პიტერ გელდერლოოსი – როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს

წინამდებარე თარგმანი წარმოადგენს ორ ქვეთავს პიტერ გელდერლოოსის წიგნიდან “როგორ იცავს არაძალადობა სახელმწიფოს”.

არაძალადობრივი მეთოდები ტაქტიკურად და სტრატეგიულად სუსტია

არაძალადობრივი აქტივისტები თავიანთ მცდელობებში, გამოჩდნენ უფრო სტრატეგიულები, ხანდახან სრულად უგულვებელყოფენ რეალური სტრატეგიების დასახვას და გამბედავი სიმარტივით ასკვნიან, რომ ‘ძალადობა სახელმწიფოს ძლიერ მხარეს წარმოდგენს. ჩვენ გვჭირდება მივყვეთ ნაკლები წინააღმდეგობის გზას და დავარტყათ მათ იქ, სადაც სუსტები არიან’. უკვე მოვიდა დრო მოვახდინოთ განსხვავება სტრატეგიზირებასა და სლოგანიზირებას შორის და ცოტა უფრო დახვეწილი მეთოდები წამოვწიოთ წინ.

უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ გარკვეული განმარტებების გაკეთებით. (თითოეული ტერმინის გამოყენება, რასაც აქ წარმოვადგენ, არ არის უნივერსალური, მაგრამ, რამდენადაც მათ ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ვიყენებთ, ეს განმარტებები ჩენი მიზნებისათვის საკმაოდ ადეკვატური იქნება). სტრატეგია არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, არც სლოგანს ან აქტივობას. ძალადობა არ არის სტრატეგია და შესაბამისად არ არის არაძალადობა.

ეს ორი ტერმინი (ძალადობა და არაძალადობა) თვალნათლად არის ის საზღვრები, რაც განთავსებულია გარკვეული ტაქტიკების გარშემო. ტაქტიკების ლიმიტირებული რაოდენობა რასაკვირველია ზღუდავს შესაძლებელი სტრატეგიების რაოდენობას, თუმცა ტაქტიკები ყოველთვის უნდა გამომდინარეობდნენ სტრატეგიებისაგან, ხოლო სტრატეგიები ჩვენი საბოლოო მიზნებისაგან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია, ადამიანები ამის საპირისპიროდ მოქმედებენ. ისინი ახდენენ უკვე ჩვევაში გამჯდარი ტაქტიკების განხორციელებას ან ახდენენ ტაქტიკების ქცევას სტრატეგიად, საბოლოო მიზნების მხოლოდ ბუნდოვანი შეფასების შედეგად.

მიზნები წარმოადგენს დანიშულების ადგილს. ეს არის პირობა, რომელიც განსაზღვრავს გამარჯვებას. რასაკვირველია არსებობს მიახლოებით მიზნები და საბოლოო მიზნები. შესაძლოა უფრო რეალისტური იყოს თავიდან ავირიდოთ სწორხაზოვანი დამოკიდებულება და დავსახოთ მიზნები ჰორიზონტზე, ყველაზე უფრო რთულად მიახლოვებად დანიშნულებაბად, რომელიც შეიცვლება დროთა განმავლობაში, მას შემდგომ, რაც უფრო ნათელი გახდება მასთან მისაახლოვებელი ნაბიჯები. შესაბამისად გამოჩნდება ახალი მიზნებიც და სტატიკური, ანუ უტოპიური მდგომარეობა არ დამყარდება. ანარქისტებისათვის, რომლებიც ისურვებენ სამყაროს მაიძულებელი იერარქიების გარეშე, დღედღეობით საბოლოო მიზნად მოსჩანს დავძლიოთ ურთიერთგადაჯაჭვული სისტემები, რომლებიც მოიცავს სახელმწიფოს, კაპიტალიზმს, პატრიარქატს, თეთრკანიან უპირატესობას, და ცივილიზაციის ეკოციდურ ფორმებს. ეს საბოლოო მიზანი ძალიან ძალიან შორს მოსჩანს. იმდენად შორს, რომ ბევრი ცდილობს თავიდან აიცილოს მასზე ფიქრიც კი, რადგან შესაძლოა აღმოვაჩნოთ, რომ თავად არ გვჯერა შესაძლებელია თუ არა მსგავსი მიზნის მიღწევა. გადაუდებენ რეალობაზე ფოკუსირება სასიცოცხლო მნიშნელობისაა, თუმცა საბოლოო მიზანზე ფიქრის თავიდან აცილება გარანტიას წარმოადგენს, რომ ამ მიზნის მიღწევა არასოდეს არ მოხდება.

სტრატეგია წარმოადგენს გზას, თამაშს წესებს, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზნებს. ეს წარმოადგენს მოქმედებების კოორდინირების სიმფონიას, რომელსაც მივყავართ მატამდე. რევოლუციონერები ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაძლოა ყველგან, საკმაოდ დაუდევრები არიან, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიებს. მათ აქვს უხეში წარმოდგენა, თუ რა შეიძლება იყოს საბოლოო მიზანი, ინტენსიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ტაქტიკების შემუშავებაში, თუმცა გვერდს უვლიან სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიის შექმნასა და იმპლემენტირებას. გარკვეული კუთხით არაძალადობრივ აქტივისტებს უპირატესობა აქვთ რევოლუციურ აქტივისტებთან მიმართებაში. კერძოდ კი- ისინი ხშირად სახავენ სტრატეგიებს მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად. ამის უკუშედეგია სრული გვერდის ავლა საშუალო ან გრძელვადიანი მიზნებისათვის. სავარუდოდ იმიტომ, რომ მოკლევადიანი მიზნები და სტრატეგიები პაციფისტებს ჩიხში აქცევს, რაც იწვევს მონაწილეთა დემორალიზებას, თუკი ამის გაცნობიერება მოხდება.

საბოლოოდ ჩვენ გვაქვს ტაქტიკები, რაც წარმოადგენს აქტივობებს ან იმ ტიპის აქტივობებს, რომლებსაც მოაქვს შედეგები. იდეალურ შემთხვევაში ამ შედეგებს ექნებოდა იმპულსის გამაძიერებელი ეფექტი ან მოახდენდა სტრატეგიის მიერ მონიშული ხაზების გასწვრივ ძალების კონცენტრირებას. წერილების წერა წარმოადგენს ტაქტიკას. ფანჯრისათვის აგურის სროლაც ტაქტიკაა. გამაღიზიანებელია, რომ მთელი ეს უთანხმოება ‘ძალადობასა’ და ‘არაძალადობას’ შორის წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კამათს ტაქტიკების შესახებ მაშინ, როდესაც ადამიანებს ჯერ არც კი გადაუწყვეტიათ არის თუ არა ჩვენი მიზნები თავსებადი, არის თუ არა ჩვენი სტრატეგიები ურთიერთგამაძლიერებელი თუ კონტრპროდუქტიული. ჩვენ ვდგავართ გენოციდის, განადგურების, თავისუფლების აღკვეთისა და საუკუნეობრივი დომინაციისა და დეგრადაციის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის წინაშე და ზურგში ვჭრით ჩვენს მოკავშირეებს ან უარს ვამბობთ ბრძოლაში მონაწილეობაზე ისეთი ტრივიალური მიზეზების გამო, როგორიცაა უნდა ჩავამტვრიოთ თუ არა ფანჯრები ან შევიარაღდეთ თუ არა?

რომ დავუბრუნდეთ ამ საკითხების წყნარ და გაწონასწორებულ ანალიზს, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მიზნები, სტრატეგიები და ტაქტიკები ურთიერთკორელაციაშია ერთ სიბრტყეზე მაგრამ ერთდაიგივე რამეს ვუწოდებთ ჩვენ მიზანს, სტრატეგიას თუ ტაქტიკას, დამოკიდებულია იმ წერტილზე, საიდანაც ჩვენ მას ვაკვირდებით. არსებობს მაგნიტუდის რამდენიმე საფეხური. მიზნების, სტრატეგიებისა და ტაქტიკების ჯაჭვები არსებობს ყველა საფეხურზე. მოკლევადიანი მიზნები შესაძლოა ამავდროულად წარმოადგენდეს გრძელვადიან ტაქტიკებს. წარმოვიდგინოთ მაგალითი, რომ მომავალ წელს გვსურს უფასო კლინიკის გახსნა. ეს წარმოადგენს მიზანს. ვთქვათ შევჯერდით არალეგალურ სტრატეგიაზე (იმ მიახლოვებაზე დაფუძებით, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ ლოკალური ხელისუფლება დათმოს გარკვეული ავტონომია ან მოვახერხოთ და შეუმჩნევლად გავძვრეთ უკვე არსებული ავტონომიური ხვრელის დაკავებით). არჩეული ტაქტიკები შეიძება იყოს: დავიკავოთ კონკრეტული შენობა, მოვახდინოთ ფონდების არაფორმალური მობილიზება და დავტრენინგდეთ პოპულარულ (არაპროფესიონალურ) ჯანდაცვის საკითხებში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი მიზანია სახელმწიფოს გადაგდება. ჩვენი შეტევის გეგმა შეიძლება იყოს პოპულარული მილიტანტური მოძრაობის შექმნა, რომელიც შენარჩუნებულია ავტონომიური ინსტიტუციების მიერ, რომლებთანაც ადამიანები იდენტიფიცირდებიან და იბრძვიან გარდაუვალი სამთავრობო რეპრესიებისაგან მათ დასაცავად. ამ საფეხურზე, უფასო კლინიკის მოწყობა მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკაა. ერთერთი იმ ბევრი აქტივობის ნაწილი, რაც აუცილებელია რეკომენდირებული სტრატეგიის მიერ დასახული ხაზების გასწვრივ ძალების მობილიზებისათვის. სტრატეგიის საბოლოო მიზანია სახელმწიფოსაგან განთავისუფლების მიზნის მისაღწევად კონკრეტული მარშრუტის დასახვა.

რამდენადაც უკვე გავაკრიტიკეთ პაციფისტების ტენდენცია, მოახდინონ ადამიანების მობილიზება საერთო ტაქტიკების გარშემო, ნაცვლად საერთო მიზნებისა, ცოტა ხნით გამოვტოვებ ლიბერალურ, პრო-ესტაბლიშმენტურ პაციფისტებზე საუბარს და დიდსულოვნად ვივარაუდებ, რომ შესაძლოა არაძალადობრივ და რევოლუციურ აქტივისტების მიზნებს შორის უხეში მსგავსება არსებობდეს. მოდით ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ყველას გვსურს სრული განთავისუფლება. აქედან გამოდის, რომ ჩვენს შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიებისა და ტაქტიკების კუთხით არის. რასაკვირველია სრული ხელმისაწვდომი ტაქტიკების არჩევანი არაძალადობრივი აქტივისტებისათვის გაცილებით უფრო ნაკლებია,ვიდრე რევოლუციონერი აქტივისტებისათვის, რამდენადაც მათ შეუძიათ მხოლოდ იმ აქტივობების ნახევრის გამოყენება, რისი გამოყენებაც რევოლუციურ აქტივისტებს შეუძლიათ. იმისთვის, რომ არაძალადობრივი აქტივიზმი უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე რევოლუციური აქტივიზმი, სხვაობა მათ სტრატეგიებს შორის უნდა არსებობდეს. კერძოდ კი არაძალადობრივმა აქტივისტებმა უნდა მოახერხონ ტაქტიკების ისეთი წყობის შემუშავება, რომელიც შეუდარებელ პოტენტურობას აღწევს და ამავდროულად თავიდან ირიდებს ტაქტიკებს, რომლებიც დახასიათებულია, როგორც ‘ძალადობრივი’.

არსებობს 4 ძირითადი პაციფისტური სტრატეგია. ესენია: მორალობაზე თამაში, ლობისტური მიდგომა, ალტერნატივების შექმნა და განზოგადებული დაუმორჩლებლობა. მათ შორის სხვაობები პირობითია და ხშირად პაციფისტური სტრატეგიები ორი ან მეტი ზემოთხსენებული სტრატეგიის ელემენტებისაგან შედგება. მე ნათელს გავხდი, რომ ამ სტრატეგიებიდან არცერთი არ ანიჭებს არაძალადობრივ აქტივისტებს უპირატესობას და რეალობაში ყველა მათგანი სუსტი და არაგრძელვადიანია.

მორალობაზე თამაში ცდილობს მიაღწიოს ცვლილებებს ადამიანების მოსაზრებებზე მუშაობით. ეს სტრატეგია სრულად ცდება მიზანს. სხვადასხვა მიზნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე, ამ სტრატეგიის ორი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკაა განათლების მიცემა და მორალური აღმატებულობის დაჭერა. ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტაქტიკებს წარმოადგენს, რომლებიც გამოსადეგია, თუმცა მათ არსად არ მივყავართ.

ამ სტრატეგიის ერთერთი ინკარნაციაა ადამიანების განათლება, ინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელება, ადამიანებების შეხედულებების შეცვლა და შესაბამისად მათი მომხრობა ჩვენი კამპანიებისათვის მხარდასაჭერად. ეს შესაძლოა გულისხმობდეს ადამიანების განათლებას სიღარიბის შესახებ, რათა მოვახდინოთ მათზე ზემოქმედება და ხელი შევუშალოთ უსახლკაროთა თავშესაფრის დახურვას, ან ადამიანთა განათლება რეპრესიებისა და მთავრობის შესახებ, რათა მათ მხარი დაუჭირონ ანარქიას. (აუცილებელია ასევე განვმარტოთ რას ვგულისხმობთ ‘მხარდაჭერად’ . ამ ორ შემთხვევაში: ეს არის ვერბალური და მენტალური მხარდაჭერა. განათლებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რათა მათ მხარდაჭერის ნიშნად განახორციელონ ფულადი შეწირულობის გაღება და შეუერთდნენ პროტესტს, თუმცა ამის შედეგად ადამიანები იშვიათად იცვლიან ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს ან იღებენ საკუთარ თავზე მნიშნელოვან რისკებს). საგანმანათებლო სტრატეგიის გავრცელება მოიცავს შემდგომ ტაქტიკებს: საჯარო გამოსვლებისა და ფორუმების მოწყობა, პამფლეტებისა და სხვა საინფორმაციო ტექსტების გავრცელება, ალტერნატიული ან კორპორატიული მედიის გამოყენება სხვადასხვა პრობლემებზე ინფორმაციის გასავრცელებლად, პროტესტებისა და მსვლელობების გამართვა ადამიანთა ყურადღების მისაქცევად ან ღია სივრცეებში დისკუსიების წარმოება. უმეტესობა ჩვენგანისათვის ეს ტაქტიკები ნაცნობია, როგორც გავრცელებული სტრატეგიები მიზნების მისაღწევად. ჩვენ გვასწავლიან, რომ ინფორმაცია წარმოადგენს დემოკრატიის ბაზისს და, ამ განცხადების სრული გადასინჯვის გარეშე ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილება ფაქტებით მხარდაჭერილი იდეების გავრცელებით. ეს სტრატეგია შესაძლოა მეტნაკლებად ეფექტური იყოს ძალიან უმნიშნელო და წარმავალი გამარჯვებების მოპოვებაში, თუმცა ის აწყდება რამდენიმე ფატალურ ბარიერს, რაც ხელს უშლის მის მნიშნელოვან წინსვლას ნებისმიერი გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად.

პირველი ბარიერი არის ელიტების მიერ კონტროლირებადი და ძლიერ განვითარებული პროპაგანდა სისტემები, რომელიც ანადგურებს ნებისმიერ, კონკურენტულ პროპაგანდა სისტემას, რაც შესაძლოა არაძალადობრივმა აქტივისტებმა შექმნან. პაციფისტებს ასევე არ შეუძიათ თავის დაცვა კოოპტირებისა და მათ იდეების განზავებისაგან. შესაბამისად როგორ ელიან ისინი გაფართოებასა და ახალი ადამიანების მომხრობას? არაძალადობრიობა ფოკუსირდება ადამიანების გულებისა და აზრების შეცვლაზე, მაგრამ იგი სათანადოდ ვერ აფასებს კულტურულ ინდუსტრიასა და მედიის მიერ აზროვნების კონტროლს.

‘მასების მიერ ორგანიზებული ჩვევებისა და მოსაზრებების გაცნობიერებული და გონიერი მანიპულაცია დემოკრატიული სოციუმის მნიშნელოვანი ელემენტია. ისინი, ვინც ახდენენ სოციუმის მანიპულაციას ამ უხილავი მექანიზმებით, წარმოადგენენ უხილავ მთავრობას, რომელიც წარმოადგენს ჭეშმარით მმართველ ძალაუფლებას ჩვენი ქვეყნისას’

ზემოთ მოცემული ციტატა დაწერილია 1928 წელს ედვარდ ბერნეიზის მიერ მის მნიშვნელოვან წიგნში, სახელად პროპაგანდა. ბერნეიზი არ იყო ვინმე განზე მდგომი შეთქმულების თეორისტი. ის სწორადაც იყო იმ უხილავი მთავრობის წევრი, რომელსაც თავად აღწერს. ბერნეიზის კლიენტები იყვნენ ჯენერალ მოტორსი, იუნაითედ ფრუტზი, თომას ედისონი, ჰენრი ფორდი, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის და ვაჭრობის დეპარტამენტები, სამუელ გოლდვინი, ელეანორ რუზველტი, ამერიკან ტობაკო, პროქტორ ენდ გემბლი. იგი ხელმძღვანელობდა ყველა ამერიკის პრეზიდენტის ხალხთან ურთიერთობის პროგრამებს, დაწყებული კელვინ კულიჯიდან 1925 წელს, დამთავრებული დუაიტ ეიზენჰაუერით გვიან 1950-იანებამდე. მას შემდგომ ბერნეიზის მიერ ფორმირებული ხალთან ურთიერთობის ინდუსტრია მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდა.

სულ ერთია, იქნება ეს ლოკალურ გრასრუთის კამპანია თუ უფრო ფართო რევოლუციურ ბრძოლა, მათთან დასაპირისპირებლად პროპაგანდის მანქანას შეუძლია მოახდინოს მობილიზება ამ საშიშროების დისკრედიტაციისათვის, მათში განხეთქილების შეტანის ან იდეოლოგიური საფრთხის ჩახშობისათვის. გავიხსენოთ ამერიკის შეჭრა ერაყში. ეს უნდა ყოფილიყო მოცემული სტრატეგიის სანიმუშო მოდელი. ინფორმაცია მოცემული იყო – ფაქტებით გამოაშკარავებული იყო ყველანაირი ტყუილი მასობრივი განადგურების იარაღსა და სადამ ჰუსეინის ალ ქაიდასთან კავშირის შესახებ და ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო შეჭრამდე თვეებით ადრე. ადამიანებიც მობილიზებული იყვნენ – შეჭრის წინ საპროტესტო აქციებზე ურიცხვი ხალხი გამოდიოდა, თუმცა მონაწილეების პროტესტში ჩართულობა იშიათად ცდებოდა ვოკალურსა და სიმბოლურ აქტებს, როგორც ეს მოსალოდნელია საგანმანათებლო სტრატეგიისაგან. ალტერნატიული მედია მობილიზებული იყო – ინტერნეტმა მოახდინა ალტერნატიული მედია ხელმისაწვდომი გამხდარიყო მილიონობით ამერიკელებისათვის. თუმცა ამერიკის მოსახლეობის უმეტესობის შეხედულება (ეს არის სწორედ ის, რისი გამოჭერა და შეცვლაც სურს საგანმანათებლო სტრატეგიას) ომის საპირისპიროდ არ შემოტრიალებულა მანამ,სანამ პოპულარულმა მედიამ არ დაიწყო ინფორმაციის გადმოცემა შეჭრის მიზეზების სიყალბისა და, რაც ყველაზე მთავარია, ოკუპაციით გამოწვეული მაღალი ხარჯების შესახებ. როგორც მისთვის ბუნებრივად მახასიათებელია, კორპორატიულმა მედიამ არ დაიწყო მსგავსი ინფორმაციის გადაცემა მანამ, სანამ თავად ელიტების მნიშნელოვანი ნაწილი წინ არ აღუდგა ომს. ხოლო თავისმხრივ ელიტები ომს წინ აღუდგნენ არა იმიტომ, რომ ისინი განათლდნენ, არამედ იმიტომ, რომ გააცნობიერეს, რომ ომის შედეგები კონტრპროდუქტიული იყო ამერიკის ინტერესებისა და ამერიკის ძალაუფლების საკითხებისათვის. ამ მაგალითშც კი, როდესაც ასეთი იდეალური წინაპირობა გვქონდა მოცემული, საგანმანათებლო სტრატეგიამ მაინც ვერ აჯობა კორპორატიულ მედიას.

იმგვარ სოციალურ გარემოში, რომელიც საუკეთესოდ შეიძლება აღიწეროს, როგორც გამოსაშტერებელი, კორპორატიული მედიის მიერ დაუსრულებელად ერთი და იგივეს ტრიალი და თითქმის სრული ინფორმაციული კონტროლი გაცილებით უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე კარგად გამოკვლეული არგუმენტი, რომელიც გამყარებულია ფაქტებით. იმედი მაქვს პაციფისტებისათვის გასაგებია, რომ კორპორატიული მედია იმდენადვე წარმოადგენს ძალაუფლების აგენტს, როგორც საპოლიციო და სამხედრო ძალა.

სწორედ ამის გამო აქტივისტების დიდი ნაწილი ყურადღებას მიაპყრობს ალტერნატიულ მედიას. მართალია ალტერნატიული მედიის გავრცელება და მისი კიდევ უფრო რადიკალიზება მნიშნელოვანი ამოცანაა, ეს არ შეიძება იყოს სტრატეგიის ხერხემალი. ცალსახად ნათელია, რომ ალტერნატიული მედია გამოსადეგი ხელსაწყოა ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა მას არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს კორპორატიულ მედიას, გამომდინარე მათ მასშტაბებს შორის არსებული უხეში უთანასწორობით. ალტერნატიული მედია მეტნაკლებად მაინც კონტროლის ქვეშაა გარკვეული იძულებითი საბაზრო ან საკანონმდებლო ფაქტორების მიერ. მილიონობით ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება საკმაოდ ძვირი პროცესია. არ არსებობს სპონსორები, რომლებიც დააფინანსებენ რადიკალურ მასმედიას მანამ, სანამ საზოგადოება ინდოქტრინირებულია თავი შორს დაიჭროს რადიკალური სიახლეების წყაროებისაგან და სედატირებულია კულტურული დამორჩლებით. გარდა საბაზრო წნეხისა, არსებობს სამთავრობო რეგულაციების და ჩარევის პრობლემაც. საჰაერო ტალღები წარმოადგენს სახელმწიფო განკარგვის არეს, შესაბამისად ის ახდენს რადიკალური რადიო არხებისათვის ძირის გამოთხრას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამგვარი რადიოარხი მოახერხებდა საჭირო ფონდების მოძიებას. მთავრობებს მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც სათავეში რასაკვირველია ამერიკის შეერთებული შტატები უდგას, ასევე აქვთ ჩვევა, მოახდინონ რადიკალური ვებსაიტების შევიწროვება, იქნება ეს ყალბ ფაქტებზე დაყრდნობით ვებსაიტის შემქმნელის დაპატიმრებით თუ აპარატურისა ამოღებითა და სერვერების გათიშვით იმ მიზეზის გამოყენებით, რომ ეს საჭიროა რაღაც ტერორისტული საქმის გამოძებისათვის.

ადამიანების რევოლუციური განათლებისათვის მეორე ბარიერს წარმოადგენს ადამიანებს შორის სტრუქტურულად გამყარებული განათლებაზე წვდომის უთანასწორობა. ადამიანთა უმეტესობას ამჟამად არ შეუძლია გაანალიზოს და სინთეზირება გაუკეთოს ინფორმაციას, რომელიც უპირისპირდება იმ ძირითად მითოსს, რომელზეც არის დაშენებული ამ ადამიანების იდენტობა და მსოფლმხედველობა. ეს ფაქტი ასევე ჭეშმარიტია კლასობრივი დაყოფის ხაზებს გასწვრივ. ყველაზე საალბათოა, რომ სიღარიბიდან წარმომავალ ადამიანებს არ ჰქონდეთ წვდომა განათლებაზე და ისინი იყვნენ გამოკეტილები იმგვარ მენტალურ გარემოში, რომელიც ხელს უშლის მათი ანალიტიკური უნარებისა და ლექსიკის განვითარებას. მდიდარი წარმომავლობის ზეგანათლებული ადამიანები აქცევენ მათ გაწრთვნილ მაიმუნებად, და ხდება მათი მუდმივი მზადება და ვარჯიში,რათა გამოიყენონ ანალიზი არსებული სისტემის დაცვისა და გაუმჯობესებისათვის. რათა იყვნენ მუდმივად სკეპტიკურები და დამცინავები რევოლუციური იდეების მიმართ, ან იმის გააზრებისაგან, რომ არსებული სისტემა ბოლომდე ძირგამომპალია.

მიუხედავად მათი მიკუთვნებულობისა კონკრეტულ ეკონომიკურ კლასთან, შეერთებული შტატების მაცხოვრებლები რადიკალურ ინფორმაციასა და ანალიზს ხშრად სილოგიზმით, მორალიზმითა და პოლემიკით პასუხობენ. ისინი უფრო მგრძობიარეები არიან ექსპერტების მხრიდან წარმოებული, საყოველთაო ჭეშმარიტებად აღიარებული სიბრძნეებით არგუმენტირების მიმართ, რომლებიც მოქმედებს ყველასთვის ნაცნობი სლოგანებით, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახდენენ დაპირისპირებული ფაქტებისა და ანალიზების წარმოჩენას. სწორედ ამ მიზეზის გამო აქტივისტებს, რომლებიც ირჩევენ განმანათლებლობის მიდგომას, აქვთ ტენდენცია მოახდინონ მესიჯის ზედმეტად გამარტივება, რათა თავადაც მოახერხონ კლიშეების ძალის გამოყენება უპირატესობის მისაღწევად. ამის მაგალითს წარმოადგენს ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელიც აცხადებს, რომ ‘მშვიდობა პატრიოტულია’, რამდენადაც საკმაოდ რთული იქნებოდა პატრიოტიზმის პრობლემების ახსნა მოცემულ სემიოლოგიურ ველზე და ამ კულტურის შემაკავებლები ცდილობენ იპოვენ რადიკალური ‘მიმები’.

