზმი, ანარქიზმი და ალტერნატიული მომავალი).

საბედნიეროდ, გაბატონებულმა კლასმა ვერ მოასწრო ყველა დაქვემდებარებული გარდაექმნა საკუთარი ინტერესების დამცველ, ცნობიერების არმქონე იარაღად. ეს ნიშნავს, რომ იქ, სადაც  ჩაგვრა და ექსპლოატაციაა, არის წინააღმდეგობაც – შესაბამისად იმედიც. მაშინაც კი, როდესაც იერარქიული საზოგადოების მიერ ექსპლუატირებული ხალხი, არ გამოთქვამს პროტესტს, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ბოლომდე ჩაკლან მათში თავისუფლების სურვილი. ზოგჯერ ისინი თავადვე უწყობენ ხელს აჯანყებას თავიანთი ქმედებებით, და მაშინ ხალხი ამბობს “საკმარისია”, და იწყებს ბრძოლას. ამგვარად, იერარქიული საზოგადოება შეიცავს წინააღმდეგობრივ ელემენტებს, რომელნიც მას საბოლოოდ გაანადგურებენ. (ერიკო მალატესტა).ანარქისტები კრიტიკას იყენებენ უწყვეტ ბრძოლაში, არსებულ საზოგადოებასთან, რომელიც ყველა იერარქიულ საზოგადოებაში მიმდინარეობს. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს მიიღონ მონაწილეობა ამგვარ ბრძოლებში ჩაგვრის წინააღმდეგ. ასეთი ბრძოლები ცვლის მასში მონაწილეებს, ამსხვრევს სტერეოტიპებს და შეთანხმებებს, რომელნიც აძლიერებენ იერარქიულ სისტემას, აძლევს ხალხს ინფორმაციას სხვა შესაძლებლობებზე, აგებინებს მათ, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ვიცხოვროთ ისე, როგორც ახლა ვცხოვრობთ. ბრძოლა, ეს ანარქიზმის სასიცოცხლო სკოლაა, საშუალება, რომელიც ქმნის პირობებს ანარქისტული საზოგადოებისთვის. ანარქისტები მსგავსი ბრძოლებისას სწავლობენ, ავრცელებენ თავიანთ იდეებს ფართო მასებზე და ხელს უწყობენ ამ ბრძოლის საზოგადოებრივ აჯანყებად გარდაქმნას, თავისუფლებისა და დიდი ცვლილებებისთვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ პროცესის უმთავრესი ნაწილია ჩაგრულთა მხარდაჭერა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ვაჩვენოთ ხალხს იმ პრობლემათა ფესვები, რომელთაც ისინი ყოველდღიურად ებრძვიან. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ხალხს იმის გაანალიზებაში, რომ ზეწოლასა და ჩაგვრასთან შეიძლება არა მარტო ბრძოლა, არამედ მათი დამთავრებაც, და რომ ბრძოლა უსამართლო სისტემასთან, ქმნის ახალ საზოგადოებას, რომელიც ჩაანაცვლებს მას.

B.1 რატომ ებრძვიან ანარქისტები ძალაუფლებასა და იერარქიას?

პირველ რიგში. უნდა გავიგოთ როგორი სახის ძალაუფლებას ეწინააღმდეგებიან ანარქისტები. მოწინააღმდეგენი ხშირად ამტკიცებენ, რომ ანარქისტები ეწინააღმდეგებიან ყველანაირ ძალაუფლებას, თუმცა ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ანარქისტები ზოგჯერ თავს “ყველა სახის ძალაუფლების” მტრად აცხადებდნენ, დაკვირვების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ : ანარქისტები უარყოფენ ძალაუფლების მხოლოდ ერთ განსაკუთრებულ ტიპს, მას რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ იერარქიას. ბაკუნინის თქმით, ძალაუფლების მთავარი პრინციპი არის ის “რელიგიური, მეტაფიზიკური და პოლიტიკური იდეა, რომლის მიხედვითაც მასებს არ შეუძლიათ საკუთარი თავი მართონ თავად, ისინი ვალდებულნი არიან დაემორჩილონ უზენაეს სიბრძნეს, რომელიც ნაკარნახევია ზემოდან”. ანარქისტები უშვებენ ძალაუფლების სხვა სახეებს, მთავარია ის არ გადაიქცეს პოლიტიკურ ძალაუფლებად. ანარქისტები არიან ისეთი ძალაუფლების მოწინააღმდეგენი, რომელიც იერარქიულია. მიზეზი მარტივია: “არავის არ შეიძლება ვანდოთ ძალაუფლება, რადგან ნებისმიერი მისი მფლობელი ხდება მჩაგვრელი და ექსპლუატატორი.”(ბაკუნინი. პოლიტიკური ფილოსოფია). მნიშვნელოვანია ძალაუფლების ორ სახეს შორის განსხვავების დანახვა. როგორც ერიხ ფრომი ამბობდა “ძალაუფლება შეიძლება იყოს ორი სრულიად განსხვავებული ტიპის: რაციონალური და ირაციონალური. რაციონალური ძალაუფლება დამყარებულია კომპეტენტურობაზე. ირაციონალური ძალაუფლება კი ეყრდნობა ძალადობას და არსებობს მხოლოდ მათი ექსპლუატაციისთვის, ვინც მას ემორჩილება”. “როდესაც ჩვენ ვითხოვთ მასების გათავისუფლებას, ჩვენ გვსურს გავანადგუროთ ნებისმიერი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის გავლენა მათზე. ჩვენ გვსურს გავაუქმოთ ხელოვნური, პრივილეგირებული, კანონიერი და ოფიციალური ძალაუფლება” (ბაკუნინი). ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებაა ავტორიტეტად ყოფნასა და ავტორიტეტის ქონას შორის. ავტორიტეტად ყოფნა ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს ცოდნა და კომპეტენცია მოცემულ საქმეში. მისი ავტორიტეტი მთლიანად დამყარებულია მის ცნობიერებაზე. ავტორიტეტის ქონა კი არის სოციალური ურთიერთობა, დამყარებული სტატუსზე და ძალაუფლებაზე, რომელსაც მოცემულ ადამიანს იერარქიული სისტემა ანიჭებს. ეს კი ნიშნავს, რომ რეალურ კომპეტენციას ანაცვლებს ტიტული, მაშასადამე, ის ხდება ხალხისაგან დამოუკიდებელი, ინსტიტუციონალიზებული. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის ქცევა უმეტესად გამომდინარეობს მისი გამოცდილებიდან, და არა თანდაყოლილი თვისებებიდან. ავტორიტარული საზოგადოებრივი დამოკიდებულებები, ყოფენ ხალხს ორ ნაწილად: ბრძანებების გამცემებად, და ბრძანებების შემსრულებლებად. ადამიანური ურთიერთობები, ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში გარემოცულია ძალადობით და არა თავისუფლებით. ვინაიდან თავისუფლება შეიძლება შეიქმნას მხოლოდ თავისუფალ გარემოში, ავტორიტარულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს არ შეუძლიათ აგრძნობინონ, გამოაცდევინონ ადამიანს თავისუფლება. “მონობასა და ექსპლუატაციაზე დამყარებულ საზოგადოებებში, ადამიანის ბუნება დეგრადირდა, ჩვენს უფლებებს აღვიდგენთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დამმონებლები გაქრებიან” (პეტრე კროპოტკინი. “ანარქიზმი”).

რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი კოლექტიური წამოწყებისათვის აუცილებელია თანამშრომლობა და კოორდინაცია, ეს საჭიროა სხვადასხვა ჯგუფების ერთი ძალის მიერ დასამორჩილებლად. ამიტომ მმართველი დემოკრატიული ჯგუფები განიხილება იერარქიის ერთ-ერთ საფუძვლად. მაგრამ ეს არგუმენტი ანარქისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს: დიახ, ვპასუხობთ ჩვენ. ნებისმიერი ჯგუფისათვის აუცილებელია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ანარქისტებისთვის სიტყვა “ძალაუფლება” არის სიტყვების თამაში, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღების ორი პრინციპულად განსხვავებული გზის აღსაწერად. ის ფარავს ფუნდამენტალურ განსხვავებას თავისუფალ ასოციაციასა და იერარქიულ ჯგუფს შორის და ურევს თანამშრომლობას ბრძანებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს კოორდინაციის ორი გზა ცალკეულ ჯგუფებში: ავტორიტარული და ლიბერტარიანული. “ნებისმიერი მუშა, შეიძლება იყოს დაქირავებული კაპიტალისტის-მესაკუთრის მიერ, ან გახდეს სრულფასოვანი, ჰქონდეს ხმა საბჭოში, გახდეს ნამდვილი მონაწილე საქმისა, რომელზეც ის მუშაობს. პირველ შემთხვევაში მუშა დაქვემდებარებულია, ექსპლუატირებულია. მისი მუდმივი მდგომარეობა მორჩილებაა. მეორე შემთხვევაში, ის აღიდგენს ადამიანურ, მოქალაქეობრივ ღირსებას. ის ხდება თანამმართველი ორგანიზაციისა რომელშიც ადრე იყო მონა. აუცილებელია შეიქმნას მშრომელთა ასოციაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დარჩებიან ხელმძღვანელების მორჩილები და შედეგად მივიღებთ ორ კლასს, დაქირავებული მუშებისა და ბატონებისას, რაც მიუღებელია თავისუფალი საზოგადოებისთვის” (რევოლუციის ფუნდამენტური იდეა).   სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაერთიანება შეიძლება დამყარებული იყოს რაციონალურ ძალაუფლებაზე, ხელი შეუწყოს თავისუფლებას, აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას. მხოლოდ საზოგადოების ლიბერტარიანული რეორგანიზაცია მისცემს საშუალებას ადამიანს, მიაღწიოს მეტს და გააგრძელოს განვითარება. “ანარქისტები მისაღებად თვლიან ყველა სახის ბუნებრივ ძალაუფლებას. მათ ყველაზე მეტად სურთ ნახონ თავისუფალი საზოგადოება.”(ბაკუნინი).

ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ანარქისტები გამოდიან ირაციონალური ძალაუფლების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის ინსტიტუციონალიზებულ ძალაუფლებას ანუ იერარქიას, სახელმწიფოს, კერძო საკუთრებას – კაპიტალიზმს. იერარქიული დამოკიდებულება დასაშვებად მიიჩნევს სექსიზმს, ჰომოფობიას, რასიზმს, რასაც ანარქისტები ებრძვიან.

B.1.1 სადამდე მიგვიყვანს ავტორიტარული საზოგადოებრივი წყობა?

იერარქიული ძალაუფლება მჭიდროდაა კავშირში ძალაუფლების არმქონე ადამიანთა მარგინალიზაციასა და დაუძლურებასთან.“ მათ ვისაც აქვთ ძალაუფლება, სჭირდებათ, რომ დაქვემდებარებულთ წაართვან რეალური განსჯისა და აზროვნების უნარი და დააჯერონ გამონაგონი, რომ არარაციონალური ძალაუფლების არსებობა გარდაუვალი და აუცილებელია. და ჩვენ ვხედავთ, როგორი მორჩილი ხდება გონება, რომელიც მიძინებულია აზრს მოკლებული ფრაზებით და როგორები ხდებიან ადამიანები, რომლებიც კარგავენ თავისუფლებას, შესაძლებლობას დაუჯერონ მხოლოდ საკუთარ თვალებს და ჰქონდეთ საკუთარი აზრები. “ (ერიხ ფრომი. )

ანარქისტები გვარწმუნებენ, რომ იერარქიული საზოგადოებრივი ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე, ვინაიდან მათ არ ეძლევათ საშუალება თავიანთი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინონ, გამოიყენონ პრაქტიკაში. კოლინ ვარდის თქმით “შესაძლებლობების გამოუყენებლობა, სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ პრივილეგია შექმნის, შეცვლის, გასამართლებისა და გადაწყვეტილების მიღებისა, აქვთ მხოლოდ “მთავრებს”. ანარქისტებს ესმით, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი ავტორიტარული სისტემის არსებობასა და ინდივიდის ფსიქოლოგიურ თავისებურებას შორის. “ყოველდღიურად ბრძანებების უსიტყვოდ შესრულება, ნაკლებად თუ შექმნის თავისუფალ, ძლიერ და შემოქმედებით პიროვნებას”(პეტრე კროპოტკინი. ანარქიზმი. ) ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების უფლებას აძლევს “ზემოთ მსხდომთ” და ამით საზოგადოების უმრავლესობას აქცევს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ბრძანებათა შემსრულებლებად.

ადამიანის ტვინისთვის აუცილებელია აზროვნება, მუშაობა, რომ დარჩეს ჯანმრთელი და შრომისუნარიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიტიკული აზროვნება და საერთოდ გონებრივი შესაძლებლობები ჩლუნგდება. სისტემა ბადებს იდიოტებს შემდეგ ზიზღის თვალით უყურებს მათ გამოუსადეგარობის გამო და აჯილდოებს იმ “მცირერიცხოვან ნიჭიერთა” ჯგუფს, მათივე იშვიათობისთვის. იერარქიის უარყოფითი გავლენა არ ვრცელდება მხოლოდ მასზე დაქვემდებარებულებზე. ძალაუფლება აზიანებს მის მფლობელებსაც. “იერარქიული აზროვნება ხელს უწყობს ცხოვრებისეული სიამოვნებების უარყოფას და ამართლებს ქვედა ფენების მსხვერპლსა და მძიმე შრომას ზედა ფენების კმაყოფილებისთვის. “( ბუკჩინი).

მოკლედ, “იერარქია, კლასები და სახელმწიფო ანადგურებს შემოქმედებით ძალას ადამიანში”. იერარქია ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ბუნებასთან. “ რეალურად, ჩვენი ცნობიერება დღეს ეფუძნება იმას რომ ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს ადამიანს… და სანამ ჩვენ არ უარვყოფთ მორჩილების ყველა ფორმას, ვერ შევქმნით თავისუფალ და ეკოლოგიურ საზოგადოებას. კონფლიქტები ადამიანთა ჯგუფებს შორის, თავისდაუნებურად წარმოშობს კონფლიქტებს ბუნებასთან. ეკოლოგიური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ადამიანთა ჯგუფებს შორის განხეთქილებაა.” “კაპიტალიზმმა რომელიც დაფუძნებულია თითქოსდა “ცხოვრებისეულ კანონზე”, კონკურენციაზე (რაც უმეტესად გამოიხატება განუსაზღვრელი ზომის კაპიტალის დაგროვებაში) ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები, კიდევ უფრო გაამწვავა. “( მურეი ბუკჩინი) აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ იერარქია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ მათ საარსებო გარემოზეც. ის აზიანებს პლანეტის ეკოლოგიას მინიმუმ იმდენად, რამდენადაც გვაზიანებს ჩვენ. პრობლემები საზოგადოების შიგნით, ეკონომიკური, ეთნიკური, კულტურული თუ გენდერული შეჯახებები, არიან მთავარი გამომწვევი მიზეზები ეკოლოგიური პრობლემებისა. შესაბამისად, საზოგადოებრივი წყობის შეცვლა, გამოიწვევს ეკოლოგიურ ცვლილებებსაც.

B.1.4. რატომ არსებობს რასიზმი, სექსიზმი და ჰომოფობია?

რადგანაც რასიზმი, სექსიზმი და ჰომოფობია არსებობს საზოგადოებაში, სექსუალური, რასობრივი და ორიენტაციის გამო ჩაგვრაც ფართოდაა გავრცელებული. მთავარი გამომწვევი მიზეზი ამ სამი ბოროტი დამოკიდებულებისა, არის ის, რომ იერარქიულ იდეოლოგიებს სჭირდებათ დომინაციისა და ექსპლოატაციის გასამართლებელი საბუთი. როგორც ტაციტუსი აცხადებს, ჩვენ გვძულს ისინი, ვისაც ვაყენებთ ზიანს, მჩაგვრელები ყოველთვის პოულობენ თავიანთი ქმედების გამართლებას. ელიტას სჭირდება რაიმე მექანიზმი, რომ გაამართლოს საკუთარი სოციალური და ეკონომიკური აღმატებულობა. რადგანაც სოციალური სისტემა ცხადად არის არასამართლიანი, ელიტას სჭირდება ყურადღება გაამახვილოს ნაკლებად ცხად „ფაქტებზე“, როგორიცაა მტკიცება „ბიოლოგიურ, ბუნებრივ აღმატებულობაზე. შესაბამისად დოქტრინები სექსუალურ, რასობრივ და ეთნიკურ აღმატებულობაზე, გარდაუვლად არსებობს იერარქიულ, კლასობრივ საზოგადოებაში.

 

ეკონომიკური გადმოსახედიდან, რასიზმი ასოცირდება იაფ მუშა ხელთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ადრეული კაპიტალისტური განვითარება ამერიკასა და ევროპაში მოხდა აფრიკული წარმომავლობის მქონე ადამიანების საშუალებით. ამერიკაში, ავსტრალიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობის მკვლელობა და მათი მიწის მითვისება იყო კაპიტალიზმის გაძლიერების მთავარი მიზეზი. იმპერიალისტები ხშირად მიმართავენ დარვინისტულ დოქტრინას ბუნებრივ სელექციაზე თავიანთი რასობრივი დამოკიდებულებების გასამართლებლად.

პირველი რასისტული თეორია ეკუთვნის გობინოს, 1850-იან წლებში, რომელიც საუბრობდა, არისტოკრატიის ბუნებრივ უფლებაზე – ემართათ საფრანგეთი. ის აცხადებდა, რომ ფრანგი არისტოკრატია იყო არიული წარმოშობის, მაშინ როდესაც “მასები“ იყვნენ გალურ-კელტური წარმოშობის. და რადგანაც, არიული რასა იყო „აღმატებული“ არისტოკრატიას ჰქონდა ბუნებრივი უფლება ემართა მასები. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა ხალხმა ეს თეორია არ მიიჩნია არგუმენტირებულად, შემდეგში, ის მიიჩნიეს  გერმანული ექსპანსიის მხარდამჭერად და გახდა გერმანული რასობრივი თეორიის საფუძველი, რომელიც ამართლებდა არიელების მეირ სხვა რასების ჩაგვრას. ცნება „თეთრის“ დანიშნულების შესახებ, ამავე პერიოდში განვითარდა ინგლისსა და ამერიკაში და ის ხშირად გამოიყენებოდა ანგლო-საქსური დაპყრობების გასამართლებლად.

სექცია C: What are the myths of capitalist economics?

C.1.2 არის ეკონომიკა მეცნიერება?

ერთი სიტყვით, არა. თუ “მეცნიერული” ჩვეულებრივი მნიშვნელობით გულისხმობს იმას, რაც დაფუძნებულია ემპირიულ დაკვირვებაზე და პროცესის თანმიმდევრულ ანალიზზე, რომელიც შესაბამისობაშია შეგროვებულ მონაცემებთან, მაშინ ეკონომიკის თეორიათა უმრავლესობა არ არის მეცნიერება.

