ემა გოლდმანი: დურუტი, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევხვდი, მადრიდის ქუჩის შეტაკებებში დაეცა.

აქამდე, ცოდნას ამ სახელგანთქმული ანარქისტზე და ესპანეთის რევოლუციურ მოძრაობაზე მხოლოდ მასზე წაკითხულიდან ვიგებდი. ბარსელონაში ჩასვლისას დურუტის და მისი კოლონის შესახებ მრავალი შთამბეჭდავი ისტორია მოვისმინე, რამაც არაგონის ფრონტზე წასვლა მომანდომა, სადაც ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მილიციის წინამძღოლ სული დურუტი იყო.


დურუტი შტაბ-ბინაში საღამოსთვის, რთულ გზაზე გრძელი მგზავრობით გადაღლილი მივედი. მასთან გატარებული მცირე დრო ძლიერ, გამაცხლობელ და გამამხნევებელ ტონიკს ჰგავდა. ძლიერი, თითქოს მონსერატის კლდეებისგან გამოთლილი სხეულით, დურუტი მარტივად წარმოადგენდა ყველაზე დომინანტ ფიგურას იმ ანარქისტებს შორის, რომლებსაც ესპანეთში ჩასვლიდან შევხვდი. მისი საოცარი ენერგია მმუხტავდა და თითქოს მის გარშემო ყველას ეხებოდა.

დურუტის ერთიან აურზაურში შევხვდი. კაცები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ტელეფონზე გამუდმებით დურუტის თხოვდნენ. ამ ყველაფერს იმ მუშების ხმაური ემატებოდა, რომლებიც დურუტის შტაბისთვის ხის ფარდულს აშენებდნენ. ხმაურში და არეულობაში დურუტი მაინც მშვიდი და მომთმენი რჩებოდა. მან ისე მიმიღო, თითქოს მთელი ცხოვრება მიცნობდა. ფაშიზმის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული ადამიანისგან ასეთ გრაციოზულობას და სითბოს ნაკლებად ველოდი.
უკვე მსმენოდა დურუტის ავტორიტეტზე მისივე სახელობის კოლონაში. მაინტერესდება თუ როგორ ახერხებდა 10,000 მოხალისის შეკვრას ყოველგვარი სამხედრო განათლების თუ გამოცდილების გარეშე. დურუტი გაკვირვებული ჩანდა იმით, რომ ეს კითხვა მე - ძველ ანარქისტს მიჩნდებოდა.
„მთელი ცხოვრების განმავლობაში ანარქისტი ვიყავი“ მან მიპასუხა „და ვიმედოვნებ ასეთად დავრჩი. ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა, თუ გენერალად გადავიქცეოდი და მებრძოლებს სამხედრო კვერთხით გავაკონტროლებდი. ისინი ჩემთან ნებაყოფლობი მოვიდნენ, ისინი მზად არიან ჩვენს ანტიფაშისტურ ბრძოლაში სიცოცხლე გარისკონ. მე, როგორც აქამდე ყოველთვის, ახლაც თავისუფლების მჯერა. თავისუფლების, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობას ეყრდნობა. მე დისციპლინას აუცილებლად მივიჩნევ, მაგრამ ის შინაგანი დისციპლინა უნდა იყოს, საერთო მიზნით და ამხანაგობის ძლიერი გრძნობით მოტივირებული.“ მან თანამებრძოლების ნდობა და პატივისცემა ადვილად მოიპოვა, რადგან მას არასდროს უთამაშია ზემდგომის როლი. ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო. ის მათ მსგავსად უბრალოდ იკვებებოდა და იძინებდა. ხშირად საკუთარ წილს დაუძლურებულებს ან ავადმყოფებს - იმათ უთმობდა, ვისაც მასზე მეტად ჭირდებოდა. და ბრძოლის ველზე საფრთხესაც მათთან იზიარებდა. ეს, ეჭვგარეშე, კოლონაში მისი წარმატების საიდუმლო იყო. კაცები მას აღმერთებდნენ. ისინი მის ყველა მითითებას ასრულებდნენ და მზად იყვნენ ფაშისტურ პოზიციებზე მის ყველაზე სახიფათო დარტყმებს მიყოლოდნენ.

