Mobirise

კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი

კოლინ ვარდი (1924 – 2010) – ბრიტანელი მწერალი, არქიტექტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარქისტი მოაზროვნეა. კ. ვარდი, მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ანარქისტი. გამოწერილი ჰქონდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა War Commentary. ომის შემდეგ, ბრიტანული ანარქისტული გაზეთის Freedom-ის რედაქტორი იყო. ხოლო, 1961 წლიდან დააარსა ჟურნალი – Anarchy. საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს მისმა ნაშრომებმა განათლების, არქიტექტურის, ქალაქ დაგეგმარების დარგში. აღსანიშნავია, კოლინ ვარდის წიგნი- The Child in The City, ბავშვების და ურბანული გარემოს ურთიერთობის შესახებ. 1995-96 წლებში, კოლინ ვარდი, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური პოლიტიკის პროფესორი იყო.  ‘’ანარქიზმი – ძალიან მოკლე შესავალი’’, ერთგვარი, ინფორმაციული გზამკვლევია ანარქისტი ავტორების შესახებ. იგი ანარქისტული მიმდინარეობების და ისტორიის უმოკლესი მიმოხილვაა.

კავკასიის ანარქისტული მოძრაობა XX საუკუნეში

XX საუკუნის დასაწყისში ანარქიზმის იდეები ფართოდ გავრცელდა საქართველოში. შემთხვევითი არ არის რომ თვით იოსებ სტალინმა დაუთმო ანარქიზმთან ბრძოლას მთელი რიგი სტატიები, რომლებიც დაწერა სწორედ პირველი რუსული რევოლუციის დროს. ეს საკმაოდ გასაკვირია რადგან 20 საუკუნემდე საქართველოში რევოლუციური მოძრაობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ცალკეული ქართველები იღებდნენ მონაწილეობას...

დევიდ გრებერი – დემოკრატიის პროექტი

დევიდ გრებერი (1961 თებერვალი 12 – სექტემბერი 2 , 2020) ამერიკელი ანარქისტი და ანთროპოლოგი. მის ცნობილ წიგნებს შორისაა: ვალი, პირველი 5000 წელი (2011) და აბსურდული სამუშაოების თეორია (2018). მისი წიგნი, რომლის ქართული თარგმანის PDF ვერსიასაც გთავაზობთ, დაიწერა 2013 წელს და მოგვითხრობს აშშ-ში განხორციელებულ სამოქალაქო პროტესტზე Occupy Wall Street-ზე („დაიკავე უოლსტრიტი“).  

ემა გოლდმანი – ანარქია და გენდერული საკითხი

მუშა, რომლის კუნთებით და ძალით აღფრთოვანებულნი არიან მდიდრები, და რომელსაც თავისი შრომით ძლივს გააქვს თავი, ქორწინდება იმიტომ, რომ ჰყავდეს ცოლი და დიასახლისი, რომელიც მიხედავს სახლს და დაარეგულირებს შემოსავლებს. ქალი ნელ-ნელა ვეღარ უძლებს მონურ შრომას და ისედაც მცირე შემოსავლის ორ ადამიანზე განაწილებას, ამ დროს კი კაცი ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი გეგმები იშლება და იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ქორწინება ჩავარდა.

ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი

თავი 3: კანონი და სახელმწიფო.
დიახ, მართალი ხართ: კანონი კრძალავს ქურდობას.  თუ მე მოგპარავთ რაიმეს, თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ პოლიციელს, რომელიც დამაპატიმრებს. კანონი დასჯის ქურდს, სახელმწიფო კი დაგიბრუნებთ მოპარულ საკუთრებას (თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია), რადგან კანონი კრძალავს ქურდობას. ის ამბობს, რომ არავის აქვს უფლება ხელჰყოს შენი ქონება შენი ნებართვის გარეშე.

ANARCHIST F.A.Q

2012 წლის მაისში ბიბლიოთეკამ დაიწყო პროექტი “Anarchist F.A.Q”. Anarchist FAQ არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული, რომელშიც ახსნილია ანარქიზმის ყველა ძირითადი პრინციპი. Anarchist FAQ გვთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ანარქიზმთან დაკავშირებით.

ბიბლიოთეკის მკითხველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ პროექტში და დაგვეხმარონ Anarchist F.A.Q.-ის თარგმნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ


ჩვენ გვინდა სამყარო ისე იყოს მოწყობილი, რომ მასში შეეძლოს არსებობა მრავალ განსხვავებულ სამყაროს.


პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან

.

თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს....   სრულად წაკითხვა

Mobirise

ურსულა კ. ლე გუინი – ბოლოსიტყვაობა “ზღვამიწეთის ჯადოქარისათვის

$49

ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ...  სრულად წაკითხვა

"დღეს ადამიანს უწევს იმუშაოს იმისთვის რომ არ მოკვდეს შიმშილით. მისი თავისუფლება არის იმ მგზავრის თავისუფლება რომელიც საფულეს უთმობს ყაჩაღებს რომ არ მოკლან"

ერიკო მალატესტა

გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

.

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ამ ფაქტზე. ამ პატარა ტექსტში ჩვენ გავიხსნებეთ იტალიელ მუშასა და ემიგრანტს, რომელმაც რისკის ფასად გადაარჩნა სიკვდილს ანარქისტი ერიკო მალატესტა და შემდგომ გაწირა სიცოცხლე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მეფ ისთვის ასობით ღატაკი მშრომელის დაღუპვისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბროშურაში შევიტანეთ მალატესტას და ლევ ტოლსტოის აზრები ბრეშის საქციელზე. სრულად წაკითხვა

Mobirise

ანარქისტების სამხედრო ორგანიზაცია ესპანეთის რევოლუციის დროს

$49

საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, „იდეური ანარქიზმი“ გამორიცხავს კლასიკურ სამხედრო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ერთპიროვნულობასა და ბრძანებების შესრულებაზე. მსგავსი შეხედულება მოდის არა მარტო ბოლშევიკების ანტი-ანარქისტული პროპაგანდიდან, რომელიც ანარქისტებს წარმოგვიდგენს, როგორც არაკონტროლირებად ბრბოს, არამედ, ზოგი ანარქისტიც კი, იდეოლოგიური სისუფთავის დონეში შეჯიბრისას, ზოგჯერ ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ანარქიზმი იმდენად ანტიავტორიტარულია, რომ სამხედრო ორგანიზაციიდანაც კი გამორიცხავს ერთპიროვნულობას... სრულად წაკითხვა

როგორ განვათავსო ბლოგი ბიბლიოთეკაში

პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ რომ სწორ გვერდზე მოხვდით. თუ ხართ პოლიტიკური პარტიის წევრი ან მიგაჩნიათ რომ  შიმშილს/ომს/უთანასწორობას ბაზარი დაარეგულირებს, ღამე "ელგებედეების" შიში გაღვიძებთ, დილაობით კი მეზობლის ქართველობა გაეჭვებთ, თუ ქალი იცით კუხნაში, კაცი კი ლენინგრადში მაშინ თქვენი ნახვა უფრო გაუხარდებათ აქ.  სხვა შემთხვევაში კეთილი იყოს თქვენი კალამი ბიბლიოთეკაში.

ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ წეროთ ნებისმიერ თემაზე. 

ჩვენ დაგვჭირდება თქვენი სახელი / ფსევდონიმი, პროფილის სურათი (რომელიც მოგწონთ, და არა პირადი), პროფილის ქავერი (1920x1080), პროფილის მოკლე აღწერა და კონკრეტული ბლოგის ტექსტი. ეს ყველაფერი გამოგვიგზავნეთ ელ.მისამართზე blog.alibrary@gmail.com

სადეპორტაციო მანქანის პირისპირ

ამ დოკუმენტის მიზანია საფრანგეთში მყოფ მიგრანტებს მიაწოდოს იურიდიული და პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება არარეგულარული სიტუაციის შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ დაკავება და ქვეყნიდან გაძევება...  სრულად წაკითხვა

მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე

კვირა არ გავა ისე, რომ არ გავრცელდეს მედიაში ცნობა საქართველოში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული მუშის შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასზე მეტი მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა სამშენებლო ობიექტებზე, მათ შორის შახტებში, ტყიბულსა და ჭიათურაში...  სრულად წაკითხვა

კაპიტალიზმის კრიტიკა ბავშვებისთვის და არამარტო…

კაპიტალიზმი, უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში არსებობს. მას კაპიტალიზმი იმიტომ ჰქვია, რომ კაპიტალზე ბატონობს. ეს ცნება, განსხვავდება ისეთი ცნებებისაგან, როგორიცაა კაპიტალისტებზე ბატონობა ან კაპიტალისტების კლასზე ბატონობა... სრულად წაკითხვა

ელიზე რეკლიუ – არჩევნები

ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება არჩევნების შესახებ, შეგვიძლია შევაჯამოთ ერთი წინადადებით – ხმის მიცემა საკუთარი უფლებების და ძალის დათმობაა. ერთი ან მეტი მმართველის არჩევა, ცოტა თუ დიდი ხნით, თავისუფლებაზე უარის თქმაა...  სრულად წაკითხვა

თუ შენ ოცნებობ მარტო – ოცნება ოცნებად რჩება, მაგრამ თუ ოცნებობ სხვასთან ერთად – შენ ქმნი რეალობას.

Mobirise free builder - Find out