მესამე ბარიერს წარმოადგენს მცდარი ვარაუდი იდეების პოტენტურობის თაობაზე. განმანათლებლობითი მიდგომა, როგორც ჩანს, ასკვნის, რომ რევოლუციური ბრძოლა იდეების შეჯიბრს წარმოადგენს და რომ არის რაღაცა ძლევამოსილი იმ იდეებში, რომლის დროც დამდგარია. ამის ბაზისს სწორედ მორალობის თამაში წარმოადგენს და ის ახდენს იმ ფაქტის იგნორირებას, რომ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალაუფლების მხარეს მდგარმა ადამიანების დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იციან, თუ რას აკეთებენ. დღევანდელი პერიოდის თვალთმაქცობის გამო ადამიანები, რომლებიც სარგებელს იღებენ პატრიარქატისგან, თეთრი უპირატესობისაგან, კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმისაგან (რაც გლობალური ჩრდილოეთის თითქმის სრულ მოსახლეობას წარმოადგენს), მოსწონთ გაამართლონ დომინაციისა და ოპრესიის სისტემებში საკუთარი თანამონაწილეობა რიგი ალტრუისტული ტყუილებით. დებატებში გამოცდილი ადამიანი შეამჩნევდა, რომ ამ ადამიანთა უმეტესობა, როცა არგუმენტებით მათი კუთხეში მიმწყვდევა ხდება, არ გაივლიან გარდასახვას, არამედ დაიწყებენ უკან შეტევას იმ ბოროტებების პირველყოფილი დაცვით, რაც მათ პრივილეგიებს ანიჭებთ. ტიპიურად თეთრკანიანი ადამიანები მოითხოვენ ქულებს ცივილიზაციის საოცრებების შექმნისათვის და დაიბრალებენ, რომ მათი გამჭრიახობა უფლებას აძლევთ მათ მოიპოვონ მონობისა და გენოციდის გამოცდილების შედეგად დატოვებული სარგებელი. მდიდარი ადამიანები დაიწყებენ მტკიცებას, რომ მათ უფრო მეტი უფლება აქვთ ფლობდნენ საწარმოსა და ასობით აკრ უძრავ ქონებას, ვიდრე ღარიბ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკვები და თავშესაფარი. მამაკაცები იხუმრებენ რომ რამდენადაც ისინი არიან ძლიერი სქესი, ეს ისტორიულად გარანტირებას უკეთებს მათ უფლებას გაუპატიურებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა აგრესიულად განაცხადებს, რომ მათ აქვთ უფლება სხვა ადამიანების ნავთობზე, ბანანებზე ან შრომაზე მას შემდგომაც კი, რაც მათ უკვე აღარ შეუძიათ ბუნდოვნად დატოვონ გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ბუნება. ჩვენ გვავიწყდება, რომ არსებული ძალაუფლებრივი სტრუქტურის შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდი რაოდენობით ტექნიკოსები არიან საჭირო, იქნებიან ესენი მეცნიერები, კორპორტიული კონსულტანტები თუ სამთავრობო მრჩევლები. მათ მუდმივად უნდა მოახდინონ სტრატეგიზება, რათა განაგრძონ საკუთარი ძალაუფლებისა და ეფექტურობის გაზრდა. დემოკრატიის ილუზია მხოლოდ ზედაპირულია და განათლება შედარებით ნაკლებ პრივილეგირებულ ადამიანებს დაარწმუნებს იყონ რევოლუციის ჭეშმარიტი მხარდამჭერები. გარკვეულ დონეზე პრივილეგირებულმა ადამიანებმა უკვე იციან, თუ რას აკეთებენ ისინი და რა შედის მათ ინტერესებში. შიდა დაპირისპირებები აღმოცენდება მაშინ, როდესაც ბრძოლა უფრო და უფრო მოახლოვდება სახლთან, რაც უფრო დაუპირისპირდება იგი იმ პრივილეგიებს, რომლებზეც ეს ადამიანები საკუთარ მსოფლმხედველობას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას აშენებენ და რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათთვის კომფორტულ, განმანათლებლურ რევოლუციას. ადამიანებს ესაჭიროებათ უფრო მეტი განათლება, რათა აიღონ პასუხისმგებლობა უფრო მტკივნეული ბრძოლებზე და გაანადგურონ ის ძალაუფლებრივი სტრუქტურები, რომლებმაც მოახდინა მათი სრული იდენტობის გადაყლაპვა.

განათლება უცილობლად არ იწვევს ადამიანების მიერ რევოლუციის მხარდაჭერას და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იგი გამოიწვევდა ამას, ის ვერ ახდენს ძალის მშენებლობას. განსხვავებით საინფორმაციო ერაში პოპულარული მაქსიმასაგან, ინფორმაცია არ არის ძალა. გაიხსენეთ რომ ფრაზა ‘Scientia est potentia’ (ცოდნა ძალაა), სწორედ იმათ საკვანძო ფრაზას წარმოადგენს, ვინც უკვე არის სახელმწიფო სადავეებთან. თავისთავად ინფორმაცია ინერტულია, თუმცა იგი წინ უძღვის ძალის სწორ გამოყენებას. ეს არის ის, რასაც სამხედრო სტრატეგისტები უწოდებენ ‘ძალის გამაძლიერებელ ეფექტს’. თუკი ჩვენ გვაქვს სოციალური მოძრაობა 0 საწყისი ძალით, შეგვიძლია ვეცადოთ ამ ძალის გამრავლებას რამდენჯერაც გვსურს, საბოლოო შედეგი მაინც 0 იქნება. კარგ განათლებას შეუძლია მოახდინოს გაძლიერებული სოციალური მოძრაობის ძალისხმევის წინ გაძღოლა, ისევე, როგორც გამოსადეგი ინფორმაცია წინ უძღვის სახელმწიფოების მიერ სტრატეგიების დასახვას, თუმცა ინფორმაცია თავისთავად არ შეცვლის არაფერს. ზანტად გავრცელებული სუბვერსიული ინფორმაცია, დღევანდელ კონტექსტში, მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება მთავრობას, დახვეწოს პროპაგანდის მანქანა და მისი მმართველობის სტრატეგიები. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მოახდინონ ადამიანების რევოლუციური განათლება, ახდენენ ცეცხლზე ბენზინის დასხმას იმ იმედით, რომ სწორი სახის საწვავის გამოყენება ხელს შეუშის მათსავე ცეცხლის ალზე დაწვას

(მეორეს მხრივ ინფორმაცია შესაძლებელია იყოს ფეთქებადად ეფექტური, თუკი იგი ინტეგრირებულია სხვა სტრატეგიებში. სხვათა შორის საკმაოდ მრავალმხრივი განათლების გავრცელებაა აუცილებებლი, რათა მოვახდინოთ მილიტანტური მოძრაობის აშენება იმ იერარქიული სოციალური ღირებულებების შესაცვლელად, რომლებიც ამჟამად გზას უღობავენ თავისუფალ, მსოფლიო კოოპერაციას. მილიტანტურ მოძრაობებს მოუწევთ საკმაოდ დიდი მოცულობის ცოდნის გავრცელება, რათა ახსნან, თუ რატომ ახდენენ რევოლუციისათვის ძალისმიერ ბრძოლებს და რატომ აიღეს მათ ხელი სამართლებლივ ბრძოლაზე. მილიტანტურმა ტაქტიკებმა შესაძლებელია გახსნას იმგვარი საგანმანათებლო შესაძლებლობები, რისი გახსნაც არ შეუძლია არაძალადობრივ მეთოდებს. გამომდინარე მისი იმპერატიული პრინციპებიდან, კორპორატიულ მედიას არ შეუძლია ისევე მარტივად მოახდინოს აფეთქების იგნორირება, როგორც მშვიდობიანი პროტესტისა. მიუხედავად იმისა, რომ მედია მოახდენს ამგვარი აქტივობებისადმი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, ძალადობრივი წინააღმდეგობის სურათები მით მეტ ადამიანს გამოაფხიზლებს სოციალური მშვიდობის ნარკოტიკული ილუზიებისაგან. ადამიანები დაინახავენ, რომ სისტემა არასტაბილურია და ცვლილება რეალურად შესაძლებელი და ასევე მოხდება კაპიტალიზმის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი დაბრკოლების, კერძოდ კი მედიით მართული დემოკრატიის გადალახვა. აჯანყებები და მეამბოხეობრივი ქმედებები კიდევ უფრო წარმატებულია სიმშვიდის და გაწონაწორებულობის გლობალურ ნარატივთან დასაპირისპირებლად. რასაკვირველია ამაზე გაცილებით მეტია საჭირო ადამიანების გასანათლებლად. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავანადგუროთ კორპორატიული მედია და სრულად ჩავანაცვლოთ იგი გრასრუთიდან წამოსული მედიით. ადამიანები, რომლებიც იყენებენ მრავალფეროვან ტაქტიკებს, უფრო ეფექტურები არიან ამ კუთხით, კერძოდ კი: გამოიყენონ ინოვაციური საშუალებები, მოახდინონ კორპორატიული გაზეთების რადიო და სატელეფონო არხების საბოტაჟი; კორპორატიულ მედია საშუალებებზე თავდასხმა, ანტიკაპიტალისტური მაუწყებლობის გავრცელება, გრასრუთ მედია საშუალებების დაცვა და მათ რეპრესიებზე პასუხისმგებელი საგენტოების დასჯა; ასევე ფულისა და ფონდების ექსპროპრიაცია და გრასრუთ მედიის შესაძლებლობების გაზრდა.

მორალური აღმატებულობის დაკავებას, რომელიც ამ ტიპის არაძალადობრივი სტრატეგიების უფრო ცხადად მორალისტურ ვარიაციას წარმოადგენს, ცოტა სხვა ტიპის სისუსტეები აქვს თუმცა საბოლოო ჯამში ისიც იგივე ჩიხში ამთავრებს. მოკლევადიან პერსპექტივაში მორალური აღმატებულობის დაკავება შესაძლოა ეფექტური იყოს და ამის გაკეთება ადვილია, როდესაც შენი ოპონენტები თეთრი უპირატესობის წევრები, შოვინისტი კაპიტალისტი პოლიტიკოსები. აქტივისტებს შეუძიათ გამოიყენონ პროტესტი, ბრალდებების სხვადასხვა ფორმების წაყენება და თავგანწირვა მთავრობის ამორალობის გამჟღავნებისათვის რათა კონკრეტულ ან ზოგად შემთხვევებში და გამოჩნდნენ, როგორც ამ ყველაფრის მაღალზნეობრივი ალტერნატივა. ,პლოვშეარების მოძრაობა’, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები, ამ მიდგომას იყენებენ.

როგორც სოციალური ცვლილებების სტრატეგია, მორალური აღმატებულობის დაკავება შესუსტებულია მასზე ინფორმაციის არქონის კრიტიკული პრობლემით, რომლის გადალახვაც რთულია იგივე კორპორატიული მედიის მიერ შექმნილი ბარიერის გამო. მედიის მიერ მართულ დემოკრატიებში, სადაც პოლიტიკის დიდი ნაწილი ქცეულია პოპულარობის შეჯიბრებად, ადამიანებს ნაკლები ალბათობა აქვთ დაინახონ უმცირესი ზომის ჯგუფი მორალურად. მიუხედავად ამისა მორალური აღმატებულობის დაკავება გვერდით სწევს არასწორად განათლებული ადამიანების თავიდან განათლების გამოწვევას, რამდენადაც ის ეყრდნობა არსებულ მორალურ ღირებულებებს და ის ამარტივებს რევოლუციურ ბრძოლას, რათა გულმოდგინედ მისდიოს რამდენიმე პრინციპს.

ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია მორალური აღმატებულობის დაკავებაზე, ასევე მიიზიდავს პოტენციურ მხარდამჭერებს იმითი, რისი შეთავაზებაც კორპორატიულ მედიას არ შეუძლია, კერძოდ კი ეგზისტენციალური სიცხადითა და მიკუთვნებულობის შეგრძნების განცდით. პლოვშეარის პაცფისტები და ომის საწინააღმდეგო შიმშლობით გამფიცველები ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ჯგუფს ეკუთვნიან. თუმცა კორპორატიული მედია არ არის ერთადერთი რამ, რაც სოციალურ კონფორმულობას აწარმოებს. რელიგიები, სოციალური კლუბები, ბოისკაუტები ასევე იკავებენ ამ ნიშას და, თუ გავითვალისწინებთ იმ ყურადღებას, რასაც მორალური აღმატებულობის ჯგუფის წევრები ანთავსებენ გუნდურ კულტურასა და ღირებულებებთან ასოცირებაზე, ამ მორალობის შეფასებას თან ნაკლები კრიტიკული დისკურსი გასდევს. გარდა ამისა გქონდეს მორალობა, რომელიც უფრო რეალისტური და სამართლიანია, ნაკლები რეალური უპირატესობის შემცველია. რასაც უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ამ მეინსტრიმულ მორალურად აღმატებულ ინსტიტუციებს უფრო მეტი რესურსები აქვთ, ვიდრე პაციფისტურ ჯგუფებს, კერძოდ კი ისინი სოციუმში უფრო ხილვადები არიან. შესაბამისად ისინი გაცილებით უფრო მეტ ახალ რეკრუიტს მოიპოვებენ. გამომდინარე თანამედროვე ცხოვრების მაატომიზირებელი და გამაუცხოებელი თვისებებისაგან, არსებობს ბევრი ნაპრალები, რომლებიც ამ მორალური ინსტიტუტების მიერ შევსებული არ არის. შესაბამისად გარეუბნებში მცხოვრებთა დიდი ნაწილი კვლავაც ეჭიდება მიკუთვნებულობის შეგრძნებას, თუმცა რადიკალი პაციფისტები ვერასოდეს მოახერხებენ მათ უმცირეს ნაწილზე მეტის მიმხრობას.

ის, ვინც მიემხრობა ამ მორალური აღმატებულობის ჯგუფებს, უკეთ იქნება გაძლიერებული ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ადამიანების განათლებას უმიზნებს. ადამიანები ბევრ რამეს გააკეთებენ, ოღონდაც მიეცეთ საშუალება იბრძოლონ იმისთვის, რისიც სწამთ. იბრძოლონ მორალური ლიდერის ან იდეალისათვის. მეორეს მხრივ მორალურ მოძრაობებს უფრო დიდი პოტენციალი აქვთ, განსხვავებით განმანათლებელი ჯგუფებისაგან, მოახდინონ საკუთარი თავის იმგვარად გაძლიერება, რომ გახდნენ საშიშები (რაც გულისხმობს რომ საბოლოო ჯამში მიატოვონ პაციფისტური პრინციპები). ეს სამწუხაროა მათი მოკავშირეებისათვის, რამდენადაც ასეთი ჯგუფები უფრო მიდრეკილნი არიან გამოამჟღავნონ მასობრივი ავტორიტარიანიზმი და ორთოდოქსია და ისინი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან გახლეჩვისაკენ. ის ასევე ადვილად მანიპულირებადია. სავარაუდოდ არ არსებობს ამის უკეთესი მაგალითი, ვიდრე ქრისტიანობა, რომელიც განვითარდა, როგორც რომაული იმპერიის საწინააღმდეგოდ მიმართული ძლიერი იარაღი და პაციფისტური კულტუდან იქცა ყველაზე უფრო პათოლოგიურად ძალადობრივ და ავტორიტარიანულ რელიგიად, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია.

მორალობაზე თამაშის პაციფისტური სტრატეგიის ორივე ვარიაციაში მიზანია მივაღწიოთ სოციუმის უმრავლესობის გაწევრიანებას ჩენს მოძრაობაში ან მათ მიერ მოძრაობისათვის მხარდაჭერას. (ჩვენ უნდა უკან მოვიტოვოთ თავის მოჩვენება, რომ ჩენ უბრალოდ განვანათლებთ, ან დავარცხვენთ მმართველობას რათა მხარი დაუჭირონ რევოლუციას). ორივე ვარიაცია დგას უმრავლესობისაგან მხარდაჭერის მოპოვების სასიკვდილო ალბათობის წინაშე და გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ეფექტურია თანამედროვე სოციუმში კულტურის სტრუქტურული კონტროლის მექანიზმები, ამის მიღწევის ალბათობა უკიდურესად მცირეა. არასავარაუდოა, რომ ეს ალბათობა ოდესმე გადაილახება და უმრავლესობა მიიღწევა. იმ შემთვევაშიც კი, თუკი განათლება უფრო ეფექტური ხელსაწყო გახდება პრივილეგირებულთა ხელში, ის მაინც ვერ იმუშავებს ელიტებისა და მაიძულებელი კლასის წინააღმდეგ, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი წამახალისებლები გააჩნიათ და კულტურულად მიბმული არიან სისტემაზე, ხოლო მორალური უპირატესობის დაკავება აუცილებლად მოითხოვს მასზე დაბლა მდგომ ‘სხვების’ შექმნას, რომლებსაც დაუპირისპირდება.

საუკეთესო შემთხვევაში ყველა ეს სტრატეგიები მიგვიყვანს ოპოზიციურ, თუმცა პასიურ უმრავლესობამდე, რომლებიც, როგორც ისტორიამ გვაჩვენა, ადვილი საკონტროლებელია შეიარაღებული უმცირესობის მიერ (მაგალითად კოლონიალიზმი). ამგვარი უმრავლესობა ყოველთვის გადაერთვება ხოლმე ერთიდან მეორე ტიპის სტრატეგიებზე, რომლებიც მოიცავს ბრძოლასა და წუწუნს, თუმცა რეალური წინააღმდეგობის მოძრაობის მშენებლობაზე გამოცდილების არქონა, ან თუნდაც მსგავს მოძრაობასთან ინტელექტუალური და მორალური მსგავსების ვერ დანახვა,ტრანზიციულ ეფექტს არ მოიტანს. ამასობაში მმართველობა რეგრესირდება და ფოკუსირდება მორალურ თამაშში ჩაბმულთა შორის შინაგანად არსებულ, ადვილად ექპლოატირებად ნაკლოვანებებზე და თალნათლიც რევოლუციური მოძრაობაც კი საკუთარ თავს გამოიკეტავს ამ საშინლად უთანასწორო ბრძოლაში,სადაც ის ეცდება მოიგოს ადამიანების გულები და აზრები იმ სტრუქტურების განადგურების გარეშე, რომლებმაც მოახდინა ამ გულებისა და აზრების მოწამვლა.

განმანათლებლობა და განმათავისუფლებელი ეთოსის მშენებლობა აუცილებელია, რათა სრულად ამოვძირკვოთ იერარქიული ურთიერთობები. მიუხედავად ამისა არსებობს კონკრეტული ინსტიტუციები, მაგალითად სასამართლოები, საჯარო სკოლები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ადამიანებთან ურთიერთობის ფირმები, რომლებიც სტრუქტურულად იმუნურები არიან აზრის ცვლილებისადმი. ისინი ავტომატურად ერევიან სოციუმში ადამიანების იმგვარი მორალური ინდოქტრინაციით, რომელიც ამაღლებს სოციალურ ურთიერთობებში არსებულ იერარქიას და მხარს უჭერს კაპიტალისტურ წარმოებასა და მოხმარებას. ავიკრძალოთ არაპაციფისტური მეთოდები, რათა გავაძლიეროთ მოძრაობა და შევასუსტოთ ეს საბოტაჟის სტრუქტურები, გვტოვებს ჩაძირვისათვის განწირულ გემზე და არ გვიტოვებს ვედროს, რომ გადავასხათ 10 ფუტიანი სიგანის ხვრელიდან შემოსული წყალი, რათა თავს მოვაჩვენოთ რომ ჩვენ მალე წყალზე უფრო მაღლა ვიდგებით და შევძლებთ ჩენი მიზნებისაკენ გაცურვას. ეს ძალიან ჰგავს ზეციდან ნამცხვრის მოლოდინს და ის არ უნდა კვალიფიცირდებოდეს, როგორც სტრატეგია. მოკლევადიან პერსპექტივაში, იმისთვის რომ ხელი შევუშალოთ ახალი შახტის მშენებლობას ან სამეზობლოში ნაგავსაწვავი სადგურის შემოსვლას, შესაძლოა გამოვიყენოთ საზრიანი მედია კამპანია, რომელიც პაციფისტურ ფარგლებში იმოქმედებს (განსაკუთრებით, თუკი საგანმანათებლო კამპანია მოიცავს იმ ინფორმაციას, თუ როგორ ზიანს მიაყენებს შახტა ამ არეალში მცხოვრებ პრივილეგირებულ ხალხს). თუმცა გრძელვადიანი ცვლილების მისაღწევად ეს სტრატეგიები იმ ჩიხამდეც კი არ მიგვიყვანს წარმატებით, რომლებშიც ისინი ყოველთვის შედიან.

მომავალი რევოლუციონერები წარმოადგენენ არაძალადობის არაეფექტურობის განსახიერებას, როდესაც ისინი ცდილობენ მოახდინონ წინააღმდეგობრივი ძალის აშენება მორალობის თამაშის საშუალებით. ისინი ასევე არაეფექტურები არიან, როდესაც ირჩევენ ლობირების მიდგომას. ლობირების პოლიტიკურ პროცესებში ჩაშენება მოხდა იმ ინსტიტუციების მიერ, რომლებიც უკვე ფლობდნენ მნიშნელოვან ძალაუფლებას (მაგ: კორპორაციები). აქტივისტებს შეუძლიათ ძალაუფლების მოკრება პროტესტების საშუალებით, თუკი მათ უკვე შეუძლიათ მოახდინონ საკმარისი რაოდენობით წარმომადგენლების დემონსტრირება (რომლებზეც ლობისტები ანხორციელებენ ბანკირებას), თუმცა ამგვარი მეთოდით ძალაუფლების ლობირებისკენ ჩაშვება უფრო სუსტია, ვიდრე კორპორაციების ცივი, ნაღდი ფულისა. გარდა ამისა ‘რევოლუციური’ ლობირება უფრო უნაყოფოა, ვიდრე მისი საპირისპირო, სტატუს ქვოს ლობირება. ლობირებას ასევე მივყავართ იერარქიულ და დასუსტებულ მოძრაობასთან. ამ მიდგომაში მოძღაობის წევრთა უდიდესი უმრავლესობა ცხვრებს წარმოადგენენ, რომლებიც უბრალოდ ხელს აწერენ პეტიციას, ახდენენ ფონდების მოძიებას და უჭირავთ საპროტესტო პლაკატები მაშინ, როდესაც პრივილეგირებული უმცირესობა, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ სამთავრობო ოფიციოზთან და სხვა ელიტებთან შეხვედრების წარმოებას, ფლობენ სრულ ძალაუფლებას. ლობისტები საბოლოო ჯამში უფრო ასოცირდებიან ავტორიტეტებთან, ვიდრე მათ მხარდამჭერებთან – ძალაუფლების მოპოვების შემდგომ მათ უყვარდებათ ძალაუფლების ფლობა და შესაბამისად მოძრაობის ღალატი უფრო საალბათო ხდება. თუკი პოლიტიკოსები წააწყდებიან მორალურად ძლიერ, არაკომპრომისულ ლობისტებს, ისინი უარს იტყვიან ლობისტებთან შეხვედრაზე, რაც გულისხმობს მოძრაობისათვის საყრდენის წართმევას. ლობისტი აქტივისტები ყველაზე წარმატებულები არიან, როცა მზად არიან კომპრომისზე წაიყვანონ თავიანთი მხარდამჭერები (რეპრეზენტაციული პოლიტიკა დემოკრატიაში წარმოადგენს ხელოვნებას, გაყიდო შენი მხარდამჭერები ისე, რომ კვლავაც შეინარჩნო მათი ლოიალობა). ზოგიერთი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ დააყენონ სამთავრობო პირები წნეხის ქვეშ, როგორც წესი, არ ნიშნავენ სპეციალიზებულ ლობისტებს და ამის შედეგად თავიდან იცილებენ ელიტური წინამძღოლების გაჩენას, რომლების კოოპტაციაც მარტივია სისტემის მიერ. მიუხედავად ამისა თავად კვლავ უწევთ იმ პოზიციაში ყოფნა, რომლიდანაც მოახდენენ წნეხის მობილიზებას რათა აიძულონ სისტემა ცვლილებისაკენ.

