სადეპორტაციო მანქანის პირისპირ არალეგალური სიტუაციის დროს

ამ დოკუმენტის მიზანია საფრანგეთში მყოფ მიგრანტებს მიაწოდოს იურიდიული და პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება არარეგულარული სიტუაციის შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ დაკავება და ქვეყნიდან გაძევება. იგი დაიწერა საკანონმდებლო ტექსტების შესწავლისა და სხვადასხვა პიროვნული გამოცდილების გაზიარების შედეგად. გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა ყოველთვის არ იძლევა მოქმედების საშუალებას წინააღმდეგობის გასაწევად, აქ მოცემული ზოგიერთი რჩევა ლეგალურ კადრს სცდება. ეს მოკლე გიდი საკმაოდ თავს უყრის მაქსიმალურ ინფორმაციას, მაგრამ აღწერილი პროცესები შეიძლება სხვაგვარად წარიმართოს სიტუაციისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. ამიტომაც, ის სრულყოფილად ვერ აღწერს ყველა მოსალოდნელ შემთხვევას.

ბევრი რამ დამოკიდებულია « გამართლებაზეც », იმაზე თუ რომელ პრეფექტურაში, პოლიციელთან, ადვოკატთან თუ მოსამართლესთან მოხვდებით, და თქვენი გამოცდილება შეიძლება განსხვავდებოდეს სხვისი გამოცდილებისგან.
ეს ბროშურა არ არის უბრალოდ გიდი იმათ საყურადღებოდ, ვისაც ქვეყნიდან გაძევების საფრთხე ემუქრება. ის ასევე წარმოადგენს საზღვრების წინააღმდეგ საბრძოლველ ერთ-ერთ ინიციატივას. საქმე გვაქვს, ერთდროულად, სახელმწიფოსგან თავის დასაცავად საჭირო ინსტრუმენტების გაზიარებასა და სახელმწიფოსადმი წინააღმდეგობის გაწევის, მისი სადეპორტაციო მანქანის გაჩერების მცდელობასთან.
ბრძოლა, თვითმფრინავში ჩაჯდომაზე უარის თქმა, ციხეში მოხვედრა თუ ბევრი სხვა რამ, რაც შეიძლება თავს გადაგხდეთ დაკავების ადმინისტრაციულ ცენტრში, არ ახდენს პირდაპირ გავლენას, მოგვიანებით, ფრანგული ბინადრობის მოწმობის აღების შესაძლებლობაზე.

თუ იცნობთ საფრანგეთში, არარეგულარულ ადმინისტრაციულ სიტუაციაში მყოფ ქართველებს, ან მათ, ვინც თავშესაფრის მოსათხოვნად მიდის, გადაეცით ეს ბროშურა.

არა ნაციებს, არა საზღვრებს! არავინაა არალეგალი!