მე დურუტის მიერ შემდეგი დილისთვის მომზადებული თავდასხმის წინა დღეს მივედი. გარიჟრაჟე დურუტი, სხვა მილიციონერების მსგავსად, მხარზე თოფგადადებული გზას გაუყვა. მათთან ერთად მან მოწინააღმდეგე 4 კილომეტრით უკან დახია, და მტრების მიერ უკანდახევისას დატოვებული შეიარაღებაც მოიპოვა.


მარტივი თანასწორობის მორალური მაგალითი არანაირად არ იყო დურუტის გავლენის ერთადერთი ახსნა. კიდევ ერთი მიზეზი მისი შესაძლებლობა იყო მილიციონერებისთვის ანტიფაშისტური ომის ღრმა მნიშვნელობა ცხადად ენახებინა - ის მნიშვნელობა, რომელსაც მის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა და რომლის ახსნაც ესწავლა - ყველაზე ღარიბებისთვის და ყველაზე ღარიბებს შორის ყველაზე განუვითარებლებისთვისაც.
დურუტიმ მომიყვა მიდგომაზე იმათთან, ვინც შვებულებისთვის მოდიოდნენ მასთან მაშინ, როცა ფრონტზე ისინი ყველაზე მეტად ჭირდებოდათ. მებრძოლები იცნობდნენ მათ ლიდერს - მის სიმტკიცეს, მის ფოლადის ნებას. მაგრამ ისინი ასევე იცნობდნენ მის თანადგომას და სიკეთეს, მკაცრი სახის უკან. როგორ ეტყოდა უარს მათ, ვინც მშობლების, ცოლის ან ბავშვის ავადმყოფობაზე უყვებოდნენ?
დურუტი 1936 წლის ივლისი სახელოვან დღეებამდე გარეული მხეცივით იდევნებოდა ქვეყნიდან ქვეყანაში. ის - საზარელი სამების, ბურჟუაზიის, სახელმწიფოს და ეკლესიის საძულველი ანარქისტი, მრავალჯერ დააკავეს და სიკვდილიც მიუსაჯეს, როგორც კრიმინალს. ეს უსახლკარო და უგრძნობი მაწანწალა, როგორც მთელი კაპიტალისტური ხროვა აცხადებდა. რამდენად ცოტა იცოდნენ მათ დურუტიზე, რამდენად ცუდად ესმოდათ მისი მოსიყვარულე გულის. ის არასდროს ყოფილა გულგრილი მისი თანამოძმეების გასაჭირის მიმართ. თუმცა ახლა, ის რევოლუციის დაცვაში, ფაშიზმის წინააღმდეგ თავგანწირულ ბრძოლაში იყო ჩართული, და თითოეული კაცი საჭირო იყო. ნამდვილად რთულად მისაღები მდგომარეობა იყო, თუმცა დურუტის გამჭრიახობა ყველანაირ სირთულეს უმკლავდებოდა. ის უბედურების ისტორიას მოთმინებით უსმენდა და შემდეგ ღარიბთა გაჭირვების მიზეზს ხსნიდა. გადატვირთვა, საკვების უმარისობა, უჰაერობა, ბედნიერებისგან დაცლილი ცხოვრება.
„ვერ ხვდები ამხანაგო, ომი რომელსაც შენ და მე ვაწარმოებთ რევოლუციის დაცვას ემსახურება და რევოლუცია ღარიბთა უბედურებას და ტანჯვას გაუმკლავდება. ჩვენ ჩვენი ფაშისტი მტერი უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ომი უნდა მოვიგოთ. შენ ამის განუყოფელი ნაწილი ხარ. ვერ ხვდები, ამხანაგო?“ დურიტს ამხანაგები ხვდებოდნენ, ისინი ჩვეულბრივ რჩებოდნენ.
ხანდახან ზოგი ჯიუტი აღმოჩნდებოდა და ფრონტის დატოვებას დაჟინებით მოიტხოვდა. „კარგი“ დურუტი მას ეუბნებოდა „მაგრამ ფეხით წახვალ, და იმ დროისთვის როცა სოფელს მიაღწევ, ყველას ეცოდინება რომ შენმა გამბედაობამ გიღალატა, რომ გაიქეცი, რომ შენივე არჩეული მიზანი მიატოვე.“ ეს მაგიასავით მუშაობდა. კაცი დარჩენას ითხოვდა. არანაირი დამცირება, არანაირი იძულება, არანაირი დისციპლინური სასჯელი დურუტის კოლონის ფრონტე გასაჩერებლად. მხოლოდ ამ კაცის ვულკანური ენერგია ამხნევებს ყველას და თავს მისიანად აგრნობინებს.