ნაცვლად რეალობის შესწავლისა და შეგროვებულ მონაცემებზე დაფუძნებული განზოგადოებული თეორიის შექმნისა, ეკონომიკური თეორიები ძირითადად ყოველთვის დაფუძნებულია ნებისმიერ ვარაუდზე, რომელიც კი საჭიროა თეორიის მუშაობისათვის. ემპირიული დადასტურება, თუ ეს საერთოდ ხდება, ჩვეულებრივ გვეძლევა ათწლეულის მერე და თუ ფაქტები წინააღმდეგობაში მოდის ეკონომისტების თეორიასთან, მით უარესი ფაქტებისთვის.

კლასიკური მაგალითი ამისა არის წარმოების ნეო-კლასიკური თეორია. როგორც წინასწარ იყო აღნიშნული, ნეოკლასიკური ეკონომიკა ფოკუსირებული იყო პროდუქტების ინდივიდუალურ შეფასებაზე და, არაგასაკვირადაც ეკონომიკა მონათლულ იქნა როგორც “თეორიული ხედვის დომინაცია, რომელიც წარმოების პროცესის შიდა სამუშაოებს უყურებს როგოც “შავ ყუთს”. ეს ნიშნავს იმას, რომ “კაპიტალისტური ეკონომიკის ნეოკლასიკური თეორია არ ქმნის ხარისხობრივ განსხვავებას საწარმოს აქციონერებსა და მათ მიერ დაქირავებულ ათეულობით ათას ადამიანს შორის და პატარა საოჯახო საქმეებს შორის, რომლებიც არ იყენებენ არავითარ დაქირავებულ შრომას. რამდენადაც ეს თეორია განიხილავს ტექნოლოგიასა და საბაზრო ძალებს, და არა სოციალური ძალების სტრუქტურას, რომელიც არეგულირებს კაპიტალისტების კორპორაციების და წვრილ მეწარმეების საქმიანობას” [უილიამ ლაზონკი – “კონკურენცია სავაჭრო დარბაზში”] წარმოება როგორც ხდომილება ამ სქემაში უბრალოდ მიმდინარეობს – საწარმოო საშუალებები იხარჯება, პროდუქცია გამოდის, მაგრამ რაც შიგნით ხდება ითვლება უმნიშვნელოდ. ამგვარად ტექნიკური საკითხის განხილვა, დამოუკიდებლად სოციალური ურთიერთობისა, რეალურად პროდუქციის შემქმნელებს შორის, უზრუნველყოფს კონფლიქტს.

ამ თეორიას გააჩნია რამდენიმე საკვანძო დაშვება. პირველი კლებადი შემოსავლებია (უკუგება). ეს თამაშობს ცენტრალურ როლს. გაბატონებულ თეორიაში (მეინსტრიმში) კლებადი შემოსავლები საჭიროა მოთხოვნის კლებადი მრუდის გამოსაყვანად მოცემულ ფაქტორებზე. მეორე, ადგილი აქვს მიწოდების მზარდ მრუდს, რაც ეფუძნება ზღვრული ხარჯების ზრდას და რაც კლებადი უკუგებიდან გამომდინარეობს. მიიჩნევა, რომ თავიდან მზარდი და შემდეგ კლებადი უკუგების შედეგად, ფირმის საშუალო ცვლადი ხარჯები გრაფიკზე U-ს ფორმისაა. ეს ყველაფერი ნეო-კლასიკური თეორიისთვის ლოგიკურ აუცილებლობას წარმოადგენს.

არაეკონომისტები, რა თქმა უნდა იფიქრებენ რომ ეს დაშვებები წარმოადგენს იმ განზოგადოებებს, რომლებიც დაფუძნებულია ემპირიულ მტკიცებულებებზე, თუმცა ეს ასე არაა. ავიღოთ U ფორმის საშუალო ხარჯების მრუდი. ეს გამარტივებული სახით წარმოადგინა ა. პიგოუმ, “ ნეოკლასიკური თეორიის წამყვანი ეკონომისტის ალფრედ მარშალის ლოიალურმა მიმდევარმა და ასევე სრულიად მიამიტმა მრეწველობის ნებისმიერი დარგის ცოდნაში. მან ამიტომაც ააგო U ფორმის საშუალო ხარჯების მრუდი ფირმებისთვის, რათა ეჩვენებინა ეკონომია, განპირობებული წარმოების მასშტაბების გაზრდით განსაზღვრულ სიდიდემდე და დანახარჯების ზრდა მის მიღმა.” [ჯოან რობინსონი “წერილების კრებული ეკონომიკაზე” ტომი 5, გვ. 11]. ეს გამოგონება განპირობებული იყო თეორიის საჭიროებით და არა ფაქტების. ზრდადი მოგების მასშტაბით, ფირმებს მაშინვე ექნებოდათ დანახარჯებითი უპირატესობა მცირე კომპანიების წინააღმდეგ და გააძევებდნენ ბაზრიდან კონკურენციით. ეს დაანგრევდა ასეთ მშვენიერ კონკურენციის კონცეფციას. თუმცა საშუალო დანახარჯების მრუდმა საშუალება მისცა თეორიაში ემუშავა კონკურენტულ ბაზარს, რომელიც არაა მოქცეული რამდენიმე დიდი ფირმის დომინაციის ქვეშ, რისი საშიშროებაც იყო მოსალოდნელი.

მოდელი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო მისადაგებული უფრო სასურველი შედეგის მისაღებად, ვიდრე რეალობის რეფლექსიაზე. თეორიას მოეთხოვა დაემტკიცებინა, რომ ბაზარი დარჩა კონკურენტუნარიანი და არსებობდა კლებადი შემოსავლები წარმოების მასშტაბისთვის, რომელსაც გააჩნდა თავის მხრივ ტენდენცია, შეეზღუდა ცალკეული ფირმების აღზევება. მაგრამ ის, რომ რეალურად ბაზრები გახდა დომინირებული რამდენიმე დიდი კომპანიის მიერ თეორიაში არ ხდებოდა და “როდესაც ძალაუფლების დიდმა კონცენტრაციამ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში დასასრულისკენ წაიყვანა ეროვნული დასაქმების პოლიტიკა, ეკონომიკის სახელმძღვანელოები მაინც ილუსტრირებული იყო U ფორმის მქონე მრუდის გრაფიკით, რომელიც აჩვენებდა მსხვილი ფირმების შებოჭვას შესანიშნავ კონკურენტულ ბაზარზე”. [რობინსონი, წვლილი თანამედროვე ეკონომიკაში, გვ. 5]

კარგია თეორია, თუ მას გააჩნია ორი დამახასიათებელი ნიშანი: ის ზუსტად უნდა აღწერდეს მოცემულ მოვლენებს და მან უნდა იწინასწარმეტყველოს მომავალი დაკვირვებების შედეგები. არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს პიგოუს გამოგონება: რეალობა სულ საპირისპიროზე მეტყველებს. არამხოლოდ რამდენიმე დიდი ფირმის ზრდით დომინირებული ბაზარი აჩვენებს ირიბად იმას, რომ ეს თეორია არის სისულელე, არამედ, როცა ემპირიული შემოწმება საბოლოოდ გახდა შესაძლებელი თეორიის გამოქვეყნებიდან ათწლეულის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ურთიერთგამორიცხულობას აქვს ადგილი: რომ წარმოებაში არსებობდა მუდმივი ან კლებადი ხარჯებიც კი. იმ დროს, როცა მარჟინალიზმისა და კლებადი ზღვრული შემოსავლების თეორიები ეკონომიკაში გაბატონებას იწყებდნენ, რეალური სამყარო მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციების ზრდით აჩვენებდა, თუ რამდენად მცდარი იყო ის.

ამგვარად, მიზეზი თუ რატომაც მოექცა ბაზარი რამდენიმე ფირმის დომინაციის ქვეშ, საკმაოდ ნათელია: ფაქტობრივი კორპორაციული ფასი სრულიად განსხვავდება ეკონომიკური თეორიისგან. ეს აღმოჩენილი იქნა, როცა მკვლევარებმა გააკეთეს ის, რაც ამ თეორიის ავტორებს არც კი ჩაუთვლიათ საჭიროდ: მათ უშუალოდ ჰკითხეს ფირმის წარმომადგენლებს, თუ რას აკეთებდნენ და მკვლევარებმა აღმოაჩინეს ის, რომ მანუფაქტურული ფირმების უმრავლესობისთვის წარმოების საშუალო დანახარჯები მცირდებოდა გამოშვებული პროდუქციის ზრდის ფონზე. მათი საწარმოს ზღვრული ხარჯები ყოველთვის მნიშვნელოვნად დაბალი იყო საშუალო დანახარჯებთან შედარებით და არსებითად კიდევ უფრო მცირე ვიდრე „ზღვრული შემოსავალი“ და „მოთხოვნის მრუდის“ კონცეფცია (და შესაბამისად წარმოებული ზღვრული შემოსავალი) იყო უბრალოდ უადგილო.