არაძალადობრივი აქტივისტები, რომლებიც იყენებენ ლობირების სტრატეგიას, ცდილობენ შექმნან პასიური რეალპოლიტიკა, რათა გამოიყენონ იგი ბერკეტად საელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა ერთადერთი გზა, ეს ბერკეტი გამოყენებული იქნას იმგვარი ინტერესების გასატარებლად, რაც დიამეტრალურად ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფოს სხვა ინტერესებს, ნიშნავს რომ დაემუქრო სახელმწიფოს არსებობას. მხოლოდ ამგვარი მუქარის შემთხვევაში ახდენს სახელმწიფო თავისი სხვა ინტერესების გადახედვას, რამდენადაც სახელმწიფოს უდიდესი და უპირველესი თვითინტერესი არის საკუთარი თავის სამუდამოდ შენახვა და თვითგანმეორება. მექსიკური რევოლუციისა და მიწის გადანაწილების ისტორიის თავისეულ ინტერპრეტაციაში ჯონ ტუტინო აღნიშავს:

‘მხოლოდ შეუდრეკელმა და ხშირად ძალადობრივმა ამბოხებულებმა, როგორიც არიან ზაპატისტები, მიიღეს მიწა მექსიკოს ახალი ლიდერებისაგან. გაკვეთილი ნათელი იყო: მიწა მიიღეს მხოლოდ მათ, ვინც დაემუქრნენ რეჟიმს.გსურს მიწის მიღება, აუცილებელია დაემუქრო რეჟიმს. ’

თან ეს განხორციელდა მთავრობისაგან, რომელიც ვითომ კავშირში უნდა ყოფილიყო მექსიკოს აგრარულ რევოლუციონერებთან. როგორ ფიქრობენ პაციფისტები, რას მიიღებენ მთავრობისგან, რომლის ფავორიტ ამომრჩევლებს საჯაროდ წარმოადგენენ კორპორატიული ოლიგარქები? ფრანც ფანონი იგივე სენტიმენტს გვიზიარებს ალჟირთან მიმართებაში:

‘1956 წელს, როდესაც ნაციონალური განმათავისუფლებლების ფრონტი თავის ცნობილ ბროშურაში აცხადებდა, რომ კოლონიალიზმი მხოლოდ მაშინ შესუსტდება, როდესაც მას კისერთან დანა ექნება მიბჯენილი, არცერთ ალჟირელი არ თვლიდა რომ ეს გამოხატვა ზედმეტად ძალადობრივი იყო. ბროშურა უბრალოდ გამოხატავდა იმას, თუ რასაც გრძნობდა ყველა ალჟირელი: კოლონიალზმი არ არის ფიქრის მოწყობილობა, არც სხეული, რომელიც დაჯილდოებულია დასაბუთებული არგუმენტების გამოტანის უნარებით. ეს წარმოადგენს ძალადობას თავის ბუნებრივ მდგომარეობაში და ის მხოლოდ მაშინ დაიხევს უკან, თუ მას უფრო დიდი ძალადობა დაუპირისპირდება’

გაკვეთლები, რაც ვისწავლეთ ალჟირისა და მექსიკური რევოლუციებიდან, გამოყენებადია მთელი ისტორიის განმავლობაში. ძალაუფლებასთან ბრძოლა ძალადობრივი იქნება, რამდენადაც ძალაუფლება თავად არის ძალადობრივი და გარდაუვალი რეპრესიები სწორედ ამ ძალადობის ესკალაციას წარმოადგენს. მათ შორის ‘კარგი მთავრობაც’ არ მოახდენს ძალაუფლების ზემოდან ქვემოთ გადანაწილებას, თუკი არ დადგება იმ საფრთხის წინაშე, რომ იგი სრულად დაკარგავს ძალაუფლებას. ლობირება სოციალური ცვლილებებისათვის, რადიკალური მოძრაობისათვის წარმოადგენს ისედაც მწირი რესურსების გაფლანგვას. წარმოიდგინეთ რომ მთელი ის მილიონობით დოლარი და მოხალისე პროგრესულების და რადიკალების მიერ გაწეული ათასობით ნამუშევარი საათი, ნაცვლად კანონმდებლობის ნაწილების შეცვლისა და კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის დამარცხებისა, წასულიყო აქტივისტური სოციალური ცენტრების, უფასო კლინიკების, მსჯავრდებულთა მხარდაჭერის ჯგუფების, სოციუმში კონფლიქტების გადაჭრის ცენტრების და უფასო სკოლების დაფინანსებაზე? ჩვენ ამით შევძებდით რეალური სარჩული დაგვედო სერიოზული რევოლუციური მოძრაობისათვის. ამის ნაცვლად უდიდესი მოცულობის ძალისხმევა ფუჭად გაიფლანგა.

გარდა ამისა აქტივისტები, რომლებიც იყენებენ ლობირების მიდგომას, ვერ ხედავენ, რომ მმართველებისათვის მოთხოვნების წაყენება ცუდი სტრატეგიაა. არაძალადობრივი აქტივისტები მთელ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ სამთავრობო ოფიციალებმა მოისმინონ მათი მოთხოვნები მაშინ, როდესაც შეეძლოთ ენერგიის ჩადება ძალების მოკრეფაში და იმ ბაზის მშენებლობაში, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ბრძოლის წარმოება. თუკი ისინი წარმატებული იქნებიან, რას მიაღწევენ ამით? საუკეთესო შემთხვევაში სახელმწიფო წაილუღლუღებს მოკლე საბოდიშო ფრაზას და მოთხოვნას ქაღალდზე დააკმაყოფილებს (რეალობაში კი მთავრობა მოახდენს ფაქტებით ჟონგლიორობას, რათა მოახდინონ პრობლემის გადაფარვა). ამის შემდგომ აქტივისტები კარგავენ საწყის იმპულსსა და ინიციატივებს. მათ მოუწევთ თავდაცვაზე წასვლა, მიმართულების შეცვლა, კამპანიების მიზნების გადახედვა, რათა ხაზი გაუსვან, რომ მიღებული რეფორმა ყალბია. ორგანიზაციის გულგატეხილი წევრები გამოეთიშებიან აქტივიზმს და სოციუმის უდიდესი ნაწილი აღიქვამს ორგანიზატორებს, როგორც მოწუწუნე ადამიანებს, რომელთა დაკმაყოფილება შეუძლებელია (ამიტომაც არაა გასაკვირი რომ ბევრი ლობირებაზე ორიენტირებული აქტივისტური ორგანიზაცია იკვეხნის გამარჯვებას ყველაზე ცარიელი და უმნიშნელო კომპრომისებისთვისაც კი).

მაგალითისათვის განვიხილოთ ამერიკული სკოლის სადარაჯო (School of the Americas Watch, SOAW). ათწლეულზე მეტი ხანია ორგანიზაცია იყენებს წლიურ პასიურ პროტესტებს, დოკუმენტურ ფილმებს, საგანმანათებლო კამპანიებს ლობისტური ძალაუფლების გასაზრდელად, რათა მოსთხოვოს პოლიტიკოსებს მხარი დაუჭირონ მოთხოვნას, დაიხუროს ამერიკის სკოლა (School of the Americas, SOA), სამხედრო სკოლა, რომელმაც გაწრთვნა ათობით ათასი ლათინოამერიკელი სამხედრო, რომლებიც თანამონაწილეები იყვნენ ყველაზე საშინელ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საშინელ ძალადობაში თავიანთ შესაბამის ქვეყნებში. 2001 წლისათვის SOAW-ს უკვე თითქმის გააჩნდა საკმარისი მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან, რომ დაეხურათ SOA. საფრთხის შეგრძნების შემდგომ პენტაგონმა მარტივად წარმოადგინა საპირისპირო სარჩელი, რომელიც დახურავდა SOA-ს და მომენტალურადვე კვლავ გახსნიდა მას ოღონდ სხვა სახელით. პოლიტიკოსებმა აირჩიეს იოლი გამოსავალი და გაატარეს პენტაგონის მოთხოვნა. ამის შემდგომ წლების განმავლობაში SOAW-მა ვეღარ მოახერხა უამრავი პოლიტიკოსის მხარდაჭერის დაბრუნება, რომლებიც აცხადებდნენ რომ სურდათ დარწმუნებულიყვნენ იყო თუ არა ‘ახალი’ სკოლა გაუმჯობესებული. თუკი SOAW ოდესმე მიაღწევს წარმატებას დახუროს ეს სკოლა, სულ ერთია რა ერქმევა მას, სამხედრო ადმინისტრაცია უბრალოდ მოახდენს სამხედროების წამების ტექნიკებში დატრენინგებას სხვა სამხედრო ბაზებსა და პროგრამებში ქვეყნის მასშტაბით, ან გადაიტან ამ შრომას საზღვარგარეთ არსებულ სამხედრო მრჩევლებზე. თუკი ეს მოხდება SOAW დარჩება სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიის გარეშე ისე, რომ იოტესოდენა ცვლილებასაც ვერ შეიტანს ამერიკის შეერთებული შტატების მილიტარიზმში. როდის ყოფილა რომ ამერიკის მთავრობა ოდესმე შეუჩერებია კანონმდებლობას ან ხელშეკრულებას იმგვარი ქმედებებისაგან, როგორც მას სურდა?

ამის საპირისპიროდ რადიკალები გადაამისამართებდენ თავიანთ ყურადღებას პირდაპირ ამერიკულ მილიტარიზმთან საბრძოლველად და თუკი ისინი ოდესმე მიაღწევდნენ, რომ შეექმნათ რეალური საფრთხე მოლაპარაკების მაგიდასთან მიახლოვების გარეშე, შეშინებული სამთავრობო ოფიციოზი თავად მოახდენდა კომპრომისებისა და საკანონმდებლო რეფორმების მონახაზების წერას, რათა თავიდან აეცილებინა რევოლუცია. დეკოლონიზაცია, ადამიანების უფლებების კანონმდებლობა და თითქმის ყველა სხვა რეფორმები სწორედ ამგვარად იქნა მოგებული. რადიკალებმა არასოდეს არ უნდა გამოიმწყვდიონ თავი ყუთში ან განაპირობონ ღალატი ლობირებით ან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომით. ქმედებების შერბილებაზე უარის თქმით რევოლუციონერები უკეთეს გარიგებას იღებენ იმათგან, ვისი მიზანიც არის ვაჭრობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი წაგებულები რჩებიან, მილიტანტური მოძრაობა მაინც აღწევს რეფორმებს. იტალიაში მოქმედი წითელი ბრიგადები საკმაოდ წარუმატებლები იყვნენ, თუმცა მათ იმხელა საშიშროება დაუყენეს იტალიის მთავრობას, რომ იძლებული გახადეს ისინი შეექმნათ ფართოდ გავრცელებული სოციალური კეთილდღეობის პროგრამები და შემოეტანათ სხვა პროგრესული კულტურული ზომები (მაგალითად საჯარო განათლების გაფართოება და სოციალური ხარჯის ამაღლება, სამთავრობო ფუნქციების დეცენტრალიზება, კომუნისტური პარტიის ხელისუფლებაში მოყვანა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისა და აბორტის ლეგალიზება) რათა მოეხდინათ მილიტანტური ბაზებისაგან მათი მხარდამჭერების ჩამოშორება რეფორმების საშუალებით.

ალტერნატივების შექმნის მიდგომა იყენებს რევოლუციური სტრატეგიის ერთერთ მნიშნელოვან კომპონენტს, თუმცა ბოლომდე ვერ აფასებს სხვა აუცილებელ კომპონენტებს, რაც საჭიროა წარმატებისათვის. ამის იდეა არის რომ ალტერნატიული ინსტიტუციების შექმნით შევქმნათ ავტონომიური სოციუმი და მოვახდინოთ დემონსტრირება რომ კაპიტალიზმი და სახელმწიფო არის არასაჭირო. რეალობაში ამგვარი ალტერნატივის მშენებლობისათის ყველაზე მნიშნელოვანია შეიქმნას და შენარჩუნდეს რევოლუციური მოძრაობა, რომელიც შექმნის იმ ბაზისს, რაზეც შემდგომ მოხდება განთავისუფლებული სოციუმის დაშენება. აბსოლუტურად აბსურდულია ვიფიქროთ, რომ სახელმწიფო წყნარად იჯდება და გვაცდის ვაწარმოოთ მსგავსი სამეცნიერო გამოფენის მსგავსი ექსპერიმენტები, რაც დაადასტურებს რომ სახელმწიფოს არსებობა არასაჭიროა.

არგენტინაში 2001 წელს მომხდარი ეკონომიკური კოლაფსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები (მაგალითად საწარმოების დაკავება) დიდწილად ინსპირირებული იყო ანტი ავტორიტარიანებისაგან. არაძალადობრივი აქტივისტები (ბევრი მათგანი წარმოადგენდნენ მეცნიერებს), რომლებიც ემხრობოდნენ მშიდობიანი ალტერნატიული ინსტიტუციების შექმნის სტრატეგიას, იყენებდნენ არგენტინაში მიმდინარე მოვლენების განზავებულ ინტერპრეტაციებს, რათა მოეხდინათ სიცოცხლის შეტანა სხვამხრივ მკვდარ სტრატეგიებში. არგენტინაში ოკუპირებული საწარმოები გადარჩნენ ამ ორიდან ერთერთი გზის გამოყენებით: მათ ან მიიღეს კანონიერი აღიარება და მოახდინეს კაპიტალისტურ ეკონომიკაში მარტივი, თანამონაწილეობითი ფორმის მქონე კორპორაციების შექმნა, ან აღმართეს ბარიკადები და მათი გამოყრის მცდელობებზე პოლიციასთან იბრძოლეს ხელკეტებისა და შურდულების დახმარებით და ასევე დაამყარეს ალიანსები მილიტანტურ სამეზობლო ჯგუფებთან, რათა ხელისუფლებას შეშინებოდა თავისი ქმედებებით კონფლიქტის ესკალაციის გამოწვევა. არგენტინაში არსებული საწარმოების მოძრაობა თავდაცვით ფაზაშია. მისი პრაქტიკა და თეორია კონფლიქტშია ერთმანეთთან, რამდენადაც ის არ მიიღწვის იმ საბოლოო მიზნისაკენ, რომ ჩაანაცვლოს კაპიტალიზმი მშრომელების მიერ კონტროლირებადი ალტერნატივების გავრცელებით. რადიკალური მშრომელების ერთერთი უმთავრესი სისუსტეა, რომ მათ არ შეუძიათ გაავრცელონ თავიანთ მოძრაობა იმ საწარმოების ექსპროპრიაციით, რომლის სათავეში კვლავაც არიან მენეჯერები. ამგვარი მოქმედების კურსი მათ უფრო დიდ კონფლიქტში შეიყვანდა მთავრობასთან, ვიდრე ამჟამად არიან. რომ დავაზუსტოთ, ისინი რასაკვირველია ისინი მნიშნელოვან და შთამბეჭდავ მაგალითს გვაძლევენ, მაგრამ რამდენადაც ისიცი იკავებენ მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც უკვე მიტოვებული იქნა, მათ არ შეუძიათ მოგვცენ რეალური მოდელი, თუ როგორ მოვახერხოთ კაპიტალიზმის ჩანაცვლება.

2004 წლის ჩრდილო ამერიკულ ანარქისტულ კონვერგენციაზე მთავარმა სპიკერმა, ჰოვარდ ერლიხმა მოუწოდა დღევანდელ ანარქისტებს იმოქმედონ იმგვარად, თითქოს რევოლუცია უკვე აქ არის და შეეცადონ იმგვარი სამყაროს შენებას, როგორის ნახვაც ჩვენ გვსურს. თავი რომ დავანებოთ მის მიერ მოცემული რჩევის უშინაარსობას ადამიანებისათვის, რომლებიც გამოკეტილები არიან ციხეში, გენოციდის წინაშე მდგარი მკვიდრი მოსახლეობისთვის, ერაყელებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან გადარჩენისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც იღუპებიან დიარეით მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ წვდომა სუფთა წყალზე და მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, გასაოცარია როგორ გამორჩა ერლიხს საკმაოდ გრძელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს სახელმწიფო რევოლუციური მოძრაობებისათვის გამოყოფილი ავტონომიური სივრცეების რეპრესირებას.

ჰარისონბურგში, ვირჯინიაში, ჩვენ მოვაწყვეთ ანარქისტული სოციალური ცენტრი, სადაც უსახლკარო ადამიანებს შეეძლოთ ღამე გაეთიათ ზამთრის განმავლობაში, ადამიანებს ვაწვდიდით უფასო საკვებსა და ტანსაცმელს. ექვს თვეში პოლიციელებმა დახურეს ცენტრი ზონირების კანონებისა და მშენებლობის კანონმდებლობების კრეატიული წყების გამოყენებით. 1960 წელს პოლიციამ აქტიური ინტერესი გამოთქვა მოეხდინა შავი პანტერების იმ პროგრამის საბოტაჟი, რომლითაც ისინი უფასო საუზმეს სთავაზობდნენ ბავშვებს.

მაინც როგორ უნდა მოვახდინოთ ალტერნატიული ინსტიტუციების მშენებლობა, თუკი უძლურები ვართ დავიცვათ ისინი რეპრესიებისაგან? როგორ მოვიძიებთ მიწას, რომელზეც მოვახდენთ ალტერნატიული ინსტიტუციების მშენებლობას, თუკი ამ სოციუმში ყველაფერი კერძო საკუთრების ქვეშ არის? და როგორ შეგვიძია დავივიწყოთ რომ კაპიტალიზმი არ არის უძველესი, ოდესღაც ისიც ‘ალტერნატივა’ იყო, რომელიც შემდგომ განვითარდა და გაფართოვდა სწორედ მისი უნარის შედეგად, დაეპყრო და მოეხმარებინა სხვა ალტერნატივები?

ერლიხი მართალია იმაში, რომ სასწრაფოდ გვჭრდება ალტერნატიული ინსტიტუციების მშენებლობა, მაგრამ არასწორია მოვაშოროთ აქცენტი იმ საკითხს, რომ ასევე ძალიან მნიშნელოვანია ვიშრომოთ არსებული ინსტიტუციების გასანადგურებლად და საკუთარი თავისა და საკუთარი ავტონომიური სივრცეების დასაცავად. იმ შემთვევაშიც კი, თუკი ალტერნატივების მშენებლობის სტრატეგიები აიღებს უფრო აგრესიულ არაძალადობრივ მეთოდებს, მისი პაციფიზმით შეზღუდვა არასოდეს არ მოგვცემს ისეთ ძლიერ ინსტიტუციებს, რომლებსაც შეეძლებათ წინ აღუდგნენ კაპიტალისტური სოციუმის მიერ წარმოებულ გულმოდგინე ძალადობას, როდესაც ისინი გადაწყვეტენ ავტონომიურ სოციუმზე გამარჯვებასა და მათ საკუთარ რიგებში აბსორბირებას.

საბოლოოდ ჩვენ გვაქვს ზოგადი დაუმორჩილებლობის არაძალადობრივი სტრატეგია. ეს წარმოადგენს ყველაზე დამთობ არაძალადობრივ სტრატეგიას, რომელიც ხშირად პატიობს საკუთრების განადგურებასა და ფიზიკურ წინააღმდეგობას. თუმცა დისციპლინირებული არაძალადობრივი კამპანიებიც ხშირად ამ კატეგორიაში ექცევა. ფილმი მეოთხე მსოფლიო ომი, წარმოადგენს რევოლუციის კონცეფციის მილიტანტურ საზღვარზე მყოფ ფილმს, რომელიც ხაზს უსვამს წინააღმდეგობის ბრძოლებს დაწყებული პალესტინიდან, დამთავრებული ჩიაპათი. თუმცა ის ამავდროულად მოხერხებულად მალავს იმ შეიარაღებული წინააღმდეგობის მნიშნელოვან სეგმენტებს, რომელშიც ეს ჯგუფები არიან ჩართულნი. შესაძლოა ეს ხდება ამერიკელი მაყურებლებისათვის კომფორტის შესაქმნელად. დაუმორჩლებლობის სტრატეგიები ცდილობს მოახდინოს სისტემის გათიშვა გაფიცვების, ბლოკადების, ბოიკოტების და დაუმორჩლებლობისა და უარყოფის სხვა ფორმების გამოყენებით. მართალია ეს ტაქტიკები უკიდურესად გამოსადეგია რეალური რევოლუციური პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, თავად სტრატეგიას ბევრი ამოუვსებელი ხვრელი გააჩნია.

ამგვარ სტრატეგიას მხოლოდ წნეხისა და უპირატესობის შექმნა შეუძლია. ის ვერასოდეს იქნება წარმატებული ძალაუფლების განადგურებაში ან სოციალური კონტროლის ხალხის ხელში გადატანის საქმეში. როდესაც პოპულაცია მონაწილეობს ზოგად დაუმორჩლებლობაში, ძალაუფლების მქონენი დგებიან კრიზისის წინაშე. დემოკრატიის ილუზია აღარ მუშაობს: სწორედ ეს წარმოადგენს კრიზისს. სატრანსპორტო მაგისტრალები ბლოკადირებულია და ბიზნესები გაჩერებული: ეს წარმოადგენს კრიზისს. თუმცა ძალაუფლებაში მყოფი ადამიანები კვლავაც დიდწილად მომგებიან მდგომარეობაშ არიან. არ არსებობს საშიშროება, რომ ამ გაფიცვების შედეგად ისინი შიმშილით დაიხოცებიან. ისინი კვლავ აკონტროლებენ ქვეყანაშ მყოფ სრულ კაპიტალს. რაც ყველაზე მთავარია, ისინი კვლავაც აკონტროლებენ ჯარსა და პოლიციას (რუსული რევოლუციის შემდგომ ელიტებმა საკმაოდ ბევრი ისწავლეს სამხედრო ძალისაგან ლოიალობის შენარჩუნების საქმეში. თავისმხრივ პოლიციაც ლოიალურ ლაქიებს წარმოადგენენ.) დახურული კარების მიღმა ბიზნეს ლიდერები, სამთავრობო ლიდერები და სამხედრო ლიდერები მოლაპარაკებულნი არიან. შესაძლოა მათ არ მიიწვიეს ელიტის ზოგიერთი, შერცხვენილი წევრი. შესაძლოა სხვადასხვა ფრაქციები სახავენ გეგმებს, თუ როგორ მოახდინონ ამ კრიზისიდან გამოსვლის შემდგომ სათავეში მოქცევა. მათ შეუძიათ გამოიყენონ სამხედრო ძალა, რათა გაამტვრიონ ნებისმიერი არაძალადობრივი ბარიკადები, კვლავაც აიღონ ოკუპირებული საწარმოები, მოახდინონ მათ შრომის ნაყოფის კონფისკაცია, თუკი აჯანყებულები შეეცდებიან ავტონომიური ეკონომიკის წარმოებას. საბოლოო ჯამში ძალაუფლების მქონენი დააპატიმრებენ, აწამებენ და დახოცავენ ყველა ორგანიზატორს. მოძრაობას ჩაიყვანენ მიწისქვეშ და მოახდენენ ქუჩებში წესრიგის აღდგენას. აჯანყებული პოპულაცია, რომელიც ანხორციელებს ჯდომით აქციებს ან ქვების სროლას, ვერ გაუძებს სამხედრო ძალას, რომელსაც მიცემული აქვს თავისუფლება გამოიყენონ ნებისმიერი ტიპის იარაღი მათი არსენალიდან. თუმცა დახურულ კარს მიღმა სახელმწიფო ლიდერები თანხმდებიან, რომ მსგავსი მეთოდები არ არის სასურველი. ისინი წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას. მათი გამოყენება წლობით გაანადგურებდა დემოკრატიის ილუზიას, შეაშინებდა ინვესტორებსა და ავნებდა ეკონომიკას. შესაბამისად ისინი იმარჯვებენ იმ მეთოდით, რომ აცდიან აჯანყებულებს გამოაცხადონ გამარჯვება: ბიზნესისა და სამხედრო ძალის მხრიდან განხორციელებული წნეხის შედეგად პრეზიდენტი და რამდენიმე არჩეული სამთავრობო წევრი ირჩევს რომ გადადგეს (ან, რაც უფრო უკეთესია, ვერტმფრენით გაიქცნენ). კორპორატიული მედია ამას უწოდებს რევოლუციას და ახდენს ჩამნაცვლებელი პრეზიდენტის პოპულისტური მანდატის ტირაჟირებას (რომელიც არჩეული იქნა ბიზნესებისა და სამხედრო ლიდერების მიერ). პოპულარული მოძრაობების აქტივისტები, თუკი მათ თავი შეიზღუდეს არაძალადობრიობით, ნაცვლად იმისა მომზადებულიყვნენ გარდაუვალი ესკალაციების ტაქტიკებისათვის, საბოლოოდ აგებენ ზუსტად მაშინ, როდესაც რევოლუციის ზღურბლზე არიან.

თავის გრძელვადიან ისტორიაში, ეს სტრატეგია არასოდეს ყოფილა წარმატებული დაუმორჩილების აქტებში ჩაება კერძო მესაკუთრეთა, მენეჯერთა და აღმასრულებელთა კლასის წარმომადგენლები, რამდენადაც მათი ინტერესები ფუნდამენტალურად საპირისპიროა დაუმორჩილებლობაში მონაწილეთა ინტერესებისაგან. ერთადერთი, რისთვისაც ამ დაუმორჩლებლობის აქტებს მიუღწევია, იყო მოეშორებინა კონკრეტული სამთავრობო რეჟიმები, თუმცა მათი ჩანაცვლება ყოველთვის ხდებოდა ახალი რეჟიმებით, რომლებიც ასევე ელიტებისაგან შედგებოდნენ (ზოგჯერ რეფორმისტი შუაშისტები და ზოგჯერ თავად ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები). ეს მოხდა ინდოეთში დეკოლონიალიზაციის დროს და არგენტინაში 2001 წელს. მარკოსი ფილიპინებში და მილოშევიჩი სერბეთში (ეს უკანასკნელი ასევე წარმოადგენს ‘რევოლუციების’ მაგალითებს, რომლებიც მოხდა უკრაინაში, საქართველოში და ლებანონში, წარმოადგენს ზოგადი დაუმორჩლებლობის არაეფექტურობის მაჩვენებელს, რეალურად მოახდინოს სოციალური ძალაუფლების ხალხის ხელში გადატანა. ყველა ეს პოპულარული გადატრიალებები რეალურად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რათა ძალაუფლებაში მოეყვანათ უფრო ბაზრისადმი მეგობრული, პრო ამერიკული პოლიტიკოსები). ისიც კი არ არის მიზანშეწონილი ვთქვათ, რომ ძველი რეჟიმები ‘იძულებით იყვნენ გაყრილები’. დაუმორჩილებლობისა და რეალური რევოლუციის საფრთხის წინაშე დამდგარებმა, მათ აირჩიეს გადაეცათ ძალაუფლება იმ ახალი რეჟიმებისათვის, რომლებსაც ენდობოდნენ რომ პატივისცემით მოეპყრობოდნენ სახელმწიფოსა და კაპიტალიზმის სტრუქტურებს. როდესაც მათ არ აქვთ არჩევანი, გადასცენ ძალაუფლება სანდო ძალას, ისინი ირჩევენ მოახდინონ მოძრაობის ბრუტალიზება და მათზე დომინაცია. მოძრაობაზე, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა და ვერ გადაურჩება ესკალაციის ტაქტიკებს. ეს არის რაც დაემართა ანტი-ავტორიტარიანულ მშრომელთა მოძრაობას ამერიკაში 1920-იან წლებში.