ლიდერად და მასწავლებლად დაბადებული ანარქისტი დურუტი, ერთდროულად გონიერი და მგრძნობიარე ამხანაგი. და ახლა დურუტი მკვდარია. მისი დიადი გული აღარ ცემს. მისი ძლიერი სხეული გიგანტური ხესავით დაეცა. და მაინც - დურუტი არ მომკვდარა. კვირას, 1936 წლის 22 ნოემბერს, დურუტისთვის პატივის მისაგებად გამოსულმა ასობით ათასმა ადამიანმა ეს დაამტკიცა.
არა, დურუტი არ მომკვდარა. მისი მხურვალე სულის მიერ ყველა ნაცნობ და საყვარელ ადამიანში დანთებული ცეცხლი არასდროს ჩაქვრება. უკვე, მასებმა მაღლა ასწიეს ჩირაღდანი, რომელიც დურუტის ხელიდან გადმოვარდა. ისინი მას ტრიუმფალურად ატარებენ გზაზე, რომელსაც დურუტი ამდენი წლის განმავლობაში ადიდებდა. გზაზე, რომელიც დურუტის იდეალის უმაღლეს საფეხურამდე მიდის. ანარქიზმის იდეალის - დურუტის ცხოვრების უდიდესი გატაცების, რომელსაც თავდადებულად ემსახურებოდა და რომლისაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე წამდა.
დურუტის მზრუნველობის მტკიცებულობა რომ დამჭირვებოდა, მას ჩემი უსაფრთხოებით მისი შეწუხება მომცემდა. გენერალური შტაბის სამყოფელში ღამით ჩემთვის ადგილი არ დარჩა და უახლოესი სოფელი იყო პინა, რომელსაც ფაშისტებით განმეორებით ბომბავდნენ. დურუტის ჩემი იქ გაგზავნა არ უნდოდა. თუმცა დაჟინებით მოვითხოვე - სიკვდილიც და სიცოცხლეც ერთია. მის სახეზე მისი მოხუცი ამხანაგის უშიშრობით სიამაყე შევამჩნიე. მან ძლიერი დაცვით წასვლის ნებართვა მომცა.
მე მადლობელი ვიყავი, რადგან ამით შანსი მომეცა შევხვედროდი დურუტის ბევრ თანამებრძოლს და გავსაუბრებოდი სოფლის მოსახლეობას. ფაშიზმის ამ მრავალგზის მსხვერპლების სულისკვეთება ყველაზე აღმაფრთოვანებელი იყო.
მტერი პინიდან მცირე მანძილზე, მდინარის გადაღმა იმყოფებოდა. თუმცა ხალხი უშიშრად და გმირულად აგრძელებდა ბრძოლას. „ჯობია მოვკვდეთ, ვიდრე ფაშისტებმა გვმართონ“ მათ მითხრეს. „ჩვენ დურუტისთან ერთად ვიდგებით და დავეცემით ანტიფაშისტურ ბრძოლაში, უკანასკნელ კაცამდე.“
პიდაში ვნახე 8 წლის ბავშვი, ობოლი რომელსაც უკვე გამოეცადა ფაშისტური ოჯახისთვის ყოველდღიური მძიმე შრომა. მისი ციცქნა ხელი წითელი და შესიებული, მისი თვალები კი ფრანკოს დაქირავებულების ხელში გამოვლილი საშინელებებით სავსე იყო. პინას მოსახლეობა საბრალოდ ღარიბია. მიუხედავად ამისა, ამ მოუვლელ ბავშვს ყველა იჩენდა მზრუნველობას და სიყვარულს, რომელიც აქამდე არასდროს გამოეცადა.
ევროპული პრესის წარმომადგენლები, ანტიფაშისტური ომის დაწყებიდან, ერთმანეთს ეჯიბრებიან ცილისწამებაში და ესპანელი თავისუფლების დამცველების სახელის შელახვაში. უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში დღე არ გასულა ისე, რომ ამ ევროპული ფაშიზმის სატრაპებს რევოლუციური ძალების მიერ ჩადენილი საშინელებების შესახებ სენსაციური განცხადებები არ დაეწერათ. ყოველ დღე მათი მკითხველები ბარსელონაში და ფაშისტებისგან თავისუფალ ქალაქებსა თუ სოფლებში მძვინვარე ამბოხებთან და არეულობასთან დაკავშირებული ინფორმაციით იკვებებოდნენ.