გასაკვირი არაა, რომ რეალურად ფირმები წინასწარ ადგენენ გასაყიდ ფასებს მომგებიანობის საფუძველზე მიზნობრივი ფასწარმოქმნის ხარჯებზე ფასნამატზე დაყრდნობით. სხვა სიტყვებით, ისინი პასიურად არ რეაგირებდნენ ბაზრისადმი. ეს ფასები არის კაპიტალიზმის არსებითი აუცილებლობა ფირმების არსებობის განგრძობისათვის. ეს და ქვემოთ მოყვანილი რეალობა იმაზე, რომ კუთრი ხარჯები (თვითღირებულება, პროდუქციის ერთეულის ღირებულება) მცირდებოდა, როცა პროდუქციის წარმოება იზრდებოდა, შედეგად მიიღებოდა მეტად სტაბილური ფასები, ვიდრე ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ტრადიციული ეკონომიკური თეორიით. ერთმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ რეგულირებადი ფასები „ისე ძლიერ განსხვავდება იმ ქცევისგან, რომელიც მოსალოდნელია“ თეორიისგან, რომ მის „ძირითად დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს“. მან გააფრთხილა, რომ ვიდრე „ეკონომიკური თეორია შეძლებს ახსნას და გაითვალისწინოს შედეგები“ ამ ემპირიული მონაცემებისა, „ის საჯარო პოლიტიკისთვის სუსტ საფუძველს იძლევა“. იმის თქმა საჭირო აღარ არის, რომ ამას არ შეუწუხებია ნეოკლასიკური ეკონომისტები და არც შეუჩერებია ისინი, რომ საჯარო პოლიტიკაზე რეკომენდაციები გაეცათ. [გარდინერ მინსი, „რეგულირებადი ფასის თეზისის დადასტურება“, ამერიკული ეკონომიკური მიმოხილვა, გვ. 292-306, ტომი 62, No. 3, გვ. 304]

1952 წელს ჩატარებულმა ერთმა კვლევამ ფირმებს აჩვენა მრავალი ჰიპოთეტური დანახარჯის მრუდი, და ფირმებს ჰკითხა, რომელი მათგანი იყო ყველაზე ახლოს მათ დანახარჯებთან. ფირმების 90%-ზე მეტმა აირჩია დიაგრამა კლებადი საშუალო დანახარჯებით ნაცვლად იმისა, რომელზეც ნაჩვენები იყო ზრდადი ზღვრული დანახარჯების ტრადიციული ეკონომიკური თეორია. ამ ფირმებში სახეზე იყო კლებადი საშუალო დანახარჯები და მათი ზღვრული შემოსავლები ბევრად მეტი იყო, ვიდრე ზღვრული დანახარჯი წარმოების ყველა დონეზე. გასაკვირი არაა, რომ კვლევის ავტორების დასკვნით, თუკი ეს ნიმუში ტიპიური იყო, მაშინ „აშკარა გახლდათ, რომ ხანმოკლე პერიოდის ზღვრული ფასის თეორია რეალობის ფონზე უნდა შესწორებულიყო“. ჩვენ ისევ ველოდებით. [ეიტმანი და გათრი, „საშუალო დანახარჯის მრუდის ფორმა“, ამერიკული ეკონომიკური მიმოხილვა, გვ. 832-8, ტომი 42, No. 5, გვ. 838]

ემპირიული მონაცემების უფრო თანამედროვე კვლევა იგივე დასკვნებამდე მივიდა, იმის მტკიცებით, რომ ეს არის „გადაულახავი ცუდი სიახლე… ეკონომიკური თეორიისთვის“. იმ დროს, როცა ეკონომისტები ზრდად ზღვრულ დანახარჯს კანონად თვლიან, კვლევაში ფირმების 89%-ის მოხსენებით, ზღვრული დანახარჯები ან მუდმივი იყო, ან მცირდებოდა წარმოებასთან ერთად. რაც შეეხება ფასის ელასტიურობას, ის კორპორაციებისთვის აუცილებელ სამოქმედო კონცეფციას არ წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, „ფირმები, რომლებიც ყიდიან მშპ-ის 40%-ს, თვლიან, რომ მათი მოთხოვნა საერთოდ არ ახდენს გავლენას ფასზე“, როცა „მშპ-ის მხოლოდ დაახლოებით 1/6 იყიდება ელასტიური მოთხოვნის პირობებში“. [ა.ს. ბლინდერი, ე. კაბეტი, დ. ლებოუ და ჯ რუდი, კითხვების დასმა ფასებზე, გვ. 102 და გვ. 101]

ამგვარად, ემპირიულმა კვლევამ დაადგინა, რომ რეალური ფასის განსაზღვრას არაფერი აკავშირებს ბაზრის გაწონასწორებასთან ბაზრის მიწოდების გათანაბრებით ბაზრის მოთხოვნასთან (ანუ რასაც ეკონომიკური თეორია ფასების როლად თვლის). ამის ნაცვლად, ფასები განისაზღვრება, რათა ფირმამ მოქმედება განაგრძოს, ხოლო მიწოდებისა და მოთხოვნის გათანაბრება დროის ნებისმიერ პერიოდში არარელევანტურია ფირმისთვის, რომელიც მომავალში შეუზღუდავად აპირებს არსებობას. როგორც ლიმ ახსნა ემპირიული კვლევის ფართო გამოყენებაზე დაყრდნობით, „საბაზრო ფასები არ არის წონასწორული ან მაქსიმალური სარგებლის მომტანი ფასები, არამედ არის საწარმო და შესაბამისად ტრანზაქციის საწარმოებელი ფასები“. ნაცვლად მოცემულ მომენტში არარსებული წონასწორობის ან მაქსიმალური სარგებლიანობისა, რომლებიც ფასებს უნდა განსაზღვრავდნენ, საბაზრო ფასი „განსაზღვრულია და ბაზარი მოქმედებს ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის უწყვეტი ტრანზაქციების უზრუნველყოფის მიზნით, რაც ბიზნეს-ლიდერებისა და მათი საწარმოების სარგებლიანობას ემსახურება“. საქონლის მნიშვნელოვან წილს ფასები განესაზღვრება ფასნამატზე, ჩვეულებრივ ხარჯსა და მომგებიანობის საფუძველზე მიზნობრივი ფასწარმოქმნის პროცედურებზე დაყრდნობით და დროთა განმავლობაში შედარებით სტაბილურია. ამგვარად „სტაბილური, რეგულირებადი საბაზრო ფასების არსებობა ნიშნავს, რომ ბაზრები, რომლებშიც ისინი არსებობენ, არ ორგანიზდება აუქციონის ბაზრების, ადრეული საცალო ბაზრების და აღმოსავლური ბაზრების მსგავსად“, როგორც წარმოუდგენიათ გაბატონებულ (მეინსტრიმულ) ეკონომიკურ იდეოლოგიაში. [ფრედერიკ ს. ლი, პოსტ-კეინსიანური ფასის თეორია, გვ. 228 და გვ. 212]

გასაკვირი არაა, რომ ამ მკვლევარების უმეტესობა ძლიერ კრიტიკული იყო ბაზრებისა და ფასის დადგენის ტრადიციული ეკონომიკური თეორიისადმი. ერთ-ერთი მათგანი ეკონომიკის კონცეფციებს სრულყოფილი კონკურენციისა და მონოპოლიის შესახებ განიხილავდა, როგორც სრულ სისულელეს და „სავარძელში მსხდომი უცოდინარი და გამოუცდელი თეორეტიკოსების მგზნებარე წარმოსახვების შედეგს“. [ტაკერი, ციტირებული ლის მიერ, ციტირებული ნაშრომი, გვ. 73f] და სწორედ ასე იქმნებოდა ის.

მეცნიერების არცერთი სხვა დარგი არ ჩათვლიდა მართებულად, განევითარებინა თეორია, რომელიც სრულად დამოუკიდებელი იქნებოდა ანალიზის ქვეშ მყოფი მოვლენისგან. მეცნიერების არცერთი სხვა დარგი არ მოიცდიდა ათწლეულების მანძილზე, ვიდრე თეორიას რეალობის წინააღმდეგ გამოცდიდა. ამის შემდეგ მეცნიერების არცერთი სხვა დარგი არ დააიგნორებდა იმ ფაქტებს, რომლებიც სრულად ეწინააღმდეგებოდნენ თეორიას და ისე განაგრძობდნენ იმ თეორიის სწავლებას, თითქოს ფაქტების მართებული განზოგადება ყოფილიყოს. მაგრამ ეკონომიკა ხომ მეცნიერება არ არის.

ეს უცნაური პერსპექტივა მაშინვე ლოგიკური ხდება, როგორც კი გავიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის კლებადი ხარჯების ცნება. რეალურად, თუკი უკუგდებული იქნება დასკვნა ზრდადი ზღვრული დანახარჯების შესახებ, იგივე ბედი ელის სრულყოფილ კონკურენციას და „საფუძველი, რომელზეც შეიძლება აიგოს ეკონომიკის კანონები… ნადგურდება“, რაც იწვევს „ზოგადი წონასწორობის თეორიის დიდი ნაწილის მსხვრევას“. ამას „ძლიერ გამანადგურებელი შედეგი ექნება ეკონომიკური თეორიისთვის“, ერთ-ერთი წამყვანი ნეოკლასიკური ეკონომისტის თქმით. [ჯონ ჰიკსი, ღირებულება და კაპიტალი, გვ. 83-4] როგორც სტივ კინი შენიშნავს, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია:

„როგორ უცნაურადაც გინდა ჩანდეს… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ზღვრული შემოსავლები კლებადის ნაცვლად მუდმივია, მაშინ იმსხვრევა ყველაფრის ნეოკლასიკური ახსნა. ეკონომიკური თეორია არამარტო ვეღარ ხსნის, რამდენს აწარმოებს ფირმა, არამედ საერთოდ ვეღარაფერს ხსნის.