ზოგადი დაუმორჩლებლობის სტრატეგიები ცდილობს გააჩეროს სისტემა და ამ მიზნებშიც კი ისინი ნაკლებად ეფექტურები არიან, ვიდრე მილიტანტური სტრატეგიები. იგივე კონტექსტის ქვეშ, რომელსაც ზოგადი დაუმორჩლებლობა საჭიროებს, ფართო და კარგად ორგანიზებული აჯანყება, თუკი მას არ შევზღუდავთ არაძალადობრივი მეთოდებით და ამის მაგივრად მოვამარაგებთ მრავალფეროვანი ტაქტიკებით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. სისტემის გაჩერებისათვის შედარებაც არ არის ხიდის ან მატარებლის ხაზის მშვიდობიან ბლოკადასა და მის აფეთქებას შორის. მეორე იწვევს გაცილებით უფრო გრძელვადიან ბლოკადას, მისი აღდგენა უფრო ძვირი ჯდება და სახელმწიფოს მხრიდან უფრო დრამატულ პასუხს საჭეოებს, რაც უფრო აზარალებს სახელმწიფოს საჯარო სახეს და ამის ჩამდენებს საშუალებას აძლევს დაუსხლტნენ ხელიდან კანონმდებლებს და კიდევ ერთი დღე იბრძოლონ. მატარებლის ხაზის აფეთქება (ან რაიმე ნაკლებად დრამატული და ნაკლებად დამაშინებელი ტიპის საბოტაჟს გამოყენება, თუკი სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე ეს უფრო ეფექტური იქნება) უფრო შეაშინებს და გააბრაზებს განმათავისულებელი მოძრაობის ოპოზიციონერებს, ვიდრე მისი მშვიდობიანი გადაკეტვა. თუმცა ეს ასევე აიძულებს მათ, აღიქვან მოძრაობა უფრო სერიოზულად, ნაცვლად მისი აღქმისა, როგორც არამნიშნელოვანი და დროებით დაბრკოლება. (რასაკვირველია მათ, ვინც ახდენენ მრავალფეროვანი ტაქტიკების დანერგვას, შეუძლიათ საბოტაჟის სახით აირჩიონ მშვიდობიანი გადაკეტვა, თუკი მიიჩნევენ, რომ ეს უკეთეს საჯარო პასუხს მიიღებს).

მართალია ზოგადი დაუმორჩლებლობა შესაძლოა გარკვეულწილად გამოსადეგი იყოს მშრომელებისათვის, ეს სტრატეგია არარელევანტურია უკვე მარგინალიზებული პოპულაციებისთვის, როგორიცაა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებიც გაყრისა და განადგურების საფრთხის წინაშე დგანან, რამდენადაც მათ თანამონაწილეობა არაა სასიცოცხლოდ აუცილებელი აგრესორი ქვეყნისათვის. ამაზონთან მცხოვრები აჩეები არ იხდიან გადასახადებს, რომლების გაცემასაც შეაკავებდნენ მთავრობისათვის და არ მუშაობენ სამსახურში, საიდანაც შეუძლიათ წამოვიდნენ. მათ წინააღმდეგ მიმართული გენოციდური კამპანიები არ არის დამოკიდებული მათ თანამშრომლობაზე ან არათანამშრომლობაზე. ადამიანები, რომლებზეც სახელმწიფო ისურვებდა რომ ერთ დღესაც ამდგარიყვნენ და დახოცილიყვნენ, ვერანაირ ბერკეტს ვერ მოიპოვებენ დაუმორჩლებლობის გამოცხადებით.

როგორც ვნახეთ, ყველა ძირითადი არაძალადობრივი სტრატეგია აწყდება გადაულახავ პრობლემებსა და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა შედის ჩიხში. მორალობაზე თამაში ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორ ანხორციელებს სახელმწიფო კონტროლს. გარდა ამისა ის ბრმა არის მედიისა და კულტურული ინსტიტუციების მიერ დაგებული ბარიერების მიმართ. ხშირად ისინი ასევე არ გვთავაზობენ არაფერს იმ ფაქტთან დასაპირისპირებლად, რომ რეალობაში შეიარაღებული უმცირესობა მართავს უიარაღო უმრავლესობას. ლობირების მიდგომა ახდენს მნიშნელოვანი რესურსების გაფანტვას იმაში, რომ აიძულოს სახელმწიფო იმოქმედოს საკუთარი ინტერესების საპირისპიროდ. ალტერნატივების მშენებლობის გარშემო შექმნილი სტრატეგიები იგნორირებას უკეთებენ სახელმწიფოს შესაძლებლობას, მოახდინოს რადიკალური პროექტების რეპრესირება და კაპიტალიზმის შესაძლებლობას მოახდინოს კორუმპირებული ავტონომიური სოციუმების აბსორბირება. ზოგადი დაუმორჩლებლობა კარებს ხსნის რევოლუციისათვის, თუმცა ართმევს პოპულარულ მოძრაობებს ეკონომიკაზე პირდაპირი კონტროლის, სიმდიდრის გადანაწილების და სახელმწიფო რეპრესიული აპარატის განადგურების ტაქტიკებზე წვდომას.

გრძელვადიანი ხედვა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ეს არაძალადობრივი სტრატეგიები არაეფექტურია, ასევე მილიტანტური სტრატეგიების უპერსპექტივობასაც გვანახებს, რამდენადაც დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატების ანარქისტული ჯგუფების უდიდესი უმრავლესობა სავარაუდოდ სრულად მოუმზადებელია თავი დაიცვას სახელმწიფოსაგან. თუმცა ანტი ავტორიტარიანელების ყოველდღიური ორგანიზებითაა შესაძლებელი სტრატეგიულად დაიძლიოს პასიურობა და გაღვივდეს მილიტანტობა, შესაბამისად შეცვალოს სამომავლო ბრძოლების პერსპექტივები. არაძალადობრივი სტრატეგიები ხელს უშლიან ამგვარ შრომას. ისინი ასევე გვაყენებენ არახელსაყრელ მდგომარეობაში პოლიციასთან და მედიასთან ურთიერთობისას, ეს არის ის ორი მაგალითი, რისი ახსნაც ღირს.

არაძალადობა მხარს უბამს სოციუმში წესრიგის დამყარებასა და ხალხის შეკრების ადგილის კონტროლის სტრატეგიებს. პაციფისტური ტაქტიკები, ისევე როგორც სოციუმისა და ჯგუფების კონტროლის ტაქტიკები, იმგვარადაა შექმნილი, რომ მოახდინოს პოტენციურად შექმნილი დაუმორჩილებლობის სიტუაციების დეესკალირება. ამ ტაქტიკების აღწერა ზუსტად ემთხვევა პაციფისტების მიერ პროტესტის ჩატარების რეკომენდაციებს. პოლიცია ნებას იძლევა მოხდეს დაუმორჩლებლობის აბსოლუტურად მინიმალური ფორმის გამოყენება და ამავდროულას ესაუბრება პროტესტის წინამძღოლებს და ახდენს მათზე წინასწარი წნეხის განხორციელებას, რათა მათ მოახდინონ პროტესტის მხრიდან თვითკონტროლის დანერგვა. ‘სამშვიდობო მარშალები’, საპოლიციო კავშირები და მარშირებისათვის ნებართვების აღება, ყველა წარმოადგენს პოლიციის სტრატეგიის ასპექტებს, შესაბამისად რჩება კითვა, თუ რომელი პაციფისტური მოძრაობის ლიდერები გამოვიდნენ ამ იდეებით დამოუკიდებლად, იყო ეს მათი შინაგანად სახელმწიფოებრივი მენტალობის ბრალი თუ იქნებ იმდენად ენთუზიაზისტურები იყვნენ ’ გიყვარდეს შენი მტერი’-ს მიმართ, რომ თავად გადაყლაპეს იდეა, რომ მტრობა არის ის, თუ როგორ ჩაატარებ წინააღმდეგობას. ნებისმიერ შემთხვევაში მანამ, სანამ გავაგრძელებთ არაძალადობრივი ლიდერებისადმი ტოლერანტულობას, პოლიციას ვეყოლებით იქ, სადაც სურთ რომ ვიყოთ. მაგრამ თუკი ჩვენ უარს ვიტყვით დე-ესკალირებასა და პოლიციასთან თანამშრომლობაზე, ჩვენ შეგვიძლია დავაორგანიზოთ დამანგრეველი პროტესტები როდესაც გვესაჭიროება ჩვენი სოციუმისთვის ან ჩვენი მიზნებისათვის უკომპრომისო ბრძოლა.

არაძალადობას ასევე მივყავართ ცუდ მედია სტრატეგიებთან. არაძალადობრივი ქმედებების კოდექსი საპროტესტო აქციების განმავლობაში, უპირისპირდება მედიასთან ურთიერთობის ერთერთ მთავარ წესს, რაცაა: ყოველთვის დარჩით ერთსა და იგივე მესიჯზე. არაძალადობრივ აქტივისტებს არ ესაჭიროებათ არაძალადობრივი კოდექსის გამოყენება, რომ იმოქმედონ სამშვიდობო ფარგლებში. ისინი ამ კოდექსს იყენებენ, რათა თავიანთი წინამძღოლების იდეოლოგიური კონფორმულობა თავს მოახვიონ პროტესტის სხვა მონაწილეებსაც. ისინი ამას ასევე აკეთებენ თავის დაზღვევის მიზნით. თუკი პროტესტის მონაწილე არაკონტროლირებადი ელემენტები გამოიყენებენ ძალადობრივ აქტს, მათ შეუძლიათ საკუთარი ორგანიზაციის დაცვა მედიის მხრიდან წარმოებული დემონიზაციისაგან. ისინი სწრაფადვე ამოიღებენ თავიანთ არაძალადობრივ კოდექსს, რომ დაამტკიცონ, რომ პროტესტის ხელმძღვანელობა არ იყო პასუხისმგებელი ძალადობაზე. ამ შემთხვევაში ისინი უკვე აგებენ მედიასთან ბრძოლას. ტიპიური იდეების მიმოცვლა დაახლოებით ასე მიმდინარეობს:

რეპორტიორი: რას იტყოდით დღეს პროტესტის განმავლობაში ჩამტვრეულ ფანჯრებზე?

პროტესტის ორგანიზატორი: ჩვენმა ორგანიზაციამ კარგად მოახდინა არაძალადობრივი ქმედებების დაპირების გავრცელება. ჩვენ ვგმობთ ექსტრემისტების ქმედებებს, რომლებიც აფუჭებენ ამ საპროტესტო აქციას იმ კეთილგანწყობილი ხალხისათვის, ვისაც ადარდებს ტყეების გადარჩენა/ომის შეჩერება/გამოსახლებების დასრულება

აქტივისტებს იშვიათად ეძლევათ 2 ხაზზე მეტი ციტატის და 10 წამზე დიდი სიგრძის ინტერვიუს მიცემის საშუალება კორპორატიულ მედიაში. ზემოთ მოცემულ მაგალითზე მოყვანილი არაძალადობრივი აქტივისტი მისკენ მიპყრობილ დროებით ყურადღებას ფლანგავს თავდაცვაზე გადასვლაში, რაც მათ მიერ განცხადებულ საპროტესტო მიზანს ხდის მეორადს, შედარებით ელიტების სადარდებელთან (რაც არის საკუთრების განადგურება მოპროტესტეების მიერ). ის ასევე იძლევა ნიშანს, თითქოს აღიარებს თავის სისუსტეს, ჩავარდნასა და პროტესტის მონაწილეების დისორგანიზაციას (ის ერთდროულად იღებს კიდევაც პასუხისმგებლობას სხვა მოპროტესტეების საქციელზე და ამავდროულად დარდობს მათზე კონტროლის დაკარგვას). და რაც არანაკლებ მნიშნელოვანია, ის ახდენს მოკავშირეებისათვის საჯაროდ ზურგში დანის ჩარტყმას, რაც ახდენს მოძრაობის გახლეჩვას. ეს საუბარი რეალურად უნდა ამგვარად წარმართულიყო:

რეპორტიორი: რას იტყოდით დღეს პროტესტის განმავლობაში ჩამტვრეულ ფანჯრებზე?

პროტესტის ორგანიზატორი: ეს არაფერს წარმოადგენს ტყის ჩეხვის/ომის/გამოსახლებების დროს განხორციელებულ ძალადობასთან შედარებით. [დაამატეთ მნიშნელოვანი ფაქტი პრობლემასთან დაკავშირებით.]

როდესაც ხდება მედიისგან ზეწოლა ან კითხვის დასმა ხდება წესრიგის დამცველებისაგან, აქტივისტებმა შესაძოა განაცხადონ, რომ ისინი პერსონალურად არ არიან პასუხისმგებლები საკუთრების განადგურებაზე და ვერ გააკეთებენ კომენტარს, თუ რა უნდა ყოფილიყო მათი მოტივაცია, ვინც ეს ჩაიდინა. საუკეთესო გამოსავალია არ ვესაუბროთ კორპორატიული მედიის წარმომადგენლებს, ისე, თითქოს ისინი ადამიანები არიან, რადგან ისინი იშვიათად იქცევიან ადამიანებივით. აქტივისტმა მათ კითხვებზე უნდა გასცეს მოკლე და ნათელი პასუხები, რომელშიც ტაქტიანად წარმოაჩენს პრობლემის არსს. სხვამხრივ ედიტორები სავარაუდოდ გაუშვებენ სხვა, უაზრო ციტატას და მოახდენენ ინფორმატიული ან რთული ციტატის ცენზურას. თუკი აქტივისტები მოახერხებენ შეინარჩუნონ ფოკუსი საპროტესტო პრობლემაზე, მათ მიეცემათ საშუალება თავი გაიმართლონ მოგვიანებით, იქნება ეს ედიტორისათვის წერილის მიწერა თუ მედია საშუალებების მიერ განხორციელებული ცილისმწამებლური ბრალდებების გაპროტესტება. თუკი აქტივისტები უფრო დაინტერესებულნი არიან გაიმართლონ თავი, ვიდრე აღნიშონ პრობლემა, მსგავსი პროტესტი მკვდრადშობილია.

პირველი შეხედვით რევოლუციის მილიტანტურად ჩასახვა უფრო არაპრაქტიკული ჩანს, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებით დასახვა მაგრამ ეს იმიტომ, რომ იგი რეალისტურია. ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ კაპიტალიზმი, სახელმწიფო, თეთრი უპირატესობა, იმპერიალიზმი და პატრიარქატი, ყველა წარმოადგენს პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ გამართულ ომს. ხოლო რევოლუცია წარმოადგენს ამ ომის გაინტენსივებას. ჩვენ არ შეგვიძლია გავინთავისუფლოთ თავი, და შევქმნათ ისეთი სამყარო, როგორშიც ვისურვებდით ცხოვრებას, თუკი ვთვლით, რომ ფუნდამენტალური სოციალური ცვლილების მიღწევა შესაძლებელია სიბნელეში სინათლის შეტანით, ადამიანების გულებისა და ფიქრების მოგებით, ძალაუფლებასთან ჭეშმარიტების საუბრით, ადამიანის ყურადღების მიპყრობით და სხვაგვარი პასიური პარადებით. ყოველწლიურად ამ პლანეტის მაცხოვრებელი მილიონობით ადამიანი იღუპება სულ რაღაც სუფთა წყალზე წვდომის არქონით. მთავრობებმა და კორპორაციებმა მოახერხეს საერთო საკუთრებაზე კონტროლის უზურპაცია, თუმცა არანაირი სარგებელი არ აქვთ ამ ხალხისგან, ასე რომ აცლიან მათ დახოცვას. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება, რადგან კორპორაციებსა და მათთან მოკავშირე მთავრობებს არ სურთ იწარმოებოდეს შიდსის წამალი და სხვა წამლები მათზე პატენტის არ მქონე საწარმოების მიერ. გგონიათ რომ ინსტიტუციებს და ელიტურ ინდივიდუალებს, რომლებსაც გააჩნიათ ძალაუფლება მილიონობით ადმიანის სიკვდილ/სიცოცხლის საკითხზე, ადარდებთ ჩვენი პროტესტები? მათ უკვე გამოგვიცხადეს ომი და ჩვენ უნდა შევუბრუნოთ ომი მათვე. არა იმიტომ რომ გაბრაზებულნი ვართ (მიუხედავად იმისა რომ უნდა ვიყოთ), არა შურის საძიებლად, არა იმიტომ რომ ჩენ ვმოქმედებთ იმპულსურად, არამედ იმიტომ რომ ჩვენ შევადარეთ ერთმანეთს შესაძებლობა ვიცხოვროთ თავისუფლად თუ ვიცხოვროთ იმ ნებისმიერი ფორმის დომინაციური სისტემის სირცხვილის ქვეშ, რაც დგას პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში. რადგანაც გავაანალიზეთ, რომ ადამიანები უკვე იბრძვიან საკუთარი განთავისუფლებისათვის, ხშირად მარტოდმარტო და მათ აქვთ ამის უფლება და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ. და ასევე იმიტომ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ვცხოვრობთ ერთმანეთთან ურთიერთგადაჯაჭვულ ციხეებში და იმისთვის რომ გავთავისუფლდეთ, გავანადგუროთ ეს ციხეები და დავამარცხოთ ციხის ზედამხედველები, აუცილებელია ვიბრძოლოთ ნებისმიერი შესაძლებელი გზით.

იმის გაცნობიერება, რომ ეს უკვე არის ბრძოლა, დაგვეხმარება გადავწყვიტოთ რისი გაკეთებაა საჭირო ეფექტური და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნისათვის. ისინი, ვინც ვცხოვრობთ ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში ან ბევრ სხვა ადგილას, ვცხოვრობთ დემოკრატიის ილუზიის ქვეშ. მთავრობა ზრდილობიანად გვაჩვენებს თავს, რომ ის არ დაგვხოცავს, თუკი ჩვენ ეჭვქვეშ დავაყენებთ მის ავტორიტეტს, თუმცა ეს საკმაოდ სუსტი და ზედაპირული შეხედულებაა. 1901 წელს კონგრესისადმი თავის მიმართვაში პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი დღის მტრების შესახებ აცხადებდა: ‘ჩვენ დაუღალავად და ეფექტურად უნდა ვაწარმოოთ ომი არა მხოლოდ ანარქისტებთან, არამედ ანარქისტების აქტიურ და პასიურ თანამგრძნობებთან’. ასი წლის შემდგომ, 2001 წლის სექტემბერში ჯორჯ ბუში უმცროსმა განაცხადა: ‘შენ ან ჩვენს მხარეს ხარ, ან ტერორისტების’.

გარდა იმის ჩვენებისა, თუ რა მცირედით შეიცვალა პოლიტიკა ამ საუკუნის განმავლოვაში, ეს ციტატები ასევე გვისვამენ საინტერესო კითხვას. რა საკვირველია ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ ბუშს მოთხოვნა, რომ თუკი ჩვენ გვერდით არ ვუდგავართ ოსამა ბინ ლადენს, აუცილებლად უნდა განვუცხადოთ თავდადება თეთრ სახლს. მაგრამ თუკი ჩვენ მყარად ვდგავართ არალოიალობაზე, მიუხედავად ჩვენი პერსონალური აფილაციისა, ჯორჯ ბუშმა უკვე გვიწოდა ტერორისტები, ხოლო იუსტიციის დეპარტამენტმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მას შეუძლია ჩვენს წინააღმდეგ სარჩელი აწარმოოს. ამ კუთხით თავიანთ კამპანიებში ისინი უკვე მოიხსენიებენ გარემოს დამცველ რადიკალურ აქტივისტებს, როგორც ‘ეკოტერორისტებს’. გაერთიანებული, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფი ახდენს დისიდენტების მიმართ ჯაშუშობას. ხოლო მუსლიმი ემიგრანტების შევიწროვება, რეპრესირება და დეპორტაცია საშინაო ‘უსაფრთხოების’ ერთერთი ძირითადი აქტივობაა 11 სექტემბრის შემდგომ. ჩვენ უნდა შევამჩნიოთ, რომ ‘ტერორისტი’ ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენს მთავრობის საყვარელ იარლიყს თავისუფლებისათვის მებრძოლებისთვის მისაკერებლად და რასაკვირველია ეს პატივი ნაადრევად არის ბოძებული, თუ გავითალისწინებთ ჩვენს მოძრაობაში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას. დაშოშინებული წინააღმდეგობის მოძრაობა აშშ-ში საკმაოდ არაკომფორტულად არის თავისუფლებისთვის მებრძოლის როლში. ნაცვლად იმისა რომ ვაღიაროთ უკვე არსებული ომის არსებობა, ჩვენ გადათრეულები ვართ ბუშის დიქოტომიის უსაფრთხო მხარეს, სულ ერთია ამას ვაღიარებთ თუ არა და არაძალადობა სწორედ ჩენი თავის გასამართლებელი საბუთია.

გენერალი ფრენკ კიტსონი, გავლენიანი თეორეტიკოსი ბრიტანეთის მილიტარული, საპოლიციო და სოციალური კონტროლის საკითხებში, რომლის სტრატეგიები ფართოდ გავრცელებული და გამოყენებულია სახელმწიფო დამგეგმარებლებისა და საპოლიციო სააგენტოების მხრიდან აშშ-ში, ახდენს სოციალური არეულობის დაყოფას სამ სტადიად: მომზადება, არაძალადობა და ამბოხება. პოლიციას გააზრებული აქვს ეს და როგორც შეუძლიათ ცდილობენ დისიდენტები და მასები გააჩერონ პირველ ორ სტადიაზე. დისიდენტების უდიდეს ნაწილს არ აქვს ეს გაცნობიერებული. ისინი ვერ იგებენ, რა იქნება საჭირო, რათა მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება სოციუმზე და ისინი ხელს უშლიან როგორც საკუთარ თავებს, ასევე მის მოკავშირეებს სრულად გაიარონ ეს გზა.

საკმაო საბუთი გვაქვს დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს უფრო ეშინია მილიტანტური ჯგუფების, ვიდრე არაძალადობრივი ჯგუფების და სწორედ ეს გამოვიყენეთ იმის დასამტკიცებლად, რომ მილიტანტური ჯგუფები უფრო ეფექტურია. სახელმწიფო ხვდება, რომ მან უნდა იმოქმედოს უფრო ძალადობრივად და ენერგიულად რათა გაანეიტრალოს მილიტანტური ჯგუფები. ხშირად გამიგია არაძალადობრივი აქტივისტებისაგან ამ ფაქტის აბსოუტურად თავდაყირა დაყენება და იმის მტკიცება, რომ არაძალადობრივი რევოლუციის მცდელობები უფრო ეფექტურია რამდენადაც მილიტანტური მცდელობები უფრო უმოწყალოდ იქნება რეპრესირებული (წიგნის სხვა თავებში მოყვანილი მაქვს ამ აქტივისტების ციტატები საიდანაც ჩანს, რომ მათი მთავარი სატკივარი საკუთარი უსაფრთხოებაა). მართალია, რომ მილიტანტი აქტივისტების მიერ დასახული რევოლუციის გზა უფრო რთული და სახიფათოა, ვიდრე არაძალადობრივი აქტივისტების გზა, თუმცა მას აქვს ასევე უპირატესობა, იყოს რეალისტური, განსხვავებით არაძალადობრივი ფანტაზიებისაგან. თუმცა ეს ლოგიკური ჟონგლიორობა ღირს იმად, რომ კარგად გამოვიკვლიოთ.