მთელ კატალონიაში, არაგონში და ლევანტეში მგზავრობის, და გზად ყველა ქალაქი და სოფლის მონახულების შემდეგ, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრიტანულ და კონტინენტურ პრესაში წაკითხულ შემზარავ მოხსენებებში სიმართლის ერთი წვეთიც არ ურევია.
უსინდისო გაყალბების უახლესი მაგალითი ანარქისტის და ანტიფაშისტური ბრძოლის გმირი ლიდერის, ბუენავენტურა დურუტის სიკვდილს ეხება.
ამ სრულებით აბსურდული მონაცემის მიხედვით, დურუტის სიკვდილმა რევოლუციონერი გმირი დურუტის ამხანაგებს შორის სასტიკი დაპირისპირებები გამოიწვია.
ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ უაზრო გაყალბების ავტორი - ის ბარსელონაში ვერ იქნებოდა. მით უმეტეს - არ ეცოდინებოდა ბუენავენტურა დურუტის ადგილი CNT-ს და FAI-ს წევრების გულებში. და ნამდვილად, ყველას გულში და აზრებში, მიუხედავად დურუტის პოლიტიკური და სოციალური იდეების მიმართ მათი დამოკიდებულებისა.
რეალურად, კატალონიის სახალხო ფრონტის რიგებში არასდროს უარსებია ისეთ ერთიანობას, როგორიც დურუტის სიკვდილის ამბის გასაჯაროებიდან მის დაკრძალვამდე იყო.
ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა პოლიტიკური ტენდენციის ყველა პარტია მასიურად გამოვიდა ბუენავენტურა დურუტისთვის პატივის მისაგებად. არა მხოლოდ ასი ათასობით დურუტის ამხანაგი და ანტიფაშისტური ბრძოლის მოკავშირე, ბარსელონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უსასრულოდ მოედინებოდა. ყველა გრძელ და დამღლელ პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად იყო მოსული. აქამდე ბარსელონას არ ენახა მსგავსი ადამიანური ზღვა, რომლის მწუხარებაც იდეალურ უნისონში აღიმართა და დაეცა.
რაც შეეხებათ დურუტის ამხანაგებს - იდეალებით მჭიდროდ დაკავშირებულ ამხანაგებს და დურუტის მიერ შექმნილი კოლონის ამხანაგებს. მათ სიყვარულს, მათ თავდადებას და მათ პატივისცემას ადგილი არ დაუტოვებია უთანხმეობისთვის და არეულობისთვის. ისინი ერთნი იყვნენ მწუხარებაშიც და მონდომებაში - გაეგრძელებინათ ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ და განეხორციელებინათ რევოლუცია, რომლისთვისაც დურუტი ცხოვრობდა, იბრძოდა და ყველაფერს თმობდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
არა, დურუტი არ მომკვდარა! ის იმაზე ცოცხალია ვიდრე აქამდე. მის მაგალითს ახლა ყველა კატალონიელი მუშა და გლეხი, ყველა დაჩაგრული და მიტოვებული მიყვება. დურუტის გმირობის და სიმტკიცის ხსოვნა მათ დიადი მიზნებით აღავსებს, სანამ ფაშიზმი არ დამარცხდება. შემდეგ კი ნამდვილი სამუშაო დაიწყება - ადამიანური ღირებულების, სამართლიანობის და თავისუფლების ახალი სოციალური სტრუქტურის მშენებლობა.
არა, არა! დურუტი არ მომკვდარა! ის ჩვენში ცოცხლობს მუდამ და მუდამ.
 

Designed with Mobirise site builder

www.000webhost.com