„მაგალითისთვის აიღეთ დასაქმებისა და ხელფასის განსაზღვრის ეკონომიკური თეორია… თეორია ამტკიცებს, რომ რეალური ხელფასი ექვივალენტურია შრომის ზღვრული პროდუქტისა… დამსაქმებელი დაასაქმებს დამატებით მუშას, თუკი რაოდენობა, რასაც მუშა მატებს წარმოებას – მუშის ზღვრული პროდუქტი – აჭარბებს რეალურ ხელფასს… [ეს] ხსნის ეკონომიკურ მიდრეკილებას, ყველაფერი დააბრალოს ზედმეტად მაღალ ხელფასებს – ნეოკლასიკური ეკონომიკა შეიძლება შეჯამდეს, როგორც [ჯონ კენეთ] გელბრეითმა ერთხელ აღნიშნა, ორ წინადადებაში, რომ ღარიბები არ არიან საკმარისად შრომისმოყვარეები, რადგან მათ ბევრს უხდიან და მდიდრები არ არიან საკმარისად შრომისმოყვარეები, რადგან მათ საკმარისად არ უხდიან…

„თუკი რეალურად წარმოებისა და დასაქმების კავშირი შედარებით მუდმივია, მაშინ დასაქმებისა და წარმოების განსაზღვრის ნეოკლასიკური ახსნა იმსხვრევა. წარმოების თანაბარ ფუნქციაში შრომის ზღვრული პროდუქტი მუდმივი იქნება, და ის არასდროს გადაკვეთს რეალურ ხელფასს. ფორმის წარმოება ვერ აიხსნება შრომის დასაქმების ხარჯით… [ეს იმას ნიშნავს, რომ] ნეოკლასიკურ ეკონომიკას უბრალოდ არ შეუძლია, რამე ახსნას: არც დასაქმების დონე, არც წარმოება, საბოლოოდ არც ის, რა განსაზღვრავს რეალურ ხელფასს… ეკონომიკის მთელი ნაგებობა იმსხვრევა.“ (ეკონომიკის მხილება, გვ. 76-7)

უნდა აღინიშნოს, რომ ემპირიულმა კვლევამ უბრალოდ დაადასტურა ნეოკლასიკური ეკონომიკის ადრეული კრიტიკა, რომელიც 1926 წელს წარმოადგინა პიერო სრაფამ. მან განაცხადა, რომ თუმცა წარმოების ნეოკლასიკური მოდელი თეორიულად მუშაობს, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მის დაშვებებს დავეთანხმებით. თუკი ეს დაშვებები პრაქტიკაში არ მოქმედებს, მაშინ არარელევანტურია. შესაბამისად ის „კონცენტრირებას ახდენდა იმ ეკონომიკურ დაშვებებზე, რომ არსებობს „წარმოების ფაქტორები“, რომლებიც ხანმოკლე პერიოდში უცვლელია, და რომ მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლები არიან. ის ამტკიცებდა, რომ ეს ორი დაშვება ერთდროულად შეიძლება შესრულდეს. იმ პირობებში, როცა მართებულია იმის თქმა, რომ წარმოების ზოგიერთი ფაქტორი ხანმოკლე პერიოდში უცვლელია, მოთხოვნა და მიწოდება დამოუკიდებელი ვერ იქნება, ამიტომ მიწოდების მრუდზე ყოველი წერტილი დაკავშირებული იქნება განსხვავებულ მოთხოვნის მრუდთან. მეორე მხრივ, იმ პირობებში, როცა მოთხოვნა და მიწოდება მართებულად შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქნას განხილული, შეუძლებელი გახდება, წარმოების რომელიმე ფაქტორი უცვლელი იყოს. აქედან გამომდინარე, წარმოების ზღვრული დანახარჯები მუდმივი იქნება.“ ის ხაზს უსვამდა, რომ ფირმები ირაციონალურები უნდა იყვნენ, სხვანაირად რომ მოიქცნენ, უარი თქვან სარგებლის მიღების შანსზე მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომისტებს საშუალება მისცენ, ააგონ თავიანთი მოდელი, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი. [კინი, ციტირებული ნაშრომი, გვ. 66-72]

ეკონომიკის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა დროს ეხება. გარკვეული პერიოდია, ეს ცნობილია და აღიარებულია ეკონომისტების მიერ. მაგალითად, მარშალი ამტკიცებდა, რომ „დროის ელემენტი“ იყო „ეკონომიკის მრავალი უდიდესი სიძნელის წყარო“. [ეკონომიკის პრინციპები, გვ. 109] ზოგადი წონასწორობის თეორიის დამფუძნებელი, ვალრასი, აცნობიერებდა, რომ დროის მსვლელობა ამსხვრევდა მის მთელ მოდელს და ამტკიცებდა, რომ ჩვენ „უნდა გადავჭრათ… სიძნელე სრულად და მარტივად დროის ელემენტის ამ მომენტში დაიგნორებით“. ეს ნაწილობრივ იმის გამო იყო, რომ წარმოება „მოითხოვს დროის გარკვეული პერიოდის გავლას“ [სუფთა ეკონომიკის ელემენტები, გვ.242] ეს განაზოგადა ჟერარ დებრიომ (თავის ღირებულების თეორიაში, რომლითაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა), რომელიც თვლიდა, რომ ყველა გამუდმებით სწრაფად ახდენს ყიდვა-გაყიდვას.

ამგვარად, ნეოკლასიკური ეკონომიკის ბოლო მიღწევა, ზოგადი წონასწორობა, აიგნორებს დროსაც და წარმოებასაც. ის ეფუძნება დროის შეჩერებას, დასრულებულ საქონელზე ყურადღებას, ინდივიდების წახალისებას მათი მხარდაჭერისკენ და როცა ყველა საქონელი წონასწორობაში იქნება, ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას მისცემენ. ვალრასისთვის ეს დროის გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა და მეორდებოდა, მისი მიმდევრების აზრით, ეს უკიდურესად იშვიათად ხდებოდა. ეს აშკარად განსხვავდება იმისგან, როგორ მოქმედებენ ბაზრები რეალურ სამყაროში და შედეგად, ეკონომიკის დომინანტური დარგი ნაკლებად მეცნიერულია. სამწუხაროდ, ეკონომიკის „მეცნიერებაში“ იშვიათად ჩნდებიან ინდივიდები, რომლებსაც სრული ცოდნა გააჩნიათ აწმყოზეც და მომავალზეც.

თუნდაც რომ დავაიგნოროთ ისეთი უმნიშვნელო საკითხები, როგორიცაა ემპირიული მტკიცებულება და დრო, ეკონომიკას პრობლემები გააჩნია თავის საყვარელ მექანიზმთან, მათემატიკასთან მიმართებაშიც კი. როგორც სტივენ კინმა აღნიშნა, ეკონომისტებმა „გააბუნდოვანეს რეალობა მათემატიკის გამოყენებით, რადგან მათემატიკას არასწორად იყენებდნენ და რადგან მათემატიკის საზღვრები არ გაუცნობიერებიათ“. მართლაც, არსებობს „უთვალავი თეორემა ეკონომიკაში, რომლებიც ეყრდნობიან მათემატიკურად მცდარ ვარაუდებს“. [ციტირებული ნაშრომი, გვ. 258 და გვ. 259] იმ თეორიის კვალობაზე, რომელიც კალკულუსის ეკონომიკაში გამოყენების სურვილისგან იშვა, ეს საკმაოდ ირონიულია. მაგალითის სახით კინი აღნიშნავს სრულყოფილი კონკურენციის თეორიას, რომელიც ასკვნის, რომ თუმცა ბაზრის მოთხოვნის მრუდი, როგორც მთლიანობა, ქვედა მიმართულებითაა დახრილი, სრულყოფილ კონკურენციაში ინდივიდუალური ფირმა იმდენად პატარაა, რომ ის გავლენას ვერ მოახდენს საბაზრო ფასზე და შედეგად ჰორიზონტალური მოთხოვნის მრუდთან აქვს კავშირი. რაც სავსებით გამორიცხულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკა მათემატიკის კანონებს არღვევს.

ეს მხოლოდ ორი მაგალითია, არსებობს ბევრად მეტიც. თუმცა ეს ორი ფუნდამენტურია მთელი თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ნაგებობაში. გაბატონებული (მეინსტრიმული) ეკონომიკის დიდი ნაწილი, თუ არა უმეტესობა, ეფუძნება თეორიებს, რომლებსაც რეალობასთან მცირე კავშირი აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. კროპოტკინის მიერ „აკადემიკოსი ეკონომისტების მეტაფიზიკური განსაზღვრებების“ უარყოფა დღევანდელობას ესადაგება. [ევოლუცია და გარემო, გვ. 92] ნაკლებად გასაკვირია, რომ დისიდენტი ეკონომისტი ნიკოლას კალდორი აცხადებდა, რომ:

„ვალრასიული [ანუ ზოგადი] წონასწორობის თეორია ძლიერ განვითარებული ინტელექტუალური სისტემაა, ძლიერ დახვეწილი და დამუშავებული მათემატიკოსი ეკონომისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – ინტელექტუალური ექსპერიმენტი… მაგრამ ის არ წარმოადგენს მეცნიერულ ჰიპოთეზას, აინშტიანის ფარდობითობის თეორიის ან ნიუტონის გრავიტაციის კანონის მსგავსად, რადგან მისი ძირითადი დაშვებები აქსიომატურია და არა ემპირიული, და წარმოდგენილი არ იქნა კონკრეტული მეთოდები, რომლითაც გამოიცდებოდა მისი შედეგების საფუძვლიანობა ან მართებულობა. დაშვებები თავიანთ დასკვნებში რეალობის შესახე განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ეს არ ეფუძნება პირდაპირ დაკვირვებას და ნებისმიერ შემთხვევაში თეორიის პრაქტიკოსთა აზრით, ვერ მოხდება მათი უარყოფა დაკვირვებით ან ექსპერიმენტით.“ [ The Essential Kaldor, P. 416]

C.2 რატომ არის კაპიტალიზმი ექსპლუატაცია ?