პაციფისტები აცხადებენ, რომ ისინი უფრო ეფექტურები არიან რამდენადაც ყველაზე სავარაუდოა რომ ისინი გვერდს აუვლიან რეპრესიებს. ამის გამართლება ისაა, რომ მილიტანტები აძლევენ სახელმწიფოს თავის გამართლების საშუალებას მათ განადგურების შემდეგ (თავის გამართლება არის თავდაცვა ძალადობრივი მტრის წინააღმდეგ) მაშინ, როცა სახელმწიფოს არ შეუძლია გამოიყენოს ძალადობა პაციფისტების მიმართ, რამდენადაც ეს გამართლებული არ იქნება. ეს გულუბრყვილო დასკვნა გამომდინარეობს იმ ვარაუდიდან, რომ სახელმწიფო ანხორციელებს მართვას საჯარო შეფასებებიდან გამომდინარე და არა პირიქით. რომ გავცდეთ არაძალადობრივების სოფისტიკას, ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავადგინოთ, იქნება თუ არა საელმწიფოს მიერ განხორციელებული რეპრესიები პოპულარული სახალხო სამსჯავროზე. ამის განმსაზღვრელი არის ამ აქტივისტების ჯგუფის პოპულარობის ხარისხი სოციუმში, რითიც ხდება მათი ლეგიტიმაცია. ჯგუფი ან არის პოპულარული, ან არა და ამას არაფერი საერთო არა აქვს ძალადობასთან ან არაძალადობასთან. თუკი ადამიანები არ მიიჩნევენ მოძრაობას ლეგიტიმურად ან მნიშნელოვნად, ისინი სულ ტაშით დაუჭერენ მხარს სახელმწიფოს მიერ განხრციელებულ ჟლეტას. მაგრამ თუკი ადამიანები თანაგრძნობას განიცდიან წინააღმდეგობის ჯგუფის მიმართ, მაშინ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეპრესიები უფრო მეტ წინააღმდეგობას გამოიწვევს. შეიენის და არაპაჰოს (ამერიკის ნატივური ტრაიბები) მშვიდობიანი ჯგუფებისათვის სასაკლაოს მოწყობამ სენდ კრიკში მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა ძირითადად თეთრკანიან მოსახლეობისგან. იგივე იყო საჯარო პასუხი 1950 წელს უწყინარი ‘კომუნისტების’ წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების დროს, თუმცა თავისი პოპულარობის პიკში, როდესაც ბრიტანეთი შეეცადა შეევიწროვებინა ირლანდიური რესპუბლიკური არმია (IRA), ამან უფრო მეტი მხარდამჭერები მოუტანა IRA-ს და მეტი სირცხვილი ბრიტანეთს, როგორც ირლანდიაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ბოლო ათწლეულებში სერბეთის მცდელობებს, გაესრისა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია, იგივე ეფექტი ჰქონდა.

სახელმწიფოს შეუძლია რეპრესიებში გაატაროს ორივე, როგორც არაძალადობრივი, ასევე მილიტანტური ჯგუფები, ამის საპასუხოდ ხალხის მხრიდან წამოსული ნეგატიური დაპირისპირების გარეშე მანამ, სანამ ის აკონტროლებს იდეოლოგიურ ველს. არაძალადობრივ ჯგუფებს შეუძლიათ ოპერირება ნაკლები კულტურული დამოუკიდებლობითა და პოპულარული მხარდაჭერით, რამდენადაც ისინი უფრო დაბლა უმიზნებენ და აყენებენ მინიმალურ საფრთხეს მაშინ, როცა მილიტანტური ჯგუფები, მისი არსებობისდა გამო, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ძალადობის გამოყენების მონოპოლიასთან პირდაპირ დაპირისპირებას. მილიტანტურ ჯგუფებს ესმით, რომ მათ უნდა დაძლიონ სახელმწიფო და მანამ, სანამ ისინი არ მოახერხებენ ფართო კულტურული წინააღმდეგობის აშენებას (თუკი ეს მოძრაობა არ აღმოცენდებამსგავსი კუტურისგან), ისინი მუდმივად იზოლაციაში და გაქცევაზე იქნებიან. მეორეს მხრივ პაციფისტურ ჯგუფებს აქვთ არჩევანი, უარი თქვან სახელმწიფო ძალაუფლებასთან დაპირისპირებაზე და თავი მოგვაჩვენონ, რომ ისინი ჩართულნი არიან რაღაც პროცესებში, რომელიც მაგიურად გარდაქმნის სახელმწიფოს ‘სიყვარულის ძალის საშუალებით’, ან მათი გულისგამგმირავი სურათების და კარდონის თოჯინების მედიასაშუალებებში გავრცელებით ან რაიმე სხვა გზით. პაციფიზმის სიჭარბე ან უკმარისობა კარგი ბარომეტრია მოძრაობის სისუსტეებისათვის. ძლიერი სახალხო მხარდაჭერა საშუალებას აძლევს რადიკალურ მოძრაობას, რომ გადარჩეს რეპრესიებს. თუკი მოძრაობა მოახერხებს მიამხროს პოპულარული მხარდაჭერა სახელმწიფოს წინააღმდეგ მილიტანტურ ბრძოლას, ისინი გაცილებით უფრო ახლოს იდგებიან გამარჯვებასთან.

სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას მოახდინოს თუ არა აქტივისტებისა და სოციალური მოძრაობების რეპრესირება, როცა ის თვლის დისიდენტების მიზნებს საშიშროებად, თუმცა მიღწევადად. თუკი მიზანია ჩამოვართვათ და გავანადგუროთ სახელმწიფო ძალაუფლება, ხოლო სახელმწიფო აგენტები თვლიან რომ არსებობს გარკვეული შანსები ამ მიზანთან მიახლოვების, ისინი მოახდენენ მოძრაობის რეპრესირებასა და განადგურებას მიუხედავად იმისა, თუ რა ტაქტიკებს გამოიყენებენ ეს ჯგუფები. თავისთავად ძალადობა წაახალისებს რეპრესიებს? არა აუცილებლად. მოდი განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები და ერთმანეთს შევადაროთ მსოფლიო ინდუსტრიული მშრომელების, ემიგრანტი იტალიელი ანარქისტებისა და აპალაჩიელი მეშახტეების მიმართ განხორციელებული რეპრესიები. ეს სამივე შემთხვევა დაახლოებით ერთდაიგივე პერიოდში, პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში და 1920-იან წლებში განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მსოფლიოს ინდუსტრიალური მშრომელები (IWW) და მისი წევრები, რომლებიც ცნობილები იყვნენ მეტსახელით ‘უობლიები’- წარმოადგენდნენ ანარქისტულ მშრომელთა პროფკავშირებს და მათი მიზანი იყო გაეუქმებინათ ანაზღაურებადი შრომა. თავის პიკზე 1923 წელს IWW-ს თითქმის ნახევარი მილიონი წევრი და აქტიური მხარდამჭერი ჰყავდა. დასაწყისში ეს პროფკავშირი მილიტანტური იყო: IWW-ს ზოგიერთი ლიდერი წააქეზებდა საბოტაჟს, თუმცა იგი ბოლომდე არ უარყოფდა არაძალადობრივ მეთოდებს, მისი მრავალი ტაქტიკებიდან ზოგი იყო განმანათლებლური ტაქტიკა, პროტესტების ორგანიზება, ‘სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლები’ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. IWW წარმაოდგენდა მიწისზედა ორგანიზაციას მისმა ცენტრალიზებულმა სტრუქტურამ სახელმწიფოს გაუადვილა მის წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელება. სახელმწიფოს მიერ წარმოებული წნეხის საპირისპიროდ ორგანიზაციამ ის პოზიციაც კი არ დაიჭრა, რომ დაპირისპირებოდა პირველ მსოფლიო ომს. ‘საბოლოო ჯამში წინამძღოლობამ გადაწყვიტა პირდაპირ აღარ წაექეზებინა მისი წევრები კანონების დარღვევისაკენ [რომ შეწინააღდეგებოდნენ ომში გაწვევის პროცედურას]. ის, თუ როგორი მობყრობაც მიიღეს მათ ფედერალური მთავრობისაგან, სჯობდა რომ მსგავსი წაქეზებისაგან თავი არ შეეკავებინათ’. ‘უობლიებმა’ გაითვალისწინეს სახელმწიფო მოთხოვნა პასივობაზე 1913 წლის ელიზაბეტ გურლი ფლინის პამფლეტის შეწყვეტით, რომელშიც ის ადამიანებს მოუწოდებდა საბოტაჟისკენ. IWW-მ ასევე გაიწვია ცირკულაციიდან მსგავსივე წიგნები და პამფლეტები და ოფიციალურად დაგმო საბოტაჟის გამოყენება მისი ნებისმიერი წევრის მხრიდან. რასაკვირველია არცერთმა ამ ქმედებამ არ დაიცვა პროფკავშირი რეპრესიებიდან, ვინაიდან სახელმწიფოს ის უკვე ჰყავდა იდენტიფიცირებული, როგორც საშიშროება, რომლის ნეიტრალიზება იყო საჭირო. IWW-ს მიზნები (ანაზღაურებადი შრომის გადაგდება და შრომითი კვირის ნელნელა შემცირება) წარმოადგენდა საფრთხეს კაპიტალისტური წესრიგისადმი და ამ პროფკავშირების ზომამ მისცა მათ მნიშნელოვანი ძალაუფლება ამ საშიში იდეების ცირკულაციაზე, რასაც მნიშნელოვანი ხარისხის შრომითი გაფიცვები მოჰყვა. 1918 წელს ჩიკაგოს სასამართლოში მოხდა 100 უობლის გასამართლება, დამატებით IWW ლიდერების გასამართლებაც მოხდა საკრამენტოსა და ვიჩიტაში. სახელმწიფომ ისინი დაადანაშაულა ამბოხებისაკენ მოწოდებაში, ძალადობის ადვოკატირებაში და კრიმინალურ სინდიკალიზმში. ყველა მათგანი დამნაშავედ იქნა მიჩნეული. დაპატიმრებებისა და სხვა ტიპის რეპრესიების შემდგომ (მათ შორის მოხდა ზოგიერთი IWW ორგანიზატორის ლინჩის წესით დასჯა ზოგიერთ ქალაქებში), პროფკავშირის ფეთქებადი ძალა დაკარგული იქნა. მან ვეღარ მოახერხა კვლავაც აღედგინა ამერიკული მშრომელთა მოძრაობაზე წვდომა. ვობლიებმა ანგარიში გაუწიეს სახელმწიფო ძალაუფლებას და გაიმშვიდობიანეს თავი, დაგმეს ძალადობრივი ტაქტიკები და ეს იყო მათ რეპრესიებისაკენ გადადგმული ნაბიჯები. მოხდა მათ დაჭერა, ცემა, ლინჩს წესით დასჯა. სახელმწიფომ მოახდინა მათ რეპრესირება მათ იდეების რადიკალურობისა და პოპულარულობის გამო. ძალადობის დაგმობამ ხელი შეუშალა მათ დაეცვათ საკუთრი ხედვა.

იტალიელი ემიგრანტი მილიტანტი ანარქისტები, რომლებიც ცხოვრობდნენ ნიუ ინგლანდში, მეტნაკლებად გადარჩნენ სამთავრობო რეპრესიებს, როგორც მინიმუმ ისევე, როგორც უობლიები. მიუხედავად იმისა, რომ მათი რიგები გაცილებით უფრო მცირე თუმცა მათი ტაქტიკები გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იყო. მათ ააფეთქეს რამდენიმე სამთავრობო წარმომადგენლის სახლები და ოფისები და კინაღამ მოკლეს ამერიკის გენერალური პროკურორი, მიტჩელ პალმერი. ყველაზე მილიტანტური იტალიელი ანარქისტები იყვნენ გალენისტები, რომლებიც ჩართულები იყვნენ კლასობრივ ომში. განსხვავებით უობლიებისგან, ისინი ღიად და ხმამაღლა ორგანიზდნენ პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ. აწყობდნენ სიტყვით გამოსვლებს და გამოსცეს ზოგიერთი, ყველაზე არაკომპრომისული და რევოლუციური ომის საწინააღმდეგო გაზეთები, მაგალითად Cronaca Sovversiva (სუბვერსიული ქრონიკები, რომელიც სამართალდამცავებმა გამოაცხადეს, როგორც ‘ყველაზე საშიში გაზეთი, რომელიც ქვეყანაში გამოცემულა’). ამ ჯგუფის რამდენიმე წევრი ომის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებზე პოლიციამ პირდაპირ გასროლით მოკლა. გალეანისტები ენერგიულად უჭერდნენ მხარს მშრომელების ორგანიზებას ნიუ ინგლანდის საწარმოებში და ისინი წარმოადგენდნენ ბევრი შრომითი გაფიცვის მნიშნელოვან მხარდამჭერებს. ისინი ასევე ახერხებდნენ რომ ორგანიზებულიყვნენ და აღმდგარიყვნენ ამერიკაში ფაშიზმის მზარდი ტალღის წინააღმდეგ. თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ყველაზე დიდი კვალი დატოვეს საკუთარი უარით, მიეღოთ სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიები.

მათ განახორციელეს ათობით აფეთქებები ნიუ ინგლანდის ქალქებში, მილვოკიში, ნიუ იორკში, პიტსბურგში, ფილადელფიაში, ვაშინგტონსა და სხვაგან, რაც ძირითადად წარმოადგენდა სამთავრობო ძალების მხრიდან მათი თანამებრძოლებისა და ამხანაგების მკვლელობებსა და დაპატიმრებებზე პასუხს. მათ ყველაზე დიდი აფეთქება იყო 1920 წელს ვოლსტრიტის დაბომბვა საკოსა და ვანზეტის ტყუილად დაპატიმრებისათვის (რომლებიც დამნაშავედ ცნეს ბრაინტბრიის ძარცვისათვის, რაც მათ არ ჩაუდენიათ, თუმცა სავარაუდოდ ეხმარებოდნენ გალიანისტებს ზოგიერთი აფეთქებების მოწყობაში). ამ აქტმა შეიწირა 33 ადამიანი და გამოიწვია ორი მილიონი დოლარის ზარალი. სხვა ყველაფერთან ერთად გაანადგურა მორგანის სახლი, ჯეი პი მორგანის ამერიკული საფინანსო კაპიტოლიუმის შენობა. ამის საპასუხოდ ფედერალურმა ბიურომ განახორციელა მასიური გამოძება და ადამიანებზე ნადირობა, თუმცა ვერავინ დაიჭირა. პოლ ავრიჩმა დაადგინა, რომ დაბომბვა სავარაუდოდ განახორციელა მარტოხელა გალეანისტმა, მარიო ბუდამ, რომელიც გაიქცა იტალიაში და იქ გააგრძელა თავისი მუშაობა მანამ, სანამ არ იქნა დაჭერილი მუსოლინის რეჟიმის მიერ.

მთავრობამ დიდი მონდომება ჩადო იტალიელი ანარქისტების რეპრესირებაში, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივი წარმატებით. სამთავრობო ძალებმა საპოლიციო მოქმედებების დროს მოკლეს რამოდენიმე მათგანი და ნაწილი დასაჯეს სიკვდილით, ასევე დააპატიმრეს 10-ობით გალეანისტი, თუმცა განსხვავებით უობლიებისგან, გალეანისტები თავიდან იცილებდნენ მასობრივ დაჭერებს. ეს ძირითადად გამოწვეული იყო დეცენტრალიზებული, უსაფრთხოებაზე მობილიზებული ორგანზიების ფორმებით, რაც სწორედ მილიტანტური რევოლუციის კონცეფციის გავლენით განახორციელეს იტალიელებმა. ასევე აღსანიშავია, რომ გალეანისტები სამთავრობო რეპრესიების განსაკუთრებული საშიშროების წინაშე იდგნენ, განსხვავებით უობლიებისაგან, რამდენადაც მათზე დამიზნებული WASP (თეთრკანიანი, ანგლო საქსონურ პროტესტანტული) ქსენოფობია, მათ დეპორტაციით ემუქრებოდა. აღსანიშნავია რომ 80-მდე გალეანისტის დეპორტაცია მოხდა ამ პერიოდში, თუმცა დარჩენილი გალეანისტები კვლავაც ახერხებდნენ რომ ფრიად აქტიურები ყოფილიყვნენ. გალეანისტების უკომპრომისო პასუხს სახელმწიფო რეპრესიებზე, როგორც მინიმუმ რაღაც შედეგი ჰქონდა ამ რეპრესიების ხელის შეშლისათვის (გარდა იმისა რომ როგორც მთავრობა, ასევე საწარმოების უფროსები ერიდებოდნენ რაიმეს გაკეთებას, რათა არ მოეხდინათ მშრომელების წაქეზება რომ შეერთებოდნენ ბომბების მსროლელ ანარქისტებს). აფეთქების მუქარით, მათ დააშინეს ნიჭერი საგამოძებო ბიუროს დეტექტივი, რომელმაც 1918 წელს მოახდინა მათ რამდენიმე ამხანაგის მოძებნა და დაპატიმრება. 1918 წელს მას ჯერ მალვაში მოუწია წასვლა, ხოლო 1919 წელს იძლებული გახდა დაეტოვებინა ფედერალური საგამოძიებო ბიურო. ერთადერთი შედეგები, რაც სამთავრობო აგენტებმა იწვნიეს ვობლიების რეპრესირებისათვის, იყო დაწინაურება.

1919-1920-იან წლებში წითელი საშიშროების აღზევების ხანამ თავისი კვალი დაატყო იტალიელ აქტივისტებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავაც ინარჩუნებდნენ აქტივობასა და უკომპრომისობას და არ დანებდნენ ისე სწრაფად, როგორ უობლიები. 1920 წელს Cronaca Sovversiva, გაზეთი, რომელიც ბევრი გალიენისტის ჰაბს წარმოადგენდა, საბოლოოდ სუპრესირებული იქნა მთავრობის მიერ და იტალიელი ემიგრანტი ანარქისტების მოქმედების ფოკუსი დაბრუნდა იტალიაში, სადაც ბევრი ამ ჯგუფის წარმომადგენელი ან გაიქცა, ან დეპორტირებული იქნა. ამერიკაში მათ მოძრაობის დასასრული არ წარმოადგენდა ზოგადად ამ მოძრაობის დასასრულს. წლების განმავლობაში ეს ანარქისტები წარმოადგენდნენ მუსონილის ყველაზე მნიშნელოვან ოპონენტებს, რომელსაც, მსგავსად მისი ამერიკელი კოლეგებისა, ეშინოდა მათი და არჩევდა მათ რეპრესირებას. (აღსანიშავია, რომ საგამოძიებო ბიუროს ახალმა დირექტორმა, ჯ. ედგარ ჰოვერმა, ფაშისტები მოამარაგა იტალიელი ანარქისტების შესახებ მნიშნელოვანი ინფორმაციით მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფაშისტებს მოეხდინათ იტალიელი ანარქისტების განადგურება). ზოგიერთმა განდევნილმა იტალიელმა ანარქისტმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის სამოქალაქო ომში 1936 წელს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ანარქიზმი ამერიკაში აღარ გაძლიერებულა, ეს არ ნიშავს, რომ ანარქისტები სრულიად გაქრნენ სცენიდან, პირიქით. ისინი ორგანიზდნენ, რათა წინ აღდგომოდნენ კომუნისტურ და ფაშისტურ დიქტატურებს (ისინი ანტიფაშისტური ბრძოლის მოწინავე ფლანგებზე იბრძოდნენ ამერიკის მთელი მასშტაბით). მათ ასევე აქციეს საკოს და ზანეტის მხარდაჭერა მსოფლიო ფოკუსის მიზნად.

საკო და ზანეტი შორს იყვნენ უნივერსალურად გამთიშავი ფიგურებისაგან და მათ მიიღეს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა, როგორც იტალიელების, ასევე WASP-ებისა და სხვადასხვა ამერიკელი და ევროპელი საჯარო ფიგურების მხრიდან. მიუხედავად მათი დაპატიმრებისა, ისინი აგრძელებდნენ თავიანთ მოწოდებებს ძალადობრივი რევოლუციისაკენ და სამთავრობო პირების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებებისაკენ. გარეთ მყოფმა მათმა მხარდამჭერებმა ასევე არ გაუცრუეს მათ იმედები. 1926 წლიდან 1932 წლამდე ანარქისტებმა რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს მოსამართლის, გუბერნატორისა და პოლიციასთან მათი დამბეზღებლის საწინააღმდეგოდ. აფეთქების არც ერთი მომწყობი დაპატიმრებული არ ყოფილა. ამის შემდგომ ანარქისტები კვლავაც აგრძელებდნენ სოციუმის აგიტირებასა და იდეების გავრცელებას. გაზეთი Cronaca Sovversiva-ს დანატოვარის გამგრძელებელი, L’Adunata dei Refrattari, შემდგომი 40 წლის განმავლობაში კვლავაც გამოიცემოდა, 1960-იან წლებამდე.

1921 წელს ვირჯინიაში განხორციელებული მეშახტეთა ბრძოლა კიდევ ერთ მაგალითს გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობს მთავრობა მილიტანტურ ტაქტიკებს. როდესაც შახტის მეპატრონეებს ხელი შეუშალეს მეშახტეებს პროფკავშირების დაარსებაში, პროფკავშირების წევრების სამსახურებიდან გაყრით და მათ ადგილას არამზადების აყვანით, აპალაჩიელმა მეამბოხეებმა ამას ძალით უპასუხეს. მათ ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს რამოდენიმე, შახტის მფლობელის მიერ შემოგზავნილი ავაზაკი წარმომადგენლები, რომელთა მიზანიც მშრომელების შევიწროვება იყო. ამავე პერიოდში განვითარდა გერილა კონფლიქტი და მოგვიანებით კი ეს სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაიზარდა. რამოდენიმე შემთხვევაში კომპანიის მოგზავნილმა ავაზაკებმა და პოლიციამ ცეცხლი გაუხსნეს მეშახტეების ბანაკებს და მოახდინეს ამ ცეცხლის დამიზნება ქალებსა და ბავშვებზე. ერთერთი ცნობილი მასობრივი ხოცვის დროს, მათ ასევე იმსხვერპლეს სიდ ჰათფილდი, რომელიც, როგორც შერიფი, საკუთარი შესაძლებლობებით იბრძოდა კომპანიის ავაზაკების მხრიდან მეშახტეების შევიწროვების წინააღმდეგ. ათასობით შეიარაღებულმა მეშახტემ მოახდინა არმიის ფორმირება და მათ გამართეს მარში ლოგანში, დასავლეთ ვირჯინიაში, რათა მოეშორებინათ (ჩამოეხრჩოთ) იქაური შერიფი, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო მეშახტეთა პროფკავშირის რეპრესირების საქმეში. ამერიკის შეერთებულმა შტატების არმიამ უპასუხა ათასობით ავტომატიანი ჯარისკაცების გადასროლითა და საჰაერო დაბომბვებით, რაც ცნობილია როგორც ბრძოლა ბლერის მთასთან. ამ ბრძოლის შემდგომ პროფკავშირების მეშახტეებმა უკან დაიხიეს, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ მათ მონაწილეობა მიიღეს საუკუნის ერთერთ უდიდეს შეიარაღებულ ამბოხებაში, ძალიან ცოტა მათგანმა მიიღო სერიოზული საპატიმრო განაჩენი, ხოლო აჯანყებულთა უმეტესობას საერთოდ არანაირი სასჯელი არ მიუღიათ. პირიქით, სახელმწიფომ უფრო შეამსუბუქა კონტროლი და ნება დართო მათ პროფკავშირების შექმნისათვის. ეს პროფკავშირები დღემდე არსებობს.

რაც შედარებით ახალია, საპოლიციო სტრატეგისტების ანარქისტული მოძრაობის შესახებ წერისას აღნიშნავენ:

‘ინფორმაციის მოგროვება ყველაზე რადიკალურ და ხშირად ყველაზე ძალადობრივი ქვედანაყოფების შეახებ განსაკუთრებით რთულია. ამ მოძრაობის მთელი ბუნება ძალიან ეჭვიანია და შესაბამისად მათი ოპერაციული უსაფრთხოების ამაღლების სტრატეგიები განსაკუთრებულად რთულსა და დროში გაწელილს ხდის მათ ინფილტრაციას.’

შესაბამისად არაძალადობრივი აქტივისტების განცხადება, რომ მათ მეტი შანსები აქვთ გადაურჩნენ რეპრესიებს, კრიტიკას ვერ უძლებს. თუკი არ ჩავთვლით მათ ტენდენციას, რომ ზურგზე გაუგორდნენ ძალაუფლებას, რათა არასოდეს არ იყვნენ წარმოჩენილნი, როგორც საშიშროება და არასოდეს არ გამოიწვიონ არანაირი ცვლილებების განხორციელება, სწორედ მათ განცხადების საპირისპიროა ჭეშმარიტი.

ასევე განვიხილოთ რამდენიმე საკითხი არაძალადობრივი, ეგრეთწოდებული, წინააღმდეგობისა, ამერიკის მიერ ერაყის ოკუპაციისას. პაციფიზმი გამარჯვებად აღიქვამს ძალადობის შემცირებას ან თავიდან აცილებას. შესაბამისად პაციფისტებს არ შეუძლიათ ძალადობასთან პირდაპირი დაპირისპირება. ოკუპაციის წინააღმდეგ გაჩაღებული ნებისმიერი რეალური წინააღმდეგობაგამოიწვევდა ძალადობის გაზრდას (რამდენადაც ოკუპანტები შეეცდებოდნენ გადაეთელათ წინააღმდეგობრივი მოძრაობა) მანამ, სანამ ეს მიგვიყვანდა რეალურ მშვოდობასა და განთავისუფლებასთან – მანამ სანამ ყველაფერი უკეთესი გახდება, აუცილებელია ყველაფერი გაუარესდეს. თუკი ერაყელების წინააღმდეგობა დაიძლეოდა, სიტუაცია უფრო მშვიდობიანად გამოჩნდებოდა, რაც რეალურად ნიშნავს, რომ ომის შთამბეჭდავი ძალადობა წარმატებული ოკუპაციის უხილავ, ყოველდღიურ ძალადობად იქცა და შესაბამისად ერაყელები მით უფრო დაშორებულნი არიან რეალურ განთავისუფლებას. მიუხედავად ამისა, არაძალადობრივ აქტივისტებს აქვთ მიდრეკილება,მოახდინონ გამარჯვების ამ მოჩვენებითი მშვიდობის არასწორი ინტერპრეტირება. ისევე, როგორც ამერიკის ჯარების გამოწვევა ვიეტნამიდან, მათ გადათარგმნეს, როგორც გამარჯვება, მიუხედავად იმისა რომ დაბომბვების ინტენსივობა პირიქით, გაიზარდა და ამერიკის მხარდაჭერილმა რეჟიმმა გააგრძელა სამხრეთ ვიეტნამის ოკუპაცია.