ანარქისტები კაპიტალიზმის დახასიათების დროს მას აღწერენ როგორც – დამქირავებლის მიერ მშრომელების ექსპლუატაციას, რომელსაც ახდენს კაპიტალის მფლობელი. ამ თვალსაზრისის ყველაზე ცნობილი განმარტება არის  პრუდონის ნაშრომი „კერძო საკუთრება ქურდობაა“, რა თქმა უნდა მსგავსი ხედვა აქვს ანარქიზმის ყველა ფორმას. ბაკუნინი კაპიტალიზმს აღწერდა როგორც „ეკონომიკურ ურთიერთობას ექსპლუატატორსა და ექსპლუატირებულს შორის“, როგორც ის გულისხმობს, უმცირესობას აქვს „ძალაუფლება და პრივილეგია რომ იცხოვროს სხვების შრომის ხარჯზე, აქვს უფლება რომ მოახდინოს მათი ექსპლუატაცია ვინც არ ფლობს ძალაუფლებას და კაპიტალს, ამიტომ ისინი იძულებული არიან გაყიდონ საკუთარი მწარმოებლური ძალა, ფიზიკური და გონებრივი უნარი იმათზე ვინც ფლობს ამ ორივეს – კაპიტალს და ძალაუფლებას.“ [ბაკუნინის პოლიტიკური ფილოსოფია, გვ.183], ეს ნიშნავს იმას რომ, როცა მშრომელი ჰყიდის საკუთარ შრომას დამქირავებელზე, მის მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულების დიდი ნაწილი არის უსამართლოდ მითვისებული დამქირავებლის მიერ“. [კროპოტკინი „ანარქია და ანარქო-კომუნიზმი“, გვ. 52]
ამ კრიტიკის საპასუხოდ და საკმაოდ ირონიულად, კაპიტალიზმი იცავს კერძო საკუთრებას როგორც შრომის პროდუქტს. [როგორც აღნიშნულია სექცია B.4.2_ში] ჯონ ლოკი მიიჩნევს რომ დაცული უნდა იყოს კერძო საკუთრება, იმ თვალსაზრისით რომ ნებადართულია საკუთარი შრომა მიჰყიდო სხვებს.

ეს კი საშუალებას აძლევს შრომის მყიდველებს(კაპიტალისტებს და მესაკუთრეებს) მიითვისონ სხვა ადამიანების(დაქირავებული მუშების და მოიჯარეების) შრომის პროდუქტი და ამრიგად, დისიდენტი ეკონომისტის, დეივიდ ელერმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, „კაპიტალისტური წარმოება, ანუ წარმოება რომელიც დაფუძნებულია სამუშაო ხელშეკრულებაზე, მშრომელებს ართმევს ყოველგვარ უფლებას მათივე შრომის ნაყოფზე. კაპიტალისტურ სისტემაში ილუზია, რომ ადამიანებს აქვთ უფლება მათივე შრომის პროდუქტზე, ყოველთვის იყო სხვისი წარმოებული პროდუქტის მითვისების გამართლების საშუალება. ამრიგად კაპიტალისტური წარმოება, ყოველთვის იყო დაფუძნებული ექსპლუატაციაზე, რადგანაც ის ფაქტობრივად ხელს უწყობს დამქირავებლის მიერ, მშრომელთა მიერ წარმოებული პროდუქტის მითვისებას.“

 

ეს ყველაფერი პრუდონმა აღწერა შემდეგნაირად:

„თუ ვინც შრომობს ის თავად გახდება მესაკუთრე,  ეს იქნება პოლიტიკური ეკონომიკის და იურისპუდენქციის პრინციპების გარდაუვალი უგულვებელყოფა, და როცა მე ვამბობ მესაკუთრეს, მე არ ვგულისხმობ უბრალოდ საკუთარი ანაზღაურების, ხელფასის, ჯამაგირის მესაკუთრეს, მე ვგულისხმობ მესაკუთრეს რომელიც ფლობს იმ დოვლათს, რაც მან შექმნა, რომლისგანაც მხოლოდ დამქირავებელი, კაპიტალისტი იღებს მოგებას და სარგებელს. მუშას აქვს ბუნებრივი, სამართლიანი უფლება იმაზე რაც მან შექმნა, იმის შემდეგაც კი როცა ის იღებს საკუთარ ხელფასს გაწეული შრომის სანაცვლოდ.“ [„რა არის კერძო საკუთრება?“ გვ. 123-4]

 

კაპიტალიზმის მორალური გამართლება რომ ავიღოთ, ის საკუთარ კრიტერიუმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს: „კაპიტალიზმის მხარდამჭერები ამბობენ რომ მუშას, აქვს უფლება ისარგებლოს ბუნების მიერ შექმნილი პროდუქტით და ასევე კაპიტალისტური ინდუსტრიის მიერ შექმნილი პროდუქტით, რეალურად კი მშრომელს, არ აქვს არც ერთის საშუალება. მის მიერ შექმნილი პროდუქტი წარმოადგენს დამქირავებლის საკუთრებას, ხოლო ბუნების პროდუქტი, ისევე როგორც მთლიანად ბუნება სახელმიწიფოს საკუთრებას, რომელსაც იგი კაპიტალის მფლობელზე ჰყიდის, ხშირად კი მშრომელს არ შეუძლია საკუთარი წარმოებული პროდუქტის შეძენაც კი, ამ პროდუქტის არაადეკვატურად მაღალი ღირებულების და მისი უსამართლოდ დაბალი ხელფასის გამო.“ [პრუდონი, „ციტირება შრომაზე“ გვ.65 ].

როცა მოაიზრებენ ანარქისტულ საზოგადოებას და მისი მოწყობის პრინციპს, ეს თემა არის დიდი განხილვის საგანი ინდივიდუალისტ და კოლექტივისტ ანარქისტებს შორის, ინდივიდუალისტები მიიჩნევენ რომ ცალკეულმა მშრომელებმა უნდა მიიღონ საკუთარი შრომის პროდუქტი იმის მიხედვით თუ რამდენად პროდუქტიულები არიან, ანარქო-კომუნისტები კი მიიჩნევენ რომ „თუ სოციალური საკუთრება განაწილდება საჭიროების და მოთხოვნილების მიხედვით ეს იქნება საუკეთსო ეკონომიკური შეთანხმება.“ ეს არის ორი მიზეზის გამო, პირველი – „თანამედროვე ინდუსტრიაში არ არის არანაირი ინდივიდუალური პროდუქცია, იმიტომ რომ ყველა მშრომელი და მათი შრომის პროდუქტი არის სოციალური, შრომის ინსტრუმენტები რითიც ისინი სარგებლობენ სხვა ადამიანებმა შექმნეს, ასევე ცოდნა, რომელიც საჭიროა ამ სამუშაოს შესრულებისთვის, მათ მიიღეს სხვა ადამიანების მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შედეგად,  ყველა ეს ცოდნა თუ გამოცდილება წარმოადგენს ადამიანის სოციაულური ბუნების გამოხატულებას, როცა ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გადაეცემოდა ერთი ადამიანიდან მეორეს, მესამეს და ა.შ. .“ [ბერკმენი, „რა არის ანარქიზმი?“ გვ. 169-70] მეორე მიზეზი – სამართლიანობის თვალსაზრისით, მოთხოვნილების ქონა არ არის დამოკიდებული მუშაობის უნარზე და რა თქმა უნდა უსამართლო იქნება რომ დავსაჯოთ ის ადამიანები, ვისაც ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია მუშაობა (მაგალითად: ავადმყოფები, ბავშვები ან მოხუცები), ეს იქნება ფუნდამენტური ანარქისტული პრინციპების დარღვევა და უკიდურესი ეგოიზმი რომ არ გავუზიაროთ ასეთ ადამიანებს სოციალური საკუთრება, რომლის შექმნის დროს ნებისმიერი ადამიანი იყენებს საერთო, სოციალურ ცოდნას და გამოცდილებას, და ამ ორის შედეგად შექმნილ პროდუქტს. ამას გარდა, როცა განსხვავებული შეხედულებების მქონე ანარქისტები კამათობენ როგორ უნდა გადაწყდეს მსგავსი საკითხები, ყველაზე სამართლიანად, იმაზე ყველა თანხმდებიან რომ შრომის პროცესი უნდა აკონტროლოს მოთხოვნილებამ და საჭიროებამ, ამის მიხედვით უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოება(როგორც ინდივიდუალრად ისე კოლექტიურად), ასევე თანხმდებიან რომ უშრომელი შემოსავალი არის ექსპლუატაცია (იმ ადამიანების ვინც ქმნის ამ პროდუქტს) თუმცა გამონაკლისია რა თქმა უნდა შრომის უნარის არ-მქონე ადამიანები (ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები და ა.შ.). ანარქისტები „უშრომელ შემოსავალს“ უწოდებენ შემოსავალს რომელსაც იღებს დამქირავებელი, მშრომელთა მიერ წარმოებული პროდუქტიდან, ასევე ნებისმიერი სახის მოგებას რომელსაც საფუძვლად უდევს სხვის(დაქირავებული მუშის) მიერ  შექმნილი პროდუქტი ან სხვა ადამიანების ექსპლუატაცია, ასევე „ჭარბი-ღირებულება“, ანუ პროდუქციის ზედმეტი ღირებულება, რომელიც არარეალურია და გაზრდილია ხელოვნურად, ასევე „მევახშეობის“ თანამედროვე, დახვეწილი ინსტიტუტები – ბანკები.