ის, რასაც არაძალადობრივი ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები ვერ აცნობიერებენ არის, რომ ყველაზე მნიშნელოვანი წინააღმდეგობა, რომელიც ერაყის ოკუპაციის წინააღმდეგ იქნა გაწეული, სწორედ თავად ერაყელმა ადამიანებმა გასწიეს. საერთო ჯამში, ერაყელებმა არჩიეს შეიარაღებული ბრძოლა. ამერიკელები, რომლებიც გმობენ ამას და ამავდროულად არანაირი პერსონალური ინფორმაცია არ გააჩნიათ, როგორია იყო წინააღმდეგობის წევრი ირაყში, უბრალოდ ააშკარავებენ თავიანთ უმეცრებას. ადამიანები აშშ-ში, რომლებიც აცხადებდნენ რომ იყვნენ ომის მოწინააღმდეგეები, თუმცა იყენებდნენ არაძალადობრიობას, როგორც თავის გასამართლებელ საბუთს, რათა არ დაეჭირათ მხარი ერაყელი წინააღმდეგობის ჯგუფებისათვის. ისინი ასევე თუთიყუშებივით იმეორებდნენ მეინსტრიმული კორპორატიული მედიის მიერ გავრცელებულ პროპაგანდას და თავს იკატუნებდნენ, თითქოს ერაყის წინააღმდეგობის ჯგუფები შედგებიან ავტორიტარიანელი, პატრიარქალური ფუნდამენტალისტებისაგან, მაშინ როდესაც ფართოდ ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია, რომ ერაყის წინააღმდეგობა მოიცავდა უმრავ განსხვავებული იდეოლოგიების მქონე ჯგუფებს. სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დასამყარებლად და კრიტიკულ მოკავშირეებად ჩამოყალიბებისათვის არაძალადობრიობა უფრო დიდი დაბრკოლებაა, ვიდრე სახელმწიფოებრივი რეპრესიების შიში. მათი დაგმობა ბუნებრივად გულისხმობს რომ ერთადერთი ჯგუფები, რომლებიც მოიპოვებენ გარეშე მხარდაჭერას, არიან ავტორიტარიანული, პატრიარქატული, ფუნდამენტალისტური ჯგუფები. ამერიკის მხრიდან ერაყთან ბრძოლის მოწინააღმდეგე მოძრაობის ყველაზე დიდი სისუსტე არ იყო არასწორი სტრატეგიის გამოყენება, არამედ სტრატეგიის პრაქტიკულად არ ქონა, რისი ცვლილებაც აუცილებელია სამომავლოდ.

არაძალადობრივ სტრატეგიებს არ შეუძლია სახელმწიფოს დამარცხება. მათ აქვთ ტენდენციები საერთოდ არ ესმოდეთ სახელმწიფოს არსებობის მთელი ბუნება. სახელმწიფოს ძალაუფლება თვითგანმეორებადია. ის დაამარცხებს განმათავისუფლებელ მოძრაობებს მის არსენალში არსებული ნებისმიერი ხერხის გამოყენებით. თუკი მცდელობები, მოვიშოროთ ამგვარი ძალაუფლებრივი სტრუქტურები, გადაურჩება საწყის სტადიებს, ელიტები ამ კონფლიქტს აქცევენ სამხედრო კონფლიქტად და ადამიანებს, რომლებიც იყენებენ არაძალადობრივ მეთოდებს, არ შეუძლიათ ჯარის დამარცხება. პაციფიზმს არ შეუძლია თავი დაიცვას უკომპრომისო განადგურებისაგან. როგორც ახსნილია თანამედროვე სოციუმში რევოლუციის კვლევის მიერ:

‘მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები არ იყვნენ მიჩვეულნი პასიურ წინააღმდეგობას (როცა ეს მოხდა). თუმცა დღევანდელი სამხედრო ძალა გაცილებით უკეთაა მომზადებული, რომ გაუმკლავდეს არაძალადობრივ პროტესტებს როგორც ტექნიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არაძალადობის ადვოკატები, როგორც ერთერთი ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტი მოგვახსენებს: ‘მიდრეკილნი არიან არ შეიმჩნიონ ფაქტი, რომ მათ მიერ მიღწეული ყველაზე დიდი წარმატებები ძირითადად მიღწეული იყო ისეთ ოპონენტებთან ბრძოლისას, რომელთა მორალური კოდექსი ფუნდამენტალურად მსგავსი იყო. ერთადერთი შთაბეჭდილება, რაც არაძალადობრივმა მეთოდებმა ჰიტლერზე მოახდინა, იყო მისი იმპულსების წახალისება ფეხქვეშ გაეთელა ყველაფერი, რასაც იგი სამარცხვინო სისუსტედ მიიჩნევდა’.

თუკი ჩვენ განვიხილავთ კონტექსტს ამ ქვეყანაში არსებული შავკანიანი რევოლუციონერებისათვის, კერძოდ კი იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რასისტულ სოციუმში, მათგან ნაკლები დაუნდობლობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

შესაძლოა საინტერესოა ავსახოთ არაძალადობრივი ამბოხების კურსი… რეალობაში ‘როლური თამაშების’ ექსპერიმენტები უკვე განხორციელებული იქნა ‘სამოქალაქო დაცვაში’. ონტარიოს ოლქში, გრინდსონის კუნძლზე 1965 წელს 31 საათიანი ექსპერიმენტი წარიმართა, რომელშიც 31 არაძალადობრივი ‘დამცველები’ უნდა გამკლავებოდნენ ექვს შეიარაღებულ მამაკაცს, რომლებიც წარმოადგენდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ‘მემარჯვენე კანადური მთავრობის ძალებს, რომლებსაც უკვე ოკუპირებული ჰქონდათ კანადური ტერიტორიის მნიშნელოვანი ნაწილი’. ესქპერიმენტის დასასრულს 13 დამცველი უკვე ‘გარდაცვლილი’ იყო და მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ ‘ ექსპერიმენტი დასრულდა არაძალადობრივი თავდაცვის მარცხით’.

მისი პრაქტიკის ისტორიას ასევე მივყავართ იგივე დასკვნამდე: არაძალადობრიობას არ შეუძლია არათუ სახელმწიფოს გადაგდება, არამედ სახელმწიფოსაგან თავის დაცვაც კი. საყოველთაოდ აღიარებული არაძალადობის ძალა დელუზიას წარმოადგენს, რაც მის მონაწილეებს გამარჯვების შეუძებლობის საპირწონედ აძლევს უსაფრთხოებასა და მორალურ კაპიტალს.

არაძალადობა თავის მოტყუებაა
ვარდ ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ პაციფიზმი პათოლოგიურია. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ პრაქტიკაში არაძალადობის, როგორც რევოლუციური პრაქტიკის განვითარება, მინიმუმ რამოდენიმე ბოდვაზეა დამყარებული. საიდან დავიწყოთ?

ხანდახან, იმის ჩვენების შემდგომ, რომ არაძალადობით მიღწეული გამარჯვებები სულაც არ წარმოადგენდა არავის გამარჯვებას, გარდა სახელმწიფოსი, მე მიპირისპირებენ ძალიან მარტივ კონტრარგუმენტს რომ, რადგანაც რამდენიმე კონკრეტული მილიტანტური ბრძოლა წარუმატებელი იყო, ეს ნიშნავს რომ ‘ძალადობაც’ ტოლფასადვე წარუმატებელია. მე არ მახსენდება ვინმეს განეცხადებინა, რომ ძალადობის გამოყენება აუცილებლად გამარჯვების მომტანია. ვიმედოვნებ, რომ ყველა ხედავს განსხვავებას პაციფისტური გამარჯვებების ჩავარდნასა და მილიტანტური ბრძოლების ჩავარდნას შორის, რომლებიც არავის არასოდეს უღიარებია გამარჯვებად. სულაც არ არის კონტრავერსიული ვამტკიცოთ, რომ მილიტანტურმა მოძრაობებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს სოციუმის ცვლილებების კუთხით, ან რომ ისინი გახდნენ საკმაოდ მნიშნელოვანი სოციალური ძალა. ამ საკითხის ხელმეორედ გადასინჯვის შემდგომ ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბრძოლები, რომლებიც იყენებს მრავალფეროვან ტაქტიკებს (მათ შორის შეიარაღებულ ბრძოლას) შესაძლოა წარმატებული იყოს. ისტორია სავსეა ამგვარი მაგალითებით: რევოლუციები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკებში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ჩინეთში, კუბაში, ალჟირში, ვიეტნამსა და სხვა. ასევე არ არის საშინლად კონტრავერსიული იმის მტკიცება, რომ ანტი-ავტორიტარიანულმა, მილიტანტურმა მოძრაობებმა წარმატებით მოახდინეს არეალის განთავისუფლება პოზიტიური სოციალური ცვლილებების მისაღწევად. ამის მაგალითებია კოლექტივიზაცია ესპანეთის სამოქალაქო ომში და მახნოს უკრაინა; შინმინის ოლქის ავტონომიური ზონა, რომელიც შექმნილი იქნა კორეული ანარქისტულ კომუნისტური ფედერაციის მიერ და დროებითად შექმნილი სასუნთქი ადგილი ლაკოტაში, რომელიც მოპოვებული იქნა ქრეიზი ჰორსის და მისი მებრძოლების მიერ. ბევრისათვის საკამათოს სწორედ ის საკითხი წარმოადგენს, შეუძლია თუ არა მილიტანტურ მოძრაობას გადარჩეს გრძელვადიან პერსპექტივაში და ამავდროულად მოახერხოს ანტი-ავტორიტარიანულობის შენარჩუნება. რათა წარმოადგინონ დამაჯერებელი არგუმენტები ამ შესაძლებლობების წინააღმდეგ, პაციფისტებმა უნდა გვაჩვენონ, რომ ძალაუფლებასთან საბრძოლველად ძალადობის გამოყენება გარდაუვლად აიძულებს მებრძოლებს შეიძინონ ავტორიტარიანული მახასიათებლები. ეს კი ისეთი რამაა, რის დამტკიცებასაც პაციფისტები არ ახდენენ და რისი მტკიცებაც მათ არ შეუძლიათ.

ხშირად არაძალადობის მომხრეები უფრო დაინტერესებულნი არიან საკუთარი თავი დაახასიათონ მაღალზნეობრივად, ნაცვლად იმისა, რომ არგუმენტირებულად დაიცვან საკუთარი პოზიცია. ადამიანთა უმრავლესობას, ვისაც მოუსმენია არაძალადობის მომხრეების არგუმენტები, მომსწრე ყოფილა იმგვარი ვარაუდებისა და არგუმენტაციის იმგვარი ფორმირებისა, რომელშიც არაძალადობა წარმოდგენილია გულმოდგინეობისა და დისციპლინირებულობის გზად, ხოლო ძალადობა მოსაზრებულია როგორც ‘მარტივი გამოსავალი’ და ადამიანების დანებება საკუთარი საბაზისო ემოციებისადმი. ეს პოზიცია აშკარად აბსურდულია. ეს სწორედაც რომ არაძალადობაა ‘იოლი გამოსავალი’. ადამიანები, რომლებიც იღებენ არაძალადობრივი მეთოდების ვალდებულებას, გაცილებით უფრო კომფორტულ მომავალს იქმნიან, ვიდრე ისინი, რომლებიც თავს მიუძღვნიან რევოლუციას. შავკანიანი გამათავისუფლებელი მოძრაობის დატყვევებულმა წევრმა წერილობით მიმოწერაში მითხრა, რომ როდესაც ის შეუერთდა ბრძოლას (თინეიჯერობის ასაკში), იცოდა, რომ ის სიცოცხლეს სიკვდილით და ან ციხეში გამომწყვდევით დაასრულებდა. ბევრი მისი თანამებრძოლი უკვე გარდაცვლილები არიან. იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ბრძოლა ციხის კედლებიდან, მას მთელ ჩემს სიცოცხლეზე უფრო მეტი დრო გაუტარებია იზოლაციურ პატიმრობაში. შეადარეთ ეს დევიდ დილინჯერის და ფილიპ ბერიგანის კომფორტულ, უკვდავყოფილ გარდაცვალებებს. არაძალადობრივ აქტივისტებს შეუძლიათ თავიანთი ცხოვრება მიუძღვნან თავიანთ მიზნებს და ზოგიერთს მიუძღვნია კიდევაც, თუმცა ისინი იშვიათად აღწევენ იმ წერტილს, საიდანაც უკან, კომფორტულ ცხოვრებაში დაბრუნება შეუძლებელია. მათ ყოველთვის შეუძლიათ საკუარი თავის გადარჩენა თავიანთი ოპოზიციური მოძრაობის კომპრომისზე წაყვანით და უმეტესობა მათგანი ამგვარადაც იქცევა.

გარდა იმისა, რომ ეს რწმენა ასახავს იმის უცოდინრობას, თუ რა ზეგავლენას ახდენს გარკვეული პოლიტიკური აქტივობის შედეგები რეალურ ცხოვრებაზე, რწმენა, რომ არა-პაციფისტური ბრძოლა ადვილი გამოსავალია, ასევე შეფერადებულია რასიზმით. ესეს, ‘რატომ არაძალადობა?’ , ავტორები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მთელს ესეში თავიდან აიცილონ რასის მოხსენიება, თუმცა კითხვებისა და პასუხების სექციაში კრიტიკაზე, რომ პაციფიზმი რასისტულია, პასუხობენ იმგვარი სურათის დახატვით, რომ ‘ოპრესირებული ადამიანები’ (შავკანიანი ადამიანები) გაბრაზებულები არიან და მათი ქცევები იმპულსებითაა ნაკარნახევი.

‘კითხვა: ოპრესირებული ადამიანებისაგან არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედების მოთხოვნა მათი ოპრესორების საწინააღმდეგოდ, უსამართლო მოთხოვნაა. მათ სჭირდებათ თავიანთი ბრაზის მოქმედებებში გამოყენება’.

ავტორების პასუხი არაძალადობის ამ საკმაოდ დაძაბულ კრიტიკაზე მოიცავს საკმაოდ ბევრ შეცდომაში შემყვან მოსაზრებებს, რომლებიც უკვე აღვნიშნეთ. კერძოდ კი: ავტორები კონსულტაციას უტარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათზე გაცილებით უფრო ოპრესირებულნი არიან, რათა გამოიჩინონ მოთმინება იმგვარი პირობებისადმი, რომელთა გააზრებაც თავად ავტორებს არ შეუძლიათ. ავტორები რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობებს მოუწოდებენ იმგვარი ქცევისაკენ , რომელიც არის ‘გამაკეთილშობილებელი და პრაგმატული’. ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ რასიზმის ბრალდება შავკანიანი ადამიანის სიმბოლური ხსენებით და ასევე უსიტყვოდ ემუქრებიან მათ, რომ მათი მხრიდან განხორციელებულ მილიტანტური აქტივიზმი აუცილებლად გამოწვევს ძალაუფლების მქონე თეთრი ‘მოკავშირეების’ მხარდაჭერის დაკარგვასა და ღალატს:

‘რაც შეეხება უსამართლობას, ოპრესირებულებს რომ შეეძლოთ მათი მოშორება, ისინი ოპრესირებულნი აღარ იქნებოდნენ. არ არსებობს განთავისუფლებამდე მიმავალი უმტკივნეულო გზა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ტანჯვა გარდაუვალია, არაძალადობრივი დისციპლინისა და ტანჯვის გარდაუვალობის პრეზენტაცია ერთდროულად გამაკეთილშობილებელიცაა და პრაქტიკულიც (როგორც მოხდა მარტინ ლუთერ კინგის შემთხვევაში). ‘სიბრაზისგან გამომდინარე მოქმედებები’, რომლებიც ჯგუფს თავის მოკავშირეებად დაუჯდება, ისეთი ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც სერიოზულ ჯგუფი საკუთარ თავს ვერ მისცემს’.

პაციფისტებს საკუთარი თავი შეჰყავთ გაურკვევლობაში, როდესაც ფიქრობენ, რომ რევოლუციური აქტივიზმი იმპულსური და ირაციონალურია და რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სიბრაზისგან გამომდინარეობს. რეალობაში რევოლუციურ აქტივიზმს, მის უამრავ მანიფესტაციებში, საკმაოდ გამოკვეთილი ინტელექტუალური ხაზი გაჰყვება. დეტროიტის 1967 წლის ბუნტის შემდგომ სამთავრობო კომისიამ აღმოაჩინა, რო ტიპიური ბუნტის მონაწილე (გარდა იმისა რომ ის უფრო ამაყი იყო მისი მისი რასობრივი მიკუთვნებულობით და მტრულად იყო განწყობილი თეთრკანიან და საშუალო კლასის შავკანიანი ადამიანების მიმართ) ‘მნიშნელოვნად უკეთ იყო ინფორმირებული პოლიტიკის შესახებ, ვიდრე ის შავკანიანი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი ბუნტში’. ჯორჯ ჯექსონმა თვითგანათლება ციხეში მიიღო და თავის ნაშრომებში ის ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშავდა, რომ მილიტანტურმა შავკანიანმა ადამიანებმა საჭიროა ისწავლონ ისტორიულად განპირობებული ურთიერთობები მათსა და მათ ოპრესორებს შორის და ასევე მნიშნელოვანია ისწავლონ ურბანული პარტიზანული ბრძოლის ‘სამეცნიერო პრინციპები’. პანტერები კითხულობდნენ მაოს, კვამე ნკრუმასა და ფრანც ფანონს და მოითხოვდნენ მათი ახალბედა წევრებისაგან, რომ მათ თავი გაენათლებინათ იმ პოლიტიკურ თეორიებში, რაც მათი რევოლუციის უკან იდგა. როდესაც დაიჭირეს და სასამართლოს წარუდგინეს, ახალი აფრიკის რესპუბლიკის ანარქისტმა, კუვასი ბალაგუნმა უარყო სასამართლოს ლეგიტიმურობა და განაცხადა, რომ შავკანიან ადამიანებს ჰქონდათ უფლება საკუთარი თავი გაენთავისუფლებინათ. მისი სიტყვიდან ბევრ პაციფისტს უამრავი რამის სწავლა შეუძლია:

‘მანამ, სანამ გავხდებოდი ფარული რევოლუციონერი, მე ვიყავი ორგანიზატორი და დამაპატიმრეს, როდესაც მაჩეტეთი დავემუქრე 120 კილოგრამიან კოლონიური შენობის ზედამხედველს, რომელმაც ფიზიკურად შეწყვიტა ნავთის მოტანა იმ საცხოვრებელი შენობისთვის, რომელშიც მე არ ვცხოვრობდი, მაგრამ რომელსაც ვეხმარებოდი ორგანიზებაში. როდესაც ვიყავი დასახლების თაობაზე შექმნილი სოციალური საბჭოს ორგანიზატორი, მე მონაწილეობა მივიღე არა მარტო ქირის არგადახდის გზით მოწყობილი გაფიცვების ორგანიზებაში, არამედ ვაიძულებდით გაღატაკებული სახლების გამქირავებლებს, შეეკეთებინათ და მოევლოთ ცხელი წყლისა და გათბობის სისტემებისათვის, ეზრუნათ მღრღნელების განადგურებისათვის. ჩვენ წარმოვადგენდით მდგმურებს სასამართლოებზე, ვაჩერებდით უკანონო გამოსახლებებს, ვუპირისპირდებოდით ქალაქის მარშალებს, ვეხმარებოდით მათ ექციათ ქირის ფული შეკეთების რესურსად და მოგვეხდინა დამქირავებლების მიერ თავშესაფრების კოლექტიურ საკუთრებაში გადასვლა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დემონსტრირებინა მოგვეხდინა იმისა, თუ რა საშიშროების წინაშე იდგა დამქირავებელთა საჭიროებები….ამის შემდგომ გავაანალიზე, რომ მთელი ეს ძალისხმევა, რასაც ამ საქმიანობაში ვდებდით, ოდნავადაც კი არ ამცირებდა პრობლემებს.

საკანონმდებლო რიტუალებს არანაირი ეფექტი არ აქვს იმ ისტორიულ პროცესებზე, რომელშიც ოპრესირებული ნაციები შეიარაღებულ ბრძოლას ანხორციელებდნენ. ეს ომი მომავალშიც გაგრძელდება და მისი ინტენსივობა გაზრდება. რაც შემეხება მე, მე ჩემი ხალხის ოპრესორთან ბრძოლის ნაცვლად სხვა რამის კეთებას მირჩევნია ციხეში ან საფლავში ყოფნა. ახალი აფრიკის რესპუბლიკა, ისევე როგორც მკვიდრი ამერიკელების ნაცია, კოლონიზებულია ამჟამინდელი შეერთებული შტატების ტერიტორიის საზღვრებში. პუერტო რიკოელი და მექსიკელი ნაციები ასევე კოლონიზებულია, როგორც შინაგანად, ასევე გარედან, ამჟამინდელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ჩვენ გვაქვს უფლება წინააღმდეგობა გავუწიოთ ამას. ჩვენ გვაქვს უფლება მოვახდინოთ ფულისა და იარაღის ექსპროპრიაცია, დავხოცოთ ჩვენი ხალხის მტრები, მოვახდინოთ აფეთქებების წარმოება და ნებისმიერი სხვა გზების გამოყენება, რაც დაგვეხმარება გამარჯვებაში და ჩვენ გავიმარჯვებთ’.

ამასთან შედარებით, არაძალადობრივი აქტივიზმის ტაქტიკური და სტრატეგიული ანალიზი საკმაოდ მარტივია და იშვიათად ცდება ბანალური კლიშეებისა და მორალისტური ჭეშმარიტებების ამოფრქვევას. ის ფაქტი, თუ რამდენად გულდასმითი მომზადება უნდა მილიტანტური აქტივობის წარმატებით გატარებას, იმასთან შედარებით, თუ რამდენი მომზადება სჭირდება არაძალადობრივ ქმედებას, ასევე წინააღმდეგობაშია იმ აღქმასთან, რომ რევოლუციური აქტივიზმი იმპულსურია.

შეცდომაში შემყვანია საუბარი ძალადობრივი მეთოდების არჩევანზეც, რამდენადაც ძალადობა თანდაყოლილია სოციალური რევოლუციისა და იმ ოპრესიული სტატუს კვოსი, რომელიც მას წინ უძღვის. ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ რევოლუციის ძალადობას, სავარაუდოდ უფრო გაიგებენ, თუ რა დოზის მსხვერპლის გაღებაა მსგავს აქტივობაში ჩაბმა. ცოდნა იმისა, თუ რისი გადატანისათვის ამზადებენ რევოლუციონერები საკუთარ თავებს, გამოაჩენს, რომ პაციფისტების მიერ რევოლუციური ძალადობისათვის იმპულსურობის დარქმევა ბოროტსა და უვიც ფარსს წარმოადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრანც ფანონის ნაშრომები ერთერთი ყველაზე გავლენიანი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე შავკანიანი რევოლუციონერებისათვის მათ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მისი წიგნის, ‘დედამიწის ღატაკნი’ (The Wretched of the Earth), ბოლო თავი მთლიანად ეხება ‘კოლონიურ ბრძოლასა და ფსიქიურ აშლილობებს’. ფსიქოლოგიური ტრავმის მიღება ხდება კოლონიალისტური კურსის მიმდინარეობისა და ‘სრულმასშტაბიანი ომის’ შედეგად, რომელიც ფრანგებმა ალჟირელ თავისუფლებისათვის მებრძოლებს გამოუცხადეს. (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ომს საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ და დღემდე გამოყენებად სახელმძღვანელოში, ამბოხებულთა საწინააღმდეგო ბრძოლის და საოკუპაციო ომების წარმოების შესახებ). ადამიანებმა, რომლებიც იბრძვიან რევოლუციისათვის, იციან თუ რაში მონაწილეობენ იმ დონით, თუ რა დონითაც შესაძლებელია მსგავსი საშინელების წარმოადგენა. იციან კი პაციფისტებმა?

დამატებითი ბოდვა გამოხატულია იმ პაციფისტების მიერ, რომლებსაც სურთ ჩანდნენ მილიტანტურები და ძლევამოსილები და აცხადებენ, რომ პაციფიზმიც იბრძვის, ოღონდ არაძალადობრივი მეთოდებით. ეს ხედვა აბსოლუტური ნაგავია. დაჯდომა და ხელების ჩაკიდება არ არის ბრძოლა, ეს ჯიუტი კაპიტულაციაა. სიტუაციებში, რომელიც მოიცავს დევნასა და ცენტრალიზებული ძალაუფლების აპარატიდან განხორციელებულ ოპრესიას, ფიზიკური უკუშებრძოლება უკარგავს სისტემას მომავალი შეტევების განხორციელების ხალისს, რამდენადაც ეს ამაღლებს ოპრესორის მიერ წარმოებული ოპრესიის ხარჯს. არაძალადობრივი აქტივისტების განხორციელებული სუსტი შეტევები მხოლოდ და მხოლოდ ამარტივებს მათზე შეტევების განხორციელებას. შემდგომ პროტესტებზე შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ ცდილობს პოლიცია თავიდან აიცილოს მილიტანტური დაჯგუფების, შავი ბლოკის ალყაში მომწყვდევა და მასობრივი დაპატიმრებების წარმოება. პოლიციელებმა იციან, რომ მათ დასჭირდებათ მინიმუმ ერთი ან ორი პოლიციელის დამიზნება თითოეული მოპროტესტის დასაკავებლად და ზოგი მათგანი ამ მცდელობებს მძიმე დაზიანებებით დაასრულებს. მეორეს მხრივ მშვიდობიანი მოპროტესტეებისათვის ბარიკადები შექმნას გაცილებით ნაკლები პოლიციელი ესაჭიროება, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდად შევიდნენ ამ ადამიანების ჯგუფში და სათითაოდ გამოათრიონ მომჩვარული მოპროტესტეები.

პალესტინა კიდევ ერთი მაგალითია. ეჭვი არ არის, რომ პალესტინა უხერხულობას უქმნის ისრაელს და რომ ისრაელს არ ანაღვლებს პალესტინელების კეთილდღეობა. პალესტინელებს რომ არ შეექმნათ ისრაელის მიერ განხორციელებული ოკუპაცია და ყოველი მომდევნო აგრესია ასეთი ძვირადღირებული, პალესტინელების მთელი მიწა უკვე წართმეული იქნებოდა მათგან, გარდა რამოდენიმე რეზერვაციისა, რომელიც დასახლებული იქნებოდა გარკვეული რაოდენობის მშრომელებით, ისრაელის ეკონომიკის წასახალისებლად. ხოლო პალესტინელები დიდი ხანია გახდებოდნენ მხოლოდ შორეული მოგონება გადაშენებულ ადამიანთა გრძელი სიიდან. პალესტინური წინააღმდეგობა და მათ შორის ასაფეთქებლებით შეიარაღებული თვითმკვლელები, არიან სწორედ ის ძალა, რაც უზრუნველყოფს პალესტინის გადარჩენას ამ გაცილებით უფრო ძლევამოსილი მტრისაგან.

არაძალადობას კიდევ უფრო ღრმად შეჰყავს საკუთარი თავი და მისი მომხრეები შეცდომაში იმ ‘ჭეშმარიტების’ ღაღადით რომ ‘სოციუმი ყოველთვის ძალადობრივი იყო, ეს სწორადაც რომ არაძალადობაა რევოლუციური’. პრაქტიკაში სოციუმი პატივს მიაგებს და ზეიმობს როგორც სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ძალადობას, ასევე საპატიო, დისიდენტურ პაციფიზმს. იმ აქტივისტს, რომელიც აცხადებს, რომ ‘ჩვენი სოციუმი უკვე ძალადობრივია’, შეუძლია სცადოს ლეონ ჩოლგოშის სახელის ხსენება(ანარქისტისა, რომელმაც მოკლა პრეზიდენტი მაკკინლი) ლოკალურ კორპორატიულ გაზეთში და დარწმუნდეს, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა ამ ძალადობრივი პერსონაჟის დაგმობით უპასუხებს მას. ამავდროულად იგივე აქტივისტი ხშირად მოიხსენიებს პაციფისტებს, მაგალითად მარტინ ლუთერ კინგსა და განდის, რათა საკუთარ რწმენებს უმრავლესობათა თვალისათვის პატივისცემის აურა შესძინოს. თუკი სოციუმი უკვე უპირატესობას ანიჭებს ძალადობას და ეს პაციფიზმია იმდენად რევოლუციური რომ მას შეუძლია ფუნდამენტალურად დაუპირისპირდეს სოციუმს და მასში ღრმად გამჯდარ ოპრესიას, რატომ არის, რომ ჩოგოლშის ხსენება ზიზღის გარანტირებას იწვევს, ხოლო განდის ხსენება-აღიარებას?

პაციფისტები ასევე მასპინძობენ ილუზიებს სახელმწიფოს კეთილსინდისიერების შესახებ და ქვეცნობიერად ახდენენ იმ დაცვის გარანტიების ჭარბად გადაფასებას, რის საშუალებასაც მათ საკუთარი პრივილეგიები სთავაზობს. სტუდენტები, რომლებიც ანხორციელებდნენ ტიანამანის მოედნის ოკუპაციას ‘ავტონომურ პეკინში’ ფიქრობდნენ, რომ მათი ‘რევოლუციური’ მთავრობა არ გახსნიდა ცეცხლს, თუკი ისინი შეინარჩუნებდნენ მშვიდობიან და ლოიალურ ოპოზიციონირებას. ‘ მათმა სრულმა ვერგაგებამ იმისა, თუ როგორი ბუნება გააჩნია ლეგიტიმაციას ბიუროკრატიული ძალაუფლების ქვეშ და ილუზიამ, რომ პარტიასთან მოლაპარაკებების განხორციელება შესაძლებელი იყო, სტუდენტები აბსოლუტურად დაუცველი დატოვა, როგორც მათ საქმის თეორიული აღწერის საშუალების, ასევე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ვიწრო პრაქტიკის კუთხით, რომლის აღებაც მათ მოუწიათ’. გარდა ამისა სტუდენტებმა, რომელთაც საკუთარი თავი ჩააყენეს მოძრაობის მაკონტროლებლებად, უარი თქვეს შეიარაღებაზე (განსხვავებით გარეუბნებიდან მობილიზებული მშრომელთა კლასის ბევრი წარმომადგენლისა, რომლებიც ნაკლებად განათლებულნი მაგრამ უფრო ჭკვიანნი გამოდგნენ). შესაბამისად მთელი მოძრაობა დაუცველი გახდა და ავტონომიური პეკინი განადგურებული იქნა ხალხის გამათავისუფლებელი არმიის ტანკების მიერ. სტუდენტები ქალაქ კენტში ასევე შოკირებულნი იყვნენ ,მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა, რომელმაც რამოდენიმე მათგანი დახოცა, ამავდროულად მილიონობით ადამიანს ჟლეტდა ინდოჩნეთში ყველანაირი ყოყმანისა და საპასუხო შედეგების გარეშე.

საბოლოო ჯამში არაძალადობას გააჩნია მედია ლოზუნგების მთელი ინტელექტუალური სიღრმე. პაციფიზმი მოითხოვს ისეთმა,ფრიად ბუნდოვანმა, ფართო, დატვირთულმა და არა-ანალიტიკურ ტერმინმა, როგორიცაა ‘ძალადობა’, მიიღოს სამეცნიერო სიზუსტე. ყველაფრის შემდგომ არა რასიზმი, არა სექსიზმი, არა ჰომოფობია, არა ავტორიატიანიზმი, არამედ ძალადობა უნდა იყოს ჩვენი ქმედებების განმსაზღვრელი კრიტიკული ღერძი. რატომ ავიღებთ ანტი რასიზმის პირობას მარშირებამდე ან გავხდით შესაძლებელს რომ ქალების, ქვიარების და ტრანს ადამიანების თანამონაწილეობა ჩვენს მოძრაობაში დაფუძებული იყოს პატივისცემაზე, როცა შეგვიძლია ავიღოთ გაცილებით უფრო ნაკლებად გამხლიჩავი არაძალადობის პირობა? იმის ალბათობა, რომ არაძალადობრივი კოდექსის მომხრეებს შესაძლოა არსოდეს დაესვათ მსგავსი კითხვები, კარგად ხსნის პაციფისტური აზროვნების ლიმიტაციებს. პაციფისტები იგნორირებას უკეთებენ იმგვარ რეალურ დაყოფას, როგორიცაა თეთრი პრივილეგიები და აკეთებენ უსაფუძვლო და პოტენციურად რასისტულ/კლასისტურ განსხვავებას წინასწარგამოცხადებული დემონსტრაციისათვის ბოქლომის გაჭრასა ( რათა მოპროტესტეებმა სამხედრო ბაზაზე მოაწყონ სიკვდილის განმასახიერებელი აქცია) და ამბოხის დროს ფანჯრის ჩატეხვას შორის (რათა გეტოს მოსახლემ შეძლოს ფული და საკვები მოიპოვოს ოჯახის მოსავლელად). მნიშნელოვანია, რომ პაციფისტები არ ახდენენ კრიტიკულ განსხვავებას სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ სტრუქტურულ, ინსტიტუციურ და სისტემატიურად ნებადართულ პირად ძალადობას (სახელმწიფო აქ მოიაზრება ფართო გაგებით და მოიცავს ეკონომიკისა და პატრიარქატის ფუნქციებსაც) , ‘კრიმინალური’ ტიპის ადამიანებისაგან განხორციელებულ ინდივიდუალიზებულ ძალადობასა და კოლექტიურ, სოციალურ, ‘რევოლუციური’ ტიპის ძალადობებს შორის, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს გაცილებით უფრო აღმატებული ძალადობის განადგურებისაკენ. იმის მოჩვენება, რომ ყველა ტიპის ძალადობა ერთი და იგივეა, ძალიან მოსახერხებელია იმ, ვითომდა ანტი-ძალადობრივი, პრივილეგირებული ხალხისათვის, რომლებიც სარგებელს იღებენ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ძალადობისაგან და უფრო მეტი აქვთ დასაკარგი რევოლუციის ძალადობის შემთხვევაში.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ სამხედრო ბაზაზე შეპარვა, რაღაცეებზე სისხლის გადასხმა და რაკეტებისათვის ჩაქუჩების რტყმა არაძალადობრივია, მაგრამ ლიტონ სისტემების საწარმოს აფეთქება (რომელიც ბალისტიკური რაკეტების სხვადასხვა კომპონენტებს აწარმოებდა) ძალიან ძალადობრივი იყო, მიუხედავად იმისა რომ ამის შეეგად არავინ არ დაზიანებულა. რატომ? პასუხია, რომ ასაფეთქებლები აშინებს ხალხს, ხოლო ჩაქუჩებით შეიარაღებული მოხუცი, თეთრი მონაზვნები-არა. ან რომ როდესაც აქტივისტები იყენებენ ასაფეთქებლებს, მათ არ შეუძლიათ იმის გარანტირება, რომ ამის შედეგად ადამიანები არ დაზარალდებიან. პირველი არგუმენტი იგნორირებას უკეთებს ორ ფაქტს: ის, თუ რა განისაზღვრება საშიშად, დიდწილად განპირობებულია წინასწარარსებული უარყოფითი განწყობებით გარკვეული რასის ან კლასის ადამიანების მიმართ. ასევე ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ მაცხოვრებელი ადამიანების უმეტესობისათვის, არაფუნქციური რაკეტები გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე მოქმედი რაკეტები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ბომბი აფეთქებულა გლობალურ ჩრდილოეთში ამ შედეგის მისაღწევად. ნამდვილად არ შეიტანება ეჭვი იმაში, რომ აფეთქება უკეთ ანადგურებს რაკეტებს, ვიდრე ჩაქუჩის რტყმა. ჩემს მიერ მოცემული მეორე არგუმენტი იგნორირებას უკეთებს შესაძლო მსხვერპლთა არსებობას ჩრდილო ამერიკის გარეთ.საწარმოს აფეთქება იმის გარანტირებას იძლევა, რომ ეს საწარმო ვეღარ შეძლებს რაკეტების წარმოებას, ხოლო იმპერიალისტური სახელმწიფოების საკუთრებაში არსებული რაკეტები გაცილებით უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ურბანული პარტიზანების ხელში არსებული ასაფეთქებლები (ან ჩაქუჩები). თუმცა ამგვარი მსჯელობა იმდენად შორსაა პაციფისტების გონებიდან რომ ჩემს მიერ მოხსენიებული მონაზვნების მხრიდან სასამართლოზე თავდაცვის მთელი ტაქტიკა დაფუძებული იყო იმ მტკიცებაზე, რომ მათ არანაირი რეალური ზიანი არ მიუყენებიათ არავისათვის, მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური ზიანი მიაყენეს იმ რაკეტების საწარმოს, რომელშიც შეიჭრნენ. შესაძლოა კი რომ ისინი ოდესმე რეალურად იქნან განხილულნი, როგორც არაძალადობრივი აქტივისტები მას შემდეგ, რაც წინასწარგამიზნულად ჩააფლავეს შესაძლებლობა შეეჩერებინათ ერთერთი მნიშვნელოვანი საომარი ინსტრუმენტი?

ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე მე ავხსენი არაძალადობის ნაკლოვანებების შესახებ და ჩავატარე პატარა სავარჯიშო, რათა მომეხდინა იმის დემონსტრირება, თუ რეალურად რამდენად ბუნდოვანია ჩვენი წარმოდგენები ძალადობაზე. მე ვკითხე მონაწილეებს, რომლებიც მოიცავდა როგორც არაძალადობრივ, ასევე მრავალფეროვანი ტაქტიკების მომხრე აქტივისტებს, რომ წამომდგარიყვნენ და როდესაც მე წავიკითხავდი სიიდან სხვადასხვა სახის აქტივობებს, გადაედგათ ნაბიჯი წინ, თუკი ჩათვლიდნენ რომ ეს აქტივობა ძალადობრივი იყო და გადაედგათ ნაბიჯი უკან, თუ ჩათვლიდნენ რომ ეს აქტივობა არაძალადობრივი იყო. ეს აქტივობები მოიცავდა იმგვარ აქტივობებს, როგორებიცაა: სვეტშოპში შეკერილი ტანსაცმლის ყიდვა, ხორცის ჭამა, მგლის მიერ ირმის მოკვლა, იმ ადამიანი მოკვლა რომელიც ესესაა ააფეთქებს ბომბს ხალხით სავსე ადგილას და ა.შ. მონაწილეებს შორის თითქმის არასოდეს იყო იდეალური თანხმობა იმაზე, ძალადობრივია თუ არა ესა თუ ის აქტივობა. ზოგი აქტივობა ასევე განხილული იყო როგორც ძალადობრივი მაგრამ მორალური, ხოლო ზოგი, როგორც არაძალადობრივი მაგრამ ამორალური. ამ გაკვეთილის დასკვნა იყო შემდეგი: განა პრაქტიკულია მოვახდინოთ ჩვენი სტრატეგიების, ალიანსებისა და აქტივიზმში ჩვენი ჩართულობის დაფუძნება იმგვარ ბუნდოვან კოცეფციაზე, რომელზეც ორი ადამიანიც კი ვერ თანხმდება თუ რეალურად რას ნიშნავს იგი?

ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ‘ძალადობისათვის’ განსაზღვრების მიცემისაკენ, მივყავართ ორ შედეგთან. არაძალადობა შეიძლება განისაზღვროს როგორც რაღაც, რაც იწვევს ტკივილსა და შიშს, მაგრამ ეს შეუძლებელია ამორალურად ჩავთვალოთ რადგან ის მოიცავს იმგვარ ბუნებრივ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად მშობიარობა ან გადარჩენის მიზნით სხვა ცოცხალი არსების შეჭმა, ან ძალადობა შეიძება განვსაზღვროთ, როგორც შედეგების მორალურობის შესახებ შფოთვა, რა შემთხვევაშიც უფრო დიდი ძალადობის წინაშე უმოქმედობა ან არაეფექტურობა ასევე ძალადობად იქნება შეფასებული. ორივე განსაზღვრება გამორიცხავს არაძალადობას. პირველი იმიტომ, რომ ძალადობა გარდაუვალი და ნორმალურია, ხოლო მეორე, რამდენადაც არაძალადობა შესაძლოა ძალადობად იყოს განხილული, თუკი ის ვერ ახერხებს ძალადობრივი სისტემის შეჩერებას და ასევე რამდენადაც პრივილეგირებული ადამიანები ყველანი უნდა განხილულნი იქნენ, როგორც ძალადობაში თანამონაწილენი, მიუხედავად იმისა, მიიჩნევენ ისინი საკუთარ თავს პაციფისტებად თუ არა. მიუხედავად ამისა პაციფისტები კვლავაც იტყუებენ თავს იმის ფიქრით, რომ ძალადობა შესაძლოა საკმარისად იყოს განმარტებული, თუკი ჩვენ თავს მოვაჩვენებთ რომ ძალადობის გამოყენებას აქვს თავისი გარდაუვალი, ფსიქოლოგიური შედეგები.

ტოდ ალინ მორმანი ‘სოციალურ ანარქიზმის’ წერისას მოიხმობს ერიხ ფრომს, რათა მოახდინოს მკაფიო გამიჯვნა ‘რაციონალურ უფლებამოსილებასა’ და ‘ირაციონალურ უფლებამოსილებას’ შორის. მორმანი ასკვნის, რომ ‘ანარქიზმი უპირისპირდება ყველა სახის ირაციონალურ უფლებამოსილებასა და მის ნაცვლად მხარს უჭერს რაციონალურ უფლებამოსილებას’. ირაციონალური უფლებამოსილება გულისხმობს საკუთარი ძალაუფლების ადამიანებზე ძალადობრივად გავრცელებას, ხოლო რაციონალური უფლებამოსილება განსაზღვრულია, როგორც გავლენა, რომლის გადაცემაც ნებაყოფლობით ხდება გამოცდილების ან კომპეტენციის ბაზაზე. ‘ ძალადობის გამოყენებით შეუძლებელია მოხდეს უფრო აღმატებული, ანარქისტული წესრიგის დამყარება, რადგან ძალადობა ყოველთვის იწვევს იმგვარი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებების წარმოშობას, რაც ანარქისტული რევოლუციის შედეგების საპირისპიროა’. საკმაოდ ტიპიურია მისი მოსაზრება, რომ საჭიროა რევოლუცია მშვიდობიანად მოვახდინოთ, რადგანაც თუკი ამგვარად არ მოვიქცევით, ჩვენ უბრალოდ: ’აღვადგენთ სახელმწიფოს ახალ ფორმაში’. მაგრამ რატომაა შესაძლებელი ძალადობრივი მოქმედებების შეწყვეტა ამჟამად, რევოლუციამდე, და რატომ იქნება ეს შეუძებელი რევოლუციის შემდგომ! მორმანი არ აზუსტებს, თუ როგორ ახერხებს რომ წინადადების ბოლოს ადამიანები დაინახოს დეტერმინისტულად, როცა იმავე წინადადების დასაწყისში ის ადამიანებს ხედავს, როგორც თავისუფალ აგენტებს. მე ვეჭვობ ეს იმიტომ ხდება, რომ მორმანის მსგავს აკადემიის წევრებს ეშინიათ იმის, თუ რა დაემართებათ მათ, მილიტანტურ რევოლუციაზე ხელის აღების გარეშე (რაც ეფექტურად ნიშნავს რევოლუციაზე სრულად ხელის აღებას). ამის ნაცვლად, მათ ურჩევნიათ გამოიტანონ დასკვნები საკუთარ ‘რაციონალურ უფლებამოსილებაზე’ და თავი მოგვაჩვენონ, თითქოს წვლილი შეაქვთ პროცესებში, რომელიც, რაღაცა გაურკვეველი გზებით, სახელმწიფოს არასაჭიროს გახდის. რასაკვირველია ჩვენი, როგორც ანარქისტების უმთავრესი თეორიული დასკვნა არის, რომ სახელმწიფო არასაჭირო იყო მისი ჩასახვისთანავე, თუმცა ის, მიუხედავად ამისა, კვლავაც ახერხებს შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი ძალაუფლება. ფრომის სილოგიზმი და მინიმუმ მორმანის მისი ინტერპრეტაცია ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ ‘ირაციონალური უფლებამოსილებისათის’ ‘რაციონალური უფლებამოსილება’ უმნიშნელო, უშინაარსო და ძალაუფლების არმქონეა.

როგორც ჩემთვის მოსჩანს, გაცილებით უფრო მარტივი იქნება ვიზრუნოთ ძალადობისა და დომინაციის ფსიქოლოგიური სქემების დასრულებისათვის იმ სოციალური ინსტიტუციების, პოლიტიკური ფიგურებისა თუ ეკონომიკური სტრუქტურების განადგურების შემდგომ, რომლებიც სპეციფიურად ამ მაიძულებელი დომინაციის განხორციელებისათვის იქნა შექმნილი. არაძალადობის მომხრეები თავის მხრივ თამამად აცხადებენ, რომ ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ სიმპტომებს მაშინ, როდესაც დაავადებას გავრცელებისა და თავდაცვისთვის სრული თავისუფლება აქვს მიცემული. მორმანი ამბობს:

‘ძალადობას შეუძლია სახელმწიფოს მიერ წახალისებულ სოციალური ურთიერთობების მხოლოდ ფიზიკურ მანიფესტაციაზე მიიტანოს დარტყმა. ადამიანს არ შეუძლია ამ სოციალური ურთიერთობების განადგურება მათზე მხოლოდ ფიზიკური თავდასხმით.’

გარდა იმისა, რომ ეს ცალსახად მცდარია, თუკი განვიხილავთ ადგილობრივი, მკვიდრი კულტურების მიერ უცხოური შემოჭრისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ურთიერთობებს (სადაც კოლონიზატორის მოკვლა და მისი გაძევება სწორადაც რომ კოლონიზაციის პროცესის მოკვლას ნიშნავს, თუკი ეს მოესწრება მანამ, სანამ ადგილობრივ მკვიდრთა გადასავლურება მოხდება), მოდი დროებით დავეთანხმოთ მორმანის ვიწრო ევროცენტრულობას და ვფოკუსირდეთ კულტურებზე, რომლებშიც ოპრესორი და ოპრესირებული ერთდაიგივე ეროვნებას ან კულტურას მიეკუთვნება. იგი აცხადებს, რომ ძალადობას შეუძლია ოპრესიის მხოლოდ ფიზიკური მანიფესტაციის განადგურება და არა ფსიქოლოგიურის. ნებისმიერი გონიერი ადამიანი ამ შემთხვევაში შემოგვთავაზებდა ერთდროულად ორივე რევოლუციური ბრძოლის განხორციელებას: როგორც გამანადგურებელს, ასევე კრეატიულს, სადაც ოპრესორის და მისი აღჭურვილობის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ამავდროულად თან სდევს სოციუმის მომვლელობითი და განკურნებითი აქტივობები. მორმანი და ათასობით მისი მსგავსი პაციფისტი ამის ნაცვლად აცხადებს, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ ფსიქოლოგიურ განთავისუფლებაზე და თავიდან ავიცილოთ ფიზიკური ბრძოლები. მაშინ როგორ არის, რომ ისინი ვერ ხედავენ იდენტურ პარალელს იმ არგუმენტისა, რაც თავადვე განაცხადეს? კერძოდ კი იმას, რომ ფსიქოლოგიურ აქტივობებს არ შეუძლია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ოპრესიის ფიზიკური მანიფესტაციების გადაგურება. შესაძლოა ისინი მიიჩნევენ, რომ ოპრესიული სოციალური ურთიერთობები დამოუკიდებლად არსებობენ და ოპრესიის ფიზიკურ სტრუქტურების ჩამოყალიბება აბსოლუტური ფაბრიკაციის შედეგად ხდება? მაგრამ ეს ხედვა ზედმეტად სიმპლისტურია. სოციალური ურთიერთობებისა და ფიზიკური სტრუქტურების ერთმანეთისაგან სრულად განცალკევება შეუძლებელია და ისინი აშკარად ტანდემში ვითარდებიან. ფიზიკური სტრუქტურები და სოციალური ურთიერთობები ურთიერთდამოკიდებულნი და ურთიერთგამაძლიერებელნი არიან.

მორმანი ასევე ეჭიდება რევოლუციის ტოტალიტარულ იდეას.

‘რევოლუციონერი ავრცელებს ერთი ტიპის სოციალურ ურთიერთობებს და ანგრევს სხვა, ძველ სოციალურ კავშირებს არა სწავლების, მაგალითის ან დადასტურებული არგუმენტირების საფუძველზე, არამედ ძალის, შიშისა და დაშინების მეთოდით. სწორედ იმ მეთოდებით, რაც ირაციონალური უფლებამოსილების საყრდენ წერტილებს წარმოადგენს’.

ეს არგუმენტი გვანიშნებს, რომ არა-პაციფისტური რევოლუცია უნდა იწარმოებოდეს ფილოსოფიურად დევიანტური და პოლიტიკურად არასწორი ადამიანების წინააღმდეგ – ანუ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც არასწორი რწმენები აქვთ ( სწორედ ამგვარადვე ხედავს პოლიტიკური პარტია რევოლუციას). თუმცა განთავისუფლებისთვის ბრძოლას ერთზე მეტი მდგენელი აქვს. ის შეიძლება იყოს კულტურული, იბრძოლოს უცხოური კოლონიზატორის და ბურჟუა პოლიტიკური პარტიების გასაძევებლად, რომლებმაც კოლონიზატორების მახასიათებლები აითვისეს (როგორც აღწერილია ფანონის მიერ), ან შეიძლება იყოს სტრუქტურული – მოხდეს ძალაუფლებრივი სტრუქტურებისა და იერარქიული ინსტიტუციების განადგურება კონკრეტულ ადამიანებზე დამიზნების გარეშე, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ირჩევენ ბრძოლას ძალაუფლების მხარეს. მას შემდეგ, რაც რევოლუცია გაანადგურებს ყველა კაპიტალისტურ სტრუქტურას – ამოიღებს საწარმოებს, გადაანაწილებს მიწას და დაწვავს ფულს, გაქრება იმ ადამიანების დახოცვისა და ირაციონალური ძალაუფლების მხრიდან მათი დაშინების საჭიროება, რომლებიც იდეოლოგიურად კაპიტალიზმის მომხრეები არიან. თუკი მათ არ ექნებათ სამხედრო აპარატი, რათა შეძლონ კაპიტალიზმის თავიდან იმპლემენტაცია და არ ეყოლებათ პოლიცია, რათა მოახდინონ ამ კაპიტალიზმის დაცვა, ისინი, როგორც ადამიანები, საკმაოდ უწყინარნი არიან და ისინი ან ისწავლიან საკუთარი ცხოვრების შეცვლის კრეატიულ მექანიზმებს, ან შიმშილით დაიხოცებიან იმის გაანალიზების გარეშე, რომ ვერავის ვეღარ დაიქირავებენ მათთვის მონურ შრომის გასაწევად. მორმანის ტიპიური პაციფისტური ანარქიზმის კონსტრუქტი ემყარება რევოლუციის ევროცენტრულ პოლიტიკურ ხედვას, რომელშიც რევოლუციური ძალა გადაიბარებს ძალაუფლებას და მოახდენს სოციუმზე თავისუფლების მისეული ხედვის გავრცელებას ცენტრალიზებული აპარატის მეშვეობით. რელობაში რაც უნდა მოხდეს, არის ამ სოციუმის დანგრევა მისი დღევანდელი გაგებით, რაც წარმოადგენს ერთმანეთთან ხელოვნურად დაკავშირებულ ადამიანთა ერთობას, რომელნიც იძულებითი ინტერესებიდან გამომდინარე ერთად შრომობენ. მილიტანტური რევოლუცია გაანადგურებდა სახელმწიფოს ცენტრალური გრავიტაციას, რომელიც მოიცავს თითო სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით განხორციელებულ მასობრივ პოლიტიკას. ამის შემდგომ ჩვენ არ დაგვჭირდება რაციონალური და ‘კარგად დადასტურებული’ იდეოლოგია ადამიანების ერთად გამოსაჭერად, რამდენადაც სოციუმი ბუნებრივად დაიყოფა მცირე ზომის ორგანულ ერთეულებად. რევოლუციონერებს არ დასჭირდებათ ძალადობის გამოყენება, რათა დაარწმუნონ ყველა მცხოვრები გარკვეული, საერთო ქცევები გამომუშავების აუცილებლობაში, რამდენადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კონფორმულობის არსებობის საჭიროება აღარ იდგება.