ამდენად ეს კრიტიკა არის დიდი პრობლემა კაპიტალიზმისთვის, რომელიც შესაძლოა დავინახოთ როგორც საფრთხე მრავალფეროვანი და მრავალრიცხვოვანი თავდაცვითი თეორიებისთვის, რომელიც შექმნეს ეკონომისტებმა რომ გაემართლებინათ „უშრომელი შემოსავალი“.
ეკონომისტებმა, უახლოეს წარსულში, დაინახეს საკმაოდ აშკარა პრობლემა და ამის დასაფარად შეიქმნა მთელი რიგი თეორიები. ჯონ სტიუარტ მილმა, ეკონომისტების კლასიკური სკოლის ცნობილმა წარმომადგენელმა,  აღწერა კაპიტალიზმის ტიპიური მორალური გამართლება, ასევე იმ პრობლემების გამართლებასთან ერთად რომელსაც ის იწვევს. როგორც ის თავის ნაშრომში „კლასიკური შესავალი ეკონომიკაში“ განმარტავს: „კერძო საკუთრების ცნება, რომ დავიყვანოთ მის არსებით ელემენტებამდე, ეს არის შემეცნება, თითოეულ პიროვნებაში, რომ მას აქვს ექსკლუზიური განკარგვის უფლება იმაზე რაც მან შექმნა თავისი ფიზიკური ან გონებრივი ძალისხმევით, საფუძველი ამ ყველაფრის, არის მწარმოებლების უფლებები საკუთარი შრომის პროდუქტზე“ . ამის შემდეგ კი ის აღნიშნავს თუ როგორ აშკარა წინააღმდეგობაში მოდის კაპიტალიზმის პირობებში შექმნილი კანონები და როგორ ერგება ის მფლობელების, დამქირავებლების ინტერესებს: „მშრომელებს არ აქვთ უფლება იმაზე რასაც ისინი აწარმოებენ“ ამგვარად, აქედან შესაძლოა განიმარტოს რომ კაპიტალისტური საზოგადოება ცნობს ინდივიდის საკუთრების უფლებას, იმ საკუთრების რომელიც არ შეუქმნია მას, მაგალითად მუშები წარმოებაში ქმნიან მთელს პროდუქციას, საკუთარი შრომით და უნარებით, თუმცა, ნაცვლად იმისა რომ ეს ყველაფერი ეკუთვნოდეთ მათ, კანონი აძლევს მათ მხოლოდ მათთვის გათვალისწინებულ ქირას, ხელფასს, და პროდუქციას კი მიაკუთვნებს იმას, ვისაც აქვს  ფულადი სახსრები და კაპიტალი, რის გარეშეც ალბათ თვითონ მოუწევდა შრომა იმ პროდუქტების შესაქმნელად რომელსაც ყიდულობს კაპიტალით. [ჯონ სტიუარტ მილი, პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები, გვ 25]

ნეოკლასიკური ეკონომიკის ზრდასა და განვითრებასთნ ერთად, პრობლემა იგივე დარჩა და საჭირო იყო კაპიტალიზმის გასამართლებლად რომ მას ძველებურად გაეგრძელებინა ეკონომიკის მართვა.  ჯონ ბეითს კლარკმა, სტიუარტ მილის მსგავსად გააკრიტიკა კაპიტალისტური საზოგადოება და შემდეგნაირად განმარტა ეს ყველაფერი:

„როცა მუშა ტოვებს სამუშაო ადგილს, და სურს წაიღოს თავისი კუთვნილი ანაზღაურება, სამოქალაქო კანონები გარანტიას უქმნის მას რომ მან მიიღოს საკუთარი ანაზღაურება, ხელფასი, მაგრამ სანამ ის დატოვებს სამუშაო ადგილს, ის არის კანონიერი მფლობელი იმ სიმდიდრის ნაწილისა რომელსაც მანამდე მიეს მიერ ჩადებული შრომა მოუტანს მომავალში მის საწარმოს/კომპანიას. ეკონომიკურ კანონს კი შეუძლია რომ, ერთის მხრივ გაურკვეული გზით, დაადგინოს როგორი უნდა იყოს მშრომელის ანაზღაურება,  შესაბამისი რაოდენობა მის მიერ შექმნილი ღირებულებისა, რომელიც გააჩნია იმ მომენტში საწარმოს/კომპანიას, და გადაუხადოს მშრომელს არაადეკვატური, მიზერული ანაზღაურება კომპენსაციის სახით, ან  სულაც აიძულოს იგი რომ დატოვოს მისი კუთვნილი და კანონიერი წილი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. სამართლიანობიდან გამომდინარე, კანონებმა საშუალება უნდა მისცეს ადამიანებს დაიტოვონ საკუთარ, მშრომელ ხელებში ყველაფერი, როგორც მათივე შექმნილი პროდუქტი, რაც კანონით არის მათი საკუთრება. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა იქნება ინსტიტუციონალური ძარცვა და ლეგალურად დაწესებული ძალადობა დამქირავებლის მიერ, კერძო საკუთრების და კანონის სახელით.“ [ჯონ ბეითს კლარკი, დოვლათის განაწილება, გვ. 8-9]

რატომ  უნდა იღებდნენ ასეთ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ მაღალ ანაზღაურებას, მიწის, კაპიტალის, ტექნიკის და საწარომოო რესურსის მფლობელები, როცა ამ დროს მშრომელები იღებენ საარსებო მინიმუმთან მიახლოებულ შეურაცხმყოფელ ანაზღაურებას? კაპიტალისტური ეკონომიკის თანახმად ყველაფერს აქვს ღირებულება, ასევე ადამიანები უნდა დაჯილდოვდნენ იმ გაღებული მსხვერპლის, ტანჯვის შესაბამისად რაც მათ გაიღეს და გადაიტანეს პროდუქციიის წარმოებისას. ამ სქემით, შრომა მიიჩნევა ღირებულებად რომელიც გააჩნია მშრომელს, შესაბამისად ის უნდა დაჯილდოვდეს იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მოთხოვნადია მისი შრომა, შრომის ღირებულება ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მომგებიანია იგი არსებულ კაპიტალისტურ სისტემაში, ანუ რამდენად არის მოთხოვნა მშრომელის მიერ წარმოებულ პროდუქტზე, შესაბამისად განისაზღვრება მისი შრომის ღირებულებაც. ეს კი არასოდეს არ ხდება ადეკვატურად,  მეტ სარგებელს იღებენ ადამიანები რომლების არანაირ ღირებულებას არ ქმნიან, არ მონაწილეობენ შრომის პროცესში არც ფიზიკურად და არც გონებრივად, არ ქმნიან არანაირ პროდუქციას, ეს ადამიანები არიან ბიუროკრატები, მენეჯერები, დირექტორები, თავად მფლობელები ან დამქირავებლები, რომლებიც მხოლოდ დირექტივებს გასცემენ და სხვის მიერ გაწეული შრომის ხარჯზე იღებენ მოგებას, მატერიალურ სარგებელს. მოცემული რეალობა არის დოვლათის არათანაბარი გადანაწილების საფუძვეული და ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში ხვდება უმრავლესობის შრომის შედეგად შექმნილი პროდუქტი, რაც ზრდის უფსკრულს ადამიანებს შორის და იწვევს კლასობრივ დაყოფას.  კაპიტალიზმის პირობებში(კლასობრივი სისტემის), ეს პერსპექტივა ქმნის წინაპირობას  რომ მშრომელები დათანხმდნენ რთულ და ხანგრძლივ სამუშაოს, მათი უმეტესობა ამას სიხარულით აკეთებს იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს და შრომა არის ერთადერთი ღირებულება რისი გაყიდვაც შეუძლია მას, საკუთარი ფიზიკური შრომის თუ ცოდნის გაყიდვის სანაცვლოდ კი შეუძლია არსებობისთვის საჭირო რესურსების მიღება. მათ უწევთ საკუთარი დროის, ენერგიის, ცოდნის, ჯანმრთელობის და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის გაღებაც კი იმ დამცინავი ანაზღაურების სანაცვლოს რასაც მათ აძლევენ დამქირავებლები, ეს ყველაფერი კი დაცულია სახლმწიფო სტრუქტურების, კანონების და პოლიციის საშუალებით, ასევე სრულიად მისაღები და გამართლებულია კაპიტალისტური მორალის და ეკონომიკის თვალსაზრისით.

ეკონომისტები ბუნებრივია რომ დაინტერესებულები არიან გაამართლონ ზედმეტი, ზეგანაკვეთური და არაადეკვატური შრომა, და ამტკიცებენ რომ ეს ქმნის უფრო მეტ ღირებულებას და პროდუქტს. ჯონ სტიაურტ მილი ამბობდა: „შრომა შეუძლებელია განხორციელდეს საჭირო მასალების და მოწყობილობების, ტექნიკის გარეშე. ეს ყველა მოწყობილობა, ტექნიკა თუ ინსტრუმენტი არის მანამდე წარმოებული, ანუ ნებისმიერი პროდუქტის წარმოება არის სოციალური პროცესი, როცა მშრომელი იყენებს მანამდე შექმნილ ინსტრუმენტს, ცოდნას თუ გამოცდილებას რომელიც არის ხანგრძლივი სოციალური ურთიერთობების შედეგი, მშრომელები არ არიან ვალდებული რომ გაუყონ საკუთარი წარმოებული პროდუქცია სხვას, მაგრამ თუ მათ არ აქვთ ეს მასალები, ტექნიკა და ინსტრუმენტები რისი საშუალებითან აწარმოებენ პროდუქციას, და სხვისგან იღებენ სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ნივთებს, მასალებს, მათ უწევთ რომ გადაიხადონ ამისათვის საკუთარი შრომით და მათ მიერ შექმნილი პროდუქტით“ . კლარკი ეთანხმებოდა ამაში მილს და ამბობდა რომ: „ეს ქმნის ადამიანების ექსპლუატაციის საშუალებას, რომელიც დაცულია და გამყარებულია კაპიტალის მფლობელის ინტერესებზე მორგებული კანონებით, მშრომელის(რომელიც ქმნის მთელს პროდუქციას) არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დამქირავებელი, კაპიტალის მფლობელი იღებს არაადეკვატურად მაღალ ანაზღაურებას სრულიად არაფერში, ის არ მონაწილეობს არც ფიზიკურად და არც გონებრივად სამუშაოს შესრულებაში, მხოლოდ გასცემს დირექტივებს და იღებს უშრომელ შემოსავალს იმის გამო რომ ის არის იმ ყველაფრის მფლობელი და მესაკუთრე რაც არ გააჩნია სამუშაოს შემსრულებელს, მშრომელს.“

ანარქისტული კრიტიკის საპასუხოდ ბევრი ეკონომისტი იცავს უშრომელ შემოსავალს, დანარჩენი თეორიები განვითარდა ამ თეორიების საფუძველზე და წარმოადგენდა მათ გაგრძელებას,  რომელიც შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს.

ასევე ირონიულია ის რომ, 200 წლის შემდეგ, ადამ სმიტის ნაშრომი „ეკონომიკა“ არ ეთანხმება განმარტებას, ჭარბი ღირებულების წყაროს წარმომავლობის შესახებ. როგორც დისიდენტმა ეკონომისტებმა, მიშელ ნეიპელსმა და ნაჰიდ ასლანბეიგმა აჩვენეს, ეკონომიკის შესავლების ტექსტები წარმოადგენს „არათანმიმდევრულ, ფართოდ აღირებულ თეორიას“ სარგებლის ტარიფზე.  რამდენიმე წიგნის განხილვის შემდეგ, ეკონომიკის შესავლებზე, მათ აღმოაჩინეს რომ მათში იყო „უცნაური ნაზავი“ თეორიებისა, რომელიც იყო „ხშირად დამაბნეველი, არასრული და არათანმიმდევრული.“  ეს თეორიები გარეგნული, ზედაპირული თანმიმდევრულობის და აბსურდული მსჯელობის საშუალებით ამართლებენ უშრომელ შემოსავალს, სოციალურ უთანასწორობას, უსამართლობას და კლასობრივ დაყოფას. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დროს გამოყენებული ტარიფი კი არის უსაფუძვლო და არ გააჩნია დასაბუთებული დალაგებული და თანმიმდევრული ახსნა, ეს არის ნეოკლასიკური მოდელის ფუნდამენტური მარცხი.

როგორც აშკარა გახდა, ანარქისტები მიიჩნევენ რომ თეორიები, რომლებიც ემსახურება „ჭარბი ღირებულების“ , „უშრომელი შემოსავლის“ დაცვას და გამართლებას არის იდეოლოგიურად მოტივირებული ქცევა, რომელიც მოკლებულია ფაქტობრივ მტკიცებულებებს და ლოგიკას. როცა ჩვენ ვეცდებით  მივუთითოთ კაპიტალისტებს, რომ გაუმართლებელია ზედმეტი ღირებულების მითვისება დამქირავებლის მიერ, მუშების დაბალი ხელფასების ხარჯზე, პასუხად მივიღებთ მხოლოდ დაუსაბუთებელ ირაციონალურ ურთიერთგამომრიცხავ კაპიტალისტურ თეორიებს, არ აქვს დიდი მნიშვნელობა როგორ ხსნიან ამ მითვისებას კაპიტალისტი ეკონომისტები, ჩვენ დავინახავთ უთანასწორობას, სიმდიდრე და ძალაუფლება არის რეალური მიზეზი თუ რატომ არის ეს მითვისება უფრო მომგებიანი და პროდუქტიული ქმედება კაპიტალისტებისთვის, ინვესტორებისთვის, და მესაკუთრეებისთვის. გავრცელებული ეკონომკური თეორიები ძირითადად ცდილობს რომ გაამართლოს შემოსავლის და დოვლათის უსამართლო და არაადეკვატური განაწილება. ესენია ბუნდოვანი ხედვები იმის შესახებ თუ რა იქნება უკეთესი, ჩვენ მიგვაჩნია რომ მეცნიერულ ანალიზს ზედმეტი ღირებულების წყაროზე, წარმომავლობაზე, არ შეუძლია მოსპოს იგი, ჟან ჟაკ რუსო ამბობდა :

„სოციალური შეთანხმების თვალსაზრისით, ურთიერთობა ადამიანების ამ ორ კლასს შორის , შესაძლოა შეჯამებული იქნას რამდენიმე სიტყვით: თქვენ გჭირდებით მე, იმიტომ რომ მე ვარ მდიდარი და თქვენ ხართ ღარიბები, ჩვენ როგორმე  უნდა შევთანხმდეთ. მე თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ გქონდეთ პატივი მემსახუროთ მე, იმ პირობით რომ თქვენ დამაჯილდოვებთ მე იმ მცირეოდენით რაც თქვენ გაქვთ, თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტის და ღირებულების სახით, იმ ტანჯვის სანაცვლოდ რისი ატანაც მე მიწევს რომ გაძლევთ ბრძანებებს და დავალებებს. [სოციალური კონრაქტი და დისკურსი, გვ. 162]
ეს არის ექსპლუატაციის ანალიზი რომელსაც ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ სექცია C2.2. _ში რომ შევაჯამოთ: შრომა პირდაპირ კავშირშია სოციალურ უთანასწორობასთან როცა საქმე ეხება კაპიტალისტურ ბაზარს და წარმოებას. სამუშაო ადგილას, კაპიტალისტები ახდენენ მშრომელთა ექსპლუატაციას, მათ ძალისხმევას მიმართავენ საკუთარ მოგებაზე, ხელფასი, ჯილდო, ნებისმიერი სახის ქმედება დამქირავებლის მხრიდან რომელიც ზრდის მშრომელის მოტივაციას, მიმართულია არა მშრომელის ინტერესებზე, არამედ მოგების ზრდაზე რომელიც დამოკიდებულია მშრომელის პროდუქტიულობასა და მოტივირებულობაზე, რაც იზრდება მსგავსი წახალისებების შედეგად. თავის მხრივ ეს ზრდის კონკურენციას და მშრომელთა აგრესიას, მათი მოტივაცია და ქმედება მიმართულია სხვა მშრომელების საწინააღმდეგოდ, ესეც კიდევ ერთი „ჭკვიანური“ სვლა კაპიტალისტური სისტემისგან რომ გაანეიტრალოს მშრომელებში სოციალური ჩაგვრის შედეგად გაჩენილი ამბოხი და მათი აგრესია მიმართოს სხვა კუთხით, გათიშოს ისინი და დაუპირისპიროს ერთმანეთს. სოციალური ჩაგვრა ფესვებს იღებს მსგავსი დამოკიდებულებებიდან, სახელდობრ, ფაქტიდან რომ მუშებს არ აქვთ არჩევანი, რის გამოც უწევთ რომ გაყიდონ საკუთარი თავისუფლება მათზე ვისაც აქვს კაპიტალი და ამით გამოიმუშავონ საარსებო წყარო.

რომ გაამართლონ ზედმეტი ღირებულება, კაპიტალისტები არამარტო უნდა ფლობდნენ საწარმოო პროცესს და მუშების შრომის პროდუქტს, ისინი უნდა ფლობდნენ თვითონ მუშებსაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უნდა აკონტროლებდნენ მუშებს, მაშასადამე, პრუდონის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „კაპიტალისტური წარმოება არის დესპოტიზმზე დაფუძნებული“. პროდუქციის ზედმეტი, ხელოვნურად აწეული ღირებულება გამომდინარეობს ზეგანაკვეთური შრომიდან და შუსაბამო, არაადეკვატური ანაზღაურებიდან, რომელსაც იღებენ მშრომელები შესრულებული სამუშაოსთვის. სამუშაოს არანორმალური ხანგრძლივობა, ცუდი სამუშაო პირობები, შეუსაბამო ანაზღაურება და შრომის გადაჭარბებული ინტენსიურობა, ქმნის ზედმეტ ღირებულებას, რაც აისახება მხოლოდ და მხოლოდ მფლობელის, დამქირავებლის ჯიბეზე, მის მოგებაზე. ამის საფუძველი და მიზეზი არის კაპიტალისტური საზოგადოების იერარქიული და კლასობრივად დაყოფილი ბუნება.

 

Facebook Comments