მორმანის ლოგიკა ასევე ემყარება იმ დასავლური კულტურის ვარაუდებს, რომელიც ვერ აფასებს იმგვარ ძალადობას, რომელიც დომინაციების შექმნას არ ემსახურება. ეს ვარაუდები დაკავშირებულია დასავლური კულტურის თანდაყოლილ ტოტალიტარიანიზმთან (რაც ასევე დასტურდება პაციფიზმის ეტატისტურ მისწრაფებაში, პრივილეგიები მიანიჭოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ძალადობას როდესაც, ამავდროულად, აქტიურად დევნის ძალადობასა და აჯანყებას). ძალადობის ავტომატურად მიკუთვნება ირაციონალურ უფლებამოსილებაზე გამომდინარეობს იმ კულტურული ღირებულებებიდან, რომ ძალადობა აუცილებლად დომინაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მანდეს მიხედვით, მაგალამ, შემოქმედმა ღმერთმა, მსხვერპლად შესწირა ფარო, რათა გადაერჩინა ის, რაც დარჩა მისი ქმნილებებიდან. ამის საპირისპიროდ ბერძნული მითოლოგიიდან ქრონუსი ცდილობდა მოეკლა თავისი შვილი, ხოლო მოგვიანებით ზევსმა შთანთქა თავისი საყვარელი, მეტისი, რათა შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ეს დინამიკა წარმოადგენს დასავლური მითოლოგიის მთავარ მახასიათებელს. ძალადობის გამოყენება წარმაოდგენს ან წინასწარგათვლილ აქტს, რათა მოხდეს ძალაუფლებისა და მაიძულებელი კონტროლის მოპოვება, ან ის არის განხორციელებული ემოციურ ნიადაგზე, რომლის შემთხვევაშიც მთავარი მოტივატორი არის სხვა არსების ფლობის სურვილიდან გამომდინარე ეჭვიანობა. ეს სქემები ასეთი უნივერსალური არ არის სხვა კულტურებისათვის.

ეს სქემები ასევე არ არის უნივერსალური განსხვავებული სიტუაციებისათვის. კოლექტიური, კოორდინირებული ძალადობა, რომელიც ცდილობს იმგვარი ტიპის სოციალური ურთიერთობების შემოტანას, რომელთა შენარჩუნებაც კვლავაც ძალადობით იქნება შესაძლებელი, ანდა რევოლუცია, რომელიც ხორციელდება ძალაუფლების ცენტრალიზებულ ინსტიტუციებზე მართვის აღებისათვის, მართლაც რომ წარმოადგენს მაიძულებელი ძალაუფლების შექმნისა და შენარჩუნების მცდელობებს. მაგრამ ეს ეს ორი არ არის ერთადერთი შესაძლებელი გზები სოციალური ცვლილებების გასატარებლად. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ფრანც ფანონი აღწერს ძალადობას, როგორც ‘გამწმენდ ძალას’, როცა მისი გამოყენება ხდება კოლონიზაციის შედეგად დამცირებული და დეჰუმანიზებული ადამიანების მიერ საკუთარი თავის განსათავისუფლებლად. (კოლონიალისტური დინამიკა დღემდე ეხება მკვიდრ პოპულაციებს, ჰავაიდან დაწყებული სამოათი დამთავრებულ პირდაპირ კოლონიებს, ოკუპირებულ რეგიონებს, როგორიცაა ქურდისტანი და ერაყი და მსგავსივე დინამიკა ეხება აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ნეოკოლონიებს, შიდა კოლონიებს, რომლებიც ამერიკის მონათმფლობელური ისტორიიდან შემორჩა და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ ეს დინამიკა დღემდე ეხება ასობით მილიონ ადამიანს). ფანონი ასევე გაცნობილი იყო FLN (ნაციონალური განმათავისუფლებელი ფრონტის) საქმიანობასთან და თავადაც მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელიც სპეციალიზებული იყო კოლონიზების ფსიქოლოგიასა და განმათავისუფლებელი ბრძოლების წარმოების შედეგად მიღებულ ფსიქოლოგიურ ეფექტებზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას, განსხვავებით ერიხ ფრომისაგან, მას უფრო მეტ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, რათა შეეფასებინა განმათავისუფლებელი ძალადობის ფსიქოლოგია მსოფლიო პოპულაციების უმრავლესობის პერსპექტივიდან. ის არ ეძებდა გამორჩენის მიღებას განათლებული პოლიტიკური პარტიისაგან, რომელიც ცდილობს სამყაროს გადაკეთებას საკუთარი ხატის მიხედვით, არამედ ის ცდილობდა სარგებელი მოეტანა იმგვარი ძალადობით დამორჩილებული ადამიანებისათვის, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ ძალის გამოყენებით შებრძოლებოდნენ სისტემას ან მოეხდინათ საკუთარი ბრაზის გადამისამართება ერთმანეთის წინააღმდეგ სოციოპათურ ძალადობაში. როდესაც საუბრობს კოლონიზაციასა და ამ პროცესის მიმართ შექმნილ წინააღმდეგობაზე, ფანონი წერს: ‘საკმაოდ ხშირად დიდი სოციალური ძვრები ამავდროულად ახდენს წვრილი დანაშაულებისა და ფსიქოლოგიური დაავადებების სიხშირის შემცირებას’.

მოცემულ გრძელ სიას რომ მივამატოთ, არაძალადობა ბოდვაა, რამდენადაც ის მუდივად იმეორებს, რომ საშუალება განსაზღვრავს შედეგებს. თითქოს ისტორიაში არასოდეს განხორციელებულა ტრანსფორმაცია იმგვარი პირობებით, რაც აბსოლუტურად განსხვავებული იყო მის მისაღწევად გამოყენებული საშუალებებისაგან. 1866 წელს განხორციელებული წითელი ღრუბლების ომის შემდგომ ლაკოტა არ ჩაძირულა ძალადობის ორგიაში იმიტომ, რომ მათ ჩაიდინეს მორალური და ფსიქოლოგიური ტრანსგრესიები თეთრი ჯარისკაცების დახოცვით. პირიქით, მათ თითქმის ათი წლის განმავლობაში იცხოვრეს მეტნაკლები მშვიდობისა და ავტონომიურობის პირობებში მანამ, სანამ ჯორჯ არმსტრონგ კასტერი არ დაესხა თავს ბლექ ჰილსს ოქროს საპოვნელად. მაგრამ, პაციფისტების ლოგიკით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი საშუალებები (ჩვენი ტაქტიკები) დავაფუძნოთ იმ სიტუაციებზე, რომლის წინაშეც ვდგავართ, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ იმ პირობებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ არც დამდგარა. ჩვენ უნდა მოვიქცეთ იმგვარად, თითქოს რევოლუცია უკვე მოხდა და უკვე ვცხოვრობთ უკეთეს სამყაროში. სტრატეგიების ამგვარი საბითუმო უარყოფა ივიწყებს, რომ არაძალადობის თავად ისეთი ხოტბაშესხმული ფიგურებიც კი, როგორებიც არიან კინგი და განდი, არ მიიჩნევდნენ რომ პაციფიზმი უნივერსალურად გამოყენებადი პანაცეა იყო. მარტინ ლუთერ კინგი აცნობიერებდა, რომ : ’ ისინი, ვინც შეუძლებელს ხდიან მშვიდობიანი რევოლუციის მიღწევას, გარდაუვალად გამოიწვევენ ძალადობრივ რევოლუციას’. თუკი გავითვალისწინებთ მზარდ მედია კონსოლიდაციას (რომელიც არაძალადობრივი აქტივისტების ყველაზე დიდ მოკავშირედ ითვლება და მათ მიერ გამოყენებულ ჭკუის სასწავლებელ ინსტრუმენტადაც არის მიჩნეული) და სახელმწიფოს რეპრესიული ძალაუფლებების ზრდას, განა შეგვიძია რეალურად გვწამდეს, რომ პაციფისტურ მოძრაობას შეუძლია მთავრობაზე გამარჯვება იმგვარ საკითხებში, რომლებზე კომპრომისის მიღწევაც მმართველი კლასების ინტერესებისათვის მიუღებელია?

რომ დავასრულოთ ფართოდ გავრცელებული ბოდვების სია, არაძალადობრივი აქტივისტები ხშირად აცხადებენ, რომ ძალადობა ადამიანების გაუცხოვებას იწვევს. ამგვარი დასკვნა აშკარად სიცრუეა. ძალადობრივი ვიდეოთამაშები და ძალადობრივი ფილმები ამჟამად ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. აშკარა ფაბრიკაციებზე დაფუძებული ომებიც კი ახერხებს პოპულაციის ნახევრისაგან მხარდაჭერის მოპოვებას. ხშირად ამას იმგვარი კომენტარებიც კი გასდევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალა ზედმეტად ჰუმანური და ზომიერია მისი მტრების მიმართ. არჩევნებიც ასევე ძალიან გამაუცხოებელია მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც საკმარისად გამოცდილნი არიან, რომ უარი თქვან მათში მონაწილეობაზე და ასევე იმ ადამიანებისათვისაც, რომლებიც მონაწილეობენ მათში, უკეთესი არჩევანის არქონის გამო. ეგრეთწოდებული ‘სიყვარულის’ გამოჩენა ‘მტრის’ მიმართ, ასევე ძალიან გამაუცხოვებელია ადამიანებისათვის, რომლებმაც იციან, რომ სიყვარული უფრო ღრმა და უფრო პირადული რამაა, ვიდრე ის ზედაპირული ღიმილიანი სახე, რომლითაც ექვს მილიარდ უცნობ ადამიანს უნდა წარვუდგეთ. პაციფიზმი ასევე გამაუცხოებელია მილიონობით დაბალი სოციალური კლასის წარმომადგენელი ამერიკელებისათვის, რომლებიც ჩუმად ზეიმობენ პოლიციელის და (განსაკუთრებით) ფედერალური აგენტის მკვლელობებს. მთავარი კითხვა არის რომ – ვისი გაუცხოვება ხდება ძალადობის შედეგად და როგორი ძალადობის შედეგად? ერთერთი ანარქისტი წერს:

‘ეს ჭეშმარიტებაც რომ იყოს, ვის ადარდებს რომ საშუალო და მაღალი კლასის ადამიანები გაუცხოვებას განიცდიან ძალადობისაგან? მათ უკვე ჰქონდათ საკუთარი ძალადობრივი რევოლუცია, რომელშიც ამჟამად ჩენ ვცხოვრობთ. გარდა ამისა მთელი იდეა, რომ საშუალო და მაღალი კლასები გაუცხოვებულნი არიან ძალადობისაგან აბსოლუტური სიცრუეა… ისინი მუდმივად მხარს უჭერენ ძალადობას, იქნება ეს გაფიცვების დაშლა, პოლიციის მხრიდან ძალადობა, ციხეები, ომები, სანქციები თუ სიკვდილით დასჯა. ის, რისი წინააღმდეგნიც ისინი სინამდვილეში არიან, არის ძალადობა, რომელიც მიმართულია მათი პრივილეგიების შერყევისაკენ’.

წინდაუხედავი ძალადობა, რომელიც ადამიანებს აყენებს არასაჭირო რისკის წინაშე და არც კი მიისწრაფის რომ ეფექტური და წარმატებული იყოს, სავარაუდოდ გამოიწვევდა ადამიანების გაუცხოვებას. განსაკუთრებით მათის მხრიდან, რომლებიც უკვე იბრძიან ოპრესიისგან გამოწვეული ძალადობისგან გადასარჩენად. თუმცა გადარჩენისა და თავისუფლებისათვის ბრძოლა ხშირად კეთილგანწყობას იმსახურებს. მე ბოლო პერიოდში გამიმართლა, რომ მიმოწერაში ვყოფილიყავი შავკანიანი განმათავისუფლებელი არმიის წევრ პატიმართან, ჯოზეფ ბოუენთან. იგი დააპატიმრეს მას შემდგომ, რაც პოლიციელი, რომელიც ცდილობდა მის მოკვლას, მკვდარი აღმოაჩინეს.’ჯო-ჯომ’ სხვა პატიმრებისაგან პატივისცემა მას შემდგომ მოიპოვა, რაც, ინტენსიური რეპრესიებისა და რელიგიურ საფუძველზე დევნის გამო, მოკლა ციხის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის დამხმარე და დაჭრა დაცვის მეთაური ფილადელფიის ჰოლრნესბურგის ციხეში 1973 წელს. 1981 წელს მან მონაწილეობა მიიღო გრეიტფორდის ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზებაში, რომელიც ჩავარდა და გაქცევის ნაცვლად ის იქცა მძევლების სიტუაციად. ამავე პერიოდში საკმაოდ დიდი მედია ყურადღება დაეთმო პენსილვანიის ციხეებში არსებულ საშინელ პირობებს. 5 დღიანი ჩიხური მდგომარეობის განმავლობაში ფილადელფია ინქვაირერში და სხვა ნაციონალურ პრესაში გამოქვეყნდა ათობით სტატია, რომლებმაც ნათელი მოჰფინა ციხეებში გამომწყვდეული ადამიანების პრობლემებს და რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ ადამიანებს, რომელთაც არაფერი დარჩენოდათ დასაკარგი, გააგრძელებდნენ ბრძოლას რეპრესიებისა და საშინელი პირობების წინააღმდეგ. ზოგიერთი კორპორატიული მედია სტატიები დადებითადაც კი იყვნენ განწყობილნი ჯო-ჯოს მიმართ და საბოლოო ჯამში სახელმწიფო დასთანხმდა, გადაეყვანა ათობით აჯანყებული სხვა ციხეში, ნაცვლად იმისა, რომ შეჭრილიყვნენ ციხეში და გაეხსნათ ცეცხლი აჯანყებულთათვის, რაც ყოველთვის სახელმწიფოს საყვარელ ტაქტიკას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში ამ ალყის შედეგად ბოუენმა მოახერხა იმდენად აერია პოლიტიკური ძალაუფლების შკალა, რომ პოლიტიკოსებს თავდაცვისათვის მოუწიათ გრეიტფორდის ციხეში არსებული პირობების შესასწავლად გამოძიების დაგეგმვა. ამ და ძალიან ბევრ მსგავს მაგალითებში, როგორებიცაა ზაპატისტებისა (1994) და აპალაჩიელი მეშახტეების(1921) მაგალითები, ადამიანები საკუთარი თავის ჰუმანიზებას ახერხებენ სწორედ მას შემდეგ, რაც შეიარაღდებიან ოპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ წიგნის პირველი გამოცემის შემდგომ მე დამიკავშირდა უამრავი ადამიანი, რომლებიც არ წარმოადგენდნენ აქტივისტებს და რომლებიც მეუბნებოდნენ, თუ რამდენად აფასებდნენ ჩემს მიერ აქ წარმოდგენილ სენტიმენტებს. მაშინ, როდესაც აქტივისტებმა შესაძლოა დაასკვნან, რომ ეს ადამიანები აპათიურად არიან განწყობილნი სოციალური მოძრაობების მიმართ, რამდენადაც მათ არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა აქტივისტების დაგეგმილ ქმედებებში. ჩემთვის უამრავჯერ უთქვამთ, რომ ადამიანებს სურდათ მონაწილეობის მიღება, თუმცა არ იცოდნენ როგორ განეხორციელებინათ ეს, რამდენადაც ყველა საორგანიზაციო ძალისხმევა მიმართული იყო მშვიდობიანი პროტესტებისაკენ, რომელიც არ იყო მათთვის ინკლუზიური და ამავდროულად არ შეეძლო არანაირი შედეგების მიღწევა. ერთმა მშრომელთა კლასის ადამიანმა მომიყვა, ამერიკის მიერ ერაყში შეჭრის შემდგომ როგორ ჩახტა მანქანაში და 2 საათი იმგზავრა ვაშინგტონამდე, პროტესტში მონაწილეობის მისაღებად, მაშინ, როდესად არ იცნობდა ამ პროტესტში მონაწილეთაგან არავის. როდესაც ადგილზე მივიდა მან დაინახა, რომ მშვიდობიანი ხალხი პოლიციის მიერ შედენილი იყო საპროტესტო გალიებში, ის შემოტრიალდა და წამოვიდა სახლისაკენ.

არაძალადობრივი აქტივისტების როლი ხშირად იმაში გამოიხატება, რომ აკონტროლონ ან საბოტაჟი გაუკეთონ რევოლუციურ მოძრაობებს. ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ რევოლუციური აქტივისტების დაცვას სახელმწიფო რეპრესიებიდან და ასევე მათი თვისება, დაშოშინდნენ ყველაზე უფრო ცარიელი ‘გამარჯვებების’ შემდგომ, მეტყველებს იმაზე, რომ არაძალადობრივ აქტივისტებს სხვა, ფარული მიზნები აქვთ. ჩემთვის ისე მოსჩანს, რომ პაციფისტი აქტივისტების ყველაზე გავრცელებული მოტივი არის ისარგებლონ მორალური აღმატებულობის პოზიციის დაჭერით და შესაბამისად განთავისუფლდნენ თავიანთი ბრალეულობის შეგრძნებისაგან იმ ოპრესიული სისტემების ცნობით, რომლებთანაც მიბმულები არიან მაგრამ რომელთან გამკლავებასაც ღირებულ დონეზე ვერ ახერხებენ. ვარდ ჩერჩილი გვთავაზობს ამგვარ განმარტებას: თეთრი პაციფისტები ცდილობენ თავი დაიცვან რეპერსიებისაგან. ისინი საკუთარ აქტივიზმს სრულად განსაზღვრავენ, როგორც პოზირებასა და როგორც პოსტ-რევოლუციური სამყაროს ორგანიზებას მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით განსხვავებული რასობრივი და ეთნიკური წარმოშობის ადამიანები საკუთარ პასუხისმგებლობაში იღებენ ამგვარი სამყაროს მიღწევისათვის ბრძოლის წარმოების ყველანაირ საშინელ შედეგებს. ეს საკმაოდ დაშორებულია იმ სოლიდარობის როლიდან, რომელშიც თეთრი პაციფისტები წარმოიდგენენ ხოლმე საკუთარ თავს.

არაძალადობრივი აქტივიზმი, რომელიც დამიზნებული იყო ამერიკის სკოლის (SOA) წინააღმდეგ, ძალიან კარგ მაგალითს გვაძლევს. SOA-ს წინააღმდეგ ორგანიზება უახლეს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბურ და გრძელვადიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიას წარმოადგენს და მან უამრავი წამყვანი პაციფისტების მხარდაჭერაც დაიმსახურა. ანტი-SOA აქტივიზმში ჩემი ჩართულობის განმავლობაში მე დავგეგმე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია და მივიღე საპატიმრო განაჩენი, როგორც დემოკრატიული პროცესების სრული სიყალბისა და მისი ავტორიტარიანული ბუნების სადემონსტრაციო ნიშანი, და ასევე, როგორც ესკალაციის გაღვივება ჭეშმარიტად რევოლუციური მოძრაობების მიმართ, რომლებიც უმიზნებენ კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის ყველა ასპექტებს, და არა მხოლოდ SOA-ს. მართლაც და რა სასაცილოა კამპანიების წარმოება ერთი მილიტარული სკოლის დასახურად, როდესაც უამრავი სხვა ინსტიტუციები და მთელი კაპიტალისტური სახელმწიფო სტრუქტურა ერთიდაიგივე მიზნებისათვის მუშაობენ? ჩემი საპატიმრო განაჩენის დასრულების შემდგომ, მე დავინახე რომ ანტი-SOA კამპანიებში მონაწილე პაციფისტების უდიდესი ნაწილისათვის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა წარმოადგენდა საბოლოო მიზანს, რომელიც გამოიყენებოდა კონგრესში ლობისტების მოპოვებასა და ახალი წევრების რეკრუიტებისათვის და ასევე პრივილეგიებისაგან გამოწვეული დანაშაულის შეგრძნების გაქრობისა და მორალური უპირატრესობის შეგრძნების მოპოვებისათვის. ეს მათ საშუალებას აძლევდა განეცხადებინათ, რომ შედარებით ადვილი საპატიმრო განაჩენის (6 თვე ან ნაკლები) გადატანით, ისინი ხდებოდნენ ოპრესიის ‘ცოცხალი მოწმეები’ და ‘სოლიდარულად იდგნენ ოპრესირებული ადამიანების გვერდით’ ლათინურ ამერიკის ქვეყნების მოსახელწობისათვის.

მთელი მისი ცერემონიების მიუხედავად, არაძალადობა აბსოლუტურად უუნაროა. არაძალადობრივი თეორია ემყარება დიდი რაოდენობით მანიპულაციებს, ფალსიფიკაციებსა და ბოდვებს. არაძალადობრივი პრაქტიკა არაეფექტურია და პირადი ინტერესებიდანაა გამომდინარე. რევოლუციური გაგებით არაძალადობას არათუ არასოდეს უმუშავია, ის არც არასოდეს არსებულა. მანქანის ტარება, ხორცის ჭამა, ტოფუს ჭამა, ქირის გადახდა, გადასახადების გადახდა, კეთლგანწყობილი დამოკიდებულება პოლიციელის მიმართ – ყველა ეს აქტივობა ძალადობრივი აქტივობაა. გლობალური სისტემა და ყველა, ვინც ამ სისტემაშია ჩართული, გაჟღენთილია ძალადობით. ის იძულებითაა გატარებული და არანებაყოფლობრივია. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან კოლონიალიზმის, მილიტარული ოკუპაციის ან რასობრივი ოპრესიის ქვეშ, არაძალადობა ყოველთვის არ არის გამოსავალი – ადამიანებმა ან ძალადობრივად უნდა იბრძოლონ მათი ოპრესორების საწინააღმდეგოდ, ან გადაამისამართონ ეს ძალადობა ურთიერთსაპირისპირო ანტისოციალურ ძალადობაში. ფრანც ფანონი წერს:

‘კომუნალური ორგანიზების დონეზე ჩვენ ყოველთვის ვახდენთ კარგად ცნობილ თავიდან აცილების ქცევების სქემის ამოცნობას. ეს იმას წააგავს, რომ თითქოს მოძმეთა სისხლში ჩაძირვა, მათ საშუალებას აძლევს მოახდინონ არსებული წინაღობების იგნორირება, და რომ სამომავლოდ გადადონ არჩევანი, რომელიც გარდაუვალად სვამს კითხვას კოლონიალიზმისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. გარდა ამისა კოლექტივის თვითგანადგურება ამგვარი კონკრეტული ფორმებით ყოველთვის წარმოადგენს იმ გზას, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა მუსკულარული დაძაბულობისაგან თავისუფლდება’

მშვიდობა შეუძლებელია მანამ, სანამ სახელმწიფოს ცენტრალურად ორგანიზებული ძალადობა არ დასრულდება. ექსკლუზიური დამოკიდებულება ალტერნატივების მშენებლობაზე, რომელიც შეძლებდა ჩვენს გრძელვადიან პერსპექტივაში შენახვას, გახდიდა სახელმწიფოს არასაჭიროსა და მოძველებულს და მოგვცემდა ამ ძალადობისაგან განკურნებისა და ‘ავტო-დესტრუქციის’ თავიდან აცილების საშუალებას, არ არის შესაძებელი, რადგან სახელმწიფო გაანადგურებს ნებისმიერ ალტერნატივებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ რომ გვქონდეს ნებართვა, ვიცხოვროთ იმ ცვლილებებით, რის ნახვასაც სამყაროში ვისურვებდით, ჩვენ დიდად აღარ დაგვჭირდებოდა რევოლუცია. ჩვენი არჩევანი ძალადობრივად დავიწროებულია: ჩვენ შეგვიძლია აქტიურად მხარი დავუჭიროთ ძალადობრივ სისტემას, ავტომატურად მხარი დავუჭიროთ ძალადობრივ სისტემას რამდენადაც ვერ ვახერხებთ მის შეცვლას, მხარი დავუჭიროთ რაიმე არსებულ ძალას, რომელიც ცდილობს ძალადობრივად გაანადგუროს სახელმწიფოს ძალადობრივი სტრუქტურები ან შევეცადოთ ვიპოვოთ ახალი და ორიგინალური გზები რათა გავანადგუროთ სისტემა. პრივილეგირებულმა აქტივისტებმა უნდა გააცნობიერონ ის, რაც სამყაროს დანარჩენი მოსახლეობისათვის დიდი ხანია ცნობილია: ჩვენ ვართ ომის პირობებში და ნეიტრალობა შეუძლებელია. ამჟამად დედამიწაზე არ არის არაფერი, რაც იმსახურებს მშვიდობის სახელს. ამის ნაცვლად საკითხავია, თუ ვისი ძალადობა გვაშინებს ჩვენ ყველაზე მეტად და ვის მხარეს გვსურს დგომა.

წყარო: http://www.hiimfine.com/

The web page was started with Mobirise